გზა რთული ბავშვობიდან წარმატებულ სამოდელო კარიერამდე - დიასახლისობითა და მიზანდასახულობით მისაბაძი ლამაზმანი
font-large font-small
გზა რთული ბავშვობიდან წარმატებულ სამოდელო კარიერამდე - დიასახლისობითა და მიზანდასახულობით მისაბაძი ლამაზმანი
გარდა იმისა, რომ ამ კონკურსის გამარჯვებულად დამასახელეს, მოვიპოვე დამატებითი ნომინაციებიც


სამოდელო სააგენტო "ატრინის" მოდელი მერი ტარიელაშვილი ახლახან თურქეთში გამართულ სილამაზის კონკურსიდან გამარჯვებული დაბრუნა. ის "მის ევრაზია" გახდა. ამ ტიტულთან ერთად, ის კიდევ 4 ნომინაციაში დაასახელეს.


- თბილისში დავიბადე და გავიზარდე. დედა ეროვნებით ოსია, მამა - ქართველი. დედა ძალიან პატარა - 15 წლის გათხოვდა, 16 წლისას უკვე მე ვყავდი, მალევე ჩემი ძმაც დაიბადა და სამწუხაროდ, მერე ჩემი მშობლები დაშორდნენ. მამასთან ურთიერთობა არ გვაქვს. სადმე რომ შემხვდეს, ალბათ ვერც ვიცნობ. დედა გვზრდიდა და ერთდროულად 2 ადგილას მუშაობდა. ჩემთვის არასოდეს შეუმოწმებია გაკვეთილები... არც არავინ მთხოვდა, მაგრამ პატარაობიდანვე საკუთარ თავს შთავაგონე, რომ აუცილებლად კარგად უნდა მესწავლა. ფრანგული ენის მასწავლებელს დღემდე მაგალითად მოჰყავს ფაქტი, რომ არ მქონდა წიგნები, მაგრამ ყოველთვის ვახერხებდი გაკვეთილების მომზადებას. დედა ჩემთვის გმირია, მან იმდენი შეძლო, რომ ორივე შვილს უმაღლესი განათლების მიღებაში დაგვეხმარა. მახსოვს აბიტურიენტობის ურთულესი პერიოდი. მაშინ მეუბნებოდნენ, რომ სახელმწიფო გრანტის მიღება შეუძლებელი იყო, მხოლოდ ნაცნობობით ხდებოდა და ა.შ. მაგრამ მე მაინც ვცდილობდი, ბევრს ვმეცადინეობდი და შევძელი კიდეც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 100%-იანი დაფინანსებით სწავლა.

- მოდელობა რა ასაკიდან დაიწყე?

- როგორც ბევრი პატარა გოგო, მეც ბავშვობიდან ვოცნებობდი მოდელობაზე. დედა სახლიდან რომ მიდიოდა, დაქალებთან ერთად ჩვენებებსა და კონცერტებს ვაწყობდი, ვიზომავდით დედას კაბებს, მაღალქუსლიან ფეხსაცმელს, ვითხიპნებოდით ტუჩსაცხით... ამ მოგონების შთაგონებით, გადავწყვიტე, მზრუნ­ველობა მოკლებულ ბავშვთა სახლს ვესტუმრო, გავახარო და გავახალისო პატარა პრინცესები. მე მათ ვეტყვი, რომ თუ ძალიან მოინდომებენ, აუცილებლად მიაღწევენ დასახულ მიზნებს.

- რამ შეცვალა შენი ცხოვრება?

- 3 წლის წინ, ბარბარობის ღამეს, გაზით მოვიწამლე და შემთხვევით გადავრჩი... ამ ფაქტის შემდეგ ბევრი რამ შევცვალე ჩემს ცხოვრებაში. პირველ რიგში, გამოვიცვალე ფაკულტეტი და პარალელურად, ვცადე ბედი სამოდელო სააგენტოში. მეუბნებოდნენ, რომ მოდის სფეროში, განსაკუთრებით კი მსოფლიო სილამაზის კონკურსში გამარჯვება წარმოუდგენელიაო. წელს კი "მის ევრაზია" გავხდი. ზოგჯერ მგონია, რომ დამესიზმრა, მაგრამ გვირგვინი და ნომინაციები ადგილზეა.

- გარდა იმისა, რომ სამოდელო საქმიანობას ეწევი, კიდევ რა პროფესია გაქვს?

