მხიარული წყვილი სცენაზე გაგიჟებას აპირებს
font-large font-small
მხიარული წყვილი სცენაზე გაგიჟებას აპირებს
პროექტში - "ცეკვავენ ვარსკვლავებში" მომღერალი თიკა ჯამბურია რატი გაჩეჩილაძესთან დააწყვილეს.
რატი და თიკა ერთმანეთით აღფრთოვანებას ვერ ფარავენ. უხარიათ, რომ ამ პროექტის მეშვეობით ერთურთის გაცნობის შანსი მიეცათ. თიკა ამბობს, რომ სურს, მისი მეწყვილე მთელი ცხოვრება რატი გაჩეჩილაძე იყოს.

თიკა:
- ამ პროექტში მონაწილეობა ნოე სულაბერიძემ შემომთავაზა. სიმართლე გითხრა, გადაწყვეტილების მიღებამდე ძალიან ბევრი ვიფიქრე; რჩევა იმ ადამიანებს ვკითხე, ვისი აზრიც ჩემთვის მნიშვნელოვანია.

- ოჯახის წევრებს გულისხმობ?
GzaPress- დიახ, ოჯახის წევრების აზრს ყოველთვის ვითვალისწინებ.

რატი:
- მე "ცეკვავენ ვარსკვლავების" მესამე სეზონშიც უნდა მიმეღო მონაწილეობა, მაგრამ რაღაც პრობლემების გამო ეს ვერ შევძელი.

- წინასწარ იცოდით, შენი მეწყვილე ვინ იქნებოდა?
- არა, წინასწარ არავინ იცოდა, თუ ვისთან ერთად მოუწევდა ცეკვა. როცა ყველა მონაწილე შეგვკრიბეს, მხოლოდ მაშინ გაგვიმხილეს ეს ამბავი.

- პროექტამდე თუ იცნობდით ერთმანეთს?

თიკა:
- რატის პირადად არ ვიცნობდი, მაგრამ ვიცოდი, ვინც იყო.

რატი:
- მიხარია, რომ ასეთი კარგი ადამიანი გავიცანი და დავმეგობრდით.

თიკა:
- გაცნობის წუთებიდანვე გავუგეთ ერთმანეთს.

რატი:
- თიკა ძალიან კარგი გოგოა, დადებითი აურა აქვს. მშრომელია, მაგრამ ცოტა ზარმაციც.

- ბეჯითი მოსწავლეა? ცეკვის ილეთებს მალე ითვისებს?
- ზედმეტად ბეჯითია, რაც ძალიან მომწონს და მახარებს. თან, როგორც ამბობს, პროექტამდე არასოდეს უცეკვია. თიკას ძალიან კარგი ხასიათი აქვს, სულ იღიმის. არ მომწონს ისეთი გოგონები, რომლებიც გამუდმებით "დაგრუზულები" არიან და სულ იმაზე ფიქრობენ, ვის ან რის გამო ეჩხუბონ. ვცდილობ, ასეთებისგან თავი შორს დავიჭირო, რათა მათი ცუდი ენერგია არ გადმომედოს (იცინის). მოკლედ, მეწყვილეში გამიმართლა.

თიკა:
- ყველამ იცის, რომ რატი პროფესიონალი მოცეკვავეა. გარდა ამისა, ის ძალიან კარგი ადამიანია. არასოდეს ვკამათობთ, ერთმანეთს კარგად ვუგებთ. გარეგნულადაც სიმპათიურია, ბევრ გოგოს მოსწონს. რაც მთავარია ძლიერია, თავისუფლად მაფრიალებს, ჩემს წონას ერევა(იცინის).

- დღის განმავლობაში რამდენი საათი ვარჯიშობთ?

რატი:
- ყველაზე ცოტა, 3 საათი. თუ რაღაც არ გამოგვდის, მაშინ უფრო მეტხანს ვვარჯიშობთ.

თიკა:
GzaPress- იყო ისეთი შემთხვევაც, რომ ვარჯიშში ღამე გავათენეთ.

- რომელს უფრო ბევრი თავისუფალი დრო გაქვთ?
- რატისგან განსხვავებით, რომელსაც უამრავი მოსწავლე ჰყავს, თავისუფალი დროის გამონახვა არ მიჭირს.

