თიოს რეპი, მისი ელიოტის წერილი და შეხვედრა ბერასთან
font-large font-small
თიოს რეპი, მისი ელიოტის წერილი და შეხვედრა ბერასთან
ხატავს, ორიგინალურ სამკაულებს აკეთებს, საკუთარი მუსიკალური კლიპებისთვის კოსტიუმებს ქმნის...
27 წლის ქართველ რეპერს - თიოს (თეეყო) ინტერნეტმომხმარებლების ნაწილი იცნობს. ის ძირითადად, ამერიკელი მსმენელ-მაყურებლების დაინტერესებას ცდილობდა, ახლა კი გადაწყვიტა, ქართველების აზრიც შეიტყოს...

- 16 წლიდან სხვადასხვა ჟანრის სიმღერას ვწერ, ერთ-ერთი პირველი - რეპი იყო. სერიოზული რჩევების მისაღებად არავისთვის მიმიმართავს. 2 წელია, სიმღერებს სახლის პირობებში მოწყობილ სტუდიებში ვწერ.

- ამჟამად რამდენი სიმღერა გაქვს ჩაწერილი?
- ხუთი, ოღონდ - ყველა რეპი არ არის, ერთი სოულის სტილში შევასრულე. პირველი სიმღერა ბერას დაბადების დღეზე მივუძღვენი. ის კარგი, თავმდაბალი ადამიანია, პირველი მხარდაჭერა მისგან ვიგრძენი. დღესაც ვემადლიერები. რომ არა ბერა, ალბათ სიმღერები ჩაწერილი არ მექნებოდა... მეორე სიმღერა პოლ ვოლკერის გარდაცვალებას მივუძღვენი, დანარჩენი - რეპის ჟანრში ჩავწერე.

- ბერასთან შეხვედრის ამბავი მოგვიყევი.
- ბერას ჯერ კიდევ მაშინ ვგულშემატკივრობდი, როცა ლოს-ანჯელესში იყო. შემდეგ, უბრალოდ ფანებთან ერთად, პრემიერებზე, კონცერტებზე, კლიპის გადაღებაზე ვხვდებოდი. მერე მენეჯერმა ბერასთან სტუდიაში მიმიყვანა. ჩემი რეპი მოვასმენინე, რადგან ვინმეს რჩევა ძალიან მჭირდებოდა. მას სიმღერა ძალიან მოეწონა, შემაქო. მითხრა: ნიჭიერი ხარ, ამას არ ველოდიო (იცინის).

- ანუ სიმღერები ბერასთან შეხვედრამდეც ჩაწერილი გქონდა?
- "ზეპირად" მოვასმენინე - აკაპელა "გავურეპე" (იცინის). არც ვიცოდი, რას ვაკეთებდი.

- ბერამ რა გირჩია?
- სიმღერებს "ზეპირად" ვწერდი: მელოდიას ვიმახსოვრებდი, შემდეგ - ფორტეპიანოზე ან გიტარაზე უნდა გადამეტანა. ბერამ მირჩია, სიმღერა "ინსტრუმენტალებზე" "გამეკეთებინა". ყველა რეპერი "ინსტრუმენტალებით" იწყებს...

- ბერას დაბადების დღეზეც შეხვდი?
- არა, დისკზე ჩაწერილი სიმღერა მის მენეჯერს გავატანე. ბერას მოეწონა და მადლობა გადამიხადა. იმ სიმღერას მხოლოდ მე არ ვმღეროდი - ბერას ორმა ფანმა შევასრულეთ. მინდოდა, სხვა ფანებსაც ემღერათ, მაგრამ ამის განხორციელება რთული აღმოჩნდა: ზოგს მუსიკალური სმენა არ აღმოაჩნდა, ზოგმა სტუდიაში ვერ იმღერა... თან, ჩაწერისთვის ცოტა დრო გვქონდა.

- კლიპი - Louis Gucci 4 Da Pussies ვინ გადაგიღო?
- ჩემმა ძმამ, დიდი წვალების შემდეგ. თავდაპირველად, გადაღებაზე არ მთანხმდებოდა, ეზარებოდა. ბოლოს მაინც დავითანხმე.

