ახა­ლი წე­ლი ოქ­როს­ფერ რეტ­რი­ვე­რებ­თან ერ­თად
font-large font-small
ახა­ლი წე­ლი ოქ­როს­ფერ რეტ­რი­ვე­რებ­თან ერ­თად
"ჩემ­თ­ვის ყო­ველ­თ­ვის ძაღ­ლის წე­ლია"


წი­ნა­სა­ა­ხალ­წ­ლოდ ალ­ბათ ხში­რად გა­ი­გო­ნებთ ფრა­ზებს: "ძაღ­ლის წე­ლი მო­დის", "ოქ­როს­ფე­რი ძაღ­ლის წე­ლი დგე­ბა" და ა.შ. ეს ასტროლოგიის მიმ­დე­ვარ­თა აქ­ტი­უ­რო­ბის დამ­სა­ხუ­რე­ბა გახ­ლავთ. თბი­ლის­ში ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი ოქ­როს­ფე­რი შე­ფე­რი­ლო­ბის უსაყ­ვარ­ლე­სი ცუ­გა - ბარ­ლი მსა­ხი­ობ გო­გა გვე­ლე­სი­ანს ჰყავს. თით­ქ­მის ოქ­როს­ფე­რია ბარ­ლის "ცო­ლი" - გა­ბიც... ცხა­დია, ამ ამ­ბავს ას­ტ­რო­ლო­გი­ას­თან სა­ერ­თო არა­ფე­რი აქვს, მაგ­რამ გო­გა გვე­ლე­სი­ა­ნი ახა­ლი წლის დღე­სას­წა­ულს ოქ­როს­ფე­რი რეტ­რი­ვე­რის ჯი­შის ოთხ­ფე­ხა მე­გობ­რებ­თან ერ­თად ხვდე­ბა. ცუ­გე­ბის ამ უსაყ­ვარ­ლეს წყვილს "გზის" მკითხ­ვე­ლე­ბი უკ­ვე იც­ნო­ბენ. წი­ნა­სა­ა­ხალ­წ­ლოდ გო­გას შე­ვეხ­მი­ა­ნეთ და მი­სი ბარ­ლი და გა­ბი მო­ვი­კითხეთ...



- ჩვენ­თ­ვის ეს წე­ლი მა­ტე­ბის იყო: ჩემს "ბიჭს" - ბარ­ლის უკ­ვე შვი­ლე­ბი და შვი­ლიშ­ვი­ლე­ბი ჰყავს, ჩემს "გო­გოს" - გა­ბის კი ბარ­ლის­გან შვი­ლე­ბი პირ­ვე­ლად შე­ე­ძი­ნა. ჩვენ­თ­ვის ეს დი­დი მოვ­ლე­ნა იყო. 7 ნო­ემ­ბერს გა­ბიმ 7 ლეკ­ვი და­ბა­და - 1 "ვაჟ­კა­ცი" და 6 "გო­გო". ყვე­ლა მათ­გა­ნი უკ­ვე და­ბი­ნა­ვე­ბუ­ლია და პატ­რო­ნე­ბი ჰყავთ. მოკ­ლედ, 2017 წე­ლი ჩვენ­თ­ვის ასე­თი სა­სი­ხა­რუ­ლო იყო. ასე­ვე, წელს გა­ბი სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მო­ფე­ნა­ზე "ჯუ­ნი­ორ ჩემ­პი­ო­ნი" გახ­და. ბარლი დი­დი ხა­ნია, ჩემ­პი­ო­ნია... წელს ბარ­ლის სა­ხე­ლო­ბის, ოქ­როს­ფე­რი რეტ­რი­ვე­რის ძაღ­ლ­სა­შე­ნიც და­ვა­არ­სე, სა­დაც ოქ­როს­ფე­რი რეტ­რი­ვე­რე­ბი და­ი­ბა­დე­ბი­ან...

- მგო­ნი, გა­ბი ოქ­როს­ფე­რი არ არის...

