ცნობილი ქალბატონების შიშები
font-large font-small
ცნობილი ქალბატონების შიშები
ალბათ არ არსებობს ადამიანი, ვისაც ცხოვრებაში ერთხელ მაინც არ განუცდია შიშის გრძნობა. ზოგს ობობების ეშინია, ზოგს - მწერების, ზოგს დახურული სივრცის შიში აქვს და ასე შემდეგ. შევეცადე გამერკვია, თუ რისი ეშინიათ ქართველ ცნობილ ქალბატონებს.
"მაშინებს ზღვის ღელვა და ხმაურიც..."

სალომე ბაკურაძე:

GzaPress- კი, მშიშარა ვარ. ძალიან მეშინია სტიქიური უბედურებების. მაშინებს ზღვის ღელვა და ხმაურიც. ისე, ამ ყველაფრის ბავშვობაში უფრო მეტად მეშინოდა. ასეთ დროს შემეძლო, საწოლის ქვეშაც შევმძვრალიყავი... ასევე, მეშინია მორიელის. ქვეწარმავლების პანიკური შიში მაქვს. მწერებისა და ხოჭოების დანახვაზე არასასიამოვნო შეგრძნება მეუფლება.

- მორიელისა და ქვეწარმავლის შიშის გამო, ოდესმე ბუნებაში გასვლასა და დასვენებაზე თუ გითქვამს უარი?
- ბუნება ისე მიყვარს, რომ ამ სიამოვნებაზე უარს ვერაფრის გამო ვერ ვიტყვი. მაგრამ თუ მეცოდინება, რომ ადგილი, სადაც უნდა წავიდე, ქვეწარმავლებით სავსეა, იქ ალბათ, ფეხსაც არ დავდგამ (იცინის).

- სცენაზე გასვლის შიში არასდროს გქონია?
- პატარაობიდანვე ვმღერი. კარგად მახსოვს ჩემი პირველი გამოსვლა სცენაზე. ბევრი ხალხის დანახვაზე გული რაღაცნაირად მომეკუმშა, ტირილიც მომინდა, მაგრამ ეს უფრო ღელვა, ემოცია იყო, ვიდრე შიში.

პანიკა - ობობის დანახვისას

GzaPressმაკა ზამბახიძე:
- მწერები არ მიყვარს. მათი დანახვისას არასასიამოვნო შეგრძნება მეუფლება. სამაგიეროდ, ობობას რომ დავინახავ, შიშისგან პანიკაში ვვარდები, რის გამოც ყველა დამცინის. ძილის წინ ჩვევად მაქვს: ვიდრე ლოგინამდე მივალ, ოთახი კარგად უნდა შევამოწმო. ვათვალიერებ იატაკს, ჭერს, კედლის კუთხეებს, რომ სადმე არ იყოს. ეს შიში ბავშვობიდან მომყვება.

- კიდევ რისი გეშინია?
- ობობებს თუ არ ჩავთვლით, მშიშარა არ ვარ. უბრალოდ, ძალიან მცირე დოზით სიბნელის შიში მაქვს. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ჩემ შვილსაც მხოლოდ ობობის ეშინია. ისე კი, ძალიან ყოჩაღია; რომ იტყვიან, მამალი მგლის არ ეშინიაო, სწორედ ეგეთია (იცინის).

"პირველად შიში ბავშვობაში ვიგრძენი..."

სოფიო სებისკვერაძე:
- გაზით გაგუდვისა და "ბნელი" ადამიანების მეშინია. პირველად შიში ბავშვობაში ვიგრძენი, როდესაც საქართველოში ომი იყო: ჩვენს სახლს ვერტმფრენმა ისე ახლოს გადაუფრინა, კედლებმა ზანზარი დაიწყო (ეს 90-იანი წლები გახლდათ). ასევე, მეშინია სტიქიური მოვლენების. ასეთ დროს ხომ ადამიანი საოცრად უძლური ხდება.

ფობია, რომლის გამოც მსახიობს დასცინიან

ნინო მუმლაძე:
- პატარას სიბნელის მეშინოდა ისევე, როგორც ყველა ბავშვს. მაგრამ ასაკთან ერთად, ეს შიში დავძლიე. თუმცა, ვაღიარებ, არც დღეს მსიამოვნებს ბნელ ოთახში მარტო ყოფნა.

