"ჩვენც ქარ­თ­ვე­ლე­ბი­ვით თბი­ლე­ბი და სტუ­მარ­თ­მოყ­ვა­რე­ე­ბი ვართ" - ვინ არის ანი ბა­რო­ში - გზაპრესი

"ჩვენც ქარ­თ­ვე­ლე­ბი­ვით თბი­ლე­ბი და სტუ­მარ­თ­მოყ­ვა­რე­ე­ბი ვართ" - ვინ არის ანი ბა­რო­ში

მსახიობი გიორგი ბახუტაშვილი გულშემატკივრებმა სულ სხვა ამპლუაში იხილეს. როგორც მსახიობი ამბობს, "ცეკვავენ ვარსკვლავებმა" მას აიძულა, საკუთარ თავს ბრძოლა გამოუცხადოს!"

"ვერ ვიტყვი, რომ ამ სფეროსთან ისეთი შეხება მქონია, რომ ახლა ის გამოცდილება განსაკუთრებულად მეხმარება, მაგრამ ამ საქმისგან ძალიან შორსაც არ ვარ. მსახიობი ვარ და ხან მოცეკვავე ვიქნები და ხან _ ქირურგი. ამასთან, "თეატრალურში" კარგი პედაგოგები მყავდა. მუსკომედიის თეატრშიც ქორეოგრაფიულ სპექტაკლში ცეკვა მიწევს. მოკლედ, როცა მჭირდებოდა, ვცეკვავდი და ვცეკვავ. თან, ეს ერთგვარად, სტრესისგან გათავისუფლებაა. მაგრამ როცა პროფესიონალურ დონეზე გიწევს ცეკვა, აქ სხვა რაღაც გჭირდება... იმდენ რაღაცაზე მიწევს ერთდროულად ფიქრი, რომ ვერც წარმოიდგენთ. ყველაფერს ყურადღება უნდა მიაქციო, ჩვეულებრივი სპორტია! ცეკვას ისეთი ძალისხმევა სჭირდება, როგორიც სპორტს, მერე ფსიქოლოგიური და ფიზიკური მზადყოფნაც აუცილებელია, ამ ყველაფერს უნდა გაუძლო. სიტუაციას ისიც ართულებს, რომ ის ცეკვები, რასაც პროფესიონალები ხანგრძლივად სწავლობენ, ჩვენ საკმაოდ მცირე დროში უნდა შევისწავლოთ. სწრაფად გვიწევს ბევრი ცეკვის ათვისება (კვირიდან კვირამდე), მაგრამ "ექშენია", ბრძოლაა საკუთარ თავთან, ნებისყოფასთან, სისუსტეებთან და კონკურენტებთან..."

შეგახსენებთ, მსახიობის პარტნიორი მოცეკვავე ჯულიანა ბარ-გნარია. გიორგი ბახუტაშვილის აზრით, ჯულიანა ფანტასტიკური გოგოა. "როგორც მეუბნება, კმაყოფილია ჩემით და რასაც მასწავლის, ადვილად ვითვისებ. გარდა იმისა, რომ პროფესიონალია და კარგად ცეკვავს, კარგი გოგოა, ჩემი თანამოაზრეა, ერთმანეთის გვესმის, ამიტომაც მიადვილდება მუშაობა. მოკლედ, პარტნიორში გამიმართლა..."

"ჩვენც ქართველებივით თბილები და სტუმართმოყვარეები ვართ"

ბრაზილიელი მოდელი, ანი ბაროში ქართულ "ცეკვავენ ვარსკვლავებში" მონაწილეობს. როგორც მოდელი ამბობს, მას უკვე ბევრჯერ დაუსვეს კითხვა: ქართული ფესვები ხომ არ გაქვს? რაღაცით ქართველს ჰგავხარო. ანი ამბობს, რომ საქართველო ძალიან მოსწონს და ქართველებს ბრაზილიელებს ამსგავსებს: ხასიათით, ტემპერამენტით, სიკეთით: "ჩვენც ქართველებივით თბილები და სტუმართმოყვარეები ვართ. ამიტომ არც გამჭირვებია თქვენს ქვეყანასთან შეგუება. გარშემო ყველა და ყველაფერი რატომღაც, ახლობლად მივიღე. ადრე რამდენიმე ქართველ მოდელს შევხვედრივარ და თბილისზეც ვიცოდი ბევრი რამ. ასევე, მსმენია ქართული ელექტრონული მუსიკის და თქვენი დიზაინერების შესახებაც...

