რის გამო მოხვდა მაკა შალიკაშვილი საპყრობილეში - გზაპრესი

რის გამო მოხვდა მაკა შალიკაშვილი საპყრობილეში

რასაც მოწმობს ის უამრავი ზარი, რომელიც ეთერში შემოდის", - ამბობს მსახიობი მაკა შალიკაშვილი და იქვე დასძენს, რომ ტელეწამყვანობაზე ბავშვობიდან ოცნებობდა. რას გააკეთებდა ცხოვრებას თავიდან რომ იწყებდეს, როდის ვერ იკავებს ცრემლს, რა არ დაავიწყდება არასდროს? - ამას მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.

- დაბადების თარიღი...

- ...1977 წლის 10 აგვისტო.

- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...

GzaPress- ...დიქტორი. ბავშვობის წლებში სარკის წინ ვიდექი და გადაცემების თანამიმდევრობას ვაცხადებდი, სატელევიზიო პროგრამა დაზეპირებული მქონდა. სკოლა რომ დავამთავრე, სამსახიობოზე ჩავაბარე. მიმაჩნია, რომ პროფესიის არჩევისას არ შევმცდარვარ. მსახიობობა გადაცემის წაყვანისას ძალიან მეხმარება.

- "1002 ღამე", რომელიც "პალიტრა ტვ"-ის ეთერში გადის...

- ...ძალიან მიყვარს და რაც მთავარია, მაყურებელმაც შეიყვარა. მე და სხვა წამყვანებსაც უამრავი ადამიანი გვეუბნება, რომ "1002 ღამეს" უყურებს. ყოველი ეთერი მოულოდნელობებით სავსეა.

- ჩემზე ამბობენ...

- ...თავისუფალი და თამამიაო. ამ მოსაზრებას ვეთანხმები, მაგრამ ეს არ ნიშნავს უკომპლექსობას. მე არ მიჭირს ადამიანებთან კომუნიკაცია, "გამარჯობის" თქმა, უცნობ ადამიანებთან ურთიერთობა.

- თვისება, რომელიც ყველაზე მეტად მომწონს...

- ...ალალი ვარ.

- რაც არ მომწონს და ვცდილობ, გამოვასწორო...

- ...ფიცხი და თავშეუკავებელი გახლავართ. ჩემს ამ თვისებას მე და ჩემი ერთი მეგობარი ვებრძვით, რადგან სიფიცხემ ბევრ რამეში შემიშალა ხელი.

- ცხოვრებას თავიდან რომ ვიწყებდე...

- ...ახლა იგოეთში ხელახლა რომ დავიბადო და ისევ სირთულეებით სავსე გზა გავიარო, ნამდვილად არ მინდა. არც ლანგრით მორთმეული ბედნიერება მსურს. ვფიქრობ, უზრუნველ ცხოვრებას მუღამი არ ექნება. ერთადერთი, რასაც ჩემს წარსულში შევცვლიდი, ის 3-4-წლიანი პერიოდია, როცა გათხოვილი ვიყავი. რას შევცვლიდი? - უპირველეს ყოვლისა, საკუთარ თავს; უფრო მეტად თავშეკავებული გავხდებოდი.

- ბედნიერი ვარ, რომ...

- თინათინი მყავს...

- ჩემს წარმატებაში ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვის...

- ...ჭოლას. ბევრი ადამიანის მადლიერი ვარ, მაგრამ პირველ რიგში, მინდა, მადლობა ჭოლას და მანანას კოზაკოვას გადავუხადო. მათთან ურთიერთობამ ბევრი რამ მომცა. ის, რომ დღეს ტელევიზიაში ვარ და ხალხი მიცნობს, იმ პერიოდის დამსახურებაა.

- დაშვებულ შეცდომებს...

- ...ვნანობ. უკან ყველაფერი ბუმერანგივით მიბრუნდება. ბევრი შეცდომა დამიშვია და ბოდიშის მოხდაც შემიძლია; ადამიანს გულს რომ ვატკენ, ძალიან განვიცდი.

- თავს ვერ ვიკავებ და ვტირი, როცა...

- ...ძალიან ბევრ რამეზე მეტირება. განსაკუთრებით მაშინ, როცა შეცდომას დავუშვებ და ეკლესიაში შევდივარ. კარგ ფილმზე, მუსიკაზე, ნიჭიერებაზეც მეტირება.

- ბოლოს ვიტირე...

- ...გუშინ ლომისის სალოცავზე ვიყავი. ახლაც მეტირება, რადგან კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ადამიანებს ძალიან უჭირთ (არა მხოლოდ მატერიალურად). მინდა, ყველა კარგად იყოს.

- როცა მომავალზე ვფიქრობ...

- ...დაბერების არ მეშინია. ვცდილობ, სიკვდილთან მეგობრობა ვისწავლო. ბევრი შეცდომა მაქვს დაშვებული, რომელიც ჯერ არ გამომისწორებია და მინდა, ვიდრე ამ ქვეყნიდან წავალ, მოვინანიო. უფლის წინაშე წარდგომის მეშინია.

