სო­ფო გე­ლო­ვა­ნი დი­ასახ­ლი­სი­სა და კუ­ლი­ნა­რის ამ­პ­ლუ­ა­ში
font-large font-small
სო­ფო გე­ლო­ვა­ნი დი­ასახ­ლი­სი­სა და კუ­ლი­ნა­რის ამ­პ­ლუ­ა­ში
ნელ-ნე­ლა ვსწავ­ლობ და ვხვდე­ბი, რომ ქარ­თუ­ლი ღვი­ნო მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი რა­მაა


მომ­ღე­რა­ლი სო­ფო გე­ლო­ვა­ნი შე­მოქ­მე­დე­ბი­თად აქ­ტი­ურ ფა­ზა­შია - ახალ სიმ­ღე­რებს წერს; ცო­ტა ხნის წინ, სა­ბავ­შ­ვო "ევ­რო­ვი­ზი­ის" ჟი­უ­რი­ში ვი­ხი­ლეთ. პა­რა­ლე­ლუ­რად, სა­ო­ჯა­ხო საქ­მე­ებ­საც ჩვე­უ­ლე­ბი­სა­მებრ უძღ­ვე­ბა და ყუ­რადღე­ბას არც მე­უღ­ლე­სა და შვი­ლებს აკ­ლებს. გემ­რი­ე­ლი კერ­ძე­ბის მომ­ზა­დე­ბა მი­სი დი­ა­სახ­ლი­სუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლია. რო­გორც აღ­ნიშ­ნავს, გურ­მა­ნია, მაგ­რამ ეს მის ვი­ზუ­ა­ლურ მხა­რე­სა და წო­ნა­ზე არ აისა­ხე­ბა. ვარ­ჯიშ­სა და ჯან­საღ კვე­ბას დიდ მნიშ­ვ­ნე­ლო­ბას ანი­ჭებს. სო­ფო კუ­ლი­ნა­რი­ა­ზე, მოგ­ზა­უ­რო­ბა­სა და სა­ო­ჯა­ხო საქ­მი­ა­ნო­ბა­ზე გვე­სა­უბ­რე­ბა.


- ახალ სიმ­ღე­რებ­ზე ვმუ­შა­ობ. ვფიქ­რობ, სა­ინ­ტე­რე­სო გა­მო­ვა, რად­გან რე­ა­ლუ­რად, ეს მუ­სი­კა­ლუ­რი ექ­ს­პე­რი­მენ­ტი იქ­ნე­ბა. ვი­დე­ორ­გო­ლის გა­და­ღე­ბა­საც ვგეგ­მავ.

ოჯა­ხი და კუ­ლი­ნა­რია

- გურ­მა­ნი ვარ და გემ­რი­ე­ლი კერ­ძე­ბი მიყ­ვარს, პრე­ტენ­ზი­უ­ლი არ ვარ. რო­დე­საც ოჯა­ხი და შვი­ლე­ბი გყავს, ბუ­ნებ­რი­ვია, სა­დი­ლე­ბის კე­თე­ბა გი­წევს, სხვაგ­ვა­რად არც შე­იძ­ლე­ბა. ვცდი­ლობ, ჯან­სა­ღად ვიკ­ვე­ბოთ. სა­ყიდ­ლებ­ზე მე არ დავ­დი­ვარ. ოჯახ­ში ამ სა­კითხს მა­მა­კა­ცე­ბი აგ­ვა­რე­ბენ. ჩე­მი მე­უღ­ლე მა­ნე­ბივ­რებს - პრო­დუქ­ტის მო­ტა­ნა მას აბა­რია.