- პრობლემა მხოლოდ მისი სიზარმაცე იყო? ძირითადად, ბიჭებს არ მოსწონთ, როცა მათი დები გამომწვევად იცვამენ ხოლმე...
GzaPress- ამ მხრივ პრობლემა არ ჰქონია. უბრალოდ სურდა, გადაღება სწრაფად დასრულებულიყო. კლიპი ერთ ღამეში გადავიღეთ. მიმაჩნია, რომ უაზრო მოძრაობებს ვაკეთებ, ამას "ცეკვას" ვერც ვუწოდებ. მერე გადაღებული მასალის დამონტაჟებაში დამეხმარნენ...

- რაიმე მუსიკალური განათლება გაქვს?
- არა. ბავშვობაში ფორტეპიანოზე დავდიოდი, მაგრამ მაშინ ეს საქმე არ მომწონდა. მერე, როცა სიმღერის წერა დავიწყე, მუსიკალური განათლების მიღება მომინდა, მაგრამ რატომღაც, ამაზე აღარ მიზრუნია. ჯერ უცხო ენების შესწავლით დავინტერესდი, შემდეგ - ტანსაცმლის დიზაინით. თან, მაშინ მუსიკით ჩემს გატაცებას მშობლები სერიოზულად არ აღიქვამდნენ და ამ მხრივ, ყურადღება აღარ მომაქციეს.

- როგორც ვიცი, "ტვიტერზე" მისი ელიოტმა შენს შეტყობინებას უპასუხა...
- კი. მივწერე, - მისი ელიოტ, გთხოვ, ამ თამაშში (მუსიკალურ სფეროში) დაბრუნდი-მეთქი. საერთოდ, "ტვიტერზე" წელიწადში ერთხელ შევდივარ. პასუხი რომ დამხვდა, ძალიან გამიხარდა. მომწერა, - თამაში არ დამიტოვებია, მომღერლებს ვწვრთნი, ძალიან მიყვარხარო.

- შენი რომელიმე ნამუშევარიც ხომ არ უჩვენე?
- სამწუხაროდ - არა. ვეღარ გავბედე, რომ შემეწუხებინა (იცინის).

- მხოლოდ ინგლისურენოვან ტექსტებს მღერი?
- კი. ერთი თვეა, რაც ჩემი კლიპი ქართველებმაც ნახეს, მანამდე ინტერნეტის ამერიკელი მომხმარებლებისთვის - ცნობილი ადამიანებისა და პროდიუსერებისთვის ვაქვეყნებდი. ყველა მთავაზობდა, ამერიკაში გავმგზავრებულიყავი, მაგრამ ამისთვის საჭირო თანხა არ მაქვს. ისეთი წინადადებით არავის მოუმართავს, რომ გამგზავრებაც დამიფინანსოს. ბევრი პროდიუსერი მეკონტაქტება, მათ შორის - ზოგი "გრემზეა" ნომინირებული. ჯერ სერიოზული კონტრაქტის გაფორმებას არ მთავაზობენ, მაგრამ დაინტერესდნენ: გამოიარე, ვნახოთო...

- ქართველი რეპერები მოგწონს?
- მხოლოდ ბერა მომწონს. ვიდრე ის ქართულ სიმღერებს შემოგვთავაზებდა, მანამდე ქართულ ესტრადას არც ვუსმენდი, მით უმეტეს - რეპს. ისე, მახსოვს, ბავშვობაში უცნობი მომწონდა. მის ავტოგრაფს ახლაც ვინახავ (იცინის).

- იგი აზალიას გამსგავსებენ...
- ამის შესახებ რეპერებმაც მომწერეს (იცინის). რატომღაც, არ სურთ, რომ მათი სახელები დავასახელო. მითხრეს, - დიდ წარმატებას რომ მიაღწევ, მერე გვახსენეო.

- ამის გამო, გული ხომ არ დაგწყდა?
- არა, პირიქით - კარგი რაღაცები მომწერეს. თუმცა, იმასაც გეტყვით, რომ ზოგიერთმა რეპერმა, პირადად მე, დადებითი კომენტარი დამიტოვა, მერე კი ვნახე, რომ სხვაგან ცუდ რაღაცებს წერდა და ძალიან გამიკვირდა.