- რეპეტიციების დროს შვილს დედასთან ტოვებ?
- დიახ, დედასთან ვტოვებ. ხანდახან, მთელი დღე რომ ვერ ვნახულობ, ამას განვიცდი და შინ გვიან ღამით დაბრუნებული, ვერ ვითმენ, შვილს ვაღვიძებ, რათა მივეფერო. როცა ვახერხებ, რეპეტიციებზეც მიმყავს ხოლმე. ძალიან მშვიდი ბავშვია, მოსწონს დედიკოს ცეკვა და ინტერესით გვიყურებს.

რატი:
- თიკას ძალიან საყვარელი შვილი ჰყავს. როცა აქ მოდის, ვეთამაშები ხოლმე.

- გარდა იმისა, რომ ცეკვავ, კიდევ, რა პროფესია გაქვს?
- ცეკვაა ჩემი პროფესიაც, ჰობიც და ყველაფერი.

თიკა:
- აბა, ვარჯიშზე რომ მეუბნებოდი, სხვა პროფესიაც მაქვსო?
- ააა... კი მაქვს სხვა პროფესიაც, მაგრამ ის არასდროს გამომიყენებია. ბიზნესმენეჯერი ვარ, მაგრამ ერთადერთი საქმე, რომელიც მიყვარს, ცეკვაა.

- ამერიკაში დიდხანს ცხოვრობდი. რამდენი წელია, რაც საქართველოში ჩამოხვედი?
- უკვე 4 წელია, აქ ვარ.

- თბილისთან შეგუება არ გაგიჭირდა?
- აქაური ცხოვრების სტილთან შეგუება ცოტა არ იყოს, გამიჭირდა. თუმცა, საქართველოში იმდენი საქმე დამხვდა, რომ ამ ყველაფერზე საფიქრად არც მეცალა; სულ სტუდიაში ვიყავი, ვმუშაობდი და ვმუშაობდი.

- გინდა თქვა, რომ ძალიან შრომისმოყვარე ხარ?
- დიახ, ასეა. თან, საყვარელ საქმეს რომ ვაკეთებ, მუშაობის სტიმულს ესეც მაძლევს.

- თქვენი წყვილი ტელეეკრანზე გამოჩენისთანავე ყურადღების ცენტრში მოექცა...
- ამ წარმატებული გამოსვლების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ის არის, რომ ხალხმა და ჟიურის წევრებმაც ჩვენი დადებითი მხარე კარგად დაინახა. ამბობდნენ კიდეც, რომ დადებითი წყვილი ვართ. ეს ყველაფერი რა თქმა უნდა, გვსიამოვნებს.

- დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია თიკას დეკოლტემ...
- როცა "სამბას" ცეკვავ, "შუბა" არ უნდა გეცვას. ვფიქრობ, ამით ყველაფერი ნათქვამია (იცინის).

- თიკა, როგორც ვიცი, დიეტაზე ხარ. ინგა გრიგოლიას კომპლიმენტს, - კარგად გამოიყურებიო, - უპასუხე: "4 კილოგრამი დავიკელი". ერთ კვირაში ეს როგორ მოახერხე?
- დიახ, მე დიეტაზე ვარ, რატი კი ძლიერ კვებაზე (იცინის). ყველაფერს ვჭამ, არ ვშიმშილობ, უბრალოდ, იმდენად ბევრს ვვარჯიშობ, რომ თავისთავად დავიკელი.

რატი:
- თიკამ წონაში რომ დაიკლო, ეს ჩემი დამსახურებაა; მას კვების რეჟიმი შევაცვლევინე. კვების რაციონიდან ამოვაღებინე ცხიმიანი საკვები და ზედმეტად კალორიული რაღაცები. ავუხსენი, რა უნდა მიეღოა და რა რაოდენობით.

თიკა:
- მოკლედ, რატის დიეტაზე ვარ (იცინის). ყველაფერთან ერთად, მუცლის პრესს ვაკეთებ, დავრბივარ...

რატი:
- არ გააკეთებ და, ვისი აჯობებს, ვნახოთ (იცინის).

- მომავალ "ლაივზე" რა ცეკვას შეასრულებთ?

თიკა:
GzaPress- "ჯაივს" და ამ ცეკვის შესრულების ძალიან მეშინია. ისე, "სამბაც" რთული მეგონა, მაგრამ მერე კარგად გამომივიდა.