მა­მა­კა­ცუ­რი საჭ­მე­ლე­ბი
- რო­დე­საც დრო და შე­სა­ბა­მი­სი გან­წყო­ბა მაქვს, კერ­ძე­ბის მომ­ზა­დე­ბი­სას ექ­ს­პე­რი­მენ­ტებს სი­ა­მოვ­ნე­ბით ვა­ტა­რებ. ად­რე ცო­მე­უ­ლის კე­თე­ბა არ გა­მომ­დი­ო­და და ვთვლი­დი, რომ ეს სა­ჩე­მო საქ­მე არ იყო, მაგ­რამ ახ­ლა უკ­ვე ვის­წავ­ლე და ხა­ჭა­პურ­საც ხში­რად ვაცხობ, ნამ­ცხ­ვ­რებ­საც - კექსს, პი­ცას და ა.შ. სა­დი­ლე­ბის მომ­ზა­დე­ბა უკეთ გა­მომ­დის, მა­თი გემ­რი­ე­ლად შე­ზა­ვე­ბა, შე­ნე­ლე­ბა. დე­და მყავს კარ­გი კუ­ლი­ნა­რი და დღემ­დე ბევრ რა­მეს ვსწავ­ლობ მის­გან. რო­ცა რა­ღაც არ გა­მომ­დის, რჩე­ვებს მას ვე­კითხე­ბი. ხორ­ცე­ულ­თან შე­ხე­ბა ნაკ­ლე­ბად მაქვს, ჩემს მე­უღ­ლეს კარ­გად გა­მოს­დის მწვა­დის შეწ­ვა იქ­ნე­ბა ეს თუ სხვა, "მა­მა­კა­ცუ­რი საჭ­მე­ლე­ბის" მომ­ზა­დე­ბა. "სა­ლი­ან­კა", ქოთ­ნის ლო­ბიო, სა­ლა­თე­ბი, ყო­ველ­დღი­უ­რი სა­დი­ლე­ბი კი, რო­გორც მე­უბ­ნე­ბი­ან, გემ­რი­ე­ლი გა­მომ­დის. ახ­ლა სუ­შის კე­თე­ბა მინ­და ვის­წავ­ლო და ვნა­ხოთ, რა გა­მო­მი­ვა.


ცოლ-ქმრის ლა­მა­ზი ტრა­დი­ცია
- რო­ცა ოჯახ­ში სტუმ­რე­ბი მო­დი­ან და წვე­უ­ლე­ბა გვაქვს, ნო­დი ძა­ლი­ან მიწყობს ხელს, უყ­ვარს ამ სამ­ზა­დის­ში ჩარ­თ­ვა, სტუმ­რე­ბის მი­ღე­ბა და მათ­თ­ვის კერ­ძე­ბის ერ­თობ­ლი­ვად მომ­ზა­დე­ბა ორი­ვეს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად გვსი­ა­მოვ­ნებს. ვფიქ­რობ, ეს ერ­თ­გ­ვა­რი რი­ტუ­ა­ლი, ტრა­დი­ციაა ჩვენს ოჯახ­ში.

"კარ­გი ხე­ლის" ფე­ნო­მე­ნი

- დე­და ყვე­ლა­ფერს თვი­თონ აკე­თებ­და და ახ­ლა ვე­კითხე­ბი, რა­ტომ არ მას­წავ­ლი­დი-მეთ­ქი? თუმ­ცა, ისიც უნ­და აღ­ვ­ნიშ­ნო, რომ მე თვი­თო­ნაც არ მქონ­და ინ­ტე­რე­სი, სამ­ზა­რე­უ­ლო­ში შევ­სუ­ლი­ყა­ვი და ფუს­ფუს­ში ჩავ­რ­თუ­ლი­ყა­ვი. გათხო­ვე­ბის შემ­დეგ, სა­ჭი­რო­ე­ბამ რომ მო­ითხო­ვა, მა­შინ ვის­წავ­ლე. ალ­ბათ ესეც გე­ნე­ტი­კუ­რია, "კარ­გი ხე­ლის" ფე­ნო­მე­ნი მარ­თ­ლაც არ­სე­ბობს. დე­და­ჩე­მი წარ­მო­შო­ბით აჭა­რე­ლია და ძა­ლი­ან გემ­რი­ე­ლი საჭ­მე­ლე­ბი იცის, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი აჩ­მა გა­მოს­დის. მეც მინ­და ვის­წავ­ლო, მაგ­რამ ჯერ არ გა­მომ­დის, ძა­ლი­ან ძნე­ლი მგო­ნია...

