ნინო ჩხეიძის ხასიათის მეტამორფოზა და იდეალთან მიახლოების მცდელობა
font-large font-small
ნინო ჩხეიძის ხასიათის მეტამორფოზა და იდეალთან მიახლოების მცდელობა
"ცხოვრებამ ბევრი რამ მასწავლა"

"მას ხშირად, საკუთარ თავზე მითების შექმნის სიყვარული სჩვევია. ამბიციური, უკომპრომისო, კარიერისტი და ამაყია. აქვს საოცარი ნიჭი, პუბლიკა შოკში ჩააგდოს. ბოლომდე არავის ენდობა, საკუთარი თავის გარდა. გამუდმებით დახვეწასა და იდეალთან მიახლოებას ცდილობს. სიყვარულში უპირველეს ყოვლისა, ხარისხს დაეძებს და არა - რაოდენობას, ამიტომ მის ცხოვრებაში ცოტა რომანია", - ასე ახასიათებენ ასტროლოგები მამლის წელში დაბადებულ ტყუპს. ეს მომღერალ ნინო ჩხეიძის ზოდიაქოს ნიშანია.


- ასტროლოგია მაინტერესებს, პირადი ჰოროსკოპიც შედგენილი მაქვს. ნიშნის დახასიათებიდან, ჩემს ხასიათს ბევრი რამ დაემთხვა, მაგრამ არასდროს გამითვალისწინებია ის რჩევები, რომლებიც ასტროლოგმა მომცა.

- რატომ?

- არ მინდა, რამეზე ვიყო დამოკიდებული. ერთხელ რომ გავითვალისწინო, ვიცი, მერე ჩამითრევს.

- ამბიციური ხარ?

- ჯანსაღი ამბიცია მაქვს. როცა ამდენი ადამიანის წინაშე გამოდიხარ, ეს, რა თქმა უნდა, ამბიციაა. მიყვარს, როცა ადამიანს ჯანსაღი ამბიცია აქვს, მთავარია, არაჯანსაღ ფორმაში არ გადაიზარდოს.

- ამის კონტროლი ხშირად უჭირთ. შენ როგორ ახერხებ?

- მე ერთი ძალიან კარგი თვისება მაქვს, თვითკრიტიკული ვარ. საკუთარ თავს იმაზე მეტად ვაკრიტიკებ, ვიდრე შესაძლოა, სხვამ გამაკრიტიკოს. არასდროს ვარ კმაყოფილი და ეს მეხმარება იმაში, რომ ამბიცია არ "გამექცეს".

- კარიერისტი რამდენად ხარ?

- ახლა ვარ, მაგრამ ჩემს ცხოვ­რებას თუ გადავხედავ, შეიძლება ითქვას, რომ წლების წინ, ეს თვისება არ მქონდა, ყველაფერი ექსპრომტად დავიწყე და მერე ამ საქმეში იმდენად გადავეშვი, დღის განმავლობაში 24 საათი სულ საქმით ვარ მოცული. ყოველდღე ვცდილობ, ხვალ უკეთესი ვიყო, ვიდრე დღეს ვარ, რაღაც ვისწავლო, კარგად გამოვიყურებოდე, უკეთესი სიმღერა ჩავწერო და ა.შ.

- ასტროლოგები ამბობენ, რომ უკომპრომისო ხარ, ასეა?

- ძალიან დამთმობი ვარ. ცოტათი ფეთქებადი ხასიათი მაქვს. შეიძლება, ისეთი რამე დავთმო, ადამიანები გაკვირვებულები დარჩნენ და ისეთ დროს გავჯიუტდე, როცა ეს შეიძლება, სრულიად ულოგიკო ქცევად ჩაითვალოს.

- "მას ხშირად, საკუთარ თავზე მითების შექმნის სიყვარული სჩვევია".

- ამ შემთხვევაში ასტროლოგებს ვერ დავეთანხმები. ცოტა ხნის წინ ვფიქრობდი, ჩემი პროფესიის ადამიანები ზოგჯერ, რაღაცებს იგონებენ და ავრცელებენ, საზოგადოების ყურადღება რომ მიიპყრონ.

- საკუთარ თავზე არასდროს არაფერი მოგიგონია?

- არა, ასეთი ერთი შემთხვევა არ მახსენდება. ზოგადად, ტყუილი ძალიან არ მიყვარს. ვერ ვიტან, როცა ადამიანები ცრუობენ და მერე იმ ტყუილს თავადაც იჯერებენ.

- "ერთი შეხედვით უძლეველი, სინამდვილეში კი ბავშვივით გულუბრყვილოა".

