"სულ მჭირდება, ვინმე მეფერებოდეს" - რა ისწავლა საკუთარ შეცდომებზე ლია ლიქოკელმა - გზაპრესი

"სულ მჭირდება, ვინმე მეფერებოდეს" - რა ისწავლა საკუთარ შეცდომებზე ლია ლიქოკელმა

რისი ეშინია, რა აყენებს კარგ ხასიათზე, რა მოსწონს ყველაზე მეტად საკუთარ თავში და რას თვლის ყველაზე დიდ სისუსტედ? - ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.

- დაბადების თარიღი...

- ...ზუსტად არ ვიცი, რადგან არ ვარ დარწმუნებული, რომ ნაშვილები არ ვარ.

- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...

- ...რემბო და ცუდი ტიპები დამეხოცა.

- ჩემზე ამბობენ...

- ...რომ საყვარელი ვარ, რაშიც ეჭვი ძალიან მეპარება.

- ცხოვრებას თავიდან რომ ვიწყებდე...

- ...ავირჩევდი სხვა პროფესიას. ალბათ, კუების ან პინგვინების ცხოვრებას შევისწავლიდი.

- ჩემს წარმატებაში ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვის...

- ...ჩემს დეპრესიას.

- ბედნიერი ვარ, რომ...

- ...მარტო ვცხოვრობ.

- თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს...

- ...შემიძლია მოსმენა, მოთმენა და თანაგრძნობა.

- თვისება, რომელიც არ მომწონს და ვცდილობ, გამოვასწორო...

- ...ზოგჯერ შეშლილივით ვიქცევი და თავს ვერ ვაკონტროლებ.

- დაშვებულ შეცდომებს...

- ...ვერ ვივიწყებ, მტანჯავს, მუდმივად ვატრიალებ გონებაში და ვდარდობ.

- საკუთარ შეცდომებზე ვისწავლე...

- ...რომ ფრთხილად უნდა ვიყო, არაფერი დავიჯერო, არავის დავუჯერო, არაფერს ველოდებოდე.GzaPress

- პატიება შემიძლია, თუ...

- ...რაღაც საშინელი არ მოხდა. მგონი, პატიება ყოველთვის შემიძლია.

- როცა მომავალზე ვფიქრობ...

- ...მეშინია. მომავალზე ფიქრი არ მიყვარს.

- ვიბნევი, როცა...

- ...მთხოვენ, სწრაფად მივიღო გადაწყვეტილება.

- ამ წუთში ძალიან მინდა ვიყო...

- ...დეიდაჩემის კატა და მეძინოს მის კალთაში.

- წონასწორობიდან ჩემი გამოყვანა შეუძლია...

- ...როცა ჩემგან ითხოვენ იმას, რისი გაკეთებაც არ მინდა.

- მეზარება...

- ...ცხოვრება.

- მე ვარ შეუმდგარი...

- ...კრიმინალი.

- ცხოვრებას ვილამაზებ...

- ...ახალ-ახალი ლამაზი ფინჯნებით.

- სიყვარული ეს...

- ...არის საშინელება.

- ვოცნებობ...

- ...ვიყო ძალიან გამხდარი.

- ყოველთვის შეუძლია კარგ ხასიათზე დამაყენოს...

- ...ეს ჩემს კატას შეუძლია.

- ვრისკავ, როცა...

- ...სხვა გზა არ მრჩება. არ მიყვარს გარისკვა.

- ჩემი ყველაზე დიდი სისუსტე...

- ...არის ის, რომ სულ მჭირდება, ვინმე მეფერებოდეს.

- როცა საჯაროდ მაქებენ...

- ...ჩემთვის სულერთია. არ ვიღებ სერიოზულად და უხერხულობასაც არ ვგრძნობ.

- მეშინია...

- ...რომ ისე მოვკვდები, ვერავინ გაიგებს და ჩემს გვამს დიდი ხნის შემდეგ იპოვიან, უკვე ძალიან ცუდ მდგომარეობაში.

- ხშირად მსაყვედურობენ...

- ...რომ ვარ ეგოისტი, ზარმაცი და დეპრესიული.

- ჩემს გარეგნობაში შევცვლიდი...

- ...ჩემი მარჯვენა ყურის ფორმას.

- ვიბნევი...

- ...როცა სწრაფად უნდა მივიღო გადაწყვეტილება.

- ვუფრთხილდები...

- ...ურთიერთობებს. ადამიანებს, ვინც მნიშვნელოვანია ჩემთვის.

- ვნანობ, რომ...

- ...არ შევიყვარე ჩემი თავი, როცა ჯერ კიდევ შეიძლებოდა.

- ვერაფრით წარმოვიდგენდი...

- ...რომ ბავშვები შემიყვარდებოდა.

- არავისთან ვსაუბრობ...

- ...ჩემს სადისტურ სურვილებზე.

- დღემდე ვერაფრით ვისწავლე...

- ...უბრალოდ ვიცხოვრო და არ მოვითხოვო ცხოვრებისგან თავგადასავლები.

- ყოველთვის მრცხვენია, როცა...

- ...მახსენდება, როგორ გამოვიყურებოდი 25 წლამდე.

- არ მჩვევია...

- ...ადამიანების შეწუხება.

- თავისუფლება არის...

- ...იყო შენი თავი. ის, ვინც სინამდვილეში ხარ.

- როცა მარტო ვარ...

- ...საკუთარ თავთან ხმამაღლა ვლაპარაკობ.

- ძალიან ბევრი ფული რომ მქონდეს...

- ...მეგობარს ვაჩუქებდი იახტას.

- რამდენიც უნდა გადამიხადონ...

- ...არ გავიდიდებ მკერდს.

- ვერავინ მაიძულებს...

- ...ვუთხრა, სინამდვილეში რას ვფიქრობ მასზე.

- როდესაც დაძაბული პერიოდი მაქვს...

- ...ვრჩები სახლში, გადავიფარებ საბანს და ყველას ვემალები.

- დაბოლოს, გეტყვით...

- ...ყველაფერი სასაცილოა. მთავარია, სწორი მხრიდან შეხედო.

თამუნა კვინიკაძე