- კრე­მის­ფე­რი უფ­როა. ცო­ტა­თი უც­ნა­უ­რია: მშო­ბი­ა­რო­ბის მე­რე, გა­ბიმ უფ­რო ოქ­როს­ფე­რი შე­ფე­რი­ლო­ბა მი­ი­ღო. ბარ­ლის რაც შე­ე­ხე­ბა, ის ნამ­დ­ვი­ლი ოქ­როს­ფე­რია.

- ასტროლოგიის მიმ­დევ­რე­ბი რო­გორც ამ­ბო­ბენ, ოქ­როს­ფე­რი ძაღ­ლის წე­ლი დგე­ბა... ამის გა­მო, თქვენს ოთხ­ფე­ხა მე­გობ­რებს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ხომ არ ეპყ­რო­ბით?

- ჩემ­თ­ვის ყო­ველ­თ­ვის ძაღ­ლის წე­ლია, ჩე­მი ძაღ­ლე­ბის გა­მო. მათ ისე­ვე მო­ვეპყ­რო­ბი, რო­გორც - აქამ­დე. ისევ ისე­თი ახა­ლი წე­ლი თუ და­ბა­დე­ბის დღე ექ­ნე­ბათ, ისევ გა­ვა­სე­ირ­ნებ ყო­ველ სა­ღა­მოს... აბ­სო­ლუ­ტუ­რად ჩვე­უ­ლებ­რი­ვად ვიცხოვ­რებთ. სა­ერ­თოდ, ძაღ­ლი ერ­თ­გუ­ლე­ბის სიმ­ბო­ლოა. ნე­ბის­მი­ე­რი ძაღ­ლი ადა­მი­ა­ნის მი­მართ ერ­თ­გუ­ლია, ოქ­როს­ფე­რი რეტ­რი­ვე­რი კი ადა­მი­ან­თან გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა. სხვა ჯი­შის ძაღ­ლე­ბის პატ­რო­ნე­ბი ნუ მიწყე­ნენ, მაგ­რამ რაც კი ძაღლს და­დე­ბი­თი თვი­სე­ბე­ბი აქვს, ოქ­როს­ფერ რეტ­რი­ვე­რებს ის ორ­მა­გად აქვთ გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი.

- ახა­ლი წლის დღე­სას­წა­უ­ლის­თ­ვის რო­გორ ემ­ზა­დე­ბით?

- რო­ცა მცა­ლია, მა­შინ უფ­რო ვემ­ზა­დე­ბი. ახ­ლა სულ რე­პე­ტი­ცი­ე­ბი მაქვს. პა­რა­ლე­ლუ­რად, ლეკ­ვებ­ზე ვზრუ­ნავ და რო­გორ მო­ვემ­ზა­დე­ბი, არ ვი­ცი... ნაძ­ვის ხე გუ­შინ დავ­დ­გი.

- ბარ­ლის და გა­ბის ნაძვის ხეს­თან რო­გო­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა აქვთ, ხომ არ ერ­ჩი­ან?

- არა. საქ­მეც ამა­შია: ბევ­რი სხვა ჯი­შის ძაღ­ლე­ბის­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით, მათ იცი­ან, რი­თი შე­იძ­ლე­ბა თა­მა­ში და რი­თი - არა. ბარ­ლის და გა­ბის ლეკ­ვე­ბი ჯერ თვე-ნა­ხევ­რის არი­ან. მა­თი პატ­რო­ნე­ბი მი­რე­კა­ვენ და მწე­რენ - ასე­თი პა­ტა­რე­ბი ისე რო­გორ აღ­ზარ­დეთ, რომ მხო­ლოდ პამ­პერ­ს­ზე ისაქ­მე­ბე­ნო? ჯი­შია ასე­თი - მხო­ლოდ პამ­პერ­ს­ზე შარ­და­ვენ და არა - იატაკ­ზე.

- ახა­ლი წლის ღა­მეს სხვა­დას­ხ­ვა ასა­ფეთ­ქებ­ლის ხმა არ აფ­რ­თხობთ?

