"ამ ამპლუაში ჩემი დანახვა ზოგს ძალიან უკვირს, ზოგს - უხარია" - გზაპრესი

"ამ ამპლუაში ჩემი დანახვა ზოგს ძალიან უკვირს, ზოგს - უხარია"

მსახიობი გიორგი ყიფშიძე აგვისტოს ზღვისპირეთში ატარებს. დასვენებასა და მუშაობას ერთმანეთს კარგად უთავსებს...

- გიორგი, სად ხარ, როგორ ხარ?

- ქობულეთში, ჩემი მეგობრის კლუბში, სადაც ბარმენად და პიარის "პონტში" ვმუშაობ. აგვისტოს აქ ვატარებ. "ვგულაობთ", ვერთობით...

- ბარმენის ამპლუაში შენი დანახვისას სტუმრებს როგორი რეაქცია აქვთ?

- რას ლაპარაკობ? ერთი ქალი მოვიდა - როგორ, თქვენ დაცვის გარეშე ხართო?!. მოვკვდი სიცილით... - ღადაობთ, ქალბატონო-მეთქი? - ვუთხარი (იცინის). ამ ამპლუაში ჩემი დანახვა ზოგს ძალიან უკვირს, ზოგს - უხარია, ზოგიც - ამ ფაქტის გამო გვსტუმრობს... მოკლედ, სხვადასხვანაირი რეაქცია აქვთ.

- ჯაზფესტივალზე შეგნიშნეთ... გიყვართ ჯაზი?

- ჯაზი ძალიან მიყვარს! მამამ შემაყვარა. თავდაპირველად, ჯაზის არ მესმოდა - ინტელექტუალურ მუსიკად მიმაჩნია. თჰე Bეატლეს-ის და Qუეენ-ის მუსიკაზე გავიზარდე. მერე მამამ მაილზ დევისის კონცერტების ვიდეოჩანაწერი მაჩვენა... დღეს ვერ ვიტყვი, რომ ჯაზის მცოდნე ვარ, მაგრამ ასე თუ ისე, მოყვარულის დონეზე საუბარი შემიძლია. ჯაზი ძალიან მიყვარს. სხვა ჟანრის მუსიკაც მომწონს, მაგალითად - ოპერასაც ვუსმენ, როცა საჭიროა, ელექტრომინიმალსაც... გააჩნია, როგორ სიტუაციაში მოვხვდები.

- გიორგი, რომანტიკული ხარ?

- კი, ვარ.

- შენთვის რომანტიკულობა რას ნიშნავს?

- რომანტიკულობა ქალისა და მამაკაცის ურთიერთობაში ყველაზე მთავარია. რასაც ვაკვირდები, დღევანდელ ახალგაზრდობას რომანტიკულობა დაეკარგა. რომანტიკულობით ყველაფერი უფრო მსუყე და "გემრიელი" იქნებოდა...

- საკუთარ თავში ყველაზე მეტად რომელი თვისება მოგწონს?

- ერთგულება. ჩემს ყოფილ გოგონებს რომ ჰკითხოთ, ერთგული არ ვარ, მაგრამ რასაც ისინი "ერთგულებას" არ ეძახიან, ეგეც ერთგულებაა. ცოტა რთულად ნათქვამი გამომივიდა (იცინის)... ჩემს მეგობრებს, ოჯახის წევრებს რომ ჰკითხოთ, მგონი, მიიჩნევენ, რომ ერთგული ადამიანი ვარ... ყოველ შემთხვევაში, მოღალატე არ ვარ.

- ალკოჰოლი გიყვარს?

- კი, განსაკუთრებით - ლუდი. არ არის ცუდი...

- უგონოდ დამთვრალხარ?

- ძირითადად, ასე მიწევს ხოლმე (იცინის).

- ზაფხულშიც მუშაობ. როდისღა ისვენებ?

- მუშაობით ვისვენებ. როცა არ ვმუშაობ და არაფერს ვაკეთებ, დეპრესია მეწყება. მუშაობის გარეშე გაძლება არ შემიძლია.

- მზეზე გარუჯვა არ გიყვარს?

- ძალიან მიყვარს, მაგრამ ინტერვიუს გამო, არ მიშვებ (იცინის)...

ეთო ყორღანაშვილი