რა ნათესაური კავშირი აქვს "მის საქართველოს" ცნობილ მოდელთან და ტელესახესთან - გზაპრესი

რა ნათესაური კავშირი აქვს "მის საქართველოს" ცნობილ მოდელთან და ტელესახესთან

"მის საქართველოს" წლევანდელი გამარჯვებული 24 წლის ნია წივწივაძე გახლავთ. მის შესახებ ბევრი საინტერესო რამ შევიტყვეთ და გადავწყვიტეთ, "მის საქართველო" მკითხველისთვისაც უკეთ გაგვეცნო...

- ჩემთვის "მის საქართველოს" სტატუსი, უპირველეს ყოვლისა, იმას ნიშნავს, რომ ჩემს ქვეყანას - საქართველოს წარმოვადგენ, რაც საოცრად საამაყო და რა თქმა უნდა, საპასუხისმგებლოა, რადგან ჩემი ქვეყნის წარდგენა "მის მსოფლიოზე" მომიწევს...A ასევე, დიდი სიხარულია, რადგან 3-თვიანი შრომა დამიფასდა და კონკურსის გამარჯვებული გავხდი.

- წინათ, "მის საქართველოს" კონკურსში მონაწილეობის სურვილი არ გაგჩენია?

- არა, სიმართლე გითხრათ, ამაზე არც მიფიქრია, რადგან მიუხედავად იმისა, რომ ბავშვობაში ვმოდელობდი (მოყვარულის დონეზე), სხვა სფერო მაინტერესებდა. ჩემთვის პრიორიტეტული მაინც სწავლა იყო, შემდეგ - მუშაობა. ამიტომ ასე ვთქვათ, ვერ მოვიცალე: უნივერსიტეტში სწავლა დავასრულე, მუშაობა დავიწყე, წელს კი ვგეგმავდი, რამე სხვა საქმე დამეწყო. მერე მეგობრებმა მითხრეს, - არ გინდა, "მის საქართველოზე" გახვიდეო? მეც ასე უცბად და მოუმზადებლად, კონკურსზე მოვხვდი.

- კონკურსში მონაწილეობამდე როგორი იყავი და ახლა როგორი ხარ?

- კასტინგის დღეს საკუთარი თავი რომ გავიხსენო და დღევანდელ "მეს" შევადარო, ორ, რადიკალურად განსხვავებულ ადამიანს ვხედავ.A ამ პერიოდმა საკმაოდ "გამზარდა". საკუთარ თავში Bბევრი ისეთი თვისება აღმოვაჩინე, რაც მეგონა, რომ მანამდე საერთოდ არ მქონდა. დავიხვეწე, თავის წარმოჩენა ვისწავლე, მივხვდი, რა მიხდება და რა - არა... დღეს საერთოდ სხვა ადამიანი ვარ.

- კონკურსისთვის მოსამზადებელ პროგრამაში კონკრეტულად, რა შედიოდა?

- ვარჯიში, ცეკვა, იოგა... მიუხედავად იმისა, რომ დატვირთული პერიოდი იყო, საერთოდ არ გამჭირვებია, რადგან კონკურსანტ გოგონებთან ურთიერთობა ძალიან სასიამოვნო იყო.

- როგორც ვიცი, ბათუმში იმ სასტუმროში იყავით, რომელიც დაიწვა. ალბათ, ხანძრისას ძალიან შეშინდით...

- საერთოდ, პანიკიორი არ ვარ, მაგრამ მერე, როცა კადრები ვნახე, მივხვდი, როგორ გაგვიმართლა. მადლობა ღმერთს, რომ სასტუმროს ტერიტორიაზე ყველაზე უსაფრთხო ადგილას აღმოვჩნდით - გოგონები ტერასაზე ვიყავით, სადაც სუფთა ჰაერს ვსუთქავდით. მთელი სასტუმრო კვამლში იყო გახვეული...

GzaPress

- სხვა დროს სახიფათო სიტუაციაში აღმოჩენილხარ? შენს სიცოცხლეს საფრთხე დამუქრებია?

- საბედნიეროდ - არა. ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც რთულ სიტუაციაში აღმოვჩნდი. დედაჩემი ბათუმში იყო. ხანძრის ამბავი ისე ვუთხარი, რომ არ შევაშინე - დედა, უბრალოდ, რაღაც ხანძარია, ისეთი არაფერია. თუ გინდა, აქ მოდი-მეთქი. მოვიდა და შემდეგ მიხვდა, როგორი სერიოზული ვითარება ყოფილა. კიდევ კარგი, რომ იქ იყო: რადგან ვიცოდი, დედა ქვემოთ მელოდებოდა, ეს ფაქტი უფრო მამშვიდებდა...

- აღნიშნე, ბავშვობაში ვმოდელობდიო. ამის შესახებ გვიამბე...

