ზურ­მუხ­ტის ქა­ლა­ქის ჯა­დო­ქა­რი
font-large font-small
ზურ­მუხ­ტის ქა­ლა­ქის ჯა­დო­ქა­რი
მო­ზარდ მა­ყუ­რე­ბელ­თა თე­ატ­რ­მა პა­ტა­რე­ბი ჯა­დოს­ნურ ქა­ლაქ­ში ამოგ­ზა­უ­რა


მო­ზარდ მა­ყუ­რე­ბელ­თა თე­ატ­რი თავის ყვე­ლა­ზე პა­ტა­რა მა­ყუ­რე­ბელს მო­რი­გი პრე­მი­ე­რით შეხ­ვ­და. 28-30 ოქ­ტომ­ბ­რი­დან მა­ყუ­რე­ბელს სა­შუ­ა­ლე­ბა აქვს და­ეს­წ­როს ორ­მოქ­მე­დე­ბი­ან თო­ჯი­ნურ წარ­მოდ­გე­ნას "ზურ­მუხ­ტის ქა­ლა­ქის ჯა­დო­ქა­რი", რო­მე­ლიც ორ - ქარ­თულ და რუ­სულ ენებ­ზე იმარ­თე­ბა.


სპექ­ტაკ­ლი ამე­რი­კე­ლი მწერ­ლის, ფრენკ ბა­უ­მის ცნო­ბი­ლი რო­მა­ნის - "ო­ზის ჯა­დოქ­რის" მი­ხედ­ვით დე­ბი­უ­ტან­ტ­მა რე­ჟი­სორ­მა, დენ ხლი­ბოვ­მა დად­გა და ქა­ლაქ თბი­ლი­სის მე­რი­ის კულ­ტუ­რუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის ცენ­ტ­რის მხარ­და­ჭე­რით გან­ხორ­ცი­ელ­და.

ქარ­ბორ­ბა­ლამ, რო­მე­ლიც კან­ზა­სის შტატს და­ატყ­და, პა­ტა­რა გო­გო­ნა ელი და მი­სი ძაღ­ლი ტო­ტო სახ­ლი­ა­ნად ჰა­ერ­ში აიტა­ცა და ზღაპ­რულ ქვე­ყა­ნა­ში გა­და­აფ­რი­ნა. ელი სას­წ­რა­ფოდ, შინ დაბ­რუ­ნე­ბას გა­დაწყ­ვეტს, მას ხომ იქ დე­ი­და და ბი­ძა ელო­დე­ბი­ან. თუმ­ცა, კან­ზას­ში და­საბ­რუ­ნებ­ლად გო­გო­ნამ ჯერ ზურ­მუხ­ტის ქა­ლა­ქამ­დე უნ­და მი­აღ­წი­ოს, სა­დაც კე­თი­ლი ჯა­დო­ქა­რი გუდ­ვი­ნი ეგუ­ლე­ბა. მხო­ლოდ მას შე­უძ­ლია ელი­სა და ტო­ტოს დახ­მა­რე­ბა. გო­გო­ნა ყვი­თე­ლი აგუ­რით მო­ფე­ნილ გზას გა­უყ­ვე­ბა და ამ მოგ­ზა­უ­რო­ბი­სას გა­იც­ნობს საფ­რ­თხო­ბე­ლას (რო­მელ­საც მი­აჩ­ნია, რომ ჭკუა აკ­ლი­ა), რკი­ნის კაცს - ტყის მჭრელს (რო­მე­ლიც უგუ­ლო­ბას გა­ნიც­დის) და მში­შა­რა ლომს. ელი სა­მი­ვეს და­არ­წ­მუ­ნებს, რომ დი­დე­ბუ­ლი ჯა­დო­ქა­რი გუდ­ვი­ნი ყო­ველ მათ­განს და­ეხ­მა­რე­ბა და მე­გობ­რე­ბი გზას გა­უდ­გე­ბი­ან. ისი­ნი ერ­თად გა­და­ლა­ხა­ვენ წი­ნა­აღ­მ­დე­გო­ბებს და სა­ბო­ლო­ოდ, ნა­ნატრ მი­ზან­საც მი­აღ­წე­ვენ.