პი­კან­ტუ­რი ეთი­ო­პია
- სხვა ქვეყ­ნე­ბის სამ­ზა­რე­უ­ლო­ე­ბი ძა­ლი­ან მომ­წონს, მაგ­რამ ამ­ს­ტერ­დამ­ში რომ ეთი­ო­პი­უ­რი სამ­ზა­რე­უ­ლო და­ვა­გე­მოვ­ნე, გა­მორ­ჩე­უ­ლად და­მა­მახ­სოვ­რ­და, სა­ო­ცა­რი კერ­ძე­ბი იყო, პი­კან­ტუ­რი არო­მა­ტით, ძა­ლი­ან ცხა­რე. ყო­ველ­დღი­უ­რად ვერ შე­ჭამ, მაგ­რამ შე­სა­ნიშ­ნა­ვია. იტა­ლი­უ­რი და ჩი­ნუ­რი სამ­ზა­რე­უ­ლო მიყ­ვარს და თბი­ლის­ში ხში­რად ვსტუმ­რობ შე­სა­ბა­მის რეს­ტორ­ნებს.

ახ­ლე­ბუ­რი "ყიყ­ლი­ყო"
- პუ­რი წვრილ კუ­ბე­ბად დავ­ჭ­რათ და ტა­ფა­ზე მცი­რე­ო­დენ კა­რაქ­ში დავ­ბ­რა­წოთ ორი­ვე მხრი­დან. კვერ­ცხი ცალ­კე ავ­თ­ქ­ვი­ფოთ და ტა­ფა­ში ისე ჩა­ვას­ხათ, რომ პუ­რის კუ­ბე­ბი არ დალ­ბეს, ზე­მო­დან არ და­ვას­ხათ და და­ბალ ცეცხ­ლ­ზე ცო­ტა ხან­საც გა­ვა­ჩე­როთ. გემ­რი­ე­ლი გა­მო­დის, ჩემს შვი­ლებს ძა­ლი­ან უყ­ვართ. ბლი­ნებ­საც ხში­რად ვა­კე­თებ, მაგ­რამ მი­სი მომ­ზა­დე­ბა ძა­ლი­ან მარ­ტი­ვია და ისე­დაც ყვე­ლამ იცის.

"ჩუ­მად შე­მო­პა­რე­ბუ­ლი" გვე­ლი
- მოგ­ზა­უ­რო­ბა ჩემ­თ­ვის ერთ-ერ­თი უპირ­ვე­ლე­სი ჰო­ბია, დიდ სი­ა­მოვ­ნე­ბას მა­ნი­ჭებს. ჩე­მი პირ­ვე­ლი მოგ­ზა­უ­რო­ბა ალ­ბათ რუ­სეთ­ში იქ­ნე­ბო­და, ბავ­შ­ვო­ბი­სას, შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა კი პა­რიზ­მა მო­ახ­დი­ნა. ზუს­ტად ისე­თი აღ­მოჩ­ნ­და, რო­გო­რიც წარ­მო­მედ­გი­ნა. ფრან­გუ­ლი სამ­ზა­რე­უ­ლოც ხომ შე­სა­ნიშ­ნა­ვია! პირ­ვე­ლად იქ გავ­სინ­ჯე ყვე­ლის წვნი­ა­ნი, ბლან­ტია, ახ­ლაც ვა­კე­თებ მდნა­რი ყვე­ლის­გან. ზუს­ტად ისე­თი არ გა­მომ­დის, მაგ­რამ მი­ახ­ლო­ე­ბით. იქ ეგ­ზო­ტი­კუ­რი კერ­ძე­ბიც და­ვა­გე­მოვ­ნე, ოღონდ ჩუ­მად "შე­მო­მა­პა­რეს" და სხვა­თა შო­რის, გემ­რი­ე­ლი აღ­მოჩ­ნ­და, ბა­ყა­ყის და გვე­ლის ხორ­ცი იყო. ჰო­ლან­დია, ამ­ს­ტერ­და­მი მიყ­ვარს. ლუქ­სემ­ბურ­გ­მა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მო­ახ­დი­ნა ჩემ­ზე, სი­ა­მოვ­ნე­ბით ვიცხოვ­რებ­დი იქ, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი კულ­ტუ­რაა, ქუ­ჩა­ში გა­დი­ხარ და სა­ო­ცა­რი ატ­მოს­ფე­როა. ერ­თი დღით ვი­ყა­ვი ჩა­სუ­ლი და ამ­ხე­ლა შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბი გა­მომ­ყ­ვა... სი­ა­მოვ­ნე­ბით წა­ვი­დო­დი კი­დევ.

