"ბევრს ვიცნობ, ვინც ცოლი ლუქიანი 07-ის გამო მოიყვანა" - რა ნიშნით შეარჩიეს ცნობილმა ადამიანებმა მომავალი მეუღლეები
font-large font-small
"ბევრს ვიცნობ, ვინც ცოლი ლუქიანი 07-ის გამო მოიყვანა" - რა ნიშნით შეარჩიეს ცნობილმა ადამიანებმა მომავალი მეუღლეები
"ყველაფერი პირველი შეხედვით იწყება"

"ქორწინება ტელეფონივითაა: თუ ნომერს არასწორად აკრეფ, არასწორად დაუკავშირდები" - წერდა ცნობილი ამერიკელი მომღერალი, დორის დეი. ქორწინება მართლაც ბევრ რამეს განსაზღვრავს ადამიანის ცხოვრებაში. ალბათ ჩვენს მკითხველს აინტერესებს, რა ნიშნით შეარჩიეს თავიანთი ცხოვრების თანამგზავრი პოპულარულმა ადამიანებმა, რომლებსაც თითქმის ყოველდღე ვხედავთ პრესითა თუ ტელევიზიით:




"ყველაფერი პირველი შეხედვით იწყება"

ნიკა არაბიძე, იუმორისტი:GzaPress
- ალბათ ორიგინალური არ ვიქნები და გეტყვით, რომ ყველა ნორმალური ოჯახი სიყვარულით იქმნება. თავიდან ალბათ მაინც გარეგნობას აქცევ ყურადღებას, მერე კი მის პიროვნულ თვისებებს. ამავე დროს, შეიძლება გარეგნობით თავიდან არც მოგხიბლოს, მაგრამ ჭკვიანი, გამორჩეული ინტელექტის და იუმორის მქონე იყოს - ეს თვისებები ნებისმიერ ადამიანს ამშვენებს. პროფესიიდან გამომდინარე, ისეთ გოგონას არც მოვეწონებოდი, რომელსაც იუმორის გრძნობა არ ექნებოდა. მიმაჩნია, რომ იუმორის გრძნობა საჭიროა არა მარტო ქალისთვის, არამედ მამაკაცისთვის, ის ადამიანს ბევრ რამეში ეხმარება. 9 წელია, დაოჯახებული ვარ და ვფიქრობ, რომ ყველაფერი მაინც ერთი შეხედვით იწყება. ქალი ცოტა მხიარული უნდა იყოს, ამავე დროს სერიოზული, ყველაფერი ერთმანეთს უნდა ერწყმოდეს. სწორედ ეს თვისებები მომეწონა ადამიანში, რომელიც დღეს ჩემი მეუღლეა.


"ბევრს ვიცნობ, ვინც ცოლი ლუქიანი 07-ის გამო მოიყვანა"

ნინო ნადირაძე, ექიმი:
- ახალგაზრდულ ასაკში ვინც ქორწინდება, ამ ნაბიჯს დაუფიქრებლად დგამს და მომავალი მეუღლის თვისებებს დიდად არც აკვირდება. ისე კი, ადამიანს გააჩნია, თითოეული ადამიანი ინდივიდია, განუმეორებელია და განსხვავებულად იქცევა. მაგალითად მე, თავიდან გუგას ჩაცმულობა და გარეგნობა მომეწონა. იუმორის გრძნობასაც დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ, ჩემთვის ადამიანის ეს თვისება გადამწყვეტია. ადამიანს თუ იუმორის გრძნობა არა აქვს, მის ინტელექტს დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ ვაყენებ. ხშირად გაიგონებთ, რომ ახლანდელი ახალგაზრდები ოჯახს ანგარებით ქმნიან, ამას კატეგორიულად არ ვეთანხმები, თუმცა ანგარებით შექმნილი ოჯახები ყოველთვის იყო და მომავალშიც იქნება. ჩემს ახალგაზრდობაშიც ასე იყო: ბევრს ვიცნობ, ცოლი ლუქიანი 07-ის გამო რომ მოიყვანა, რა თქმა უნდა, მათ სახელებს ვერ დავასახელებ, მაგრამ ასეთები ყველა თაობაში იყვნენ და მომავალშიც იქნებიან.


