ვიქტორია კოჩეროვას ბედნიერება - "საოცარი თვალები აქვს, უზომოდ მიყვარს მისი გამოხედვა" - გზაპრესი

ვიქტორია კოჩეროვას ბედნიერება - "საოცარი თვალები აქვს, უზომოდ მიყვარს მისი გამოხედვა"

მოდელი ვიქტორია კოჩეროვა გათხოვდა. მისი რჩეული ბათუმის საკრებულოს დეპუტატი ლევან კინწურაშვილია. სად გაიცნო წყვილმა ერთმანეთი, როგორი ქორწილი გადაიხადეს და რატომ ვერ მოიწყვეს თაფლობის თვე? - ამ ყველაფერზე თავად ვიქტორია გვესაუბრა.

- პირველ რიგში, გაბედნიერებას გილოცავ... ვინ არის შენი მეუღლე?

- დიდი მადლობა მოლოცვისთვის. ჩემი მეუღლე ბათუმის საკრებულოს დეპუტატი, ლევან კინწურაშვილი გახლავთ.

- ბოლო ინტერვიუში აღიარე, რომ შეყვარებული იყავი, თუმცა მის ვინაობას საგულდაგულოდ მალავდი. რატომ?

- საერთოდ, რაღაცებზე წინასწარ საუბარი არ მიყვარს, მით უმეტეს, ასეთ სერიოზულ თემაზე. ორივეს სურვილი იყო, რომ დაქორწინებამდე ამაზე საჯაროდ არ გვესაუბრა.

- სად და როდის გაიცანით ერთმანეთი?

- ლევანი "მის საქართველოს" კონკურსს ესწრებოდა, სადაც პირველად დამინახა. Aფტერ პარტყ-ზეც მოვიდა, მაგრამ როგორც ახლა ამბობს, საჭიროდ არ ჩათვალა ჩემთან მოსულიყო და გავეცანი, ამიტომ უკან გაბრუნდა. შემდეგ "ფეისბუკზე" გამარჯვება მომილოცა და ამის შემდეგ, თითქმის ერთი წელი ვმესიჯობდით ისე, რომ არც მისი გვარი ვიცოდი, არც გარეგნულად მყავდა ნანახი, ფოტოზეც კი.

- სოციალურ ქსელში, საკუთარ გვერდზე ფოტოები არ ედო?

- დაფარული "აქაუნტი" ჰქონდა. წარმოდგენაც არ მქონდა, როგორი შეიძლებოდა ყოფილიყო. ზოგადად, უცხო ადამიანებს არ ვპასუხობ, მით უმეტეს, ვისაც არც ფოტო უდევს და არც რეალური სახელი უწერია, მაგრამ ეს გამონაკლისი დავუშვი და 8 თვის შემდეგ შევხვდით ერთმანეთს.

- პირველი რომელი გამოუტყდით სიყვარულში?

- ერთ დღეს გადავწყვიტეთ, ბორჯომში გაგვესეირნა, შემდეგ რაბათისკენ ავიღეთ გეზი. იქვე ახლოს პატარა ეკლესია იყო, ულამაზესი ხედით. ტაძარში შევედით და სწორედ იქ გამომიტყდა ლევანი სიყვარულში.

- რამდენი ხანი იყავით შეყვარებლები?

- დაახლოებით ერთი წელი ვხვდებოდით ერთმანეთს და წლისთავზე ცოლ-ქმარიც გავხდით.

- რით მოგხიბლა მან? პირველი ნახვის შემდეგ, როგორი შთაბეჭდილება შეგექმნა?

- როცა პირველად ლევანი დავინახე, მისმა თვალებმა მიიპყრო ჩემი ყურადღება. საოცარი თვალები აქვს, უზომოდ მიყვარს მისი გამოხედვა, რითიც ნახვისთანავე მოვიხიბლე.

GzaPress

- თავად რით მოხიბლე, რას ამბობს?

- ჩემი გარეგნობით მოხიბლულა. მერე, როცა ერთმანეთი ახლოს გავიცანით, ერთმანეთი უფრო მეტად მოგვეწონა. მალევე მივხვდი, რომ ძალიან კარგი ადამიანი იყო და მომავალში კარგ მეუღლეობას გამიწევდა.