- ძალიან მართალი და სწორად ნათქვამი სიტყვებია. დღემდე ბავშვივით მიხარია ბუშტები, რაც ჩემს შვილს სულ უკვირს. სიხარულსა და აღფრთოვანებასაც ბავშვურად გამოვხატავ.

- "მოსწონს ყურადღების ცენტრში ყოფნა, საამისოდ ჩაცმის უჩვეულო სტილსა და ორიგინალურ ვარცხნილობასაც მიმართავს".

- ჩაცმითა და უჩვეულო ვარცხნილობით, რა თქმა უნდა, საზოგადოების ყურადღება მიმიპყრია. სოციალურ ქსელში ადამიანები ფოტოებსაც ხომ ამიტომ დებენ, რომ ვიღაცის ყურადღება მიიპყრონ?!

- "მიუხედავად ეპატაჟურობისა, გულის სიღრმეში კონსერვატორია".

- მართალია, ჩემში თითქოს ორი ძალა ებრძვის ერთმანეთს. გულის კუნჭულში კონსერვატორი ვარ.

- "მას სწამს, რომ ყოველთვის მართალია და მასზე უკეთ არავინ იცის, რა და როგორ უნდა გააკეთოს..."

- ასეა, როცა საქმე ჩემს პროფესიას ეხება, ზუსტად ვიცი, რა მინდა, როგორ მინდა, ჩამოყალიბებული აზრი მაქვს. საქმის მიღმა, ყოველდღიურ ცხოვრებაშიც ასე ვარ.

- "ის ბოლომდე არავის ენდობა, საკუთარი თავის გარდა".

- ასე არ არის, ძალიან ბევრ ადამიანს ვენდობი. თუმცა, განვლილ წლებს თუ გადავხედავ, ცხოვრებამ ბევრი რამ მასწავლა, ჩემი მიმნდობი ხასიათის გამო, ბევრი წამიგია.

- "იშვიათად ავლენს აგრესიას ვინმეს მიმართ".

- აგრესიული საერთოდ არ ვარ. სულ მიკვირს, სოციალურ ქსელში უარყოფით სიტყვებს რომ წერენ, ისეთი აზრები, როგორ აფიქრდებათ? მსგავს აგრესიას როგორ უძლებენ, როგორ ატარებენ?

- როცა აგრესიას სხვებისგან გრძნობ, ამ დროს შენში რა ხდება?

- იყო პერიოდი, როცა ძალიან ვბრაზდებოდი. გააჩნია, ეს აგრესია ვისგან მოდის, ახლობლებისგან უფრო მწყინს, უცხო ადამიანებისგან - მიკვირს. როცა ადამიანს არ იცნობ, მის მიმართ აგრესია რატომ უნდა გაგიჩნდეს?

- "მას აქვს საოცარი ნიჭი, პუბლიკა შოკში ჩააგდოს".

- (იცინის) ვიცი, აბა რა, უამისობას ნამდვილად არ ვუჩივი. პუბლიკის მადლობელი ვარ.

- "ის ხშირად თავს იკავებს ნაჩქარევი დასკვნების გამოტანისგან".

- ვერ დავეთანხმები. მე ყველაფერს სწრაფად ვაკეთებ და რასაც ვფიქრობ, იმას ვამბობ, ზოგჯერ ნაჩქარევი დასკვნებიც გამომაქვს.

- ტყუპის თილისმა რა არის, იცი?

- არა.
- ნიღაბი.
- მართლა? ე.ი. ნიღაბი უნდა შევიძინო.

- ცნობისმოყვარე ხარ?

- ზომიერად.

- რამდენად ხშირად გაქვს განცდა, რომ შენში ორი ადამიანი ცხოვრობს?

- ადრეულ ასაკში უფრო მქონდა, 30 წლის მერე - ნაკლებად. ცხოვრებისეული გამოცდილება რაც უფრო მემატება, გაორებულობა მით უფრო მეხსნება. ახლა ზუსტად ვიცი, როდის რა მინდა.

- მოუთმენელი ხარ?

- კი.

- ფანტაზიორი?

- ვერ ვიტან ფანტაზიორობას, ოცნების სამყაროში ცხოვრებას.

- "არ უყვარს ერთ ვინმეზე ან რამეზე მიჯაჭვა, ხასიათის ადამიანია".

- ჩემს შემთხვევაში, პირიქით უფროა, მე ვიცი ამოჩემება: ადამიანების, საკვების, სიტუაციის, ადგილის... ტანსაცმლის ნაკლებად.

- "უჭირს მეორეხარისხოვნის პირველისგან გარჩევა".

