ნიკა ქაცარიძის ბედნიერება და ქალი, ვის კარგ განწყობაზეც დილიდანვე ზრუნავს
font-large font-small
ნიკა ქაცარიძის ბედნიერება და ქალი, ვის კარგ განწყობაზეც დილიდანვე ზრუნავს
"ტყლარჭია და მეტიჩარა გოგონები მომრავლდნენ"
რუსთაველის თეატრის მსახიობი - ნიკა ქაცარიძე, რომელსაც ტელემაყურებელი სხვადასხვა სერიალიდან და ანეკდოტების ციკლიდანაც კარგად იცნობს, ბევრი ჩვენგანის მსგავსად, სოციალური ქსელის აქტიური მომხმარებელია.

ამა თუ იმ თემაზე საკუთარ მოსაზრებას ყოველთვის თამამად აფიქსირებს, თან, ისეთ იუმორსაც გაურევს ხოლმე, რომ "ფრენდლისტის" გამხიარულებას კარგად ახერხებს.

მსახიობის "წარმატების ფორმულა"

- მსახიობის წარმატებაში იღბალსაც დიდი მნიშვნელობა აქვს. პირადად მე, გულით რაც მინდა, ყველაფერი მიხდება. მსახიობობა ფიქრია, ოცნებაა და შენი სხეულის "ჩაგდება" კონკრეტულ სივრცეში, კონკრეტულ ატმოსფეროში, კონკრეტულ პერსონაჟად. თუ მინდა, დღეს ნაპოლეონი ვიქნები, ხვალ - "ძველი ბიჭი", ზეგ - დონ-ჟუანი. მსურს შეილოკის თამაში "ვენეციელ ვაჭარში". ამაზე იმდენს ვიფიქრებ და ვიოცნებებ, ვიდრე რომელიმე რეჟისორი მის დადგმას არ გადაწყვეტს და არ მათამაშებს. ყოველთვის იმედიანად და პოზიტიურად ვარ განწყობილი.

მისტიკური სამყარო, რომელიც მსახიობს აბედნიერებს

GzaPressGzaPress- როცა მსახიობები ამბობენ, თეატრი ჩემი მეორე სახლიაო, მათ არ ვეთანხმები. როგორ შეიძლება, სახლი იყოს? სახლში როგორც მინდა, ისე ვარ. თუ მომინდება, საცვლით გავივლი და ყირაზე გადავალ, თეატრში კი ასე ვერ მოვიქცევი. აქ სხვა კანონებია. არასდროს მითქვამს, - სამსახურში მოვდივარ-მეთქი. ეს არის ადგილი, სადაც შეიძლება ჩემი ოცნებების, ემოციების, ნიჭის, გემოვნების, შეგრძნებების რეალიზაცია ამა თუ იმ პერსონაჟის სახით. ამ გარემოში ყველაზე კომფორტულად ვარ. თეატრი ბედნიერებაა და ეს ბედნიერება რომ არ მქონდეს, არ ვიცი, ახლა სად ვიქნებოდი და საერთოდ, ვინ ვიქნებოდი...

პირველი თეატრალური შთაბეჭდილება

- დედამ მარჯანიშვილის თეატრში, "ძველი ვოდევილების" სანახავად წამიყვანა და გავგიჟდი, ისე მომეწონა შოთა მშვენიერაძის გარდასახვა, გრიმი... მომინდა, მეც მეთამაშა, სხვა ვინმე გავმხდარიყავი. თამაში, პერსონაჟების განსახიერება ბავშვობიდან მიყვარდა და მულტფილმებს ვახმოვანებდი ხოლმე...
არასდროს არავის ფანი არ ვყოფილვარ, მაგრამ როგორც ხედავ, ჩემს საგრიმიოროში სხვა ფოტოებთან ერთად, რამაზ ჩხიკვაძის ფოტოებია გაკრული, ისიც იმიტომ, რომ ამ თეატრში, ჩემი აზრით, მან ყველაზე მეტი გააკეთა, როგორც მსახიობმა. ყველა ჟანრში - ვოდევილი, კომედია, ტრაგედია - უნივერსალური მსახიობი იყო და მსახიობობაც ის არის, ერთჯერადი შპრიცივით რომ არ ხარ - მარტო ერთ ჟანრში მაგარი. ჩემთვის ის მისაბაძი ადამიანია.

