ვინ არის ირინა ბაირამაშვილის რჩეული - გზაპრესი

ვინ არის ირინა ბაირამაშვილის რჩეული

"ერთმანეთი 5 დღეში შეგვიყვარდა", - მითხრა ირინამ, რომელიც ფიქრობს, რომ ბედმა გაუღიმა, რადგან მიშკასნაირ ადამიანს შეხვდა.

- მომავალი მეუღლე სად გაიცანი?

GzaPress- საგარეჯოში გავიცანი. ის ბებიასთან სტუმრად იყო ჩამოსული. ბავშვობის დროინდელმა მეგობარმა მთხოვა, - საფრაგეთიდან ჩემი ახლობელი ჩამოვიდა და გთხოვ, შენი მანქანით წამიყვანე, უნდა ვნახოო. მოკლედ, მივედით მიშკას ბებიის ოჯახში და ასე გავიცანი მომავალი მეუღლეც. აღმოჩნდა, რომ მიშკას ბებია და ჩემი ბებია ბავშვობის დროინდელი მეგობრები იყვნენ. მერე, როცა ერთმანეთი ისევ ვნახეთ, ორივემ ერთდროულად ვთქვით: "იცი, ჩვენი ბებიები მეგობრები ყოფილან", რაზეც ძალიან ვიხალისეთ. სასიამოვნო ფაქტი იყო. გაცნობიდან რამდენიმე დღეში დავმეგობრდით.

- შეყვარებულები დიდი ხანი იყავით?

- (იცინის) გაცნობიდან 5 დღეში სიყვარული ამიხსნა.

- ასე რით მოხიბლე?

- არ ვიცი, ერთმანეთი რით მოვხიბლეთ. ალბათ ჩვენი ხასიათები დაემთხვა, ერთურთს კარგად გავუგეთ. მიშკა ძალიან კარგი ადამიანი, განათლებული, თბილი, ყურადღებიანი და რაც მთავრია, რომანტიკულია. 5 დღეში მან ჩემი გულის მოგება შეძლო. სულ ცდილობდა, სასიამონო სიურპრიზებით გავეოცებინე.

- როცა სიყვარულში გამოგიტყდა, რა უპასუხე?

- რა თქმა უნდა, უარი არ მითქვამს, რადგან მეც არ ვიყავი მის მიმართ გულგრილი. გაცნობიდან ერთ თვეში ნიშნობა გვქონდა და ხელიც მოვაწერეთ. მედიის საშუალებით გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ქორწილი გვქონდა, მაგრამ ეს არ იყო ქორწილი, უბრალოდ, ძალიან ვიწრო წრეში ხელი მოვაწერეთ.

- ჯვარი არ დაგიწერიათ?

- ჯვრისწერა და გრანდიოზული ქორწილი ივლისის ბოლოს გვექნება, სადაც ყველა ჩვენს მეგობარს და ახლობელს დავპატიჟებთ. მოკლედ, ძალიან ლამაზ და შთამბეჭდავ ქორწილს ვგეგმავთ.

- თაფლობის თვის გატარებას სად აპირებთ?

- თაფლობის თვის გასატარებლად საფრანგეთში გავემგზავრებით, სადაც დაახლოებით ერთი თვე დავრჩებით.

- მეუღლე პროფესიით ვინ არის?

- სტომატოლოგია, თუმცა ამ პროფესიით არასდროს უმუშავია.

- აბა, რას საქმიანობს?

- წლებია, მიშკა საფრაგეთში ცხოვრობს. იქ სწავლობდა და იქვე აქვს თავისი პატარა საქმეც. ის დამოუკიდებელი, ჩამოყალიბებული ადამიანია. მასში თავმოყრილია ყველა დადებითი თვისება, რაც კი შეიძლება, მამაკაცს ჰქონდეს.

- საფრაგეთში ცხოვრებას ხომ არ აპირებთ?

- ჯერ არ ვიცი, რას გადავწყვეტთ. თუმცა, არა მგონია, საცხოვრებლად იქ დავრჩეთ.

- მშობლებმა მოიწონეს შენი გადაწყვეტილება?

- რა თქმა უნდა, ჩემი მშობლებიც და მიშკას დედ-მამაც გახარებულები და ბედნიერები არიან. მიშკას დედა არაჩვეულებრივი ადამიანია, ძალიან მალე დავმეგობრდით. მოკლედ, დაქალები ვართ (იცინის).

- მიშკას მშობლებთან ერთად ცხოვრობთ?

- დიახ, ჯერჯერობით ყველა ერთად ვცხოვრობთ. მიშკას ჰყავს ძმა, რომელიც ფანტასტიკური ადამიანია.

- არ გაგიჭირდა ახალ გარემოსთან შეგუება?

GzaPress- მოგეხსენებათ, უცხო ოჯახთან შეგუება ძალიან ძნელია, მაგრან აქ ისეთი თბილი გარემო დამხვდა, რომ ყველაფერი გამიიოლდა. ამ ოჯახში ყველა ერთმანეთის მეგობარია.

- ვიდრე ხელს მოაწერდით, მიშკას სახლში საცხოვრებლად მანამდე გადახვედი?

- დიახ, ხელის მოწერამდე და ცერემონიის დაგეგმვამდე მიშკას სახლში ვცხოვრობდი, ოღონდ - რამდენი დღე დედამთილთან მეძინა.

მიშკა ღაღაშვილი:

- ირინა ძალიან კარგი ადამიანია. მან ერთი ნახვით მოახერხა, ჩემთვის თავი შეეყვარებინა, მასზე ფიქრი ვეღარ მოვიცილე. არაჩვეულებრივი ხასიათი აქვს. ერთმანეთს ძალიან მალე გავუგეთ. ჩვენი აზრები ყოველთვის ემთხვევა. ბედნიერი ვარ იმით, რომ ირინამ ჩემი ოჯახის წევრები შეიყვარა და მათ პატივს სცემს.

- თქვენი მეჯვარეები ვინიყვნენ?

- მე და ირინას ოთხ-ოთხი მეჯვარე გვყავს, მათ შორის საზოგადოებისთვის ცნობილი მხოლოდ თიკა ჯამბურიაა.

- ირინა რით განებივრებს?

- ჩვენ ერთმანეთს ყოველთვის ვანებივრებთ. ვცდილობთ, ყოველი დღე გავილამაზოთ.

ირინა:

- მიშკას ძალიან უყვარს ტკბილეული და როცა ვახერხებ, გემრიელ ნაცხვრებს ვუცხობ.

მიშკა:

- რასაც ხელს მოკიდებ, ყველაფერი კარგად გამოგდის, ჩემო ცხოვრება. ირინას ერთი კარგი ლექსი დავუწერა და შეგიძლიათ, გამომიქვეყნოთ.

- სიამოვნებით...

- "შენ რომ წახვედი და გაიხურე კარები ნაზად,

მინდოდა მეთქვა, რომ ჩემს ცხოვრებას

შენს გარეშე არა აქვს აზრი.

შენ რომ წახვედი და გაიხურე კარები ნაზად,

მინდოდა მეთქვა, რომ შენს გარეშე ყველაფერი

სულ ერთი გახდა.

შენ რომ წახვედი და გაიხურე კარები ნაზად,

მე ის ფიქრები გადმოვახვიე, მომავლის აზრად,

მაგრამ ეს კადრებიც უშენოდ ფერმკრთალი გახდა.

ვის დაუძახო: ჩემო ცხოვრება, მიყვარხარ მაგრად".

ირინა:

- ბედნიერი ვარ, ასეთ ადამიანს რომ დავუკავშირე ცხოვრება.

სოფო ჭონიშვილი