ნაკ­ლებ­ხ­მა­უ­რი­ა­ნი გარ­თო­ბის მოყ­ვა­რუ­ლი მომ­ღე­რა­ლი
- გერ­მა­ნია მიყ­ვარს, ბერ­ლი­ნი. ალ­ბათ იმი­ტო­მაც, რომ იქ ჩე­მი და და ნა­თე­სა­ვე­ბი ცხოვ­რო­ბენ. დი­დი მე­გა­პო­ლი­სია, უამ­რა­ვი ტუ­რის­ტი ჩა­დის, კლუ­ბუ­რი ქა­ლა­ქია, რაც ჩემ­გან შორ­საა, მაგ­რამ მა­ინც ბევრ სა­ინ­ტე­რე­სო რა­მეს ნა­ხავ ბერ­ლინ­ში და ძა­ლი­ან მომ­წონს. ზოგა­დად, გარ­თო­ბა და ჭა­მა-სმა ყვე­ლა წვე­უ­ლე­ბა­ზე ერ­თ­ნა­ი­რა­დაა, ცეკ­ვა, სიმ­ღე­რა და ა.შ. მე ამის დი­დი მოყ­ვა­რუ­ლი არ ვარ. მირ­ჩევ­ნია, უფ­რო მყუდ­რო გა­რე­მო­ში, სა­მე­გობ­როს­თან, ვიწ­რო წრე­ში გა­ვერ­თო. თუმ­ცა, რო­ცა ასეთ ად­გი­ლებ­ში მი­წევს მოხ­ვედ­რა, ბუ­ნებ­რი­ვია, მეც ვცდი­ლობ, სი­ტუ­ა­ცი­ას შე­სა­ბა­მი­სად მო­ვერ­გო.
GzaPress
ბავ­შ­ვო­ბის მე­გობ­რე­ბის გემ­რი­ე­ლი ტრა­დი­ცია
- ჩვე­ნი სა­მე­გობ­როს ტრა­დი­ცი­ა­ზე უკ­ვე გვე­ცი­ნე­ბა - ეს არის სამ­ზა­რე­უ­ლო­ში შეკ­რე­ბა. მე და ჩე­მი ბავ­შ­ვო­ბის მე­გობ­რე­ბი ხში­რად ვიკ­რი­ბე­ბით და ჩვენს ამ­ბებს, ემო­ცი­ებს, გან­ც­დებს გან­ვი­ხი­ლავთ, გან­სა­კუთ­რე­ბით, ჩემს სამ­ზა­რე­უ­ლო­ში, ჩა­ი­ზე სა­უბ­რე­ბი ძა­ლი­ან გვიყ­ვარს. არ არ­სე­ბობს, გა­ვი­დეს ერ­თი წე­ლი და გო­გო­ნე­ბი სად­მე ერ­თად არ წა­ვი­დეთ და­სას­ვე­ნებ­ლად. ეს ტრა­დი­ცია გრძელ­დე­ბა და დი­დი იმე­დი მაქვს, რომ კი­დევ დიდ­ხანს გაგ­რ­ძელ­დე­ბა.

ვარ­ჯი­ში და ჯან­სა­ღი კვე­ბა - აუცი­ლე­ბე­ლი ყვე­ლა ქალ­ბა­ტო­ნის სი­ლა­მა­ზის­თ­ვის

- ზო­გა­დად არას­დ­როს მქო­ნია ჭარ­ბი წო­ნის პრობ­ლე­მა. თუმ­ცა, სი­გამ­ხ­დ­რის მი­უ­ხე­და­ვად, რო­დე­საც ორ შვილს აჩენ, გინ­და თუ არა, ფორ­მე­ბი მა­ინც იც­ვ­ლე­ბა. ამ ყვე­ლა­ფერს გა­ვუმ­კ­ლავ­დი და "ცეკ­ვა­ვენ ვარ­ს­კ­ვ­ლა­ვე­ბის" დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, გა­დავ­წყ­ვი­ტე, ის ფორ­მა და წო­ნა შე­მე­ნარ­ჩუ­ნე­ბი­ნა, რაც მქონ­და და მთე­ლი ზაფხუ­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში ვვარ­ჯი­შობ­დი, სწო­რად ვიკ­ვე­ბე­ბო­დი, დღეს კი ზუს­ტად ისეთ ფორ­მა­ში ვარ, რო­გო­რიც ბავ­შ­ვე­ბის გა­ჩე­ნამ­დე ვი­ყა­ვი. თურ­მე ეს შე­საძ­ლე­ბე­ლია! ვარ­ჯი­ში­თა და ჯან­სა­ღი კვე­ბით, არ არ­სე­ბობს, ეს ვერ შეძ­ლო. დი­დი მო­ტი­ვა­ცია მქონ­და.