დენ ხლი­ბო­ვი:

- ჩე­მი სა­დიპ­ლო­მო ნა­მუ­შე­ვა­რი მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რის "სხვენ­ში" დავ­დ­გი. ეს იყო ნი­კო­ლოზ გო­გო­ლის "მო­თა­მა­შე­ე­ბის" მი­ხედ­ვით გა­კე­თე­ბუ­ლი კლა­სი­კუ­რი პი­ე­სა თა­ნა­მედ­რო­ვე დრო­ში. ახ­ლა კი, ბავ­შ­ვე­ბი­სათ­ვის წარ­სად­გე­ნად, არ­ჩე­ვა­ნი "ზურ­მუხ­ტის ქა­ლა­ქის ჯა­დო­ქარ­ზე" შე­ვა­ჩე­რე. შე­ვე­ცა­დე, სი­უ­ჟე­ტი ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის გა­სა­გე­ბი ენით მო­მეთხ­რო და გა­დავ­წყ­ვი­ტე, სცე­ნა­ზე მე­თო­ჯი­ნე გა­მო­სუ­ლი­ყო, რო­მე­ლიც თო­ჯი­ნებს ქმნის და ამავ­დ­რო­უ­ლად, მათ­თან ერ­თად თა­მა­შობს. ალ­ბათ, მე­თო­ჯი­ნე­ში, რო­გორც რე­ჟი­სორ­მა, ჩე­მი თა­ვი ვი­გუ­ლის­ხ­მე. ის სხვა­დას­ხ­ვა ხრიკს, ის­ტო­რი­ას თხზავს თო­ჯი­ნებ­თან ერ­თად და მა­ყუ­რე­ბელს ელი­სა და მი­სი მე­გობ­რე­ბის ზღა­პარს უყ­ვე­ბა.
- სპექ­ტაკ­ლი ორ­მოქ­მე­დე­ბი­ა­ნია. რო­გორ ფიქ­რობ, ამ­დენ ხანს გაძ­ლებს პა­ტა­რა მა­ყუ­რე­ბე­ლი?
- დაწყე­ბით კლა­სებ­ში გაკ­ვე­თი­ლის დრო 35 წუ­თით გა­ნი­საზღ­ვ­რე­ბა, შემ­დეგ კლა­სებ­ში - 45 წუ­თით. ჩვენც შე­სა­ბა­მი­სად ვი­მოქ­მე­დეთ და პირ­ველ მოქ­მე­დე­ბა­ში 45 წუთს არ გავ­ც­დით, ხო­ლო მე­ო­რე მოქ­მე­დე­ბას 30 წუ­თი და­ვუთ­მეთ. შუ­ა­ლედ­ში ბავ­შ­ვე­ბი 15 წუ­თი შე­ვას­ვე­ნეთ და აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, არა მგო­ნია, სპექ­ტაკ­ლ­ზე გა­ჩე­რე­ბა პა­ტა­რე­ბის­თ­ვის რთუ­ლი იყოს. აფი­შა­ზე აწე­რია +5. ვფიქ­რობ, ეს სპექ­ტაკ­ლი 5 წლი­დან მე-4 კლა­სელ მოს­წავ­ლე­ებს და­ა­ინ­ტე­რე­სებს. თა­ვი­დან მინ­დო­და, სპექ­ტაკ­ლი "ლე­გოს" კონ­ს­ტ­რუქ­ცი­ე­ბით გა­და­მეწყ­ვე­ტა, მაგ­რამ შემ­დეგ სხვა გზა ავირ­ჩი­ეთ და კლა­სი­კუ­რად გა­დავ­წყ­ვი­ტეთ.
- ამ სპექ­ტაკ­ლის შემ­დეგ, რა გეგ­მა გაქვთ?
- მინ­და, ილი­ა­უ­ნის თე­ატ­რ­ში დავ­დ­გა სპექ­ტაკ­ლი "ო­თა­ხი #13". სი­ტუ­ა­ცია-კო­მე­დია უფ­რო­სი ასა­კის მა­ყუ­რე­ბელ­ზე იქ­ნე­ბა გათ­ვ­ლი­ლი.