- ეს მათ­თ­ვის სტრე­სია. შე­სა­ბა­მი­სად, მეც სტრესს გან­ვიც­დი, მაგ­რამ რა ვქნა? ასა­ფეთ­ქებ­ლე­ბით ბავ­შ­ვე­ბიც ზი­ან­დე­ბი­ან: რამ­დე­ნი დამ­წ­ვ­რო­ბა და არა­სა­სი­ა­მოვ­ნო შემ­თხ­ვე­ვა ყო­ფი­ლა? სა­ერ­თოდ, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ამის შე­მო­ტა­ნა უნ­და აიკ­რ­ძა­ლოს - ჩვე­ნი ყურებიც და­ის­ვე­ნებს და ნაკ­ლე­ბი ხი­ფა­თიც იქ­ნე­ბა.

- თქვე­ნი ცუ­გე­ბის­თ­ვის სტრე­სის შემ­სუ­ბუ­ქე­ბას რო­გორ ცდი­ლობთ?

- იმ წუთ­ში გულ­მ­კერ­დ­ზე ვე­ფე­რე­ბი. მათ ენა­ზე ეს გამ­ხ­ნე­ვე­ბას ნიშ­ნავს. ბარ­ლის ძა­ლი­ან ეში­ნია, რად­გან ვიდ­რე საცხოვ­რებ­ლად ამ სახ­ლ­ში გად­მო­ვი­დო­დით, მა­ნამ­დე ნა­ქი­რა­ვებ ბი­ნა­ში, პირ­ველ სარ­თულ­ზე ვცხოვ­რობ­დით. ბავ­შ­ვებს ვთხო­ვე: ძაღლს ეში­ნია, ასა­ფეთ­ქებ­ლებს აქ ნუ ის­ვ­რით-მეთ­ქი. ბო­რო­ტი ბავ­შ­ვე­ბიც არ­სე­ბო­ბენ. ერთ-ერ­თ­მა ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი ბარ­ლის ოთახ­ში შე­მო­უგ­დო და აუფეთ­ქა. მას შემ­დეგ ბარ­ლის ძა­ლი­ან ეში­ნია...

- ხომ არ და­შა­ვე­ბუ­ლა?

- არა, მაგ­რამ ისე­თი სტრე­სი, ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ტრავ­მა მი­ი­ღო, რომ არ ვი­ცი, რა გითხ­რათ... სულ მა­გი­დის ქვეშ ან სადღაც იმა­ლე­ბა ხოლ­მე. ახ­ლა უკ­ვე ცო­ტა მხნედ არის. გა­ბის ისე ძა­ლი­ან არ ეში­ნია, რად­გან მის­თ­ვის ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი არ შე­მო­უგ­დი­ათ. ცო­ტა­თი კი ფრთხე­ბა, მაგ­რამ ორი­ვეს ვე­უბ­ნე­ბი: - არა­ფე­რია, ნუ გე­ში­ნი­ათ-მეთ­ქი... ახა­ლი წე­ლი ამი­ტომ არ უყ­ვართ.

- თქვე­ნი ოთხ­ფე­ხა მე­გობ­რე­ბი ვინ­მეს მეკ­ვ­ლე­ე­ბი თუ ყო­ფი­ლან?

- ერ­თხელ დო­ის მეკ­ვ­ლე ვი­ყა­ვით. პრინ­ციპ­ში, "მეკ­ვ­ლე­საც" ვერ ვიტყ­ვი - ბევ­რ­ნი მი­ვე­დით. მა­შინ ბარ­ლი პა­ტა­რა იყო... ალ­ბათ, წელს ჩვე­ნი მეკ­ვ­ლე­ო­ბა ბევრს მო­უნ­დე­ბა. 31 დე­კემ­ბერს შინ ერ­თი ლეკ­ვი გვე­ყო­ლე­ბა და მარ­ტო ვერ დავ­ტო­ვებთ.

- ლეკ­ვე­ბი ისევ შინ გყავთ?

- 3 მყავ­და. დღეს ერ­თი წა­იყ­ვა­ნეს. ერთს 30 იან­ვარს წა­იყ­ვა­ნენ, ერთს კი - 31 დე­კემ­ბერს (ვი­საც მიჰ­ყავს, სურს, შვილს ნაძ­ვის ხეს­თან, ყუთ­ში ლეკ­ვი და­ახ­ვედ­როს სა­ჩუქ­რად).

- ბარ­ლი და გა­ბი შვი­ლებ­თან გან­შო­რე­ბას არ გა­ნიც­დი­ან?