- პროფესიით ფსიქოლოგი ვარ. ვთანამშრომლობ რამდენიმე კომპანიასთან ორგანიზაციული ფსიქოლოგიის მიმართულებით. მაქვს დასაქმების სააგენტოც და ძალიან მალე ვიწყებ პროექტს, რომლის საშუალებითაც დავეხმარები ახალგაზრდებს, რომ სწორად შეარჩიონ პროფესია.

- მოგვიყევი სილამაზის კონკურ­სზე, რომელშიც მონაწილეობდი...

- კონკურსი ჯერ საქართველოში ჩატარდა, შემდეგ კი მსოფლიო ფინალი - თურქეთში გაიმართა. ჩემთვის ეს პირველი მასშტაბური კონკურსი იყო. სიმართლე გითხრათ, გამარჯვების იმედი არ მქონდა. ვფიქრობდი, იქნებ რაიმე ნომინაციაში მაინც დავესახელებინეთ. 1 კვირის განმავლობაში, დილის 7-დან ღამის 2 საათამდე დატვირთული რეჟიმით ვმუშაობდი საკუთარ თავზე. გადაღებები, რეპეტიციები, ჩვენებები და სხვადასხვა აქტივობა გვქონდა. ჩვენებებზე სიცხიანი გამოვდიოდი. მიჭირდა, მაგრამ მაინც ფეხზე ვიდექი და ვიღიმოდი. გარდა იმისა, რომ ამ კონკურსის გამარჯვებულად დამასახელეს, მოვიპოვე დამატებითი ნომინაციებიც: "მის სრულყოფილება", "მის ქემერი", "მის სოციალური მედია". ყოველ ორ წუთში ჩემი სახელი და გვარი ისმოდა. სხვებს აღარაფერი დავუტოვე (იცინის). ფინალში ოცი ულამაზესი გოგონა დავრჩით და გამარჯვებას ნამდვილად არ ველოდი. უკრაინიდან და ლიტვიდან ისეთი ლამაზმანები იყვნენ, რომ თავადაც მათ ვგულშემატკივრობდი. კონკურსი ქალაქ ქემერში ჩატარდა და ამ ქალაქის მერს ძალიან მოვეწონე. კონკურსი ჩემი დაბადების დღეს დაემთხვა და უამრავი საჩუქარი მივიღე. მერმა უზარმაზარი ტორტი გამომიგზავნა, ჩემი ფოტოთი. არაერთი შემოთავაზება მივიღე სხვადასხვა ქვეყნიდან.

- ვინ არის შენი ყველაზე დიდი გულშემატკივარი? ვინ გეხმარება ცხოვრებისეული სირთულეების გადალახვაში?

- ჩემი დედიკო და დეიდები. დედა ჯერ ძალიან ახალგაზრდაა და ყველაფერში მხარში მიდგას. თავიდან არ უნდოდა, მოდელი ვყოფილიყავი, მაგრამ ახლა უკვე კმაყოფილია ჩემი გადაწყვეტილებით, ხედავს ჩემს მიღწევებს და იმასაც, თუ როგორ მახარებს და მაბედნიერებს ეს საქმე. უხარია ჩემი წარმატებები!

- ალბათ, უამრავი თაყვანისმცემელი გყავს. როგორ გამოხატავენ ისინი შენდამი სიმპათიას?

- დიახ, ბოლო დროს თაყვანისმცემლების რაოდენობა გაიზარდა. ქუჩაში უკვე ბევრი ადამიანი მცნობს, სოციალურ ქსელებშიც ჩემს გამარჯვებას კარგი გამოხმაურება მოჰყვა. ჩემთვის უცნობი ადამიანები აზიარებდნენ ჩემს ფოტოებს, სტატიებს, რაც ძალიან ბედნიერს მხდის.

- თავად როგორი მამაკაცები მოგწონს? რა შეიძლება დათმო სიყვარულის გამო?

- მომწონს რეალიზებული და კარგად აღზრდილი მამაკაცები, რომლებიც თავიანთი საქმით არიან დაკავებულები, ისახავენ მიზნებს და წარმატებით აღწევენ კიდეც მათ. მომწონს თავაზიანი, ემოციურად სტაბილური მამაკაცები, რომლებიც პატივს სცემენ დროს, საკუთარ თავს და ადამიანებს. არ ვიცი, სიყვარულის გამო შეიძლება თუ არა რამე დავთმო, ახლა კი არაფრის დათმობა არ მინდა! შეიძლება, იმიტომ, რომ არავინ მიყვარს.

- როგორი მამაკაცი წარმოგიდგენია შენ გვერდით?

