ირლანდიური სამეგრელო და დიეტაზე მყოფი "სასახლელი ჯაბრაილის" გემრიელი ამბები
font-large font-small
ირლანდიური სამეგრელო და დიეტაზე მყოფი "სასახლელი ჯაბრაილის" გემრიელი ამბები
საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი, გიორგი კალანდია ამჯერად გურმანის ამპლუაში წარმოგვიდგება.
ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორს, საკმაოდ საინტერესო ბიოგრაფია აქვს და ყველაფრის ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს, მაგრამ აღსანიშნავია, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიული ფაკულტეტის შემდეგ, ევროკავშირის პოლიტიკური სკოლა (სტრასბურგი) და ოქსფორდის უნივერსიტეტის დუბლინის ECM კოლეჯი დაამთავრა; არაერთი წიგნისა და გადაცემის ავტორია და არაერთი დოკუმენტური ფილმი აქვს გადაღებული. მისი ხელმძღვანელობით 2004-2011 წლებში თურქეთში ექსპედიციები მოეწყო, რაც მიზნად ისახავდა საზღვარს მიღმა მყოფი ქართველების ტრადიციების, ფოლკლორისა და ენის თავისებურებების შესწავლას. იქ ყოფნის პერიოდში, რა თქმა უნდა, იქაური კულინარიისა და სუფრის ტრადიციებშიც გაერკვა და "გურმანში" სწორედ ამ თემებზე გვესაუბრება.
GzaPress
თურქული კულინარიის მოყვარული მეგრელი გურმანი

- კულინარია, რა თქმა უნდა, თავისებური ხელოვნებაა, რომელთანაც მე ნაკლები შეხება მაქვს იმიტომ, რომ საჭმელების მომზადება არ ვიცი, მაგრამ როგორც ყველა ქართველ მამაკაცს, ქეიფი მეც მიყვარს, ოღონდ წმინდა ქართული მენტალიტეტის არა, სუფრასთან დიდხანს ჯდომა არ შემიძლია და პიკნიკები, ბუნებაში შეხვედრები მირჩევნია. ბუნებით მოგზაური ვარ და აქედან გამომდინარე, ეს უფრო მომწონს. დედა, ბებია, მამიდა, დეიდა კარგი დიასახლისები არიან და ამიტომ გემრიელი საჭმელებით ბავშვობიდან განებივრებული ვარ. ვინაიდან წარმოშობით სამეგრელოდან გახლავართ, ჩემს ოჯახში მეგრული კერძები ხშირად კეთდება და მათი დიდი მოყვარულიც ვართ, თუმცა, გაგიკვირდებათ და ჩემი ფავორიტი სამზარეულო თურქულია. მოგეხსენებათ, ჩვენი სასახლე აღმაშენებლის ქუჩასთანაა და აქ ბევრი თურქული კაფე-ბარია, რაც იმის საშუალებას და ფუფუნებას მაძლევს, რომ თურქული კერძები ხშირად დავაგემოვნო. თურქეთში არაერთ ექსპედიციაში ვიყავი და მათ სამზარეულოს სწორედ იქ გავეცანი, თანაც არა მხოლოდ რესტორნებში, ოჯახებში - ქართველებთანაც და თურქებთანაც. მიმაჩნია, რომ თურქული კულინარია მსოფლიო კულინარიის მარგალიტია.

