როდის ხდება ნიკო ბერიძე "ცივსისხლიანი"
font-large font-small
როდის ხდება ნიკო ბერიძე "ცივსისხლიანი"
მსახიობი და მომღერალი - ნიკო ბერიძე ჯერ 26 წლისაა და შესაბამისად, დაოჯახებას არ ჩქარობს, წინ სხვა გეგმები და მიზნები აქვს.
თუმცა, როგორც თავად ამბობს, არ მოსწონს "პრინცესა" გოგონები, რომლებმაც სარკეში ყურების გარდა, არაფერი იციან. ცხოვრებაში რამდენჯერმე ყოფილა შეყვარებული, მაგრამ "ის" ერთადერთი ჯერ ვერ იპოვა, ვინც ოჯახის შექმნისკენ უბიძგებდა.

- საკმაოდ დიდი ოჯახი მაქვს: მე, დედა, მამა, ჩემი და-ძმა, ორი ბებო, დეიდა და ბაბუა ერთად ვცხოვრობთ. დედა უცხო ენების სპეციალისტია, მაგრამ ამჟამად საბავშვო ბაღში მუშაობს. რაც შეეხება მამას, ის დიდი ხანია, საზღვარგარეთ არის, სადაც მცირე ბიზნესითაა დაკავებული. როგორც უკვე გითხარი, მყავს ორი უსაყვარლესი ბებო, რომლებმაც გამზარდეს და ბევრი რამ მასწავლეს. ერთი ბაბუა (დედაჩემის მამა) გარდაცვლილია, მეორე - ჯემალ ბერიძე კი ძალიან კარგად გრძნობს (იღიმის).

- საზოგადოება შენს ძმას იცნობს. დაზე რას გვეტყვი?
- მყავს ნახევარდა, რომელიც უკვე 7 წლისაა.

- ჰოროსკოპით ვინ ხარ?
- დრაკონის წელში დაბადებული ლომი ვარ (იცინის). რომ გითხრა, ასტროლოგების რჩევებს ყოველდღე ვკითხულობ-მეთქი, მოგატყუებ. ადრე მაქვს წაკითხული ლომის დახასიათება და ვიცი, როგორც ახასიათებენ ამ ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანებს. ამის წინათ "ფეისბუკზე" ვნახე სტატია, სადაც ეწერა, თუ როგორ კვდებიან სხვადასხვა ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები. "ლომზე" წერდნენ: მოკვდება სცენაზე, მქუხარე აპლოდისმენტების ქვეშ. სიმართლე გითხრა, მაგრად "გამისწორდა" (იცინის).

- ბავშვობაში ცელქი იყავი თუ მშვიდი და ჭკვიანი?
GzaPress- როგორც მეუბნებიან და როგორც მახსოვს, ვიყავი ცელქიც, ჭკვიანიც და ამავდროულად, სერიოზულიც. ბავშვობაში ძალიან დატვირთული დღის რეჟიმი მქონდა. ჰოდა, იმის წყალობით, რომ ზარმაცი არ ვიყავი, ყველაფრის კეთებას ვასწრებდი და დრო ეზოში ჩასასვლელად, თამაშისთვისაც მრჩებოდა. თუ რაღაც მიზეზის გამო შემეშლებოდა ხელი და მეცადინეობას ვერ მოვასწრებდი, სკოლაში არ მივდიოდი. ჩემთვის შეურაცხმყოფელი იყო, მასწავლებლისთვის მეთქვა, რომ რაღაც ვერ მოვასწარი და ა.შ. ხანდახან, როცა სპექტაკლებისა და კონცერტების გამო სკოლაში ვერ მივდიოდი, მასწავლებლები ამას, როგორც ბეჯით მოსწავლეს, რასაკვირველია, საპატიო გაცდენაში მითვლიდნენ (იცინის).

- ბავშვობაში დედას ხშირად აბრაზებდი?
- არა, არა... დედას ერთადერთი პრეტენზია ჰქონდა ჩემთან: ჭამა არ მიყვარდა და ამის გამო, "დიდი ომი" იყო ხოლმე ჩვენს სახლში.