- მიზანდასახული ვარ. არას­დროს ვნებდები. რაც მინდა, იმას ყოველთვის ვაღწევ. გვერდით ვერ ავიტან მამაკაცს, რომელიც სულ წუწუნებს და თავის წარუმატებლობას სხვებს აბრალებს. მამაკაცი, რომელიც ჩემ გვერდით იქნება, ძალიან ძლიერი და წარმატებული უნდა იყოს. ვაფასებ ისეთ ადამიანებს, რომლებიც ნულიდან იწყებენ ყველაფერს და მიზნის მისაღწევად უკან არ იხევენ. ამასთან, ძალიან რომანტიკული, მზრუნველი და ყურადღებიანი უნდა იყოს და უზომოდ ვუყვარდე.

- რთულია შენი გულის მოგება...

- ყოველ შემთხვევაში, იოლი ნამდვილად არ არის (იღიმის). განწყობის საკითხია, ერთი ადამიანის ნათქვამმა თუნდაც, ერთმა სიტყვამ შეიძლება გამაბედნიეროს და სხვა ადამიანის მოძღვნილი მთელი პოემა გულთან ახლოს ოდნავადაც ვერ მოვიდეს.

- შენმა რჩეულმა საყვარელი საქმიანობა რომ აგიკრძალოს, რას იზამ?

- ცხოვრებაში ყველას აქვს თავისი როლი და ადგილი. არ იქნება სწორი, რომ მთხოვოს საქმისთვის თავის დანებება.

- რამდენჯერ გყვარებია?

- ჩემთვის სიყვარული არის ერთხელ და სამუდამოდ! ვფიქრობ, ჯერ არ მწვევია ნამდვილი სიყვარული. იყო დრო, როცა მეგონა, ვიპოვე ის ერთადერთი, მაგრამ სამწუხაროდ, შევცდი და წელს, 3-წლიანი ურთიერთობის შემდეგ დავშორდით. ამის გამო დღეს ძალიან მიჭირს გადაწყვეტილების მიღება, მშობლების მაგალითის კვალობაზეც, ურთიერთობისადმი ჩემი შეხედულება ცოტა არ იყოს სკეპტიკურია. პროფესიიდან გამომდინარეც, როდესაც ვინმე მელაპარაკება, მის მოტივს ვხვდები. ალბათ, ძალიან გულწრფელი უნდა იყოს, რომ დავიჯერო.

- ...და რა იყო დაშორების მი­ზეზი?

- მნიშვნელოვანი არაფერი მომხდარა. უბრალოდ, ურთიერთობას არ ჰქონდა მომავალი, არ ვითარდებოდა და შეწყდა.

- რას აკეთებ იმისთვის, რომ მუდმივად ფორმაში იყო?

- ძალიან მიყვარს გემრიელი საჭმელები, თვითონაც ხშირად ვამზადებ. მიყვარს სამზარეულოში ფუსფუსი. მიხარია, რომ ეს ჩემს წონაზე არ აისახება, არ მეტყობა... თუმცა, გენეტიკის მადლობელი ვარ. მაინც ვფიქრობ, რომ მოდელისთვის აუცილებელია ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვა, სწორი კვება და ვარჯიში.

- რას ამზადებ ყველზე გემრიელს?

- ტოლმას, ყველანაირ წვნიანს, სალათებს. ყველას მოსწონს, ვინც მიირთმევს. მე კიდევ მიხარია და ვცდილობ, კიდევ უფრო გემრიელი რაღაცების მომზადება ვისწავლო.

- ხშირად ვარჯიშობ?

- დიახ, ვარჯიშის გარეშე სასურველ ფორმაში ყოფნა წარმოუდგენელია. მთავარი სურვილი და მონდომებაა, რომ ვარჯიში ცხოვრების წესად ვაქციოთ.