აჭარული ხაჭაპური ვს თურქული ფიდე

- ლაზისტანში ლაზური ბორეღი გამისინჯავს, ე.წ. ხამსით. თევზი და ორცხობილაა შერეული და მიუხედავად იმისა, რომ თევზი არ მიყვარს, ძალიან მომეწონა. ცნობილი მომღერლის, ლაზისტანის ბულბულს რომ ეძახიან, ქაზიმ ქოიუნჯუს ოჯახში გავსინჯე, მისმა დედამ მოგვიმზადა და გემრიელი იყო. ლაზური ფიდეც მიყვარს, რომელიც აჭარული ხაჭაპურის მსგავსია, რომ ნავის ფორმა აქვს. თურქებსა და ქართველებს შორის ამ თემაზე "კამათია".
GzaPress
ჩვენი მეზობლები მიიჩნევენ, რომ ნავის ფორმა მათი მოგონილია და ჩემი მეგობარი თურქები ხშირად ამბობენ, რომ აჭარული ხაჭაპური თურქული ფიდესგანაა შექმნილი. პირადად მე, რა თქმა უნდა, მიმაჩნია, რომ ეს აჭარულია, მაგრამ ორივე ძალიან მიყვარს. საერთოდ, თურქულ კერძებს მარგალიტს იმიტომ ვეძახი, რომ სხვადასხვა ხალხის სამზარეულოს საუკეთესო ნაზავია, თავისებურად გადამუშავებული. თურქეთის ქართველებთან ერთად, ფეხმორთხმით მჯდომს, ფლავიც მიჭამია ხელით. "ფშვნილაი" ქართველებთან გამისინჯავს, დაფხვნილ ყველს ალღობენ, სხვადასხვა სანელებელს ურევენ და უგემრიელესია. ნერწყვი მომადგა...

თურქებისა და იქაური ქართველების ტრადიციები

- იქაური სუფრის ტრადიციები ჩვენთვის ცოტა უჩვეულოა. თურქულ ქორწილში არაერთხელ ვყოფილვარ, იქ სასმელი არ არის, თუმცა, ბევრს მღერიან, ცეკვა-თამაში, მხიარულობენ, მათთვის ლხინი მხოლოდ ღვინის სმასთან არ გახლავთ დაკავშირებული. ეს თურქეთის ქართველებში მინახავს და დიდი შთაბეჭდილებაც მოუხდენია. რა თქმა უნდა, როგორც ქართველს, ღვინით ლხინი მომწონს, ოღონდ - ზომიერად, მაგრამ ისიც კარგი ტრადიციაა. სტუმრად ყოფნისას, ესა თუ ის კერძი რამდენჯერაც მოგინდება, უნდა მოითხოვო და დაგიმატებენ, ყველაფერი ცხლადაა, მაგიდაზე არ დევს და დიასახლისი მაგიდასთან არ ზის, სულ ფუსფუსებს, შენ გარშემო ტრიალებს. რაც თავიდან თითქოს უხერხულად მოგეჩვენება...

სტუმართმოყვარე ბაიარ შაჰინი და მიჰრიე ჰანუმი

- არ შემიძლია არ აღვნიშნო, ბაიარ შაჰინ გუნდარიძე, ცნობილი თურქეთელი ქართველი მომღერალი, "ელია გოგოს", "გელინოს" ავტორი. ის ჩემი ოჯახის ახლობელია და სტამბოლში ჩასვლისას მასთან სტუმრად ხშირად მივდივარ. მისი მეუღლე - მიჰრიე ჰანუმი, რომელიც წარმოშობით ქართველია, შესანიშნავ სუფრას შლის ხოლმე და თქვენ არ იცით, რა მაგარ ქათმის მწვადს აკეთებს! ისეთი მაგარია, ქართულ მწვადს კონკურენციას თავისუფლად გაუწევს. ასეთ გემრიელ საჭმელებს რომ აკეთებს, მისი ქართული ფესვებიცაა "დამნაშავე", მაგრამ ეს აღმოსავლური ხიბლი და იქაური სანელებლები რომ ემატება, უგემრიელესი გამოდის.
GzaPress
სიტკბოსა და სიყვარულის სიმბოლო

- თურქული ტკბილეული ძალიან მიყვარს, განსაკუთრებით, რაჰათ-ლუკუმი. იგი აღმოსავლეთში სიტკბოსა და სიყვარულის სიმბოლოა. ასევე გამოვყოფდი ბრინჯისა და რძისაგან მომზადებულ "სუთლაჩს", რომელიც იმდენად ტკბილია, რომ კრემს ჰგავს, თხილს აყრიან, სპეციალურ თიხის ქოთანში კეთდება და ძალიან გემრიელია.