ოთხი წელი აბიტურიენტის ამპლუაში

- მე ოთხი წელი ვაბარებდი, სხვებს კი "პატრონები" ჰყავდათ. თეატრალურ უნივერსიტეტში დღესაც ასეა, ეს საკუთარ ტყავზე გამოვცადე. ამდენი წელი რომ ვაბარებდი, ნერვები მომეშალა: როგორ შეიძლება, აქ ჩემთვის ერთი ადგილი არ იყოს-მეთქი? ბოლოს, ეტყობა, შალვა გაწერელიას (ღმერთმა აცხონოს) შევეცოდე და ამიყვანა... თაობებს ღუპავენ, ბევრ ნიჭიერ ახალგაზრდას აუცრუებენ გულს ასეთი რაღაცებით. ყველა "ჟილკიანი" ხომ არ არის და თუ რაღაც არ გამოვა, სხვა პროფესია აირჩევს, იმ ნიჭს კი, რომლის წყალობითაც მაგარი რაღაცების გაკეთებას შეძლებდა, "ჩაკლავს". სხვათა შორის, მაგარი თაობა მოდის, ძალიან ნიჭიერები არიან. მათთან ერთად ყოფნა და თამაში მიხარია.

თეატრი და ტელევიზია

- რუსთაველის თეატრში მალე სეზონი დაიხურება. რამდენიმე სპექტაკლის რეპეტიცია კი მიმდინარეობს, მაგრამ მათში არ ვმონაწილეობ. მალე საქართველოში ფრანგი რეჟისორი ჩამოვა და მასთან უნდა ვითანამშრომლო. რეპერტუარში არსებულ წარმოდგენებში, რა თქმა უნდა, დაკავებული ვარ. რაც შეეხება ტელევიზიას: მსახიობები სულ მოლოდინის რეჟიმში ვართ. ველოდებით რეჟისორს, რომ თავში აზრად მოუვიდეს ჩვენი გადაღება. ვერავის დავურეკავ, - ხომ არ გჭირდები-მეთქი? ვისაც გავახსენდები, აქ ვარ, ბატონო. "ტიფლისის" მეორე სეზონის გადაღებები იწყება და შიგადაშიგ, რაღაცებიც გამოჩნდება. თუ მაინც და მაინც თამაში მომენატრება, სამზარეულოშიც მშვენივრად ვთამაშობ და დილიდანვე ვართობ დედას: ხან ტრაგიკულ თემებზე ვაკეთებ აქცენტს, ხან - ანტიკურზე, ხან - პოლიტიკურზე და ა.შ.

"ფეისბუკი" და ტყლარჭია გოგონები

- ტყლარჭია და მეტიჩარა გოგონები არ მიყვარს, არადა, თბილისში ასეთები მომრავლდნენ და კონკრეტული სიტუაციებიდან გამომდინარე, ამას "ფეისბუკზეც" ვაფიქსირებ ხოლმე. თუმცა, ისეც მომხდარა, რომ ვინმეს კრიტიკით ან კონფლიქტით დაწყებული ურთიერთობა დიდ მეგობრობაში გადაზრდილა. ძმაკაცების შემთხვევაშიც იგივე ხდება: რამდენიმე ბიჭი, რომელთანაც დღეს ვმეგობრობ, კონფლიქტურ სიტუაციაში გავიცანი. ასეთი ხასიათი მაქვს, ალბათ აუტანელი ვარ. უსამართლობასა და მლიქვნელობაზე შეიძლება, გავგიჟდე. მოდი, რა, ყველამ სიმართლე ვთქვათ ხოლმე.
GzaPress
სასურველი გოგონა, ინდივიდების დეფიციტი და "ქაჩაჩუნა" ბიჭები