- რა თვისება მოგწონს მასში ყველაზე მეტად?

- ძალიან ბევრი თვისება მხიბლავს მასში, მაგრამ ერთი გამორჩეულად და განსაკუთრებულად - პიროვნულად ძალიან ძლიერია; მუდამ ცდილობს ამარიდოს თუნდაც, უმნიშვნელო დაბრკოლება. ყველაფერი საკუთარ თავზე აქვს აღებული.

- დაქორწინების შემდეგ თუ აღმოაჩინეთ ერთმანეთში განსხვავებული თვისებები?

- არა, იმდენად ჰარმონიული დამოკიდებულება გვაქვს, რომ ამ მხრივ "სიურპრიზები" არ გვქონია. ყველაფერში ვუგებთ ერთმანეთს.

- როგორ გთხოვა ცოლობა? არ გაგიჭირდა ოჯახის შექმნის გადაწყვეტილების მიღება?

- ნიშნობა წინასწარ დავგეგმეთ, სადაც ჩემმა და ლევანის მშობლებმა გაიცნეს ერთმანეთი და მათ წინაშე მთხოვა ხელი. რა თქმა უნდა, გათხოვების გადაწყვეტილების მიღება ძალიან გამიჭირდა. საწყის ეტაპზე, როდესაც ამ საკითხთან დაკავშირებით ვისაუბრეთ, ძალიან დავიძაბე და შესაბამისად, დაბნეულიც ვიყავი. თუმცა, ქორწინება ხომ სიყვარულის ლოგიკური გაგრძელებაა და აღიარება ღვთისა და ერის წინაშე. ვფიქრობ, ამ გადაწყვეტილებას არასდროს ვინანებ.

- შენს მშობლებს სასიძო მოეწონათ?

- რა თქმა უნდა, მოეწონათ. უფრო მეტიც, ლევანი ჩემს მშობლებს მალევე შეუყვარდათ ისევე, როგორც მისმა მშობლებმა შემიყვარს მე.

- სად გქონდათ ქორწილი?

- ქორწილი ბათუმში გვქონდა და დაახლოებით 400 სტუმარი გვყავდა.

GzaPress

- თაფლობის თვე სად გაატარეთ?

- სხვადასხვა მიზეზის გამო, თაფლობის თვე ცოტა ხნით გადავდეთ.

- რამდენი შვილის ყოლას გეგმავთ?

- თუ ღმერთი ინებებს, მინიმუმ სამი შვილი გვინდა გვყავდეს. ყველაზე დიდი ბედნიერება ხომ შვილებია! ამიტომ უფალი რამდენსაც მომცემს, გავაჩენ.

- მეუღლის დედას როგორ მიმართავ?

- დედას ვეძახი. იმდენად თბილი და უშუალო ადამიანია, რომ სხვანაირად ვერც მივმართავ. გაცნობის დღიდანვე არაჩვეულებრივი ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა, რაც ძალიან სასიამოვნოა.

- სამოდელო კარიერის გაგრძელებას თუ აპირებ? მოსწონს შენ მეუღლეს შენი საქმიანობა?

- სამოდელო საქმიანობის გაგრძელებას არ ვაპირებ. მთელ ჩემს დროს ვუთმობ სწავლას და სხვა არაფრისთვის მრჩება დრო. მეუღლე წინააღმდეგი არასდროს ყოფილა იმის, რომ სამოდელო საქმიანობა გამეგრძელებინა, მაგრამ ვფიქრობ, რომ ამ ეტაპზე სწავლა-განათლებას უნდა მივხედო.

- საოჯახო საქმეების კეთება თუ იცი? მეუღლეს ანებივრებ გემრიელი კერძებით?