- ჯერ­ჯე­რო­ბით გა­ბი ვერ ხვდე­ბა, თუმ­ცა სულ ვფიქ­რობ­დი, ეზო­ში ჩა­მეყ­ვა­ნა, რო­ცა ლეკვს წა­იყ­ვან­დ­ნენ, მაგ­რამ პი­რი­ქით - ეს მის თვალ­წინ ხდე­ბო­და. თავ­და­პირ­ვე­ლად, ვერ მიხ­ვ­და, რა ხდე­ბო­და. დღეს კი, რო­ცა ლეკ­ვი წა­იყ­ვა­ნეს, გარ­კ­ვე­ულ მან­ძილ­ზე უკან გაჰ­ყ­ვა... ჯერ კი­დევ 2 ლეკ­ვი ჰყავს. რო­ცა პირ­ვე­ლი ლეკ­ვი წა­იყ­ვა­ნეს, გა­ბი­ზე მე­ტად მე გან­ვი­ცა­დე - თა­ვი ვერ შე­ვი­კა­ვე და ცრემ­ლე­ბი წა­მო­მი­ვი­და... ლეკ­ვე­ბის მოვ­ლას შრო­მა, ენერ­გია, დრო სჭირ­დე­ბა. ასე რომ, წე­ლი­წად­ში ერ­თხელ შვი­ლი­კო­ე­ბის გა­ჩე­ნა "მოგ­ვი­წევს", მე­რე კი - მა­თი გაშ­ვე­ბა-და­ბი­ნა­ვე­ბა...

- სა­ა­ხალ­წ­ლოდ, ცუ­გებს რა­ი­მე გან­სა­კუთ­რე­ბულ ნუგ­ბარს თუ სთა­ვა­ზობთ?

- ჩემს ცუ­გებს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ნუგ­ბა­რი თა­ვი­ანთ და­ბა­დე­ბის დღე­ზე აქვთ ხოლ­მე, თუმ­ცა ახ­ლაც შე­იძ­ლე­ბა, შევ­თა­ვა­ზო: ე. წ. ხბოს "ჩაშ­კე­ბი" უყ­ვართ - მათ­თ­ვის ეს ყვე­ლა­ზე დი­დი სა­ჩუ­ქა­რია.

- რამ­დე­ნი წე­ლია, რაც ახალ წელს ცუ­გებ­თან ერ­თად ხვდე­ბით?

- სა­ერ­თოდ, ცხოვ­რე­ბის სხვა­დას­ხ­ვა პე­რი­ოდ­ში, ძაღ­ლი ყო­ველ­თ­ვის მყავ­და. 19 იან­ვარს 6 წე­ლი გახ­დე­ბა, რაც ბარ­ლი მყავს. გა­ბი კი, და­ახ­ლო­ე­ბით 2 წე­ლია, რაც ჩვენ­თა­ნაა.

- წელს ბარ­ლის მეკ­ვ­ლე­ო­ბა მი­სი შე­ფე­რი­ლო­ბის გა­მო ხომ არ სურთ?

- არ ვი­ცი. ჯერ­ჯე­რო­ბით არა­ვის შე­მო­უ­თა­ვა­ზე­ბია, მაგ­რამ ბარ­ლის ისე­დაც, მეკ­ვ­ლე­ო­ბის გა­რე­შეც ეპა­ტი­ჟე­ბი­ან, თუმ­ცა ახ­ლა 2 ამ­ხე­ლა ძაღ­ლით და­პა­ტი­ჟე­ბა, ცო­ტა არ იყოს, რთუ­ლი საქ­მეა.

- წელს ბარ­ლის რა­მე გმი­რო­ბა ხომ არ ჩა­უ­დე­ნია?

- წელს - არა, მაგ­რამ ერ­თხელ 2 წლით უფ­როს ხვადს ეჩხუ­ბა - იმის გა­მო, რომ ხვა­დი "გო­გოს" ეჩხუ­ბე­ბო­და. სა­ერ­თოდ, ძაღ­ლებს შო­რის, "ბი­ჭი" "გო­გოს" არ ეჩხუ­ბე­ბა. რო­მელ "ბიჭ­საც" ბარ­ლი ეჩხუ­ბა, იმ წრე­ში ის იყო მთა­ვა­რი, მაგ­რამ მი­სი ად­გი­ლი უკ­ვე ბარ­ლის უკა­ვია - იქა­უ­რო­ბას დღემ­დე ბარ­ლი მარ­თავს...