- ქალის გარეგნობა ბევრ რამეს განსაზღვრავს, მაგრამ აუცილებელია იყოს კომუნიკაბელური, უბრალო, თბილი, ადამიანური თვისებებით, ყოველგვარი ცინიზმისა და ქედმაღლობის გარეშე. უბრალო, ნიჭიერ ადამიანს ყოველთვის აქვს იმედი და ოპტიმიზმი. უიმედო, პესიმისტური, გაბოროტებული ხალხი კი ქვეყანას დაღუპავს. ასეთები ერთმანეთსაც წამლავენ... აღარ არსებობენ ისეთი ტიპები, როგორებზეც მამა მიყვებოდა ხოლმე. იგივე: "დოდო აბაშიძეები", "ოთარ რამიშვილები", "ქართლოს კასრაძეები", ძველი თაობის "ნიაზ დიასამიძეები" და ა.შ. ახლა რაღაცნაირი, "ქაჩაჩუნა" ბიჭები არიან: წვერი ნახევრად მოშვებული, საყურე, აძონძილ-დაძონძილი, ვითომ ავანგარდული და ჰიპი, ამ დროს - სხვისი მიმბაძველები. როკს იმიტომ უსმენენ, რომ ვიღაც უსმენს. უპოზიციო ხალხია უპოზიციო ქვეყანაში ანუ სრული ქაოსია. ჰოდა, მოსთხოვე ასეთს შედევრის შექმნა! ესენი ქვეყანას როგორ დაიცავენ? დედას და საკუთარ ოჯახსაც ვერ დაიცავენ. თეატრი იმიტომ მიყვარს, რომ ვაჟკაცი ადამიანების ადგილია და მსახიობობაც ვაჟკაცი ადამიანების საქმეა. ნაზი ბიჭისგან ვერანაირი ენერგია ვერ წამოვა - ეს ჩემი სუბიექტური აზრი.
GzaPress
მარიხუანას დეკრიმინალიზაცია

- ზოგიერთს ჰგონია, თუ მოწევს, ბედნიერი იქნება. ბედნიერება მარიხუანით არ მოდის, ის უნდა ეძებო, იპოვო, შენს თავშია! როცა დაიბადე, ბედნიერება მოგყვა, მთავარია, ახლა როგორ ამოხსნი ფორმულას. მარიხუანაში და დალევაში ბედნიერებას ვერ იპოვი! ხელოვნებას ნარკოტიკი როცა სჭირდება, ის ხელოვნება აღარ არის. თუ მსახიობს დოპინგი სჭირდება, ის პროფესიონალი კი არა, ნახევარფაბრიკატია. კაიფში მყოფი არც მაყურებელს და არც საკუთარ თავს, პროფესიას არ სცემს პატივს. ყველაფერი კარგი ჯანმრთელი ტვინითა და ემოციებით უნდა შექმნა! ლოცვაში, ღმერთის რწმენაში, იმედში და საკუთარ თავში უნდა ეძებო ყველაფერი დადებითი.

შეყვარებული ნიკა

- ჩემი თავი ამ ამპლუაში წარმომიდგენია ძალიან თბილი (ასეთი ისედაც ვარ), მზრუნველი, პოზიტიური და ა.შ. მინდა, მეც ვიგრძნო, რა არის ეს სიყვარული? რა მდგომარეობაა?

- აქამდე შეყვარებული არ ყოფილხარ?

- მგონი, არა. ვიგონებდი, მინდოდა, შეყვარებული ვყოფილიყავი და მერე ვხვდებოდი, რომ ეს სიყალბე იყო. ასე, სიყვარულის მოგონება მოგონებაში ცოლიც მყავდა, მაგრამ ახლა ვფიქრობ, რომ ეს ის არ იყო, რაც მართლა მჭირდებოდა. სულ რაღაცას ვეძებ, მნიშვნელოვანს, ძლიერს, დიდ ენერგიას - ამას თუ ვერ დავინახავ ადამიანში, მერე ვშორდები. სიცარიელეს ვერ ვიტან.