- საოჯახო საქმეების კეთება ვიცი, თუმცა მარტოს მიჭირს ხოლმე მეუღლის გემრიელი კერძებით განებივრება, რადგან ბევრი რაღაცის მომზადება არ ვიცი და ამიტომ, ხშირად დედა მეხმარება. ლევანს ჩემი მომზადებული "ცეზარი" მოსწონს, კარგად გამომდის. აი, დილით კი თავად მიმზადებს ყავას (იღიმის).

- რას ნიშნავს იყო კარგი მეუღლე და დედა?

- ყურადღებას, პატივისცემას და ურთიერთგაგებას. იყო კარგი მეუღლე და დედა - ეს იოლი ნამდვილად არ არის. თუმცა, როცა გიყვარს, ყველაფერი შედარებით მარტივია. დედობა კიდევ უფრო განსაკუთრებული რამაა, ყველაზე დიდ პასუხისმგებლობას მოითხოვს.

- პოლიტიკოსის ცოლობა რთული არ არის?

- რა თქმა უნდა, რთულია. პოლიტიკოსი დიდი პასუხისმგებლობის მატარებელი პირია, რაც პირველ რიგში, მათ სამუშაო რეჟიმსა და ცხოვრების სტილზე აისახება. ვცდილობ, მისი ცხოვრების წესს ისე მოვერგო, რომ დაბრკოლება არ შევუქმნა. ყველანაირად ვცდილობთ ერთმანეთს ცხოვრება შევუმსუბუქოთ.

- ამჟამად რით ხარ დაკავებული?

- მხოლოდ სწავლით ვარ დაკავებული.

- რომელ კურსზე ხარ?

- სამი წელი სამართლის ფაკულტეტის სტუდენტი ვიყავი, შემდეგ ბიზნესის ფაკულტეტზე გადავედი. რადგან საგნები ერთმანეთს არ ემთხვეოდა, ყველაფრის დაწყება თავიდან მომიხდა. ახლა მეორე კურსზე ვარ. მიზანდასახული გახლავართ და რასაც ვაკეთებ, იმ საქმეს ყოველთვის სერიოზულად ვეკიდები. არასდროს ვცდილობ, ვიღაცის და რაღაცის ხარჯზე გამოვძვრე.

- სწავლის გამო, ხშირად გიწევთ ცალ-ცალკე ყოფნა?

- მე თბილისში ვსწავლობ, ლევანი ბათუმშია. თუმცა, ცალ-ცალკე თითქმის არ ვართ. უბრალოდ, არჩევნების გამო არის ახლა ბათუმში და ხან მე ჩავდივარ მასთან, ხან ის ჩამოდის თბილისში. მის გარეშე ვერ ვძლებ (იღიმის).

GzaPress

- საბოლოოდ, სად აპირებთ ცხოვრებას, ბათუმში თუ თბილისში?

- თბილისში ვიცხოვრებთ.

- რომელი უფრო ეჭვიანი ხართ?

- არ ვართ ეჭვიანები, ერთმანეთს ამის საბაბს არ ვაძლევთ. ლევანი ჩამოყალიბებული პიროვნებაა და ძალიან მსიამოვნებს ის ფაქტი, რომ ჩვენ შორის 10 წელია სხვაობა. ერთურთს კარგად ვუგებთ და საერთოდ არ ვკამათობთ. ყველაზე ცუდი ურთიერთობაში უნდობლობა და ეჭვია.

- პერანგებს უუთოებ?

- დიახ, პერანგების დაუთოება ვიცი და ვუუთოებ კიდეც.

- ჰალსტუხის შეკვრა გეხერხება?

- ჰალსტუხის შეკვრა არ ვიცი. იმედია, რთულია არ არის და ვისწავლი.

- როგორც ვიცი, "მის საქართველოს" ჟიურის წევრი ხარ. როგორ შეაფასებ წლევანდელ კონკურსანტებს?

- დიახ, წელს "მის საქართველოს" ჟიურის წევრი ვარ. ძალიან მომწონს წლევანდელი კონკურსანტები, ფავორიტი ჯერჯერობით არ მყავს, რადგან ამ ტიტულის მფლობელი ბევრი კრიტერიუმით ფასდება, გოგონებს კი ჯერ კარგად არ ვიცნობ.

სოფო ჭონიშვილი