"კუნთის მოცულობის გაზრდის გამო, ორი ზომით დიდ ტანსაცმელს ვიცვამ" - გზაპრესი

"კუნთის მოცულობის გაზრდის გამო, ორი ზომით დიდ ტანსაცმელს ვიცვამ"

როგორც ახლა ამბობს, ვარჯიში საუკეთესო საშუალებაა საიმისოდ, რომ ადამიანი არა მხოლოდ ჯანმრთელი და გარეგნულად მომხიბვლელი იყოს, არამედ მეტად ენერგიული, პროდუქტიული და ხალისიანი გახდეს. თუკი ქალს კონკრეტული ჯანმრთელობის პრობლემა არ აქვს, ზედმეტი წონა და არასრულფასოვანი ფორმები არ ეპატიება...

- მინდა გითხრათ, რომ ბოლო დროს ვარჯიშის მსურველთა რაოდენობა შესამჩნევად გაიზარდა და ამას მივესალმები. ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, ეს ხელს უწყობს ადამიანებს იმაში, რომ მუდამ ფორმაში იყვნენ, გახდნენ უფრო ენერგიულები, პროდუქტიულები და დაძლიონ დეპრესია.

- ისიც უნდა აღინიშნოს, რომ სპორტულ დარბაზებში სიარული მოდურიც გახდა და ზოგიერთი ქალბატონი თუ მამაკაცი სწორედ ამ მიზეზით ვარჯიშობს...

- დიახ, ასეა, მაგრამ დროთა განმავლობაში, ასეთი ადამიანებიც ნელ-ნელა ერთვებიან პროცესში, თანდათან ხიბლში შედიან და საბოლოოდ, სერიოზულ ვარჯიშს დაიწყებენ.

GzaPress

- ვარჯიშმა თქვენი ცხოვრების წესი შეცვალა?

- მეუბნებიან, რომ კარგ ფორმაში ვარ. შეიცვალა ჩემი აღნაგობა - კუნთის მოცულობის გაზრდის გამო, ორი ზომით დიდ ტანსაცმელს ვიცვამ. ერთი დღეც რომ არ ვივარჯიშო, დისკომფორტს ვგრძნობ. როგორი დაღლილიც უნდა ვიყო, თავს ძალას ვატან და დარბაზში მივდივარ. როგორც კი ვარჯიშს ვიწყებ, ენერგიის მოზღვავებას ვგრძნობ.

- სწორი კვების რეჟიმსაც იცავთ?

- ვცდილობ, ჯანსაღი საკვები მივიღო. ჩემს ცხოვრებაში არ არსებობს სწრაფი კვების პროდუქტები. ბოლო ერთი წელია, თითქმის არ მივირთმევ ცხიმიან საკვებს და მხოლოდ გრილზე შემწვარი ხორცით ვიკვებები... ამას იმიტომ არ ვაკეთებ, რომ ზედმეტ წონას ვებრძვი, ამის პრობლემა არასოდეს მქონია. უბრალოდ, ვიცი, რომ ცხიმიანი კერძები მავნეა ჯანმრთელობისთვის, თორემ დღის მანძილზე რაც და რამდენიც უნდა მივირთვა, ჩემს წონაზე არ აისახება.

- ალბათ, ვარჯიშის წყალობით არ იმატებთ წონაში...

- თქვენ წარმოიდგინეთ, პირიქით ხდება - თუ არ ვვარჯიშობ, კუნთის მოცულობა იკლებს და შესაბამისად, წონაც შემცირდება. თუ ფიზიკურად არ ვიტვირთები, რაც უნდა მივირთვა, მაინც გამხდარი ვარ. როგორც ექიმთან ერთ-ერთი ვიზიტისას გავარკვიე, ნივთიერებათა ცვლა მაქვს მოწესრიგებული და ეს არეგულირებს ამ პროცესებს. გაგიმხელთ, ამ თემასთან დაკავშირებით ძალიან ბევრ ექიმთან ვიყავი. რაც შეეხება საათებს, ღამის სამ საათზეც ვიკვებები და თანაც, ნებისმიერი, მხოლოდ ჯანსაღი საკვებით. დიეტაზე არასოდეს ვყოფილვარ და ვერც ვიქნები, რადგან როცა მშიერი ვარ, თვალებში მიბნელდება და მაკანკალებს (იცინის). თქვენ წარმოიდგინეთ, თავის დროზე სახელმწიფო გამოცდა გადავდე იმის გამო, რომ მშიოდა...

- ალბათ, "არაჯანსაღი თვისებებიც" გაქვთ...

- დიახ და ახლა ორ მათგანს გამოვყოფ: ეს გახლავთ სიგარეტი და ღამის ცხოვრება.

- ე.წ. ღამის ცხოვრება ყოველდღიურად გიწევთ?

- თითქმის ყოველდღე მიწევდა, მაგრამ ბოლო დროს ვცდილობ, ასეთი დღეები შევამცირო.

- ალკოჰოლის მოყვარული არ ხართ?

- ძალიან იშვიათად ვსვამ და ისიც, არა გადაჭარბებულად. ჩემთვის უცხოა სცენაზე გასვლის წინ ალკოჰოლის, რძის, უმი კვერცხისა და სხვა რაღაცების მიღება (იცინის). თუ ნარკოტიკზეც უნდა მკითხოთ, გეტყვით, რომ მის არც ერთ სახეობაზე წარმოდგენაც არ მაქვს...

GzaPress

- რამდენად აქცევ ყურადღებას ქალის გარეგნობაში გამოკვეთილ, ლამაზ ფორმებს?

- რა თქმა უნდა, ამას ყურადღებას ვაქცევ, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ მთავარი მხოლოდ ეს არის - მნიშვნელოვანია, რა იმალება გარეგნული ეფექტის მიღმა. ვფიქრობ, ახალგაზრდა გოგონას არ უნდა ჰქონდეს კარგი ფორმების პრობლემა. ამის მისაღწევად საჭიროა მხოლოდ მონდომება, სხვა არაფერი. თუმცა, ბევრი უბრალოდ, ზარმაცობს და ეს სიზარმაცე არ ეპატიება მას, ვისაც ჯანმრთელობის კონკრეტული პრობლემა არ აქვს. ამქვეყნად ერთხელ ცხოვრობ და სრულფასოვნად უნდა იცხოვრო. თუ ჩემს ახლობელს ზედმეტი წონა აქვს და პრობლემის დასაძლევად არაფერს ცდილობს, ისე ვესაუბრები, რომ აუცილებლად დაიწყებს მოქმედებას, კალორიებთან ბრძოლას. მსიამოვნებს, როცა ვინმეს სტიმულს ვაძლევ. სხვათა შორის, ბევრი "დამიყენებია გზაზე" და ამის გამო მადლიერები არიან.

- დაბოლოს, შემოქმედებითი თვალსაზრისით, თქვენგან რა სიახლეს უნდა ველოდოთ?

- სამი ახალი სიმღერა მაქვს. ორის პრემიერა სულ მალე, ერთ-ერთ ტელეშოუში შედგება. ასევე, ვიღებთ ვიდეორგოლს, რომელიც ეკრანზე სექტემბერში გამოჩნდება.

შორენა ლაბაძე