რა უნდა გააკეთო, თუ პოპულარობა გსურს - გზაპრესი

რა უნდა გააკეთო, თუ პოპულარობა გსურს

ემილიას თამამი, სექსუალური სამოსი უყვარს.

- მყავს დედა და ძმა. დედა ბუღალტერია. 15 წლის ვიყავი, როცა მამა გარდაიცვალა. ამჟამად სააგენტო "ირაკლეონის" ფოტომოდელი ვარ. პოდიუმზე გასული ძალიან კომფორტულად ვგრძნობ თავს... მიყვარს საოპერო სიმღერები. ბავშვობიდან გუნდში ვმღეროდი და ვგალობდი. 5 წლიდან ვუკრავ პიანინოზე. ამჟამად ევგენი მიქელაძის მუსიკალურ სკოლაში ვსწავლობ, მომავალში კი იმედია, კონსერვატორიაში ჩავაბარებ (იღიმის).

- ფოტომოდელი როგორ გახდი?

- ძალიან თამამი და უკომპლექსო ვარ. ალბათ გახსოვთ, საქართველოს მასშტაბით ჩატარდა სილამაზის კონკურსი - "მის სკოლა", რომელშიც ვმონაწილეობდი. გავხდი "ვიცე მის სკოლა" და "მის ინტერნეტ სიმპათია". შემდეგ მონაწილეობა მივიღე კიდევ ერთ კონკურსში და "მის სექსუალობის" ტიტული მოვიპოვე.

- ახლახან ტელეეკრანზეც გამოჩნდი....

- "კომედი არხის" პროდიუსერი დამიკავშირდა და თანამშრომლობა შემომთავაზა. რა თქმა უნდა, მისი წინადადება მივიღე. ძალიან მიხარია, რომ კარგ გარემოში, არაჩვეულებრივ ადამიანებთან ერთად მიწევს მუშაობა.

GzaPress

- ოჯახი როგორ ეგუება შენს თამამ და უკომპლექსო ხასიათს?

- დედასთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს. მან იცის, რომ ეს ყველაფერი ჩემი კარიერისთვის არის საჭირო. რაც შეეხება ჩემს ძმას: მოსწონს, მოდელი რომ ვარ, მაგრამ ჩემს თამამ ჩაცმულობას ვერ ეგუება.

- ემილია, ბუნებრივად ქერა ხარ თუ თმას იღებავ?

- ვიღებავ. ჩემი ბუნებრივი თმა წაბლისფერია. ვფიქრობ, ქერა უფრო მიხდება.

- სარკესთან ბევრ დროს ატარებ?

- სარკე ძალიან მიყვარს. შემიძლია, დილიდან საღამომდე სარკის წინ ვიდგე. მას არა მარტო მაკიაჟის წასმის და სამოსის შერჩევის დროს ვიყენებ, არამედ ვცდილობ, სარკეში ყურებისას დავხვეწო მიმიკები, მეტყველება. ასე რომ, საკუთარ თავზე ვმუშაობ.

- მაკიაჟის წასმა რა ასაკში დაიწყე?

- პირველად მაკიაჟი 15 წლისამ გავიკეთე და მივხვდი რომ ძალიან მიხდება... 17 წლის ვიყავი, როცა ისიც გავაცნობიერე, რომ ქალური, ე.წ. სექსუალური სამოსი უფრო მეტად მიხდება, ოღონდ - არა ვულგარული. ვფიქრობ, ქალმა სამოსის წყალობით კიდევ უფრო მეტად უნდა წარმოაჩინოს ის, რაც ლამაზი და მიმზიდველი აქვს. ღმერთმა იმისთვის მოგვცა სილამაზე, რომ არ უნდა დავმალოთ.

- სამოსის შერჩევისას ვის აზრს ითვალისწინებ?

- პირველ რიგში, სამოსი თავად უნდა მომეწონს. ცხადია, მეგობრების აზრსაც ვითვალისწინებ ხოლმე. ძალიან მიყვარს კაბები, სუნამო და მათ შესაძენად ფული არასდროს მენანება.

GzaPress

- გარუჯვაზე რა აზრის ხარ?

- ნამზეური იმდენად მომწონს, რომ სოლარიუმსაც ხშირად ვსტუმრობ. ასევე, ვიყენებ ავტორუჯს. ვფიქრობ, "ზაგარი" მიხდება.

- შენი აზრით, წარმატების მისაღწევად რა უფრო მნიშვნელოვანია: ნიჭი თუ ქალის სილამაზე?

- გააჩნია, ადამიანს რომელ სფეროში სურს ამ წარმატების მიღწევა. მაგალითად, სამოდელო სფეროში უპირატესობა გარეგნობას ენიჭება, სხვა დარგებში - ნიჭს. თუ სილამაზეც გაქვს და გონიერიც ხარ, ეს საუკეთესო ვარიანტია. თუ პოპულარობა გსურს, უნდა იყოს მიზანდასახული, გამბედავი და დიდი ნებისყოფის მქონე.

- შენ პოპულარული ხარ?

- თამამ ფოტოსესიაში იმიტომ მივიღე მონაწილეობა, რომ მინდოდა, პოპულარული გავმხდარიყავი, ჩემი გარეგნობა და სილამაზე წარმომეჩინა. თუმცა, ჯერ ყველაფერი წინ მაქვს და იმისთვის, რომ პოპულარული გავხდე, ბევრი უნდა ვიშრომო.

- მიზნის მისაღწევად ყველაფერს გააკეთებ?

- უკადრებელს არასდროს ჩავიდენ. მიზანსწრაფულობა და მოტივაცია არ მაკლია, არც შრომა მეზარება.

- დამოუკიდებელი ხარ?

- კი, ძალიან დამოუკიდებელი ვარ და ეს მომწონს. საკუთარ თავს თვითონ ვუვლი. ჩემი თავის უფალი ვარ.

GzaPress

- მატერიალურადაც დამოუკიდებელი ხარ?

- ამ ეტაპზე, ვერ ვარ. თუმცა, იყო პერიოდი, როცა კარგი შემოსავალი მქონდა. მიზნად მაქვს დასახული, რომ მატერიალურად დამოუკიდებელი ქალბატონი უნდა გავხდე!

- შეყვარებული გყავს?

- ადრე მყავდა, ამჟამად თავისუფალი ვარ. სიყვარული ძალიან კარგი გრძნობაა და ვფიქრობ, უბედურია ის ადამიანი, ვინც ამას ვერ გამოცდის.

- როგორი ბიჭები მოგწონს?

- პირველ რიგში, მამაკაცს კარგი გარეგნობა უნდა ჰქონდეს და მოწესრიგებული იყოს. მომწონს, როცა ბიჭი სალონში დადის, თავს უვლის. მომავალმა მეორე ნახევარმა უნდა შეძლოს ჩემი გაგება და კარიერულ წინსვლაში ხელი არ უნდა შემიშალოს.

- სიყვარული გცვლის?

- შეყვარებული ძალიან დიდი ხნის წინ ვიყავი... ასეთ დროს შინაგანად, რა თქმა უნდა, ვიცვლები, მაგრამ გარეგნულად ეს არ მეტყობა (იღიმის).

- თავისუფალ დროს რას აკეთებ?

- მიყვარს მეგობრებთან ერთად ყოფნა, გართობა. ერთად დავდივართ კაფეში და მივირთმევთ ნაყინს. ასევე, უქმე დღეებში იპოდრომზე დავდივარ და ვჯირითობ. ძალიან მიყვარს ცხენები.

მარეხ ჭონიშვილი