რატი:
- მე კი მგონია, რომ "ჯაივს" ყველაზე კარგად იცეკვებ.

- როგორ ფიქრობთ, გაქვთ შანსი იმისა, რომ ეს პროექტი მოიგოთ?

თიკა:
- პროექტის მოგების შანსი და სურვილი ყველა მონაწილეს აქვს. უამრავი გულშემატკივარი გვყავს, უცხო ადამიანები გვწერენ "ფეისბუკზე" და გვეუბნებიან, რომ მხარს ჩვენს წყვილს უჭერენ.

რატი:
- იმედი გვაქვს, რომ გავიმარჯვებთ. მანამდე მთავარია, ლიდერობა არ დავკარგოთ.

- პროექტის დამთავრების შემდეგ თქვენი მეგობრობა გაგრძელდება?
- იმედია, ასე მოხდება.

თიკა:
- პროექტის დამთავრების შემდეგ, რატისთან არა მარტო მეგობრობას, არამედ ცეკვის შესწავლასაც გავაგრძელებ. ყოველ შემთხვევაში, ამის სურვილი მაქვს.

რატი:
- თავიდან ყველა ამას ამბობს, მაგრამ მერე ცეკვა აღარ უნდებათ.

- რატი, შენს თაყვანისმცემლებზე რას მეტყვი?
- საქართველოში ჯერ ბევრი თაყვანისმცემელი არ მყავს. თუმცა, იმედია, პროექტის დამთავრებამდე კარგად გამიცნობენ.

თიკა:
- რატომ იტყუები? თაყვანისმცემლები როგორ არ გყავს? უამრავი გოგო მწერს "ფეისბუკზე", - რატი გამაცანიო (იცინის).

რატი:
- მერე, რატომ არავის მაცნობ?

თიკა:
- ჯერ ვარჩევ, რატი. ყველაზე მეტად ვინც მომეწონება, იმას გაგაცნობ.

- შეყვარებული არ გყავს?

რატი:
- არა, თავისუფალი მამაკაცი ვარ.

- რამდენად დამოუკიდებელი ადამიანები ხართ?

თიკა:
- ვცდილობ, დამოუკიდებელი ვიყო, მაგრამ არ გამომდის, მშობლები მაინც მაკონტროლებენ. აი, ახლა ბინას რომ მოვიგებ და ჩემს შვილთან ერთად საცხოვრებლად იქ გადავალ, მერე ბოლომდე დამოუკიდებელი გავხდები.

რატი:
- მე დამოუკიდებელი ვარ. ჩემი სახლიც მაქვს, მაგრამ ზოგჯერ მშობლებთან ვრჩები. მინდა, ამ პროექტში ბინა თიკამ მოიგოს და დამოუკიდებელი ადამიანი გახდეს.

თიკა:
- ისედაც ემოციური ვარ და რომ გავიმარჯვოთ, შეძლება, სიხარულისგან სცენაზევე გავგიჟდე. არასოდეს არაფერი მომიგია... რატის ვეუბნები, - მეხუთე სეზონში შენი მეწყვილე ვინც იქნება, იმაზე ვიეჭვიანებ-მეთქი (იცინის). რა ვქნა, ეგოისტი ვარ. მინდა, რატი ბოლომდე ჩემი მეწყვილე იყოს.

რატი:
- პროექტის მოგების შემთხვევაში, თიკასთან ერთად, სცენაზე მეც გავგიჟდები.
სოფო ჭონიშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
მარტა ბარამიძე: "ის ღირსეული პოლიტიკოსი, გულწრფელი ადამიანია"
რატომ დაინტერესდა გვანცა დარასელია პოლიტიკით
ქუვეითში პოპულარული ქართველი, რომელიც ემიგრანტებს ეიმედებათ
"ვერ ვიტყვი, რომ შვილებთან ურთიერთობაში სულ "ათოსანი" ვარ"
"თენგიზმა მითხრა, შვილი რომ გვყოლოდა, ის ჩემზე მეტად გეყვარებოდაო"
"ზღვაში არ შევდივარ, რადგან მარილიანი წყალი არ მიყვარს"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2570 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2451 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1219 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1208 კომენტარი