- იგი აზალიას იმიჯი შეგნებულად მოირგე?
- არა. რაც თავი მახსოვს, ასეთი იმიჯი მაქვს. დაემთხვა, რომ იგისაც გრძელი, ქერა თმა აქვს. სიმაღლეც ერთნაირი გვაქვს. ვიდრე იგი პოპულარული გახდებოდა, ყველა ლედი გაგას მამსგავსებდა.

- აზალიას რეპერტუარი მოგწონს?
- ის პოპ-რეპს "აკეთებს", მე უფრო სერიოზულ რეპს ვუსმენ. ვერ ვიტყვი, რომ აზალიას ფანი ვარ. მისი მხოლოდ ერთი სიმღერაა "გაჰიტებული", სხვები - კარგ დონეზე "გაკეთებული" არ აქვს.

- რეალურ ცხოვრებაშიც სექსუალური იმიჯი გაქვს?
GzaPress- არ მიმაჩნია, რომ სექსუალური იმიჯი მაქვს. მოკლე კაბით ქუჩაში არ დავდივარ. უფრო ხშირად, შარვალს ვიცვამ. რატომღაც, ბევრი ადამიანი თვალს მაყოლებს, მაგრამ ამას ბავშვობიდან მიჩვეული ვარ.

- შენი ოჯახის წევრები ვინ არიან?
- სამწუხაროდ, მამა წელს გარდამეცვალა. დიდი სტრესი გადავიტანე... ჩემი ძმა დაოჯახებულია, მცირეწლოვანი ბავშვი ჰყავს. დედა მზარეულია - იტალიურ სამზარეულოში მუშაობს, მაგრამ პროფესიით ფილოლოგია.

- ოჯახის რომელიმე წევრს მუსიკალური ნიჭი აქვს?
- დეიდა მუსიკისა და დრამის თეატრის მსახიობია.

- რომელიმე მუსიკალურ კონკურსში მონაწილეობაზე არ გიფიქრია?
- რატომღაც მეგონა, რომ "ჩაწყობა" ხდებოდა. თან, ვოკალი დასამუშავებელი მაქვს. ნორმალურ პედაგოგთან მომზადებასაც ფინანსები სჭირდება. მხოლოდ "გარეპვით" კონკურსში ვერ მივალ.

- პროფესიით დიზაინერი ხარ, არა?
- დიახ. ჩემს პროფესიას ძირითადად, კლიპებისთვის ვიყენებ. ტანსაცმლის დიზაინის სფეროში რამე სერიოზულის შექმნა დიდ თანხებს უკავშირდება და ამაზე არც ვფიქრობ.

- შენი მომავალი როგორ წარმოგიდგენია?
- ჩემი მომავალი ამერიკაში წარმომიდგენია. იქ გამგზავრებაზე ბავშვობიდან ვოცნებობ.
ეთო ყორღანაშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (2)
26.12.2014
ერთი კითხვა მაქვს თქვენი სახელი და გვარი
ფიქრია
13.10.2014
Good luck !!
cisi
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
რატომ გადაწყვიტა ნაყინის უნივერსიტეტში ჩაბარება ნუცა სურგულაძემ
"მეშინია სიმარტოვის, უიმედობის, ალბათ - საკუთარი თავისაც"
"მემკვიდრეობა სხვა პასუხისმგებლობას მაკისრებს"
"ალბათ რთული იქნება, ვიღაც ისე შევიყვარო, როგორც მიყვარდა"
ჯულიანას ოცნებები და დღევანდელი რეალობა
"პატრიარქის გვარს დასაბამი ქართლის მეფე ვახტანგ გორგასლის ნათლულმა - ღუდუშამ ჩაუყარა"
ვირტუალურ სამყაროში ტროლების თემა აქტუალურია, ვირტუალური სამყარო კი უკვე ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია.
50 წელი სცენაზე - გოგი ოსეფაშვილის საინტერესო ცხოვრების გზა
არცთუ ისე დიდი ხნის წინ, ხაშურში, ყოფილმა მეუღლემ ახალგაზრდა, სიცოცხლით სავსე ქალი სიცოცხლეს გამოასალმა.
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2533 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2656 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
7 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
1398 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2446 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1207 კომენტარი