ეგვიპტური კერძები და ინდური საცივი

- ინდოეთსა და ეგვიპტეში ვარ ნამყოფი. საერთოდ, აღმოსავლური საჭმელები მიყვარს, რადგან ქართულს ძალიან ჰგავს. ინდოეთში ინდური საცივი გავსინჯე. ქართველები კი ვამბობთ, რომ საცივი ჩვენია და რა თქმა უნდა, ჩვენია, მაგრამ იქიდან მოდის. ზუსტად ისეა დამზადებული, როგორც ჩვენ ვამზადებთ, მაგრამ რომ გითხრათ, ინდური კერძებით მოვიხიბლე-მეთქი, მოგატყუებთ. ჩვეულებრივია... თუმცა, ძალიან მომეწონა ეგვიპტური ანუ არაბული საჭმელები. გია ჯანჯღავა საქართველოს ელჩი გახლდათ ეგვიპტეში, ეგვიპტურ რესტორანში წაგვიყვანა და იქ "ტაყამია" გავსინჯე, რომელსაც შემდეგ ჩემი მეგობარი - თამუნა ნატროშვილი ხშირად აკეთებდა და ძალიან გემრიელია. ზუსტად არ ვიცი, რა ინგრედიენტებს შეიცავს, მგონი, ბადრიჯანს, მაგრამ სანელებლებით კარგადაა შეზავებული და მწარეა. ეგვიპტურ სტუმართმოყვარეობაზე ვერაფერს გეტყვით, რადგან იქაურ ოჯახში არ ვყოფილვარ.

ირლანდიური სამეგრელო და Georgian breakfast-ის იდეა

- ირლანდიასა და ინგლისზე ბევრი შემიძლია გიამბოთ, ყოველ წელს ჩავდივარ. ჩვენთან მითებია, თითქოს ევროპელები სტუმართმოყვარეები არ არიან, მაგრამ ასე არაა, კარგი კერძების მომზადებაც იციან. ჩემი ბიძაშვილი - ნათია კალანდია ირლანდიაში ჩემი მასპინძელია ხოლმე, იქ დეიდა, მთვარისა მამიდა და ლუარა ბიცოლა მყავს, ყველანი შესანიშნავი კულინარები არიან. წლებია, იქ ცხოვრობენ და სხვათა შორის, პირველად რომ ჩავედი, მეგონა, გემრიელი ირლანდიური საჭმელები დამხვდებოდა, მაგრამ თავი სამეგრელოში მეგონა, ქართული სუფრა აღარ ჰქვია იმას, რაც იქ იყო - ღომი, გებჟალია, ელარჯი, ხაჭაპური, საცივი და ა.შ. მე და ნათია ერთხანს ინგლისში ვიყავით. მოგეხსენებათ, ე.წ. English breakfast ანუ ინგლისური საუზმე, საქვეყნოდაა ცნობილი - კვერცხის, ბეკონის, პურისაგან შედგება და ბევრს ვფიქრობდით, ხომ არ დაგვემკვიდრებინა Georgian breakfast, რადგან ქართველებს ასეთი რამ არა გვაქვს. არადა, ძალიან კარგი იქნებოდა. მაგალითად, Irland breakfast სოსისებისგან შედგება და ძალიან მომწონს, ისევე, როგორც სხვა ირლანდიური კერძები, რადგან ბევრ ხორცსა და მწვანილს შეიცავს და ამავდროულად, ძალიან ზომიერია. ევროპელთა კვება ხომ ზომიერებით გამოირჩევა და ეს კარგია.

ირლანდიური სახალხო დღესასწაულები

- ირლანდია ხომ განთქმულია კარგი ლუდით, სასმელი არ მიყვარს, მაგრამ იქ ყოფნისას ლუდს აუცილებლად ვაგემოვნებ. წმინდა პატრიკის დღესასწაული აქვთ, როცა მთელი ირლანდია ქუჩებში გამოდის და სმას იწყებს. სახალხო, დიდი ზეიმია, როგორიც ფილმებში გვინახავს - შუა საუკუნეების "იარმურკებს" რომ ეძახდნენ. იმ დღეს ბევრი ლუდი ისმება, კერძები ქუჩაში მზადდება. გემების ფესტივალზეც ვარ ნამყოფი და დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ირლანდიელებს ძალიან კარგი სახალხო ზეიმები აქვთ, სადაც ყველაფერი ზომიერია. გერმანიაში, საფრანგეთსა და ევროპის სხვა ქვეყნებშიც არაერთხელ ვყოფილვარ, მაგრამ რომ გითხრათ, მათი საჭმელებით, პირადად მე, ძალიან მოვიხიბლე-მეთქი, მოგატყუებთ.
GzaPress
დიეტა და უმარილო საკვები ბუნებრივი გემოვნური თვისებებით