- 19-20 წლისა რამდენჯერმე "ფეშენ ვიკზეც" გამოვსულვარ, სერიოზული არაფერი ყოფილა. შემდეგ მივხვდი, რომ თუ გინდა, მოდელი იყო, ბევრ რამეზე უარი უნდა თქვა, მაგალითად - აქ ცხოვრებაზე და საზღვარგარეთ გაემგზავრო. მივხვდი, ეს ჩემი სფერო არ იყო და მოდელობაზე უარი ვთქვი.

- რა ფაკულტეტზე სწავლობდი, სად მუშაობ?

- ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტი დავამთავრე. საბავშვო გამომცემლობაში პიარ-მენეჯერად ვმუშაობ. პარალელურად, ჩემს ბლოგზე სტატიებს ვწერ. ჩემი Mბავშვობის ოცნება იყო, რომ წამყვანი ჟურნალისტი, მწერალი ან ბლოგერი ვყოფილიყავი. ვნახოთ, მომავალში რა იქნება - ამის მიღწევაში "მის საქართველოს" კონკურსი თუ დამეხმარება. 598 109 977

- ძირითადად, რა თემაზე წერ?

- თითქმის ყველაფერზე: მოგზაურობაზე, პირად გამოცდილებაზე... ბევრი ადამიანი მწერს, რომ კონკრეტულ სფეროში რჩევა მივცე. ყოველთვის ვცდილობ, ჩემი გამოცდილება და რჩევები მათ გავუზიარო.

- ყველაზე კომპეტენტური რომელ საკითხში ხარ?

- ალბათ, უფრო მოგზაურობაში, რადგან მოგზაურობა ძალიან მიყვარს და ვცდილობ, საზღვარგარეთ წელიწადში ერთხელ მაინც გავემგზავრო. მკითხველებს ვურჩევ, სხვადასხვა ქალაქში რომელი ადგილი მოინახულონ, რაც მოგზაური ადამიანისთვის საინტერესოა.

- შენთვის ყველაზე შთამბეჭდავი მოგზაურობა გაიხსენე...

- ალბათ, ბარსელონაში მოგზაურობა ყველაზე შთამბეჭდავი იყო, რადგან ფეხბურთის სფეროში ბავშვობიდან "ბარსელონას" ვგულშემატკივრობ. "კამპ ნოუზე" პირველად წავედი და ჩემპიონთა ლიგისთვის ჩემი საყვარელი კლუბის თამაშს დავესწარი - ბავშვობის ოცნება ავიხდინე.

- განსაკუთრებულად საყვარელი, ფავორიტი ფეხბურთელი თუ გყავს?

- ჩემი შეყვარებულის მერე, ალბათ, ლეო მესის დავასახელებ (იცინის).

- მესისთან შეხვედრის შესაძლებლობა რომ გქონოდა, რას ჰკითხავდი? თქვენი შეხვედრა როგორ წარმოგიდგენია?

- ალბათ, ვკითხავდი, ამხელა წარმატების მიღწევა როგორ შეძლო, რადგან როგორც ვიცი, არგენტინის ერთ პატარა სოფელში გაიზარდა, დღეს კი ალბათ, ყველამ იცის, როგორი წარმატებული ფეხბურთელია.

- საქართველოში გამართულ საქველმოქმედო მატჩს თუ დაესწარი?

- კი, თამაშზე ვიყავი. ეს მატჩი ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან საამაყო იყო, რადგან მთელი მსოფლიო თვალს ადევნებდა და იცოდა, რომ თამაში თბილისში იმართებოდა.

- კარგი. მოდის სფეროზე საუბარს დავუბრუნდეთ: რომელი მოდელის კარიერაა შენთვის სამაგალითო?

- ბავშვობიდან ჩემი ფავორიტი ყოველთვის ჟიზელი იყო, რადგან ჯერ ერთი, გარეგნობით ძალიან მომწონს და თან, ვფიქრობ, რომ სამაგალითო ხასიათი აქვს. მოდელობა მხოლოდ სილამაზეს არ გულისხმობს: საკუთარი თავის წარმოჩენა უნდა შეგეძლოს და რაც მთავარია, კარგი ხასიათი გქონდეს, რადგან ბევრ ფოტოგრაფს ცოტათი "რთულ" გოგონებთან მუშაობა უჭირს. მიმაჩნია, რომ ჟიზელი გამორჩეულად კარგია: კარგ გარეგნობასა და ხასიათთან ერთად, განათლებულიც არის.

- როგორ ფიქრობ, სილამაზის მსოფლიო კონკურსებზე მხოლოდ სილამაზითა და ნიჭით გამარჯვება შესაძლებელია?

- სიმართლე გითხრა, იქ რა როგორ ხდება, ჯერ არ ვიცი - გამოცდილება არ მქონია, მაგრამ 1-წლიანი პერიოდი მაქვს, რომ მოვემზადო. თან, გავეცნო - გასულ წლებში "მის მსოფლიოს" კონკურსებზე როგორ გოგონებს ანიჭებდნენ უპირატესობას. ვფიქრობ, იქაც მნიშვნელოვანია, გოგონა ლამაზი, განათლებული და კომუნიკაბელური იყოს. ვცდილობ, ყველა პლუსი, რაც გამაჩნია, მაქსიმალურად გამოვიყენო, 1 წელიწადში ყველაფერი დავხვეწო...