- საკუთარ უარყოფით და დადებით თვისებებზე შეგიძლია ილაპარაკო?
- ეს რთულია, მაგრამ შევეცდები, ობიექტური ვიყო. ჩემი ყველაზე კარგი თვისება არის ის, რომ შრომისმოყვარე ვარ და ყველანაირ ადამიანს შემიძლია, გავუგო (თუ რასაკვირველია, ის ამას იმსახურებს). კიდევ, ზოგჯერ "ცივსისხლიანიც" ვარ - ეს თვისება ხან ცუდად მადგება, ხან - კარგად. ვცდილობ, არავის გავუბრაზდე და კონფლიქტურ სიტუაციას თავი ავარიდო. თუმცა, ყოფილა შემთხვევებიც, როცა თავი ვეღარ შემიკავებია. ჩემთვის არ არსებობს შუალედური დამოკიდებულება ადამიანების მიმართ: ან მომწონს, ან არ მომწონს. "ისე რა" არ მიყვარს.

- გამოდის, ფიცხიც ხარ...
- თუ დამჭირდა, ფიცხზე ფიცხი ვარ (იცინის).

- წონასწორობას ხშირად კარგავ?
- ისე, რა... წონასწორობა შეიძლება, ბევრჯერ გამეორებულმა ერთი და იმავე კითხვამ დამაკარგვინოს. ძალიან ვბრაზდები მაშინაც, როცა უსუსურს ჩაგრავენ. ყველაზე მეტად კი შეიძლება, ჩემი ძმის გაბრაზებამ "გამაფსიხოს". როცა მას აბრაზებენ, მე ორჯერ მეტად ვბრაზდები და მერე საშინელებები ხდება.

- ასეთ დროს უწმაწურ სიტყვებს იყენებ?
- სიტუაციას გააჩნია, თორემ, როცა საჭიროა, ვიყენებ, თანაც - ზუსტი შეფასებებით (იცინის). მეგობრები ხშირად მეუბნებიან, - ნეტავ, შენნაირი "მკიდია" ტიპი ვიყოო. ეს თვისება ხანდახან, კარგად მადგება, რადგან "დაკიდებაზე" მეტად, ადამიანს არაფერი ამწარებს.

- ოდესმე საკუთარი თავი თუ დაგიკარგავს?
- არა, ასეთი რამ არასდროს მომხდარა. როგორც უნდა გავმწარდე, მიწაზე მაინც, ყოველთვის მყარად ვდგავარ.

- პირველად როდის შეგიყვარდა?
- პირველად 15 წლის ასაკში შემიყვარდა. მახსოვს, ის გოგო ჩემზე ერთი წლით უფროსი იყო და ჰოლივუდის ვარსკვლავს ჰგავდა. 5-დღიანი რომანის შემდეგ, ერთმანეთი აღარ გვინახავს... მერე, სხვადასხვა ეტაპზე ცოტა ხანგრძლივი ურთიერთობა მქონდა ორ გოგონასთან. ახლა კი თავისუფალი ვარ.

- როგორი გოგონები მოგწონს?
- ვერ წარმოიდგენ, როგორ ვერ ვიტან "პრინცესა ტიპშებს". როგორც წესი, ასეთები ძალიან უნიჭოები არიან. ბოლო დროს, სამწუხაროდ, ბევრი ასეთი მანდილოსნის გაცნობა მომიხდა. ჩემი რჩეული "გიჟი" უნდა იყოს, ჩემსავით და თან - გაწონასწორებული, ლამაზი, შარმიანი და მიმზიდველი. მას თავისი საქმე უნდა ჰქონდეს და რაც მთავარია, უნდა უყვარდეს ის, რასაც აკეთებს. აუცილებლად უნდა მოსწონდეს ჩემი საქმე და იყოს საყვარელი ადამიანის გულშემატკივარი.

- სუსტი სქესის წარმომადგენელს შენთვის სიყვარული თუ აუხსნია?
- მსგავსი რამ ბევრჯერ მომხდარა, მაგრამ ამაზე ლაპარაკი ჩემი მხრიდან უხერხულია.

- სასიამოვნოა, როცა მანდილოსანი გიხნის სიყვარულს?
- ზოგადად, მანდილოსნისგან აქტიურობა ჩემთვის სასიამოვნო არ არის. თუმცა, გააჩნია, ვინ აგიხსნის სიყვარულს და როგორ (იცინის). ჩემი აზრით, სიყვარულს მტკიცება და ახსნა-განმარტება არ სჭირდება. გიყვარს და მორჩა!

- ცალმხრივად თუ გყვარებია?
- მქონია მსგავსი შემთხვევაც: ზუსტად სამი დღე მიყვარდა ერთი გოგო ისე, რომ მან ამის შესახებ არაფერი იცოდა. ცუდია, შენ რომ გიყვარს და ის აზრზე არ არის. საბედნიეროდ, მისი დავიწყება მალევე შევძელი.