- ახლა რისი შიში გაქვს?
GzaPress- ალბათ მსოფლიოში მე მაქვს ერთ-ერთი ყველაზე სასაცილო ფობია: ქათმის მეშინია, თანაც - ძალიან. სიზმარშიც კი ყველაზე დიდ კოშმარად ქათმები მევლინება ხოლმე. შეიძლება, ეს ყველაფერი სასაცილოდ ჟღერს, მაგრამ დამიჯერეთ, მათი დანახვისას სულაც არ მეცინება.

- ამ შიშის გამო ქათმის ხორციც ხომ არ გეზიზღება?
- ქათამის ხორცისგან კერძს ვამზადებ და მივირთმევ კიდეც. მე ცოცხალი ფრინველის მეშინია!.. თუმცა, თუ დაკლული ქათამი გასუფთავებული არ არის, მას ხელსაც ვერ დავაკარებ. ახლაც კი, როცა ამ თემაზე უბრალოდ ვლაპარაკობთ, უცნაურად მაჟრიალებს.

- საიდან გაგიჩნდა ეს ფობია?
- ბავშვობაში ქათმის დაკვლის პროცესს ვუყურე და სწორედ ამ სანახაობამ მოახდინა ჩემზე ისეთი ცუდი შთაბეჭდილება, რომ ასეთი ფობია გამიჩნდა.

- არ გიცდია ამ შიშისგან გათავისუფლება?
- ამ შიშის გადასალახად ისეთ მეთოდებს მირჩევენ, რასაც ვერასდროს გავაკეთებ. მაგალითად, არ შემიძლია საკუთარი თავი ვაიძულო, ქათამს მოვკიდო ხელი. მადლობა ღმერთს, ქალაქში ვცხოვრობ და არც ისე ხშირად მიწევს ცოცხალი ან ახალდაკლული ქათმების დანახვა.

"ფრთხილი ვარ..."

მარიკო ებრალიძრე:
GzaPress- მშიშარა - არა, უფრო - ფრთხილი ადამიანი ვარ. ბავშვობაშიც, როგორც დედა მეუბნება, არაფრის მეშინოდა. როგორც მახსოვს, არც გუდიანი და ბრაზიანი ბიძიებით მაშინებდნენ. ალბათ არ ვიმსახურებდი და იმიტომ (იცინის).

- ანუ არ იცი, რა არის ფობია?
- თავი ჯუნგლებში, მხოლოდ ცხოველების გარემოცვაში რომ წარმოვიდგინო, ალბათ შემეშინდება. ისე კი, ფობიებით გატანჯული არ ვარ.

"სავსემთვარეობის პერიოდი არ მსიამოვნებს"

ქეთი ორჯონიკიძე:
GzaPress- მშიშარა ნამდვილად არ ვარ. მწერებისა და კალიების დანახვაზე ისტერიკაში არ ვვარდები. ბავშვობაშიც არაფრის მეშინოდა. უკვე სრულწლოვანს სიმაღლისა და სიბნელის, სავსე მთვარის შიში გამიჩნდა. სიმაღლის ფობია დუტა სხირტლაძემ, პროექტში - "შიშის ფაქტორი" გადამალახვინა. რაც შეეხება სიბნელეში ყოფნას ან სავსემთვარეობის პერიოდს, ეს დღემდე არ მსიამოვნებს.

- სავსე მთვარე ბევრს რომანტიკულ განწყობაზე აყენებს...
- (იცინის) მე კი მეშინია. სიმართლე გითხრა, არ ვიცი, თუ როდის ან რატომ გამიჩნდა ეს ფობია, მაგრამ ფაქტია: ცაზე მისი გამოჩენისას ვცდილობ, ზევით არ ავიხედო.

"ძილის წინ საწოლის ქვეშ ვიხედებოდი"

მარიამ როინიშვილი:
- მშიშარა ბავშვი ნამდვილად არ ვყოფილვარ, მაგრამ ერთი ჩვევა მქონდა, ძილის წინ საწოლის ქვეშ ვიხედებოდი და ვამოწმებდი, იქ ვინმე ხომ არ იყო (იცინის). ეს ალბათ, ყველა ბავშვს გაუკეთებია.

