რო­მე­ლი მწერ­ლის სახლ-მუ­ზე­უ­მის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბაა შე­საძ­ლე­ბე­ლი კა­ხეთ­ში, ქარ­თ­ლ­სა და დე­და­ქა­ლაქ­შიც? - გზაპრესი

რო­მე­ლი მწერ­ლის სახლ-მუ­ზე­უ­მის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბაა შე­საძ­ლე­ბე­ლი კა­ხეთ­ში, ქარ­თ­ლ­სა და დე­და­ქა­ლაქ­შიც?

შეიძლება, სათანადოდ არც ვინდომებ", - ამბობს კომედი ჯგუფის მსახიობი, ციაკო ფიფია. მისი საყვარელი ავტორი ნოდარ დუმბაძეა, საყვარელი ნაწარმოები - კოელიოს "თერთმეტი წუთი".

- ახლა კოელიოს "ადიულტერს" ვკითხულობ. შუამდე მივედი და გავიჭედე, დასრულება ვეღარ მოვახერხე. ყველაზე ბევრს სკოლაში სწავლის დროს ვკითხულობდი - კლასგარეშე ლიტერატურას ვეცნობოდი. სტუდენტობის წლებში დიდი არეულობა მქონდა, სხვადასხვა აქტივობაში ვიყავი ჩართული.

მარტივად საკითხავი, მსუბუქი ლიტერატურა მეტად მიყვარს, ვიდრე მძიმე ნაწარმოებები.

ბავშვობაში წიგნებით დედა მანებივრებდა, მაშინ ზღაპრებზე ვგიჟდებოდი და დღესაც იმავენაირად მიყვარს.

ნოდარ დუმბაძე ჩემი საყვარელი ავტორია. ბოლო დროს კოელიოც შემიყვარდა.

კარგი მეხსიერებით ვერ გამოვირჩევი. შესაძლოა, ნაწარმოები წაკითხული მქონდეს და არ მახსოვდეს, ავტორი ვინ არის.

რეალურ ცხოვრებაში ნაწარმოების პერსონაჟები რომ არსებობდნენ, ნოდარ დუმბაძის ხატიასთან დიდი სიამოვნებით ვიმეგობრებდი. ძალიან საყვარელი გოგოა, თბილი, ღიმილიანი, კეთილი, უსაყვარლესი, წყნარი. ცხოვრებაში მისი მსგავსი მშვიდი მეგობარი არც მყავს.

მამაკაცი პერსონაჟებიდან ოთარაანთ ქვრივის გიორგი შემიყვარდებოდა. მშრომელი ადამიანები მიყვარს, ეს ბიჭი რაღაცნაირია, შინაგანად ფაქიზია, თან - ძლიერი, გამორჩეულად დამამახსოვრდა.

კოელიოს "თერთმეტი წუთი" ძალიან მომწონს, მაგრამ ამ ნაწარმოების პერსონაჟი არ ვიქნებოდი. მთავარმა გმირმა რთული ცხოვრებით იცხოვრა, მაგრამ ბევრი ისეთი რამ გააკეთა, რისი გაკეთების ძალაც ყველას არ შეგვწევს. მისი ქცევები ხან მომწონდა, ხან - არა, მაგრამ ეს არის ნაწარმოები, რომელმაც დღემდე წაკითხულ წიგნებს შორის, ჩემზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.

- 1824 წელს, პარიზში გამოვიდა ფრანგი დედოფლის, მარია ანტუანეტას მოდელიერი ქალის, მადმუაზელ ბეხტეინის მემუარები. რომელი ფრთიანი გამონათქვამის ავტორი გახდა მას შემდეგ, რაც დედოფლის ძველი კაბა განაახლა?

- ყველაფერი ახალი კარგად დავიწყებული ძველია.

- სპორტის რომელ სახეობაში მოასპარეზის აქსესუარებია თეთრი კოსტიუმი, ლითონის ბადიანი მუზარადი და ხელთათმანი?

- მოფარიკავის.

- რომელ მდინარეზეა გაშენებული ავსტრიის დედაქალაქი - ვენა?

- (ფიქრობს)

- მიგანიშნებ, იმ მდინარეზე კიდევ ბევრი სხვა ქალაქია გაშენებული, ევროპის ერთ-ერთი დიდი მდინარეა. ტურისტულ მარშრუტებში ხშირად ამ მდინარეზე გემით გასეირნებაც შედის.

