"ქუ­ჩა­ში მო­მა­ძა­ხეს, თენ­გოს საყ­ვა­რე­ლო­ო"
font-large font-small
"ქუ­ჩა­ში მო­მა­ძა­ხეს, თენ­გოს საყ­ვა­რე­ლო­ო"
"ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი თა­მა­შე­ბი დი­დად არ მიყ­ვარს"

მსა­ხი­ო­ბი ნი­ნო ოკუ­ჯა­ვა ამ­ბობს, რომ ბო­ლო პე­რი­ოდ­ში მხატ­ვ­რუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის წა­სა­კითხად დრო­ის გა­მო­ნახ­ვა ძა­ლი­ან უჭირს. ის მუდ­მი­ვად გა­და­ღე­ბა­ზეა, აქვს მე­ო­რე სამ­სა­ხუ­რი, სა­დაც ოფის-მე­ნე­ჯე­რის პო­ზი­ცი­ა­ზე მუ­შა­ობს. სამ­სა­ხი­ო­ბო ფა­კულ­ტეტ­ზეც დე­დის რჩე­ვი­თა და მხარ­და­ჭე­რით ჩა­ა­ბა­რა. პრო­ფე­სი­უ­ლი არ­ჩე­ვა­ნით კმა­ყო­ფი­ლია.

- ბავ­შ­ვო­ბა­ში წიგ­ნის სამ­ყა­რო­ში ჩე­მი მეგ­ზუ­რი დე­და იყო. მე­გობ­რე­ბის მი­ერ ნა­ქებ წიგ­ნებ­საც ვკითხუ­ლობ­დი. წა­სა­კითხი ლი­ტე­რა­ტუ­რა გან­წყო­ბის მი­ხედ­ვი­თაც ხში­რად ამირ­ჩე­ვია. ავ­ტო­რე­ბი­დან გა­მორ­ჩე­უ­ლად მიყ­ვარს შექ­ს­პი­რი, ჩე­ხო­ვი, ცვა­ი­გი... დი­დი ინ­ტე­რე­სით ვეც­ნო­ბი ნო­ვე­ლებს, პო­ე­ზია დი­დად არ მიყ­ვარს, მაგ­რამ მაქვს ხოლ­მე პე­რი­ო­დე­ბი, რო­ცა მე­გო­ბა­რი პო­ე­ტის ლექ­სებს სი­ა­მოვ­ნე­ბით ვეც­ნო­ბი.
ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი პერ­სო­ნა­ჟე­ბი, რე­ა­ლურ სამ­ყა­რო­ში რომ არ­სე­ბობ­დ­ნენ, დი­დი სი­ა­მოვ­ნე­ბით ვი­მე­გობ­რებ­დი პე­პის­თან. მას­თან ერ­თად ვი­გი­ჟებ­დი, ვი­ხა­ლი­სებ­დი. ბავ­შ­ვო­ბა­ში პე­პის ვგავ­დი, მგო­ნია, რომ ჩვენ ერ­თ­მა­ნეთს ყვე­ლა­ზე კარ­გად გა­ვუ­გებ­დით. პე­პის რო­ლი არა­ერ­თხელ მი­თა­მა­შია. მა­მა­კა­ცი პერ­სო­ნა­ჟე­ბი­დან რო­მეო შე­მიყ­ვარ­დე­ბო­და.
ბავ­შ­ვო­ბა­ში დე­დას დავ­ყავ­დი ცეკ­ვა­ზე, სიმ­ღე­რა­ზე, მეტყ­ვე­ლე­ბა­ზე... სცე­ნა, ტა­ში, დარ­ბა­ზი­დან წა­მო­სუ­ლი და­დე­ბი­თი ემო­ცია ძა­ლი­ან მომ­წონ­და. დე­დის მხარ­და­ჭე­რით ჩა­ვა­ბა­რე თე­ატ­რა­ლურ­ში. ექი­მე­ბის გა­რე­მოც­ვა­ში გა­ვი­ზარ­დე, მაგ­რამ მათ გზას არ გავ­ყე­ვი. მა­მა გარ­დაც­ვ­ლი­ლი მყავს, მან მხო­ლოდ ჩე­მი ერ­თი სპექ­ტაკ­ლი ნა­ხა და მო­ე­წო­ნა. დე­და ძა­ლი­ან მგულ­შე­მატ­კივ­რობს, სე­რი­ალს უყუ­რებს და რჩე­ვებ­საც ხში­რად მაძ­ლევს, ზოგ­ჯერ მა­ქებს კი­დეც.