- ახლა რისი გეშინია?
- ყოველთვის მეშინოდა და ახლაც მეშინია საყვარელი ადამიანების დაკარგვის... შეიძლება ითქვას, რომ ფობია არ მაქვს. თუმცა, ქუჩაში ლომი რომ დავინახო, რა თქმა უნდა, შემეშინდება (იცინის).

- "ცეკვავენ ვარსკვლავებში" მონაწილეობის ხომ არ გეშინია?
- "ცეკვავენ ვარსკვლავების" გამო უბრალოდ, ვღელავ. მინდა, ჩემ მიერ შესრულებული ცეკვები ხალხს მოეწონოს.

"თოჯინები არ მიყვარდა"

ნინო მითაიშვილი:
- ალბათ ყველა პატარა გოგოს უყვარს თოჯინა, მე კი ამ მხრივ გამონაკლისი ვიყავი: ბავშვობაში ფილმი - "მკვლელი თოჯინა" ვნახე და მას მერე ეს სათამაშო არ მიყვარს.

- ახლა რა გაშინებს?
- ხოჭოები, ობობები, ღამურები არ მიყვარს, მაგრამ ამის გამო ბუნებაში გასვლასა და დასვენებაზე უარს არ ვამბობ. დასაწყისში მიჭირს მათი დანახვა, თორემ მერე ვეჩვევი.

- ე.ი. მშიშარა არ ხარ, არა?
- ნაწილობრივ ვარ. ძირითადად, საკუთარი ფიქრებით შექმნილი ამბების მეშინია. კარგად რომ შემეშინდება, მერე საკუთარ თავზე ვბრაზდები და მეცინება ხოლმე. ასევე, მაშინებს ყოველდღიური ცხოვრება.

"ოთახში მარტო ძილი არ მიყვარს"

ჟანეტ ქერდიყოშვილი:
GzaPress- მეშინია სიბნელის. ოთახში მარტო ძილი არ მიყვარს. თუმცა, ჩემი აზრით, მშიშარა კი არა, ფრთხილი უფრო მეტად ვარ. არ ვაკეთებ იმას, რაც ვიცი, რომ ჩემთვის ცუდი იქნება. ამა თუ იმ გადაწყვეტილებას მანამ ვერ მივიღებ, ვიდრე მის დადებით შედეგში დარწმუნებული არ ვიქნები...

"ადამიანებისა და სივრცის ფობია მაქვს"

ნინი წიკლაური:
- ბავშვობიდან ძალიან მშიშარა ვარ, ყველაფრის და ყველასი მეშინია. განსაკუთრებით - ადამიანებისა და სივრცის ფობია მაქვს. არასოდეს გადმომიხედავს მაღალსართულიანი შენობის აივნიდან, რადგან ამის საშინლად მეშინია და არასოდეს დავრჩენილვარ სახლში მარტო.

- არასდროს გიცდია, რომელიმე შენს ფობიას გამკლავებოდი?
- როგორ არა, ერთხელ ვცადე: მეგობართან ვიყავი სტუმრად. მეექვსე სართულზე ცხოვრობს და ვცადე, აივანზე გავსულიყავი, მაგრამ კარი როგორც გაიღო, შემეშინდა და უკან დავიხიე (იცინის).
მარეხ ჭონიშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
რატომ გადაწყვიტა ნაყინის უნივერსიტეტში ჩაბარება ნუცა სურგულაძემ
"მეშინია სიმარტოვის, უიმედობის, ალბათ - საკუთარი თავისაც"
"მემკვიდრეობა სხვა პასუხისმგებლობას მაკისრებს"
"ალბათ რთული იქნება, ვიღაც ისე შევიყვარო, როგორც მიყვარდა"
ჯულიანას ოცნებები და დღევანდელი რეალობა
"პატრიარქის გვარს დასაბამი ქართლის მეფე ვახტანგ გორგასლის ნათლულმა - ღუდუშამ ჩაუყარა"
ვირტუალურ სამყაროში ტროლების თემა აქტუალურია, ვირტუალური სამყარო კი უკვე ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია.
50 წელი სცენაზე - გოგი ოსეფაშვილის საინტერესო ცხოვრების გზა
არცთუ ისე დიდი ხნის წინ, ხაშურში, ყოფილმა მეუღლემ ახალგაზრდა, სიცოცხლით სავსე ქალი სიცოცხლეს გამოასალმა.
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2533 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2656 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
7 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
1398 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2446 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1207 კომენტარი