"ქალ­ბა­ტო­ნებს ვუ­სურ­ვებ სიყ­ვა­რულს და მუ­დამ ფო­რმა­ში ყოფ­ნას!"
- ქალ­ბა­ტო­ნე­ბის­თ­ვის და ზო­გა­დად, ყვე­ლას­თ­ვის, ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია სუ­ლი­ე­რი სიმ­შ­ვი­დე, წო­ნას­წო­რო­ბა, ში­ნა­გა­ნი გან­წყო­ბა, ამი­ტომ მინ­და, მათ პირ­ველ რიგ­ში სიყ­ვა­რუ­ლი ვუ­სურ­ვო, ქა­ლი სიყ­ვა­რუ­ლის გა­რე­შე ცუდად იგ­რ­ძ­ნობს თავს... იქო­ნი­ონ სა­კუ­თა­რი საქ­მე და იყ­ვ­ნენ წარ­მა­ტე­ბუ­ლე­ბი, მაქ­სი­მა­ლუ­რი აკე­თონ და წარ­მა­ტე­ბა აუცი­ლებ­ლად მო­ვა! ასე­ვე, მთა­ვა­რია, მუ­დამ ფორ­მა­ში იყ­ვ­ნენ, არა მხო­ლოდ იმი­ტომ, რომ სხვას მო­ე­წო­ნოს ისი­ნი, არა­მედ იმი­ტომ, პირ­ველ რიგ­ში, მათ თვი­თონ მო­ე­წო­ნოთ სა­კუ­თა­რი თა­ვი, რა­თა თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლე­ბი და ლა­ღე­ბი იყ­ვ­ნენ.

"ქარ­თუ­ლი ღვი­ნო მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი რა­მა­ა"
- ბო­ლო დროს, ჩემ­მა ძმამ ღვი­ნის და­წურ­ვა და­იწყო და ნელ-ნე­ლა ხა­რის­ხი­ა­ნი ღვი­ნის ფა­სი, კარ­გი და ცუ­დი ღვი­ნის გარ­ჩე­ვა ვის­წავ­ლე. ღვი­ნის კულ­ტუ­რა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად შე­მო­ვი­და ჩვენს ოჯახ­ში. ყურ­ძ­ნის და­წურ­ვის პრო­ცესს მეც ვეს­წ­რე­ბი ხოლ­მე, მე­რე ვა­გე­მოვ­ნებთ, გან­ვი­ხი­ლავთ, ამ თე­მა­ზე ხში­რად ვსა­უბ­რობთ და ერ­თ­მა­ნეთს აზ­რებს ვუ­ზი­ა­რებთ - ვის რო­მე­ლი ღვი­ნო მოს­წონს. მა­რა­ნი ქა­ლაქ­გა­რეთ გვაქვს და იქ ბავ­შ­ვე­ბიც ხში­რად ჩამ­ყავს, ბი­ჭე­ბი ყურ­ძ­ნის და­წურ­ვის დროს გა­ლო­ბენ ხოლ­მე და ეს ძა­ლი­ან შთამ­ბეჭ­და­ვია. ად­რე, ღვი­ნო დი­დად არ მომ­წონ­და, მაგ­რამ ახ­ლა პი­რი­ქით, ჩემს საყ­ვა­რელ სას­მე­ლად იქ­ცა, ბევ­რ­ნა­ი­რი მომ­წონს - ჩი­ნე­ბუ­ლი, იგი­ვე, ჩი­ნუ­რი, რქა­წი­თე­ლი, ქინ­ძ­მა­რა­უ­ლი, ცო­ლი­კა­უ­რი, ძი­რი­თა­დად, თეთ­რი მშრა­ლი ღვი­ნო, გა­აჩ­ნია, კერ­ძ­საც, რას მი­ვირ­თ­მევთ. ამ ყვე­ლა­ფერს ნელ-ნე­ლა ვსწავ­ლობ და ვხვდე­ბი, რომ ქარ­თუ­ლი ღვი­ნო მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი რა­მაა. სი­ა­მოვ­ნე­ბა ბევ­რის და­ლე­ვით კი არა, ცო­ტას და­გე­მოვ­ნე­ბით უნ­და მი­ი­ღო.