წა­კითხულ ნა­წარ­მო­ე­ბებ­თან მიბ­რუ­ნე­ბა მჩვე­ვია. ზო­გი­ერ­თი ნა­წარ­მო­ე­ბი სამ­ჯერ მაქვს წა­კითხუ­ლი. მე­რე უფ­რო კარ­გად მა­მახ­სოვ­რ­დე­ბა.
ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი თა­მა­შე­ბი დი­დად არ მიყ­ვარს, არც არას­დ­როს მი­თა­მა­შია. ადა­მი­ა­ნე­ბის სა­ხე­ლე­ბის და­მახ­სოვ­რე­ბა ძა­ლი­ან მი­ჭირს. პი­როვ­ნე­ბა ბევ­რ­ჯერ უნ­და ვნა­ხო, რომ მას სა­ხე­ლით მივ­მარ­თო.
ახალ წელს ყო­ველ­თ­ვის შინ ვხვდე­ბი. მხო­ლოდ მე და დე­და ვცხოვ­რობთ და არ მინ­და მარ­ტო დავ­ტო­ვო. წელს გა­მო­ნაკ­ლი­სი მოხ­და, ახალ წელს მე­გობ­რებ­თან ერ­თად ბა­კუ­რი­ან­ში შევ­ხ­ვ­დი. დე­და თა­ვის დას­თან ერ­თად შეხ­ვ­და, ეს სა­კითხი გამ­გ­ზავ­რე­ბამ­დე მო­ვაგ­ვა­რე, რომ იქ მშვი­დად ვყო­ფი­ლი­ყა­ვი.
წი­ნა­სა­ა­ხალ­წ­ლო სამ­ზა­დის­ში ნაკ­ლე­ბად ვერ­თ­ვე­ბი, ალბათ იმიტომ, რომ დე­და ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რია, 2-3 კვი­რით ად­რე იწყებს ტკბი­ლე­უ­ლი­სა და სა­ა­ხალ­წ­ლო ნივ­თე­ბის შე­ძე­ნას, სახ­ლ­საც თა­ვად რთავს. მე უმ­ნიშ­ვ­ნე­ლოდ თუ ვეხ­მა­რე­ბი, ინ­ტე­რე­სი კი მაქვს, მაგ­რამ მგო­ნია, რომ სამ­ზა­რე­უ­ლო­ში ტრი­ა­ლი არ მე­ხერ­ხე­ბა. ნაძ­ვის ხის დად­გ­მა მიყ­ვარს. ბავ­შ­ვო­ბა­ში მეკ­ვ­ლე­დაც დავ­დი­ო­დი. მე­გო­ბარ­თან 3 წე­ლი მი­ბა­რებ­დ­ნენ, მო­დი, კარ­გი ფე­ხი გაქ­ვ­სო.
ჩე­მი გმი­რი მა­ი­კო სე­რი­ალ­ში ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლია, ქუ­ჩა­ში ყვე­ლა მცნობს, მა­ი­კოს მე­ძა­ხი­ან. ყვე­ლა­ნა­ი­რი ასა­კი­სა და კა­ტე­გო­რი­ის მა­ყუ­რე­ბე­ლი გვყავს. ნე­გა­ტი­უ­რი შე­ფა­სე­ბე­ბი მო­მის­მე­ნია, რა უნ­და ამ გო­გოს, ოჯახს რა­ტომ ან­გ­რევს? ქუ­ჩა­ში მო­მა­ძა­ხეს, თენ­გოს საყ­ვა­რე­ლოო (ი­ცი­ნის). მსა­ხი­ო­ბო­ბის გარ­და, მე­ო­რე სამ­სა­ხუ­რი მაქვს, რე­ა­ლურ ცხოვ­რე­ბა­შიც ოფის-მე­ნე­ჯე­რის პო­ზი­ცი­ა­ზე ვმუ­შა­ობ, მაგ­რამ ვერ ვიტყ­ვი, რომ ეს რო­ლის შექ­მ­ნა­ში ძა­ლი­ან და­მეხ­მა­რა.

- ვინ გა­და­ი­ღო მულ­ტ­ფილ­მი "ფიფ­ქია და 7 ჯუ­ჯა"?
- უოლტ დის­ნე­იმ.
- ტო­კი­ოს ზო­ო­პარ­კი წე­ლი­წად­ში ერ­თხელ ორი თვით იკე­ტე­ბა, რა­ტომ?