- ამას არ დავკვირვებივარ. არა მგონია, ეს თვისება ჩემს ხასიათში გამოკვეთილი იყოს, აუცილებლად შევამჩნევდი.

- ხასიათი სწრაფად გეცვლება?

- ძალიან სწრაფად, ლამის ყოველ 2 წუთში და ეს ისე ხდება, მიზეზი თავადაც არ ვიცი.

- "მისი გადარწმუნება შეუძლებელია".

- მთლად ასეც არ არის, არგუმენტირებულ აზრს თუ მოვისმენ, თუ დამაჯერებლად ამიხსნი, აუცილებლად გავიგებ. მე არ ვამტკიცებ და არაფერს ვამბობ ჰაერზე. იმ კონკრეტულ საკითხში ყოველთვის დარწმუნებული ვარ.

- ცინიკოსი ხარ?

- არა.

- სხვების ცინიზმი გაღიზიანებს?

- ვერ ვიტან, მეზიზღება. ვფიქრობ, ადამიანის დასამცირებლად ყველაზე ცუდი ფორმაა.

- ადამიანებს შეცდომებს ადვილად ჰპატიობ?

- ძალიან ადვილად, ყველანაირი შეცდომა შემიძლია ვაპატიო. შეუცდომელი ხომ არც ერთი ჩვენგანი არ ვართ. როგორ შეიძლება არ აპატიო, მით უმეტეს, მაშინ, თუ ის საკუთარ დანაშაულს ხვდება და სინანულს გამოთქვამს.

- "არაპუნქტუალურია, ყველგან აგვიანებს".

- პირიქით, მე ყველგან ადრე მივდივარ.

- ფულთან როგორი დამოკიდებულება გაქვს?

- მფლანგველების კატეგორიას განვეკუთვნები, დანაზოგის გადანახვა არ მჩვევია.

- ამის გამო, ოდესმე ფინანსური პრობლემა გქონია?

- არა. მთლად ისედაც არ ვიქცევი, რომ მეორე დღეს მშიერი დავრჩე.

- "ის გამუდმებით დახვეწასა და იდეალთან მიახლოებას ცდილობს".

- ნამდვილად ასეა! ხომ გითხარი, სულ იმას ვცდილობ, ხვალ უკეთესი ვიყო-მეთქი. დღევანდელ და თუნდაც, 10 წლის წინანდელ ნინო ჩხეიძეს შორის, უდიდეს განსხვავებას ვპოულობ. მაშინ ძალიან გულუბრყვილო, გამოუცდელი და პატარა ვიყავი. დღევანდელი გადასახედიდან ვერც კი წარმომიდგენია, ისეთი როგორ ვიყავი.

- "სიყვარულში, უპირველეს ყოვლისა, ხარისხს დაეძებს და არა რაოდენობას. ამიტომ, მის ცხოვრებაში ცოტა რომანია".

- რა თქმა უნდა, ხარისხი ყველაფერში მნიშვნელოვანია, მით უმეტეს, პირად ცხოვრებაში.

- ახლა შენს პირად ცხოვრებაში რა ხდება? მეუღლეს დაშორდი?

- ეს ჭორი გავრცელდა, მაგრამ არ ვიცი, რატომ ააგორეს. მე და გიორგი ახლა ცალ-ცალკე ვცხოვრობთ, მაგრამ ეს პირადი ურთიერთობის გამო არ ხდება. მისი საქმე მოითხოვს, გიორგი საზღვარგარეთ იყოს.

- შემოქმედებით საქმიანობაში რა სიახლე გაქვს? ახლაც მუშაობ?

- ძალიან ბევრს ვმუშაობ. ბორჯომში მაქვს კონცერტი, სექტემბრიდან მაქვს ბევრი გასტროლი საზღვარგარეთ. ძალიან მალე მსმენელს ახალ სიმღერებს შევთავაზებ.