"ფეის-კრიტიკა"

- პირადად ჩემთვის არ მოუწერიათ, მაგრამ წამიკითხავს ჩემი მისამართით დაწერილი აგრესიული კომენტარები. ჩემს სტატუსებში სიმართლის მარცვალი ყოველთვის არის, სიმართლე კი ბევრს არ მოსწონს. ერთხელ დავწერე, - არ შეიძლება, მსახიობს მათხოვრის ხელფასი მისცეთ-მეთქი. ეტყობა, ვიღაცებმა წაიკითხეს და რეჟისორებს თუ ტელეკომპანიის წარმომადგენლებს შეიძლება, აგრესია გაუჩნდეთ ჩემ მიმართ. რას ვიზამთ, მე სიმართლე ვთქვი. მშვენივრად ვგრძნობ თავს ჩემს თეატრში, გენიალური რეჟისორი მყავს და ღმერთმა დიდხანს მიცოცხლოს. მისგან იმხელა ინფორმაციას ვიღებ, რომ ადრე თუ გვიან, რაღაც მაგარს გავაკეთებ, ამის მჯერა! აქ სამუშაო პროცესია სასიამოვნო, ვიდრე - შედეგი; შედეგი სევდიანია: პრემიერამ ჩაიარა და რაღაც დამთავრდა... შრომის შედეგად მიუღწეველი არაფერია. ჩემს ლექსიკონში არ არსებობს: "ვერ ვითამაშებ". სამყარო გულუხვია და რამდენსაც გასცემ, უკან ასმაგად დაგიბრუნდება.
GzaPress
"ფეისბუკის" სტატუსებით ცნობილი დედა - ნელი

- "ფეისბუკზე" მისი ფოტოს დადება აკრძალული მაქვს. ჩემმა მეგობრებმა უთხრეს, - შენზე რაღაცებს წერსო და გამიპროტესტა (იცინის). დედა-შვილს ჰარმონიული ურთიერთობა გვაქვს, განსაკუთრებით - მამას გარდაცვალების შემდეგ, მასზე ძვირფასი არავინ მყავს და მინდა, ხშირად გავახარო. ემოციური ქალია. იმდენად ემოციური, რომ ნაშინაც ტირის, როცა მაგდანას თავის ლურჯას წაართმევენ. სერიალების ყურება უყვარს და მოვლენებს ემოციურად აღიქვამს. ფეხბურთიც მოსწონს და საქართველოს ნაკრების წაგებას ძალიან განიცდის ხოლმე. თბილი და ტკბილი ადამიანია.

დაბოლოს...

- ყველაფერი კარგად იქნება. მოვეფეროთ და გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, სიყვარული გამოვხატოთ და არა - სიძულვილი. დოგმებით და ჩარჩოებით არ უნდა იცხოვრო. ღმერთმა თავისუფალ ადამიანად გაგაჩინა და კეთილი ნება, შენი პოზიცია გამოხატე სიკეთეში, სიყვარულში, მეგობრებთან ურთიერთობაში. არავის ვმოძღვრავ, უბრალოდ, უნდა ვეცადოთ და რაღაც გამოგვივა. მე მაინც მგონია, რომ ნიჭიერი ადამიანები არ იბოღმებიან!
თამთა დადეშელი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (1)
03.07.2015
კარგი მსახიობი და კარგი ადამიანი, წარმატებები ნიკას :)
თათა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
"შვილი შენი გაგრძელება, შენი დარგული ხეა"
როგორ ახერხებენ ქალები კაცების გამოშტერებას
თაკო ჩარკვიანი მამასა და მის მეგობრებზე
როდის დაემსგავსა ნუკი კოშკელიშვილი 75 წელს გადაცილებულ ქალს?
ნინა ლორთქიფანიძის ყველაზე დიდი ოცნება
ლევან ჯავახიშვილის ცხოვრების წესად ქცეული ჰობი
"არსებობს საინტერესო როლები, მაგრამ საოცნებო როლი არასოდეს მქონია"
ვის ამხნევებდა სიცოცხლის უკანასკნელ დღეებში ემოციური ლალი ბადურაშვილი
"...სიბნელეში ვიწექი, საკვებს არ ვიღებდი, სულ მის საფლავზე დავდიოდი"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2536 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2570 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2450 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1219 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1208 კომენტარი