ადრე სამართალის მიმართულებით ვსწავლობდი, პარლელურად, მოდელი ვიყავი. როცა არჩევანის წინაშე დავდექი, დავფიქრდი: რადგანაც მოდელობის გამო ხშირად ვმოგზაურობ და ჩემთვის ეს საქმიანობა უფრო საინტერესოა, არჩევანი ამ პროფესიის სასარგებლოდ გავაკეთე. სწორედ, მოგზაურობის გამო, სამართლის მიმართულებით უნივერსიტეტში სწავლის დასრულება ვერ შევძელი. ჩემი ამჟამინდელი საქმიანობის დამსახურებაა, რომ შემიძლია, განსხვავებული კულტურის ადამიანებს შევხვდე, ახალი ენები ვისწავლო და საკუთარი თავი უკეთესად წარმოვაჩინო, მუდმივად განსხვავებული კუთხით წარვდგე საზოგადოების წინაშე. ასე რომ, ყოველი დღე ჩემს ცხოვრებაში მორიგი გამოწვევაა, ახალ შანსსა და სტიმულს მაძლევს. ამიტომაც არის ცხოვრება საინტერესო..."

ანი ამაყობს თავისი წარმომავლობით: "მაგარია ჩემი ბრაზილია. ამაყი ვარ, რომ იქ დავიბადე და ბრაზილიელი მქვია. იმის მიუხედავად, გვაქვს თუ არა პრობლემები, ყოველთვის ბედნიერად ვგრძნობთ თავს. ასეთები ვართ ბრაზილიელები... ვფიქრობ, გამიმართლა, რომ იქ დავიბადე. გვიყვარს ცხოვრება ისეთი, როგორიც არის!"

ვინ უბიძგა სოფო გელოვანს "ცეკვავენ ვარსკვლავებში" მონაწილეობისკენ

მომღერალ სოფო გელოვანისთვის "ცეკვავენ ვარსკვლავები" მეოთხე სერიოზული კონკურსია, რომელშიც მონაწილეობა გარისკა (მანამდე იყო "ჯეოსტარი", "ორი ვარსკვლავი", "ევროვიზია"). ამიტომ, კონკურსანტობის შიში, როგორც ამბობს, უკვე დიდი ხანია, დაძლია და ახლა სხვა რამ აქვს დასაძლევი _ მაყურებელს არა სიმღერით, არამედ ცეკვით უნდა მოაწონოს თავი.

მომღერალი ამბობს, რომ მის მეუღლეს, ნოდის ყოველთვის დიდი სურვილი ჰქონდა, რომ სოფოს ეცეკვა: "არ ვიცი, რატომ იყო დარწმუნებული, რომ შევძლებდი და ვიცეკვებდი, მაგრამ ასე იყო. ამ თემაზე ვიკამათეთ კიდეც. ხომ ვამბობ, სასტიკი წინააღმდეგი ვიყავი, მაგრამ მეუღლე მთხოვდა, _ იქნებ ეს ნაბიჯი ჩემი ხათრით გადადგაო. ძალიან არ მინდა, მას იმედები გავუცრუო.

ახლა ერთადერთი იმედი მაქვს, რომ ამ სიტუაციიდან ისევ მუსიკა გამომაძვრენს და მიხსნის, რადგანაც მუსიკა გაძლევს იმის უნარს, რომ შეძლო და იცეკვო... იმასაც ვიტყვი, რომ არასდროს, არც ბავშვობაში მიცეკვია, თუ არ ჩავთვლით ამ მიმართულებით ერთი-ორჯერ ჩემს მცდელობას. მოკლედ, დიდი რისკისა და გამოწვევის წინაშე ვდგავარ. ყველაზე მეტად იმის მეშინია, რომ საყვარელი მსმენელის წინაშე არ შევრცხვე, მაგრამ ვეცდები, რომ ამ საქმეში სერიოზული შრომა ჩავდო. კი, მონაცემიც უნდა გქონდეს, მაგრამ ამ პროექტში წარმატების მიღწევა, რომ ვაკვირდები, უფრო მეტად, დიდ შრომასთან არის დაკავშირებული..."