- დამოუკიდებელი ადამიანი ხარ?
- ვცდილობ, დამოუკიდებელი ვიყო და ეს გამომდის კიდეც. შინაგანად ვარ დამოუკიდებელი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ახლობელი ადამიანების რჩევას არ ვითვალისწინებ, მით უმეტეს, თუ ეს რჩევა ჩემთვის სასარგებლო და მისაღებია.

- ამჟამად რას საქმიანობ?
- აჭარის ტელევიზიის მუსიკალური პროდიუსერი ვარ.

- როცა შინ მარტო ხარ, შეგიძლია, რაიმე გემრიელი კერძის მოიმზადო?
- ბათუმში შინ მარტო ყოფნა თითქმის არასდროს მიწევს. თბილისში უფრო ხშირად ვარ მარტო და თავისუფალი დროის დეფიციტის გამო, იქაც უმეტესად, მომზადებულ საჭმელს ვყიდულობ ან ახლობლებთან სტუმრად მივდივარ (იცინის)... იმდენს კი მოვახერხებ, რომ შინ მარტო დარჩენილი შიმშილით არ მოვკვდე.

- ქართული ტრადიციები თუ მოგწონს?
- არის რაღაცები, რაც ჩემთვის მისაღებია, მაგრამ გვაქვს ისეთი ტრადიციებიც, რომელიც არ მომწონს.

- შენი რჩეულის მშობლებთან ხელის სათხოვნელად თუ მიხვალ?
- თუ ამას შეყვარებული მთხოვს, რატომაც არ გავაკეთებ? მივალ და მართლა ვითხოვ მის ხელს, მერე კი სულ რამდენიმე დღეში დავუბრუნებ იმავე მდგომარეობაში (იცინის).

- ანუ არ მოგწონს ხელის თხოვნის ტრადიცია?
- არა, რა საჭიროა?! ნუ, თუ თავი გაიგიჟა, მივალ მის ოჯახში, არც ამით დაშავდება რამე.

- როგორ ფიქრობ, ქორწილს გადაიხდი?
- კი, ქორწილი აუცილებლად გვექნება, ოღონდ - განსხვავებული და არა - ტრადიციული.

- მომავალ მეუღლესთან ერთად თაფლობის თვის გატარებას სად ისურვებდი?
- მის სურვილს გავითვალისწინებ, თუმცა მე იტალიასა და ამერიკას მივანიჭებ უპირატესობას. თუ მენდობა, წაგებული არ დარჩება.

- საყვარელი ადამიანის გულის მოსაგებად რა გაგიკეთებია?
- ამ სამყაროში ყველაზე შეუცნობელი ის არის, რომ ყველაფერია შეცნობილი. ამიტომ განსაკუთრებულს ვერაფერს გავაკეთებ. ყოფილა შემთხვევა, რომ სიტყვაც არ მითქვამს კონკრეტული ადამიანის გულის მოსაგებად, მაგრამ ყველაფერი კარგად გამომსვლია.

- მშობლები არ გეუბნებიან: დროა, დაქორწინდეო?
- ჯერ დაოჯახება ნაადრევია. ბევრი მარტივად წყვეტს ცოლის მოყვანის საკითხს და უმეტესობას, მალევე ენგრევა ოჯახი. ვფიქრობ, ამ ნაბიჯის გადადგმამდე კარგად უნდა დაფიქრდე, მერე კი ყველაფერი უნდა გააკეთო იმისთვის, რომ შენს ჭერს საფრთხე არ დაემუქროს, რომ თქვენ შორის გრძნობა არ განელდეს.
სოფო ჭონიშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
"მემკვიდრეობა სხვა პასუხისმგებლობას მაკისრებს"
"ალბათ რთული იქნება, ვიღაც ისე შევიყვარო, როგორც მიყვარდა"
ჯულიანას ოცნებები და დღევანდელი რეალობა
"პატრიარქის გვარს დასაბამი ქართლის მეფე ვახტანგ გორგასლის ნათლულმა - ღუდუშამ ჩაუყარა"
ვირტუალურ სამყაროში ტროლების თემა აქტუალურია, ვირტუალური სამყარო კი უკვე ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია.
50 წელი სცენაზე - გოგი ოსეფაშვილის საინტერესო ცხოვრების გზა
არცთუ ისე დიდი ხნის წინ, ხაშურში, ყოფილმა მეუღლემ ახალგაზრდა, სიცოცხლით სავსე ქალი სიცოცხლეს გამოასალმა.
რატომ არ დადის მეუღლის სპექტაკლებზე ნიაზ დიასამიძე?
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2533 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2656 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
7 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
1307 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2446 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1207 კომენტარი