- მოდელის კარიერის განვითარებას აპირებ?

- მიმაჩნია, რომ სამოდელო კარიერა და "მის საქართველოს" კონკურსი ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდება. ის ფაქტი, რომ "მის საქართველო" გახდი, არ ნიშნავს, აუცილებლად წარმატებული მოდელი უნდა იყო. პირველი, რაც ახლა მევალება, ის არის, რომ იმაზე უკეთესი ვიყო, ვიდრე გუშინ ვიყავი, დავიხვეწო და ბევრი ვისწავლო, რომ გაისად თავი კარგად წარმოვაჩინო. თუ ამაში სამოდელო სფერო და პოდიუმზე გამოსვლა ხელს შემიწყობს, რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებ.

- შენი ოჯახის წევრები ვინ არიან?

- მშობლები ჩემი პირველი გულშემატკივრები არიან, ნებისმიერ საქმეში, რაც უნდა წამოვიწყო, განსაკუთრებით - დედაჩემი. ის Dდიასახლისი გახლავთ - მთელი ცხოვრება მე და ჩემს ძმას დაგვითმო. მამაჩემს თავისი ბიზნესი აქვს. ძალიან ვმეგობრობთ. ფეხბურთი ორივეს ძალიან გვიყვარს. "ბარსელონა" მან შემაყვარა. თამაშებს ერთად ვუყურებთ ხოლმე. ჩემი ძმა წარმატებული კალათბურთელი და ნაკრების წევრია. ჩემი რძალი (ძმის ცოლი) - მანიკა ასათიანი დად მიმაჩნია. თითქმის სულ ერთად ვართ. რაც მთავარია, ყოველთვის მხარში მიდგას, მეხმარება. თან, მანიკა ჩემზე ბევრად გამოცდილია და იცის, სად როგორ უნდა გამოვიყურებოდე. სხვათა შორის, მაკიაჟს თავად მიკეთებს ხოლმე. ისიც ჩემი პირველი გულშემატკივარია.

- "მის საქართველოს" კონკურსში მონაწილეობისკენ მან ხომ არ გიბიძგა?

- არა, რადგან მანიკამ იცის, ისეთი ტიპის ადამიანი არ ვარ, რომ სილამაზის კონკურსზე გავსულიყავი,M მაგრამ როდესაც ვუთხარი, - შეიძლება, "მის საქართველოში" მონაწილეობა მივიღო-მეთქი, ძალიან გაუხარდა. მგულშემატკივრობდა, რჩევებს მაძლევდა, ჭკუას მარიგებდა.

- შენი რჩეულის შესახებ გვიამბე...

- ნიკუშა ფეხბურთელია. მიუხედავად იმისა, რომ ფეხბურთი ძალიან მიყვარს, სპორტსმენი შეყვარებული არასოდეს მინდოდა, რადგან ვხედავდი, ჩემი ძმა როგორი დაკავებული იყო, მაგრამ ასე მოხდა: ერთმანეთი მოგვეწონა, შეგვიყვარდა და უკვე 2 წელია, ჩვენი ურთიერთობა გრძელდება...

- როგორც ვიცი, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, კონტრაქტით "მის საქართველოს" დაოჯახება გეკრძალება...

- დიახ, 1 წელი დაოჯახება არ შეიძლება, მაგრამ ჯერ არც ვაპირებთ: ნიკუშას თავისი პროფესია აქვს, მე - ჩემი. გვინდა, ორივემ ჩვენს კარიერას მივხედოთ, შემდეგ კი - რატომაც არა? ჯერ პატარები ვართ, დაოჯახება არ გვეჩქარება (იცინის)...

- ნია, "მის საქართველოზე" გამარჯვებას ელოდი?

- როდესაც კონკურსში მონაწილეობ, ცხადია, იმის მოლოდინი გაქვს, რომ შეიძლება, გაიმარჯვო, მაგრამ რომ გითხრა, დარწმუნებული ვიყავი, რომ "მის საქართველო" აუცილებლად მე გავხდებოდი-მეთქი, ასე არ ყოფილა, რადგან კონკურსში ძალიან მაგარი გოგონები მონაწილეობდნენ - "მის საქართველოზე" კონკურსანტების ასეთი კარგი ნაკადი, როგორიც წელს იყო, არ მახსოვს. Aამიტომ დარწმუნებული არ ვიყავი, მაგრამ სადღაც, გულის სიღრმეში მჯეროდა და წარმოვიდგენდი ხოლმე, რომ შეიძლებოდა, გამარჯვებული მე ვყოფილიყავი...

ეთო ყორღანაშვილი