"ცეკვავენ ვარსკვლავებში" მე არასდროს არავისთვის მიმიცია ეჭვიანობის მიზეზი"

ნინო კუზანოვას მზია ორველაშვილი "ფეისბუკ"-პოსტით პასუხობს

გადაცემაში "პრაიმ შოუ" ნინო კუზანოვამ ისაუბრა, თუ როგორ იეჭვიანა მეუღლეზე, როცა ის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" მონაწილეობდა: "მივედი ერთ დღეს რეპეტიციაზე და ვხედავ, ეს თავისი პარტნიორი ფეხბშუა ჰყავს გაგდებული და ზემოდან არის გადამხობილი".

გადაცემას გუკა კუზანოვის პარტნიორი "ცეკვავენ ვარსკვლავებში", მზია ორველაშვილი შემდეგი სტატუსით გამოეხმაურა:

"ძალიან დიდი ბოდიში!!! ძალიან გაფასებთ ყველას და ვმუშაობთ ერთად რამდენიმე წელია, მაგრამ გადამხობილი არავისთან და არავისზე ვყოფილვარ პროექტში "ცეკვავენ ვარსკვლავები". შეიძლება, ამ სიტყვებში სხვა რაღაც არის ნაგულისხმევი, მაგრამ ცოტა შეურაცხმყოფელად ისმის ეს ყველაფერი!!!

პროექტ "ცეკვავენ ვარსკვლავებში" მე არასდროს არავისთვის მიმიცია ეჭვიანობის მიზეზი!!! არ გეწყინოთ ეს პოსტი. უბრალოდ, არ მესიამოვნა ეს სიტყვები, მიუხედავად იმისა, რომ ვაფასებ კუზანოვების ოჯახს და ვთვლი ჩემს ახლობლებად, მაგრამ მე მაქვს ჩემი აზრის გამოთქმის უფლება იმასთან დაკავშირებით, რაც არასდროს გამიკეთებია".

"მე ვარ პლასტიკური ქირურგიის მსხვერპლი"

როგორც ცნობილია, ნიკა ქავთარაძემ გადაწყვიტა, სასამართლოში უჩივლოს კლინიკას, სადაც მან თმის გადანერგვის ოპერაცია სამჯერ გაიკეთა, მაგრამ უშედეგოდ.

ახალი პოლიტიკური ცენტრის, "გირჩის" წევრ ნიკა ქავთარაძის ინფორმაციით, ის პლასტიკური ქირურგიის მსხვერპლია. ფაქტის ამსახველ ფოტოებს ის "ფეისბუკზე" აქვეყნებს და წერს:

"ამ ფოტოებზე ჩანს ჩემი "თმის გადანერგვის" ოპერაციების შედეგი. თუ არ ვიჭრი ან ვიპარსავ, მაქსიმუმ იმდენი თმა მაქვს, რასაც მარცხენა ორ ფოტოზე ხედავთ. და რაც მთავარია, ამ ოპერაციის გამო ასე დამიმახინჯდა თავი _ რამხელა დაღი მაქვს... დიდი ბოდიში, არცთუ ისე კარგი სანახაობისთვის. მე ვარ პლასტიკური ქირურგიის მსხვერპლი! ფრთხილად იყავით!

მე და ჩემი იურისტი მეგობრები ვმუშაობთ იმაზე, რომ ეს ამბავი ასე არ დავტოვოთ!"

მოგვიანებით, ნიკა ქავთარაძემ მორიგი პოსტი გამოაქვეყნა:

"ოთხი ადამიანი დამიკავშირდა ამ დღეებში, რომლებიც ჩემსავით დაასახიჩრეს. ფაქტობრივად, არანაირი შედეგი და უზარმაზარი "შრამები" აქვს ოთხივეს. ყველამ უნდა გაიგოს სიმართლე ამ კლინიკის შესახებ!

P.შ. კლინიკიდან დამიკავშირდნენ. ჰგონიათ, რომ მათ კონკურენტ კომპანიას შევეკარი და ისე ვუტევ. ღმერთო, როგორია თვითგადარჩენის ინსტინქტი".