ნი­ნო ჩი­ტა­იშ­ვი­ლი:
- "ზურ­მუხ­ტის ქა­ლა­ქის ჯა­დო­ქა­რი" ბავ­შ­ვო­ბი­დან მახ­სოვს. ამ ზღაპ­რის მი­ხედ­ვით მულ­ტ­ფილ­მიც იყო გა­და­ღე­ბუ­ლი. ეს ჩე­მი პირ­ვე­ლი გა­მოც­დი­ლე­ბაა თო­ჯი­ნუ­რი სპექ­ტაკ­ლის მხატ­ვ­რო­ბა­ში. ძა­ლი­ან სპე­ცი­ფი­კუ­რია. მი­ნი­ა­ტი­უ­რუ­ლი არ­სე­ბე­ბი იქ­მ­ნე­ბა და ფა­ქი­ზი შეს­რუ­ლე­ბა უნ­და. სი­ა­მოვ­ნე­ბით ვი­მუ­შა­ვე სპექ­ტაკ­ლ­ზე, კარ­გი სა­დად­გ­მო ჯგუ­ფი იყო. დარ­ბაზ­ში 5 წელ­ზე ნაკ­ლე­ბი ასა­კის ბავ­შ­ვე­ბიც ის­ხ­დ­ნენ და ვხე­დავ­დი, რო­გორ ჩა­ერ­თ­ნენ სპექ­ტაკ­ლის მსვლე­ლო­ბა­ში. ვფიქ­რობ, წარ­მოდ­გე­ნა სა­ნა­ხა­ობ­რი­ვი გა­მო­ვი­და და ბავ­შ­ვებ­საც მო­ე­წო­ნათ.

რო­გორც ან­ტ­რაქ­ტ­სა და სპექ­ტაკ­ლის ბო­ლოს ჩან­და, კე­თილ­მა ზღა­პარ­მა მე­გობ­რო­ბა­ზე, ერ­თ­გუ­ლე­ბა­ზე, სი­მა­მა­ცე­სა და სიყ­ვა­რულ­ზე გულ­გ­რი­ლი არ და­ტო­ვა პა­ტა­რა მა­ყუ­რე­ბე­ლი. ელი, ტო­ტო, ლო­მი, საფ­რ­თხო­ბე­ლა, რკი­ნის კა­ცი... - ეს ის მთა­ვა­რი პერ­სო­ნა­ჟე­ბი არი­ან, რომ­ლე­ბიც თე­ატ­რ­ში მი­სულ პა­ტა­რებს ყვე­ლა­ზე კარ­გად და­ა­მახ­სოვ­რ­დათ.

ცნო­ბი­სათ­ვის, პი­ე­სის თარ­გ­მა­ნი ანა­ნო მი­რი­ა­ნაშ­ვილს ეკუთ­ვ­ნის. ინ­ს­ცე­ნი­რე­ბის ავ­ტო­რი და დამ­დ­გ­მე­ლი რე­ჟი­სო­რი დენ ხლი­ბო­ვია. დამ­დ­გ­მე­ლი მხატ­ვა­რი ნი­ნო ჩი­ტა­იშ­ვი­ლი, მხატ­ვა­რი-მე­თო­ჯი­ნე - მაია სულ­ხა­ნიშ­ვი­ლი. მუ­სი­კა­ლუ­რი გა­ფორ­მე­ბა ალექ­სან­დ­რა ლორ­თ­ქი­ფა­ნი­ძის, ქო­რე­ოგ­რა­ფი და­ვით მეტ­რე­ვე­ლი, სიმ­ღე­რე­ბის ტექ­ს­ტის ავ­ტო­რი ნი­ნო პა­პი­აშ­ვი­ლი და ნი­ნო მა­ნა­გა­ძე.


ანა კა­ლან­და­ძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
საკუთარ თავზე გაგონილმა რა ჭორმა გააოცა ბექა ბროლაძე
"პოლიტიკაში რომ მოვიდე, ვიღაცის მარიონეტი უნდა გავხდე"
ბედნიერების "რეცეპტი" მომხიბვლელი მაგდა ვასაძისგან
"ზოგიერთი ადამიანი მთელი ცხოვრება პატარა ბავშვად რჩება"
რა ასწავლა საკუთარმა გამოცდილებამ ირინა ონაშვილს
რატომ მიიჩნევს თავს ნარცისად და ეგოისტად კაკია
სოფია სებისკვერაძე ქვეყანაში არსებულ პრობლემებზე საუბრობს
რა ოცნების ახდენა აქვს გეგმაში თამთა შედანიას
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2532 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
6 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
533 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2445 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1207 კომენტარი