თამუნა კვინიკაძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (1)
04.09.2017
გაიხარე ნინო, შენი სიმღერები სახლხოა და ხალხი სიამოვნებით იღებს. თავის დროზე ფიროსმანს მხატვრად არ აღიარებდნენ "ზაკონებით" არ ხატავსო, უბრალო ხალხს კი მოსწონდა. დღეს ფიროსმანის ნახატების ღირებულება მილიონებით ფასდება უკვე, ხოლო ისინი ვინც მის ხელოვნებას არ აღიარებდნენ, წარსულს ჩაბარდნენ და მათი სახელები თითქმის დავიწყებას მიეცა. სულ წარმატებებს გისურვებ ნინო.
გაიოზი
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
"ყოველ დილას მივდივარ და ნერგს ვაკვირდები: აბა, რა ქნა, გაიხარა?"
"რამდენიმე ათეული წელია ვცდილობ, მივუახლოვდე გალაკტიონის სულიერ იდუმალებას"
"ვატიკანას" პირადი ცხოვრება
"მრავალშვილიანებს სხვა პრივილეგიები უნდა მივანიჭოთ"
სოფო ბედია თავს იღბლიან ადამიანად მიიჩნევს
მოსწონს თუ არა გივის "მამალი ქალები"?
"მუსიკალური განათლება ბავშვს მუცელშივე მივაღებინე"
კვირის სიახლეები
კოალიციამ აშშ-ის მეთაურობით სირიაზე ავიადარტყმები მიიტანა - როგორ ეხმაურება ვლადიმერ პუტინი მომხდარს?
14 აპრილს გამთენიისას საერთაშორისო კოალიციამ, რომლის შემადგენლობაშიც აშშ, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი შედის, სირიაში გარკვეულ ობიექტებზე დარტყმა მიიტანეს.
0 კომენტარი
"მეზობლებს კარზე კაკუნი რომ არ აეტეხათ, იმ არაკაცს შეიძლება, დედასთან ერთად, ბავშვებიც დაეხოცა"
ბარნოვის ქუჩაზე მომხდარი საზარელი მკვლელობის ახალი დეტალები
0 კომენტარი
საინტერესო დეტალები მსოფლიო ვარსკვლავებთან მუშაობის შესახებ
ქართულ სამზარეულოსა და კულტურაზე შეყვარებული გორან ბრეგოვიჩი
1 კომენტარი
"არ მინდა, ჩემმა შვილმა გაიგოს, რას ვსაქმიანობ" - ყოფილი ბიზნესლედი, რომელიც სასაფლაოების დამლაგებლად მუშაობს
38 წლის სასიამოვნო გარეგნობის ქალბატონი (რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა) 2 წელია, ქალაქ რუსთავის სასაფლაოზე, საფლავების მომვლელია.
3 კომენტარი
სასამართლოში ნასროლი ბოთლი და გზა იურისტობიდან დიზაინერობამდე
დიზაინერობა 25 წლის ასაკში გადაწყვიტა და საბოლოოდ თქვა უარი იურისტობასა და ჟურნალისტობაზეც.
3 კომენტარი
ნანუკა ჟორჟოლიანმა ეფექტური და ჯანსაღი დიეტის რეცეპტი გაამხილა
ნანუკა ჟორჟოლიანი ბოლო პერიოდში შესაშურ ფორმაში ჩადგა. ტელეწამყვანი სხვადასხვა პერიოდში დიეტებით ებრძოდა ჭარბ წონას, თუმცა ზედმეტი კილოგრამების დაკლებასთან ერთად, მიღებული შედეგის შენარჩუნება არანაკლებ მნიშვნელოვანია.
5 კომენტარი
"დედამ ტელეფონში მითხრა, ჟენია დავკარგეთო და ყურმილიც გაითიშა... ისინი იღუპებოდნენ და მე ვერ ვუშველე"

25 მარტი მეორეკლასელი დარინასთვის ერთ-ერთი ლამაზი დღე უნდა ყოფილიყო, რომელსაც მეგობრის დაბადების დღეზე გასართობ ცენტრში გაატარებდა, თუმცა ყველაფერი ტრაგედიით დასრულდა... სავაჭრო-გასართობ ცენტრში მოულოდნელად ხანძარი გაჩნდა, შედეგად უამრავი ადამიანი დაიღუპა და მძიმედ დაშავდა.

1 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
უსინათლო ფეხბურთელთა პრობლემები და სპორტის მინისტრის შანსი
ახლახან სრულიად შემთხვევით გავიგე, რომ უსინათლო ბიჭები ფეხბურთს თამაშობენ და რომ ამ ჩემთვის სრულიად უცნობ სპორტის სახეობას ქართველი ახალგაზრდებიც მისდევენ.
0 კომენტარი
"თამარ მეფე იალბუზზე ცხოვრობდა" - ეროვნული გამოცდების "სალაღობო მაგალითები"
"ტარიელმა თავისი საცოლის საქმრო მოკლა და თვითონ ვეფხვის ტყავი ჩაიცვა, რომ მტერს ვეღარ ეცნო"
7 კომენტარი
მეფუტკრე გოგონა თონეთიდან
"მთვრალი ფუტკრები მეზობელ სკებს დაერევიან, მთელ თაფლს შენკენ გამოზიდავენო"
14 კომენტარი