- რაც 30 წელს გადავაბიჯე, სულ დიეტაზე ვარ, რადგან ვცდილობ, ასაკი არ "გამექცეს" და ახლა ისეთ თემაზე მალაპარაკებთ, დათვურ სამსახურს მიწევთ (იცინის). ღიპიანი კაცების რიცხვს არასდროს მივეკუთვნებოდი (მათ კი არ ვაკრიტიკებ, უბრალოდ, მე არ მივეკუთვნები) და ახლა, ჯანმრთელი ცხოვრების წესით ვცხოვრობ. არამჭამელთა რიცხვში არ შევდივარ, მაგრამ ჩემი ყოველდღიური კვების რეჟიმი ძალიან მკაცრია. დღეში 3 ლიტრ წყალს ვსვამ, დილით მცირე ულუფა ჯანმრთელ საკვებს მივირთმევ, ყველაფერს უმარილოდ, პური ჩემს მენიუში ფაქტობრივად არ არსებობს, საღამოს თუ ვჭამ, მხოლოდ წიწიბურას, მწვანილს, სალათებს. უკვე რამდენიმე წელია, ცხოვრების ასეთ წესს მივყვები. ღორის ხორცი წლებია, აღარ მიჭამია, რადგან ვიცი, რომ ორგანიზმისთვის საკმაოდ მძიმეა. ბუნებამ ყველა ბოსტნეულსა და ხილს თავისი სიტკბო და მარილი მისცა და მეც ვცდილობ, ეს ბუნებრივი გემო მაქსიმალურად შევიგრძნო.

ვარჯიში და სწორი კვება ჩვენი გარეგნობის "სამსახურში"!

- ყოველ საღამოს, სამსახურის შემდეგ, აუცილებლად მივდივარ დარბაზში და ვვარჯიშობ, ესეც ძალიან მნიშვნელოვანია. მაგარი მასწავლებელი მყავს - ლევან წურწუმია, მეგრელია და დარწმუნებული ვარ, ისიც საკმაოდ გურმანია და მწვადი მასაც ძალიან უყვარს, მაგრამ კვების წესების დაცვას კატეგორიულად მთხოვდა და მეც მივეჩვიე. ვცდილობ, ჯანმრთელი ცხოვრების წესი მქონდეს, რაც ჯანმრთელ კვებას ნიშნავს, ეს კი ძალზე მნიშვნელოვანია და გარეგნობაზე აისახება.
თამთა დადეშელი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (14)
27.06.2015
გურმანი რუბრიკას ჰქვია, ჩემო კარგებო
25.06.2015
ვინც დიეტას აცვება იმას გურმანობასტან რა ხელი აკვს. და გურმანის ამპლუასჰი კოპნას როგორ მოახერხებს ??????????
ლილი
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
მარტა ბარამიძე: "ის ღირსეული პოლიტიკოსი, გულწრფელი ადამიანია"
რატომ დაინტერესდა გვანცა დარასელია პოლიტიკით
ქუვეითში პოპულარული ქართველი, რომელიც ემიგრანტებს ეიმედებათ
"ვერ ვიტყვი, რომ შვილებთან ურთიერთობაში სულ "ათოსანი" ვარ"
"თენგიზმა მითხრა, შვილი რომ გვყოლოდა, ის ჩემზე მეტად გეყვარებოდაო"
"ზღვაში არ შევდივარ, რადგან მარილიანი წყალი არ მიყვარს"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2570 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2451 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1219 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1208 კომენტარი