- სა­ვა­რა­უ­დო პა­სუ­ხებს მეტყ­ვი?
- ეს რა­მე დღე­სას­წა­ულ­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, და­სუფ­თა­ვე­ბის აქ­ცი­ას­თან თუ უბ­რა­ლოდ ცხო­ვე­ლებს დამ­თ­ვა­ლი­ე­რებ­ლე­ბის­გან ას­ვე­ნე­ბენ.
- ალ­ბათ ცხო­ვე­ლებს ას­ვე­ნე­ბენ, არა?
- დი­ახ. სიტყ­ვას "ზახ­რუ­მა" ხში­რად ამ­ბობ?
- ხში­რად არ ვამ­ბობ.
- სპარ­სუ­ლი სიტყ­ვაა, იცი, რას ნიშ­ნავს?
- რა­ღაც ცუდს ნიშ­ნავს, ზუს­ტი გან­მარ­ტე­ბა არ ვი­ცი.
- "არ­გა­დარ­ჩე­ნას". ზო­ო­ფო­ბია ეს არის ში­ში ცხო­ვე­ლე­ბის მი­მართ, იხ­ტი­ო­ფო­ბია - ში­ში თევ­ზე­ბის მი­მართ, პა­ნო­ფო­ბია - ში­ში ყვე­ლაფ­რის მი­მართ. რი­სი ში­შია გი­ნე­ფო­ბია?
- გი­ნე­კო­ლო­გი­ას­თან ვა­კავ­ში­რებ.
- ანუ?
- ში­ში ქა­ლე­ბის მი­მართ, ხომ?
- დი­ახ. შენ გაქვს რა­მე ფო­ბია?
- და­ხუ­რუ­ლი სივ­რ­ცის ში­ში მაქვს, მეტ­რო­ში ვერ ჩავ­დი­ვარ, ლიფ­ტ­ში ვერ შევ­დი­ვარ. პა­ნი­კუ­რად მე­ში­ნია ობო­ბე­ბის, რომ და­ვი­ნა­ხო, შე­იძ­ლე­ბა ფან­ჯ­რი­დან გა­დავ­ხ­ტე.
- მა­დამ დე სტა­ლის ცნო­ბი­ლი გა­მო­ნათ­ქ­ვა­მი გა­ვიხ­სე­ნოთ. "რო­დე­საც ქა­ლის თვა­ლებ­ში რა­ი­მეს წა­კითხ­ვაა სა­ჭი­რო, მა­მა­კა­ცე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა ... აღ­მოჩ­ნ­დე­ბა ხოლ­მე", რო­მე­ლი სიტყ­ვა გა­მოვ­ტო­ვე?
- მხო­ლოდ ერ­თი სიტყ­ვა?
- დი­ახ.
- გა­უ­ნათ­ლე­ბე­ლი?
- არა.
- ბრმა?
- "უ­წიგ­ნუ­რი". შენ შეგ­ხ­ვედ­რია ასე­თი კა­ცე­ბი?
- მე არ შემ­ხ­ვედ­რია, მაგ­რამ მე­გობ­რე­ბის გა­მოც­დი­ლე­ბი­დან ვი­ცი, რომ არ­სე­ბო­ბენ.
- რო­მელ ჟანრს გა­ნე­კუთ­ვ­ნე­ბა ცეკ­ვა "ქარ­თუ­ლი"? სატ­რ­ფი­ა­ლოს, სა­ხუ­მა­როს თუ სა­ო­მარს?
- სატ­რ­ფი­ა­ლოს.
- ვინ და­წე­რა "რე­ვი­ზო­რი" და "მკვდა­რი სუ­ლე­ბი"
- გო­გოლ­მა.
- რო­გორ პი­როვ­ნე­ბას უწო­დე­ბენ ოდი­ო­ზურს?
- მი­უ­ღე­ბელს.
- სარ­დი­ნია, სი­ცი­ლია, კორ­სი­კა, ხმელ­თა­შუა ზღვის ამ კუნ­ძუ­ლე­ბი­დან რო­მე­ლია ყვე­ლა­ზე პა­ტა­რა?
- სარ­დი­ნია, არა?
- კორ­სი­კა. წარ­მო­იდ­გი­ნე, რომ დე­და­მი­წის გარ­შე­მო მოგ­ზა­უ­რობ, აღ­მარ­თი უფ­რო მე­ტი შეგ­ხ­ვ­დე­ბა თუ დაღ­მარ­თი?