"მესამე ვერ გაიგებს, რატომ უყვარს ორ ადამიანს ერთმანეთი"

ნანა ფაჩუაშვილი, რუსთაველის თეატრის მსახიობი: GzaPress
- როდესაც ორ ადამიანს დიდი გრძნობა აკავშირებს, ისე ბუნებრივად ხდება ყველაფერი, რომ ვერც ახსნი. მგონი ყველაფერი მაინც "ზევიდან" წყდება. ჩემი პირველი მეუღლე - თამაზ აფხაიძე ძალიან მალე დავკარგე - რამდენიმე თვეში დაიღუპა და ძალიან დიდი ტკივილი დამიტოვა. მას უფრო ვუყვარდი, მაგრამ ზოგჯერ ვფიქრობდი: ასეთმა ჭკვიანმა, ლამაზმა და გამორჩეულმა კაცმა რა ნახა ჩემში-მეთქი. მხოლოდ 5 თვეს ვიყავით ერთად. ფეხმძიმე დავრჩი და ბედნიერი ვარ, რომ მისგან შვილი დამრჩა - მეორე თამაზ აფხაიძე. მართალია, მეორედ გავთხოვდი, მაგრამ ის ტკივილი გულში მაინც დარჩა. ყველაფრის მიუხედავად, ცხოვრება გრძელდება, ყველას თავისი სამყარო აქვს, რომელიც აუხსნელია. მესამე ვერ გაიგებს, რატომ უყვარს ორ ადამიანს ერთმანეთი, ამიტომ სხვა არ უნდა განსაჯო.


"ოჯახი დიდი საიდუმლოა, რომელიც უფალმა შექმნა"

გია კორკოტაშვილი, "ქართული მარშის" ორგანიზატორი:
- ყველა ნორმალური ადამიანი ოჯახს უზომო სიყვარულით ქმნის. ვინც ამ საკითხზე გულით კი არა, გონებით ფიქრობს, მომავალში რთულ მდგომარეობაში ვარდება. რა ნიშნით არჩევს ადამიანი თავისი ცხოვრების თანამგზავრს? - ყველაზე მთავარი ამ დროს შინაგანი ხიბლი და შარმია. როდესაც ცოლ-ქმარს ეს აერთიანებს, ისინი უფრო იოლად ახერხებენ ერთად იყვნენ მანამ, ვიდრე უფალი მათ განშორებას არ ინებებს. განა რაიმე მიკვირს? - 57 წლისა ვარ და ისეთი დალაგებული ოჯახები მინახავს არეული, ყველა გაოცებული დარჩენილა. ამ საკითხში ადამიანის მოთმინება, ინტელექტი, ქარიზმა გადამწყვეტია. თუ კაცს ქარიზმა არა აქვს, ინტელექტი და ოჯახის სიყვარული არა აქვს, ის ვერც სიყვარულს შეძლებს. ყველაზე მეტად დღევანდელ საქართველოში იცით, რა არ მომწონს? - ის, რომ ქართველი მამაკაცები ოჯახში რჩებიან, მათი ცოლები კი უცხოეთში მიდიან სამუშაოდ. ეს დამანგრეველია ნებისმიერი კაცისთვის, რადგან კაცს მეუღლე გვერდით უნდა ჰყავდეს. ოჯახი ერთი დიდი საიდუმლოა, რომელიც უფალმა შექმნა და მისი გაყოფა დაუშვებელია.


"თენგო - თენგოა, მე კი - შოთიკო ვარ"

შოთიკო ნოზაძე, მსახიობი: GzaPress
- პირველ რიგში გეტყვით, რომ ძალიან ბევრი მაყურებელი ჩემს პერსონაჟთან მაიგივებს. ბევრს ჰგონია, რომ მეც ისეთივე ურთიერთობა მაქვს მეუღლესა და ოჯახის წევრებთან, როგორიც თენგოს, მეც მილიონერი ვარ და თენგოსავით ვლაპარაკობ, მაგრამ ასე არ არის. თენგო - თენგოა, მე კი - შოთიკო ვარ. ნამდვილად არ მაქვს ჩემი გმირის ხასიათი. მიმაჩნია, რომ ადამიანი ყურადღებიანი და მოსიყვარულე უნდა იყოს და ჩემს მომავალ მეუღლეში სწორედ ეს თვისებები მომეწონა. 26 წლისამ გავიცანი, ამ 26 წლის განმავლობაში ასეთი ადამიანი არ შემხვედრია. სამი წელი შეყვარებულები ვიყავით და სამი წლისთავზე დავქორწინდით. ერთმანეთის ხასიათი, თვისებები კარგად გავიცანით და მეოთხე წელს დავოჯახდით. ალბათ სიცოცხლის ბოლომდე ერთად ვიქნებით, რადგან ერთმანეთი ძალიან გვიყვარს.