- დუნაი, ხომ?

- დიახ. რომელი ცნობილი მწერალი წერდა "ჩემი დეტექტიური რომანის სიუჟეტებს ჭურჭლის რეცხვის დროს ვიგონებ. ეს ისეთი სულელური რამ არის, ძალაუნებურად მოდის თავში აზრები მკვლელობაზე".

- ვერ გიპასუხებ.

- აგათა კრისტი. რას თვლიდა ყველაზე დიდ სისულელედ ბერნარდ შოუ, რაც ორ ერთმანეთზე შეყვარებულ ადამიანს შეიძლებოდა გაეკეთებინა?

- ცხოვრების ბოლომდე ერთად ყოფნის გადაწყვეტილება?

- დიახ, ქორწინებას გულისხმობდა. ხელოვნების რომელი სფეროს წარმომადგენლები არიან გაერთიანებული პენ-კლუბში?

- მწერლები.

- ის ცხელ გარემოში ბინადრობს, მაგრამ სიცოცხლისუნარიანია გაყინვის შემდეგაც, მეცნიერებმა მის ორგანიზმში ყველაზე საშიში ბაქტერია და ვირუსი შეიყვანეს, მაგრამ მასზე არ იმოქმედა. ის ცოცხალი რჩება და მოძრაობს რადიოაქტიური დასხივებისას, რომელიც 130-ჯერ აღემატება ადამიანის სასიკვდილო დოზას. მიუხედავად ყველაფრისა, არსებობს ლეგენდა, რომ ხიფათის დროს ის თავს თავისივე შხამით იკლავს.

- მორიელი.

- მილიონობით ადამიანმა იხილა, როგორ ცვივა ვაშლები ხიდან. მხოლოდ ერთმა იკითხა - რატომ? ვინ იყო ის ადამიანი?

- ის, ვინც მიზიდულობის კანონი აღმოაჩინა.

- ვინ იყო?

- ისააკ ნიუტონი.

- რომელ ქალაქში ემალებოდა გერმანელ ფაშისტებს ანა ფრანკი?

- ინგლისში.

- ცდები, ამსტერდამში ემალებოდა. რომელ წიგნზე სრულდება საქართველოს პრეზიდენტის ფიცის დადების ცერემონია?

- საქართველოს კონსტიტუციაზე.

- რომელი მწერლის სახლ-მუზეუმის დათვალიერებაა შესაძლებელი კახეთში, ქართლსა და დედაქალაქშიც?

- ილია ჭავჭავაძის.

- კიბეს აქვს 9 საფეხური. რომელ საფეხურზე უნდა დავდგეთ, შუაში რომ აღმოვჩნდეთ?

- მეხუთეზე.

- ეს სახელგანთქმული დიზაინერი წიგნებისადმი დიდი სიყვარულით გამოირჩევა. მისი ბიბლიოთეკა 30 000-ზე მეტ წიგნს ითვლის. წიგნის მოყვარულთათვის მან სუნამოც შექმნა. დაასახელე, რომელ ცნობილ დიზაინერზეა ლაპარაკი?

- ვერ გიპასუხებ.

- კარლ ლაგერფილდი. მსოფლიოში ცნობილი ერთ-ერთი დიზაინერის ბიოგრაფი, ლორას ბენაიმი წერდა: "ის ხატავდა ემოციებს, მან თავის ტანსაცმელში ჩააქსოვა სიხარული, სიყვარული, სიგიჟე... შექმნა თავისი კოლექციები, როგორც საიდუმლო წიგნის თავები. ის ხატავდა ანგელოზებსა და დემონებს. ის იყო პირველი კუტიურიე, რომელმაც განადიდა სხეულის სული, დაამკვიდრა რეტროს სიფაქიზე თანამედროვე გემოვნებაში და დარჩა ერთადერთი სინანული, რომ მან არ გამოიგონა ჯინსი"... დაასახელე ეს დიზაინერი.

- ვერ ვხვდები, რომელ პერიოდში საქმიანობდა?

- მინიშნებას გეტყვი: მას "მაღალი მოდის პატარა პრინცს ეძახდნენ". ამბობენ, რომ ეზიზღებოდა მოდა. საკუთარ თავს არა კუტიურიეს, არამედ ხელოსანს უწოდებდა. 1962 წელს შექმნა სმოკინგი. 21 წლის ასაკში "დიორის სახლის" ხელმძღვანელი გახდა. "არაფერია შიშველ სხეულზე მშვენიერი და ყველაზე ლამაზი ტანსაცმელი, რომელმაც შეიძლება შეამკოს ქალი, საყვარელი კაცის მკლავებია. ვისაც არ ერგო ეს ბედნიერება, მე აქ ვარ". ვკითხულობთ მის ჩანაწერებში.