- (ი­ცი­ნის) ორი­ვე თა­ნაბ­რად იქ­ნე­ბა.
- გო­ე­თემ მას­ზე თქვა: "ის ჩი­ნე­ბუ­ლი უნ­და იყოს, ან სუ­ლაც არ უნ­და იყოს", შლე­გე­ლი თვლი­და: "ის არის მუ­სი­კა­ლუ­რი გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბა ადა­მი­ა­ნის სუ­ლი­ე­რი მოძ­რა­ო­ბი­სა", რუ­სი პო­ე­ტი ბრი­უ­სო­ვი კი წერ­და: "ის ადა­მი­ა­ნის სიტყ­ვით სარ­გებ­ლო­ბის ხერ­ხ­თა შო­რის, ყვე­ლა­ზე სრულ­ქ­მ­ნი­ლი­ა". რის შე­სა­ხებ ამ­ბობ­დ­ნენ ამ ყვე­ლა­ფერს?
- არ ვი­ცი.
- პო­ე­ზი­ის შე­სა­ხებ. "ლა­მა­ზი ქა­ლი სხვი­სია,/ ლა­მა­ზი ქა­ლი მტრი­სას,/ თავს მოგ­ჭ­რის, ძმაო, ნი­სი­ად,/ ისეთ რა­მე­ებს იზამს./ ჭკვი­ა­ნი ქა­ლი რად გინ­და,/ ჭკვი­ა­ნი ქა­ლი მტრი­სას,/ თავს და­გაჯ­დე­ბა, გაგ­ქირ­დავს/ და ამო­გიხ­მობს ტვინ­სა,/ მდი­და­რი - ჭირ­ვე­უ­ლია,/ მდი­და­რი ქა­ლი მტრი­სას,/ ღა­რი­ბი - სულ­წა­სუ­ლია,/ სხვი­სი შე­აც­დენს ქი­სა.../ ...თქვენ ვაჟ­ბა­ტო­ნო, რამ­დე­ნი ცოდ­ვა გდე­ბი­ათ კის­რად,/ ჰაუ, რამ­დე­ნი ოჯა­ხი აშე­ნე­ბუ­ლა მტრი­სას..." ვინ არის ამ ლექ­სის ავ­ტო­რი?
- არ ვი­ცი.
- შო­თა ნიშ­ნი­ა­ნი­ძე. ამ დამ­წერ­ლო­ბა­ში 40 ათას­ზე მეტი სიმ­ბო­ლოა, რო­მელ დამ­წერ­ლო­ბა­ზეა ლა­პა­რა­კი?
- ჩი­ნურ­ზე.
- თუ ღა­მის 12 სა­ათ­ზე კო­კის­პი­რუ­ლი წვი­მაა, შეგ­ვიძ­ლია თუ არა ვი­ვა­რა­უ­დოთ, რომ 48 სა­ა­თის შემ­დეგ კაშ­კა­შა მზი­ა­ნი ამინ­დი იქ­ნე­ბა?
- მა­გას წი­ნას­წარ ვერ ვიტყ­ვით, ვა­რა­უ­დი შე­იძ­ლე­ბა გა­მოვ­თ­ქ­ვათ.
- 48 სა­ა­თის შემ­დეგ?
- (ი­ცი­ნის) და­ვი­ბე­ნი, ღა­მე იქ­ნე­ბა.
- რა ჰქვია ლო­მე­ბის გუნდს?
- არ ვი­ცი.
- პრა­ი­დი. ერთ-ერთ გა­ლე­რე­ა­ში დამ­თ­ვა­ლი­ე­რე­ბე­ლი პორ­ტ­რეტს უყუ­რებს და ამ­ბობს: ამ სუ­რათ­ზე გა­მო­სა­ხუ­ლი კა­ცის მა­მა, მა­მა­ჩე­მის სი­მამ­რიაო. ვინ იქ­ნე­ბა მის­თ­ვის სუ­რათ­ზე გა­მო­სა­ხუ­ლი მა­მა­კა­ცი?
- გთხოვ, კითხ­ვა გა­მი­მე­ო­რე (გა­მე­ო­რე­ბის შემ­დეგ), ახ­ლა ძა­ლი­ან და­ვი­ბე­ნი, უნ­და დავ­ფიქ­რ­დე, ვგრძნობ, რთუ­ლი პა­სუხ­გა­სა­ცე­მი შე­კითხ­ვა არ არის (პა­უ­ზის შემ­დეგ). ბა­ბუ­ა­ჩე­მის შვი­ლი დე­და­ჩე­მია.