თამ­თა და­დე­შე­ლი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ენერგიული თამარ მაყაშვილი შვილებზე, შვილიშვილებსა და მეუღლეზე
ნინი შერმადინისა და ეკა მგალობლიშვილის გულახდილი ინტერვიუ
როგორ უნდა იყოს ქალი მუდმივად ძლიერი და საინტერესო
"ქალური შური ხანდახან მძაფრად მიგრძნია"
ვისზე იყვნენ შეყვარებული ცნობილი ქართველი მამაკაცები
კვირის სიახლეები
"გმირია ქალი, რომელიც საცხოვრებლად მთაში წავიდა"
"ყველა ერთმანეთს მტრობს, ჭორავს - იშვიათად გაიგებ ტკბილ სიტყვას"
0 კომენტარი
ლაშა შუშანაშვილს საბერძნეთი საფრანგეთს გადასცემს - ქართველი "კანონიერი ქურდების" "შავი დღე" ევროპაში
საერთაშორისო სააგენტო Associated Press-ის ინფორმაციით, საბერძნეთის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, განახორციელოს ცნობილი ქართველი ავტორიტეტის ლაშა შუშანაშვილის საფრანგეთში ექსტრადიცია.
0 კომენტარი
"მწყემსმა თავად აჩვენა მაშველებს ის ადგილი, სადაც ბავშვის ცხედარი ჰქონდა გადამალული" - ვინ არის ხადას ხეობაში მოკლული ამერიკელი ცოლ-ქმარი
6 ივლისს მარნეულის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ამერიკელი ცოლ-ქმარი რაიან და ლორა სმიტები, 4 წლის ვაჟთან ერთად, დუშეთის რაიონის ხადას ხეობაში გაუჩინარდნენ.
0 კომენტარი
"მკვლელმა ლუკას დანა რამდენჯერმე დაარტყა და გაიქცა" - მესტიაში მომხდარი მკვლელობის დეტალები
მესტიაში ურთიერთშელაპარაკების შემდეგად 25 წლის ლუკა ფალიანი მოკლეს.
0 კომენტარი
"12 წლის ბიჭების ცხედრები წყალში ხელჩაჭიდებული იპოვეს"
SOS - ბოლო ორ თვეში 27 ადამიანი დაიხრჩო
2 კომენტარი
"ბრუტუსი, ანუ იულიუს კეისრის მკვლელობა" ახმეტელის თეატრში
"რამდენიმეწლიანმა კვლევამ მიჩვენა, რომ ის მოღალატე არ არის"
0 კომენტარი
ფულის შოვნის "თანამედროვე მეთოდები"
უმუშევრობის ფონზე ყველა თავისებურად ცდილობს ფულის შოვნასა და თავის გატანას, - გზები მრავალფეროვანია, გააჩნია, ვის როგორი ფანტაზია აქვს.
1 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
თანამედროვე მზევინარი და მთაში ნაპოვნი სილაღე...
რა პრობლემებს აწყდებიან რეგიონში ტურისტებთან ურთიერთობისას
0 კომენტარი
"ბრუტუსი, ანუ იულიუს კეისრის მკვლელობა" ახმეტელის თეატრში
"რამდენიმეწლიანმა კვლევამ მიჩვენა, რომ ის მოღალატე არ არის"
0 კომენტარი
ბავშვებად დარჩენილი მსახიობები
1946 წელს ქუთაისელმა ბავშვებმა დაუვიწყარი საჩუქარი მიიღეს - გაიხსნა თოჯინების თეატრი ღვინის ყოფილ სარდაფში.
0 კომენტარი
ნატუკა გულისაშვილის პროტესტი
"მეუბნებიან ხოლმე, მანქანას კაცივით ატარებო"
0 კომენტარი
"მამა "ჩარეცხილების" სიაშიც კი მოხვდა და პანთეონში მისი დაკრძალვა არც უფიქრიათ"
რამაზ ჩხიკვაძის შვილის გულახდილი ინტერვიუ
10 კომენტარი