სოფო ჭონიშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (2)
20.12.2017
ბევრი მორელისაგან განსხვავებით მართლა მშვენიერი გოგოა,მე ძალიან მომწონს და გულითაც ვულოცავ გამარჯვებას.რაც მთავარია სილამაზესთან ერთად ჭკვიანიც ჩანს,განათლებულიც და დამოუკიდებელი აზროვნებისაც.ასე რომ წარმატებულ კარიერას და დიდ პირად ბედნიერებას გისურვებ,მერი. პ.ს.ამისთანა გოგო რომ გათხოვდება,ვიღაცა ხელმეორედ დაწერს ალბათ "მერის".
სოსო
19.12.2017
სიკეთე და გამარჯვება არ მოგიშალოს უფალმა.
ჩოგანა გორელი
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
დევი ხაჯიშვილი ბათუმში დაიბადა და გაიზარდა. იგი პატარაობიდან ამერიკაში ცხოვრებაზე ოცნებობდა.
ბალერინა თათა ჯაში მიიჩნევს, რომ "სასოწარკვეთილი დიასახლისების" მსგავსი სერიალის სიუჟეტისთვის, მისი ცხოვრება საინტერესო იქნებოდა.
მსახიობი ნიკა ნანიტაშვილი წლებია, მოზარდ მაყურებელთა თეატრში თამაშობს.
"გემრიელად ჭამაც მიყვარს და კერძის მომზადებაც"
რომანტიკულია, მაგრამ გრძნობების გამოხატვა უბრალოდ, არ ეხერხება. ჯიუტი და სანდოა.
ბოლო რამდენიმე დღეა, სოციალურ ქსელში აქტიურად ვრცელდება იუმორისტული სკეტჩები, რომლის ავტორიც და შემსრულებელიც გიორგი მღებრიშვილი გახლავთ.
მისი ხმა ხშირად ისმის რადიოდადგმებიდან. ახლახან, "სტუმარ-მასპინძელი" ჩაწერა მთლიანად.
"ფული, მატერიალური უზრუნველყოფა, წარმატება, პოპულარობა - ეს ყველაფერი დროებითი და წარმავალია...
სალომე ბაკურაძე: "თოვლის ბაბუს აივნიდან გადაგდება დაუპირა"
"მამაჩემის სახე რომ მქონოდა, ცნობილი ლამაზი ქალი ვიქნებოდი"
კვირის სიახლეები
რა შეიცვლება მომავალი წლიდან "მხრჩოლავი ჯიპების" ქალაქში?
ე.წ. ტექდათვალიერება საქართველოში 2018 წლიდან ამოქმედდება
1 კომენტარი
ექ­ს­კ­ლუ­ზი­უ­რი ქალ­თა ჰო­როს­კო­პი ანუ რა ელით ქა­ლებს 2018 წელს ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნის მი­ხედ­ვით
მე­გობ­რო­ბით დაწყე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა წლის ბო­ლოს შე­იძ­ლე­ბა ქორ­წი­ნე­ბის შან­სებ­ში გა­და­ი­ზარ­დოს
0 კომენტარი
მეუფე შიო - გამორჩეული მღვდელმსახური
როგორც საპატრიარქოში აცხადებენ, რამდენიმე დღეში წერილობით გაიწერება მისი უფლება-მოვალეობები
0 კომენტარი
ქალის სასტიკი ხვედრი "მესამე სამყაროში" - სულისშემძვრევლი ამბავი გაყიდულ შვილებზე
ავღანელი გოგონას უმძიმესი ცხოვრების ამბავი
13 კომენტარი
მა­ჩაბ­ლის იდუ­მა­ლე­ბით მო­ცუ­ლი ცხოვ­რე­ბა და გა­უ­ჩი­ნა­რე­ბა
"რუ­დუ­ნე­ბით შე­მო­ნა­ხუ­ლი მი­სი სა­მი ნეკ­ნი მთაწ­მინ­დას მი­ა­ბა­რეს..."
12 კომენტარი
"დრო ყველაფერს "ალაგებს"... - რაში გაუმართლა თინი გალდავას
როდესაც იცვლება შენი ფიქრები, მაშინვე იცვლება შენი ცხოვრებაც
1 კომენტარი
თემა, რომელზეც ილო ბეროშვილი საჯაროდ პირველად ალაპარაკდა
ილო ბეროშვილის "ფერისცვალება" და განცდა, რომელიც ხელახლა დაბადების ტოლფასია
14 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
 "შვი­ლი დღემ­დე არ მპა­ტი­ობს, რომ დე­და­სა და ქმარს სა­თა­ნა­დო ად­გი­ლი ვერ მი­ვუ­ჩი­ნე..."
"წი­თე­ლი" მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბა და და­კარ­გუ­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბა
4 კომენტარი
უძლური ქმრისა და 18 წლის ცოლის დავა - 11 წლის ასაკში გათხოვილი გოგონას უცნაური თავგადასავალი

უმოწყალესო ხელმწიფევ, ვეკრ­ძალვი და ვიშიშვი თუ ვითარ გავბედო ესე ვითარი მოხსენება
2 კომენტარი
კეთილ სიცრუეში გაზრდილი ქალის ცრემლები
ვერ დავუშვებდი ორმეტრიანი ბიძის უხმოდ გასვენებას

1 კომენტარი