- დე­და­შე­ნი დე­დი­სერ­თა არ არის.
- (ფიქ­რობს) ანუ პორ­ტ­რეტ­ზე გა­მო­სა­ხუ­ლი კა­ცი ბი­ძა­ჩე­მია?
- დი­ახ. "ოს­კა­რით" და­ჯილ­დო­ე­ბის ცე­რე­მო­ნი­ა­ზე გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლებს ნა­ნატრ სტა­ტუ­ე­ტებს არ­თ­მე­ვენ და რამ­დე­ნი­მე დღის შემ­დეგ უბ­რუ­ნე­ბენ, რა­ტომ?
- მათ­ზე მფლო­ბე­ლის სა­ხე­ლი და გვა­რი რომ ამოტ­ვიფ­რონ.
- და­ა­სა­ხე­ლე ამე­რი­კის ქა­ლა­ქი, რო­მე­ლიც გად­მო­ცე­მით გან­გ­ს­ტე­რებ­მა და­ა­არ­სეს და დღეს კა­ზი­ნო­ე­ბი­სა და საქ­მი­ა­ნი შეხ­ვედ­რე­ბის ად­გი­ლად არის ცნო­ბი­ლი.
- ლას-ვე­გა­სი.
- რამ­დე­ნი­მე წლის წინ, ლონ­დონ­ში, კრის­ტის აუქ­ცი­ონ­ზე 1912 წელს გა­მოშ­ვე­ბუ­ლი პლა­კა­ტი 12 ათას დო­ლა­რად გა­ი­ყი­და. ამ პლა­კა­ტით ყვე­ლას უსაფ­რ­თხო და სა­სი­ა­მოვ­ნო მოგ­ზა­უ­რო­ბას ჰპირდე­ბოდ­ნენ. სად?
- ვერ ვხვდე­ბი, სად უნ­და და­ე­პა­ტი­ჟათ?
- ტი­ტა­ნიკ­ზე. ხე­ლოვ­ნე­ბის რო­მე­ლი სფე­როს წარ­მო­მად­გენ­ლებს აჯილ­დო­ე­ბენ "გრე­მით"?
- მუ­სი­კო­სებს.
- ვის მი­მარ­თა დახ­მა­რე­ბის­თ­ვის წრუ­წუ­ნამ მულ­ტ­ფილ­მ­ში - "წუ­ნა და წრუ­წუ­ნა"
- რა ერ­ქ­ვა (ფიქ­რობს)? ფიცხე­ლას.
- მაია წყნე­თე­ლის მა­მა­კა­ცუ­რი სა­ხე­ლი გახ­სოვს?
- არ მახ­სოვს.
- მა­თე ბიჭს ეძახ­დ­ნენ. რო­მე­ლი ცნო­ბი­ლი მწერ­ლის ნა­წარ­მო­ე­ბის გმი­რია კი­რი­ლე მი­მი­ნოშ­ვი­ლი?
- და­ვით კლდი­აშ­ვი­ლის გმი­რია, "სა­მა­ნიშ­ვი­ლის დე­დი­ნაც­ვალ­ში".
- წარ­სულ­ში ქმრის მო­ღა­ლა­ტე და მსუ­ბუ­ქი ყო­ფაქ­ცე­ვის ქა­ლებს შუბლს უდა­ღავ­დ­ნენ, რა­თა მა­თი უღირ­სი საქ­ცი­ე­ლის შე­სა­ხებ ყვე­ლას სცოდ­ნო­და. მა­შინ გაჩ­ნ­და და დღემ­დე არ­სე­ბობს ვარ­ცხ­ნი­ლო­ბის ეს ფორ­მა. რო­მელ ფორ­მა­ზეა ლა­პა­რა­კი?
- "ჩოლ­კა".
- და­ბო­ლოს, და­ას­რუ­ლე ფრან­კ­ლი­ნის ცნო­ბი­ლი გა­მო­ნათ­ქ­ვა­მი: "ა­და­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ამ­ტ­კი­ცებს, რომ ფულს შე­უძ­ლია ყვე­ლა­ფე­რი, ისე­თი პი­როვ­ნე­ბაა, რო­მე­ლიც წა­ვა ყვე­ლა­ფერ­ზე..."
- "...ფუ­ლის გა­მო".

თამუნა კვინიკაძე
ბეჭდვა