- ვერ გიპასუხებ.

- ივ სენ ლორანი. რამდენი ცხრიანია 100 000 000-1 სხვაობის ჩანაწერში?

- 8 იქნება.

- თუ ღამის 12 საათზე კოკისპირული წვიმაა, შეიძლება თუ არა ვივარაუდოთ, რომ 48 საათის შემდეგ კაშკაშა მზიანი ამინდი იქნება.

- შეიძლება.

- დარწმუნებული ხარ?.

- (პაუზის შემდეგ) 48 საათის შემდეგ ისევ ღამე იქნება.

- "წელს გადავწყვიტე, მეცხვარეობა დამეწყო და ამ ხელობის შემწეობით მომევლო მთა და ბარი. გამეცნო ხალხი და გამომეცადა ის შიშით და სიამოვნებით სავსე ცხოვრება, რომელიც მწყემსს განუშორებლივ თან სდევს. რასაკვირველია, პირველი ჩემი ნაბიჯი, განურჩევლად ყველამ მასხარად აიგდო, რადგანაც ამბობდნენ, რომ მებატონეს და მასთან სახელიანი კაცის შვილს მეცხვარეობა არ ეკადრება". ალექსანდრე ყაზბეგის რომელ ნაწარმოებში ვკითხულობთ ამ სიტყვებს?

- "ნამწყემსარის მოგონებანში".

- "აიდა", "ოტელო", "ტრავიატა", "რიგოლეტო", "ბალ-მასკარადი" ვინ არის ამ ცნობილი ოპერების ავტორი?

- ჯუზეპე ვერდი.

- რომელი ქართული ფილმის გმირები არიან "ბოლოკა" და "ბეთჰოვენა"?

- "ღიმილის ბიჭების".

- რომელი არასამეფო წარმომავლობის ადამიანის პორტრეტი დაბეჭდეს პირველად ინგლისის საფოსტო მარკაზე?

- (ფიქრობს)

- მისი პიესები საქართველოშიც ხშირად იდგმება.

- შექსპირი.

- მსოფლიოს გარშემო მოგზაურობაზე გიოცნებია?

- ძალიან მინდა, ამერიკაში წავიდე. იქ დედაჩემი ცხოვრობს, მაგრამ მხოლოდ ეს არ არის ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ეს ქვეყანა მიზიდავს. ნიუ-იორკში დიდი სიამოვნებით ვიცხოვრებდი.

- 1972 წელს ერთმა ბიჭმა ჯონ ლენონს მისწერა, რომ ის მსოფლიოს გარშემო მოგზაურობაზე ოცნებობდა, მაგრამ ფული არ ჰქონდა და სთხოვდა, დახმარებოდა. ლენონმა მისწერა: "დაკავდი მედიტაციით და შენ შეძლებ, ნახო მთელი მსოფლიო, შენს წარმოსახვაში". გავიდა რამდენიმე თვე, იმ ბიჭმა ფული იშოვა. როგორ?

- ვერ გიპასუხებ.

- ლენონის წერილი გაყიდა. რისი ჯიშია ჰუსარი?

- არ ვიცი.

- მაიმუნის. როგორ პიროვნებას უწოდებდნენ ხარჭას?

- ქალს, რომელიც მამაკაცთან ურთიერთობაში ქორწინების გარეშე იმყოფებოდა.

- საუდის არაბეთში ამ რაღაცის მოპოვება გაცილებით იაფია, ვიდრე წყლის, რაზეა ლაპარაკი?

- ნავთობზე.

- ბერძნული მითოლოგიით, რომელი მცენარე ითვლება ქორწინების სიმბოლოდ?

- ბროწეული.

- დაბოლოს, დაასრულე შარლ დე გოლის ცნობილი გამონათქვამი: "ყოველთვის აირჩიეთ ყველაზე ძნელი გზა, რადგან ამ გზაზე კონკურენტებს..."

- ეს გამონათქვამი არ ვიცი.

- "...კონკურენტებს ვერ შეხვდებით".

თამუნა კვინიკაძე