- ვიბნევი, როცა...

- ...უნდათ, რომ დამაბნიონ. ჭკვიანი ადამიანი ძალიან ადვილად მაბნევს და მერე სისულელეებს ვლაპარაკობ.

- ამ წუთში ძალიან მინდა ვიყო...

GzaPress- ...ისეთი, როგორიც ახლა ვარ. ახლა ძალიან თავდაჯერებული და გაწონასწორებული ვარ; კარგი განწყობილება, სულიერი სიმშვიდე მაქვს მაქვს და მინდა, სულ ასე გაგრძელდეს.

- მე ვარ შეუმდგარი...

- ...დიასახლისი. ვიცი, მომავალშიც ვერ შევდგები. არადა, ეს ყველაზე მაგარი პროფესიაა.

- სიყვარული ეს...

- ...კომფორტი, პოზიტივი, მეორე სხეულის მიღებაა.

- როცა შეყვარებული ვარ.

- ...თვალები მიბრწყინავს.

- ახლა...

- ...ახლაც მიბრწყინავს. ახლა მაბნევ, არა? გინდა, მასზე გითხრა? არ მინდა, ვინაობა გავამხილო. ოჯახის შექმნაზე ლაპარაკი ჯერ ადრეა.

- ვეპრანჭები...

- ...ყველას. ახლა შენც გეპრანჭები.

- ჩემი ყველაზე დიდი სისუსტე...

- ...ბევრი სისუსტეები მქონდა, მაგრამ გია ჯაჯანიძემ დამაძლევინა. სიგარეტსაც აღარ ვეწევი.

- მეშინია...

- ...ავადმყოფობის, ახლობელი ადამიანის დაკარგვის...

- ხშირად მსაყვედურობენ...

- ...უყურადღებობის გამო. მეუბნებიან, სად ხარ, რატომ დაიკარგეო?

- ძალიან ბევრი ფული რომ მქონდეს...

- ...რა თქმა უნდა, პირველ რიგში ყოფით პრობლემებს მოვიგვარებდი, მერე გაჭირვებულ ადამიანებს დავეხმარებოდი.

- არასდროს დამავიწყდება...

- ...რამდენიმე დღის წინ ავჭალის არასრულწლოვანთა კოლონიაში ვიყავი; სხვა მსახიობებთან და მომღერლებთან ერთად, პატიმრებს ერთი ლამაზი საღამო ვაჩუქე. თავისუფლება ძალიან მიყვარს, იქ კი თავისუფლება წართმეული ადამიანები ცხოვრობენ. საპყრობილეში რომ შევედი და ჩემ უკან კარები დაიხურა, ამაღელვებელი მომენტი იყო; ტირილი მომინდა და ეკლესიაში შევედი, რადგან არ მინდოდა, პატარა მსჯავრდადებულებს ჩემი ცრემლი დაენახათ. ისეთი სევდიანი და "ღრმა" თვალები არსად მინახავს, როგორც იმ საპყრობილეში ვნახე. რომ გამოვდიოდი, მოაჯირზე გადმოდგნენ. გული დამწყდა, ისინი იქ რომ დავტოვე... თავიდან შორიდან მივლიდნენ. ეს რომ ვიგრძენი, დავუძახე. ყველას დალაპარაკება, საკუთარი ტკივილის გაზიარება უნდოდა. ნანახმა ჩემზე ძალიან იმოქმედა.

- რამდენიც უნდა გადამიხადონ...

- ...სამშობლოს მოღალატე არ გავხდები.

- ვერავინ მაიძულებს...

- ...ჩემს შვილზე უარის თქმას.

- ვერაფრით წარმოვიდგენ...

- ...ვიყო ბოროტი და შურიანი ადამიანი.

- დარიგება, რომელიც არასდროს დამავიწყდება...

- ...მამიდა - თინა შალიკაშვილი, რომლის სახელიც ჩემს შვილს დავარქვი, როცა ცუდად მოვიქცეოდი, მეუბნებოდა: არასდროს დაგავიწყდეს, ვინ ხარ! არასდროს დაგავიწყდეს პაპა, ბებია, შენი წინაპრები და იცოდე, რა შეგეფერება, რა - არაო. მაშინ მის სიტყვებზე ვბრაზდებოდი. მამიდას შვილი არ ჰყავს და მან გამზარდა. მინდა ამაგისთვის მადლობა ვუთხრა და დავამშვიდო, რომ მისი სიტყვები სულ მახსოვს.

- ნატვრისთვალი და ერთი ნატვრის უფლება რომ მქონდეს...

- ...ჩემი და ახლობლების ჯანმრთელად ყოფნას ვინატრებდი.

- დაბოლოს, გეტყვით...

- ...ნუ დავივიწყებთ ვინ ვართ, რა შეგვეფერება, რა - არა. ყალბი, არაორგანული თავისუფლება არ მიყვარს. ამ მშვენიერ შეგრძნებას ნუ დავაკნინებთ და აღვირახსნილობაში ნუ ავურევთ.

თამუნა კვინიკაძე