"გოგონა, რომელიც ჩემი მეუღლე გახდა, ძალიან ლამაზი იყო"

რამაზ საყვარელიძე, პოლიტოლოგი:GzaPress
- გოგონა, რომელიც მერე ჩემი მეუღლე გახდა, ძალიან ლამაზი იყო. თავიდან ყველაფერი მოწონებით იწყება, თუმცა გარეგნობა ძალიან ფართო ცნებაა და არ ნიშნავს მხოლოდ სილამაზეს. ის გულისხმობს იმ ადამიანის საქციელს, მანერებს, როგორ მეტყველებს და როგორ მოქმედებს... მეორე რაუნდი იყო ის, რომ მეც პოეზიით ვიყავი გატაცებული და ჩვენი გემოვნება ბევრ რამეში ემთხვეოდა. ბოლოს უკვე მივხვდი, რომ ჩემთვის უმისოდ ცხოვრება ძნელი იყო და გადავწყვიტეთ ოჯახი შეგვექმნა. 47 წელია ერთად ვართ და ეს ბევრ რამეზე მეტყველებს. რა აზრის ვარ ანგარებით ოჯახის შექმნაზე? - ანგარებით ოჯახები ყოველთვის იქმნებოდა. ძველად მშობლები საერთოდ არ ეკითხებოდნენ, შვილებს ისე აქორწინებდნენ. ასე რომ, ანგარებიანი ქორწინება კაცობრიობის ასაკისაა. ბევრი ფიქრობს, რომ ანგარიშით შექმნილი ოჯახი უფრო მტკიცეა, ვიდრე რომანტიკული სიყვარულით და ამაში არის ლოგიკა: რომანტიკული სიყვარულისას უფრო ემოციური დამოკიდებულება აქვთ პარტნიორის შეცდომების მიმართ. ანგარებიანი ურთიერთობისას კი უფრო ეგუებიან მეწყვილის ნაკლოვანებებს. დღეს საქართველოში ოჯახები ხშირად ინგრევა. მე პროფესიით ფსიქოლოგი ვარ და რა შემიძლია ვუთხრა ახალგაზრდებს? - მეორე ადამიანით უკმაყოფილება ყოველთვის ჩნდება და თუ ცოლ-ქმარი განშორებაზეა ორიენტირებული, უფრო იოლად გადადგამს ამ ნაბიჯს, მაგრამ თუ ორივე ოჯახის შენარჩუნებაზე იზრუნებს, ამას იოლად შეძლებს.


"მეორე ნახევრის მოძებნა პირველ რიგში გამართლებაა"

გია ბაღაშვილი, მუსიკისმცოდ­ნე, ფოლკლორისტი:GzaPress
- მეორე ნახევრის მოძებნა, ჩემი აზრით, პირველ რიგში გამართლებაა. წარმოიდგინეთ, ჯერ უნდა მოგეწონოს. მერე მისი პიროვნული თვისებები, ხასიათი, სულიერი ღირებულებები შენთვის მისაღები და მოსაწონი უნდა აღმოჩნდეს. თანაც, ასეთივე განცდა უნდა ჰქონდეს მასაც. და რაც მთავარია, ერთნაირი შეხედულებები გქონდეთ სიყვარულზე, ბედნიერებასა და ოჯახურ ცხოვრებაზე... წარმოიდგინეთ, რამდენი რამ უნდა დაემთხვეს! ცხადია, ბევრი რამ დროთა განმავლობაშიც ყალიბდება, მაგრამ კონტურები, როგორც წესი, თავიდანვე იკვეთება. ამიტომაც ვფიქრობ, რომ უდიდესი გამართლებაა, როდესაც ასეთ ადამიანს ხვდები და ურთიერთსიყვარული ჩნდება. საბედნიეროდ, მე გამიმართლა და ყველას მთელი გულით გისურვებთ გამართლებასა და დიდ სიყვარულს.

ხათუნა ჩიგოგიძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
"ქმრისგან მივდივარ, მიყვარდება ახალგაზრდა ყმაწვილი, ბოლოს ტრაგედია ხდება"
რუსკა მაყაშვილი დედისა და მეუღლის ამპლუაში
"ღმერთი მაძლევს ძალას, რომ ჩემი შესაძლებლობები გამოვავლინო"
"მასტერის სიმღერების მართლა ხშირი მსმენელი ვიყავი"
პრობლემა, რომელსაც ხშირად ახსენებენ და გამოსავალი - სოფო საჟინიანისგან
"საზოგადოებისთვის ისეთი მესიჯები არ მაქვს, რომ ბიკინიში გამოწყობილმა მივაწოდო"
მგონი, მთელი ჰოლივუდი ავალაპარაკეთ, ისეთი ეგზოტიკური, უცხო იყო ჩვენი გამოჩენა ასეთი ფორმით...
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2530 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
4 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
5 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2445 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1206 კომენტარი