- ანუ ახალ წელს ცუ­გე­ბის გა­რე­მოც­ვა­ში ხვდე­ბით, ხომ?

- აბა, რა! თავს აბ­სო­ლუ­ტუ­რად მშვე­ნივ­რად ვგრძნობ. თუ ვინ­მე მო­ვა, ძა­ლი­ან კარ­გი. თუ არა და - მე­რე, რა? გა­ნა რა არის ახა­ლი წე­ლი? ჩვენს ცხოვ­რე­ბას კი­დევ 1 წე­ლი აკ­ლ­დე­ბა და ეს გვი­ხა­რია... ერ­თ­გუ­ლე­ბა­ზე კარ­გი, ნამ­დ­ვი­ლი და ჭეშ­მა­რი­ტი არა­ფე­რია. თუ გვერ­დით ერ­თ­გუ­ლი ადა­მი­ა­ნი, მე­გო­ბა­რი გყავს, ჩათ­ვა­ლე, რომ ამის­თ­ვის ღირ­და და­ბა­დე­ბა და ცხოვ­რე­ბა... ვი­სურ­ვებ, 2018 წელს ერთგულება მო­ე­ტა­ნოს მათ­თ­ვის, ვი­საც ეს აკ­ლია; ვი­საც ამის და­ნაკ­ლი­სი არა აქვს, მათ ერ­თ­გუ­ლე­ბა უფ­რო გან­მ­ტ­კი­ცე­ბო­დეთ და გაძ­ლი­ე­რე­ბო­დეთ!..
- ბედ­ნი­ერ ახალ წელს გი­სურ­ვებთ!..


ეთო ყორ­ღა­ნაშ­ვი­ლი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
დევი ხაჯიშვილი ბათუმში დაიბადა და გაიზარდა. იგი პატარაობიდან ამერიკაში ცხოვრებაზე ოცნებობდა.
ბალერინა თათა ჯაში მიიჩნევს, რომ "სასოწარკვეთილი დიასახლისების" მსგავსი სერიალის სიუჟეტისთვის, მისი ცხოვრება საინტერესო იქნებოდა.
მსახიობი ნიკა ნანიტაშვილი წლებია, მოზარდ მაყურებელთა თეატრში თამაშობს.
"გემრიელად ჭამაც მიყვარს და კერძის მომზადებაც"
რომანტიკულია, მაგრამ გრძნობების გამოხატვა უბრალოდ, არ ეხერხება. ჯიუტი და სანდოა.
ბოლო რამდენიმე დღეა, სოციალურ ქსელში აქტიურად ვრცელდება იუმორისტული სკეტჩები, რომლის ავტორიც და შემსრულებელიც გიორგი მღებრიშვილი გახლავთ.
მისი ხმა ხშირად ისმის რადიოდადგმებიდან. ახლახან, "სტუმარ-მასპინძელი" ჩაწერა მთლიანად.
"ფული, მატერიალური უზრუნველყოფა, წარმატება, პოპულარობა - ეს ყველაფერი დროებითი და წარმავალია...
სალომე ბაკურაძე: "თოვლის ბაბუს აივნიდან გადაგდება დაუპირა"
"მამაჩემის სახე რომ მქონოდა, ცნობილი ლამაზი ქალი ვიქნებოდი"
კვირის სიახლეები
რა შეიცვლება მომავალი წლიდან "მხრჩოლავი ჯიპების" ქალაქში?
ე.წ. ტექდათვალიერება საქართველოში 2018 წლიდან ამოქმედდება
1 კომენტარი
ექ­ს­კ­ლუ­ზი­უ­რი ქალ­თა ჰო­როს­კო­პი ანუ რა ელით ქა­ლებს 2018 წელს ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნის მი­ხედ­ვით
მე­გობ­რო­ბით დაწყე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა წლის ბო­ლოს შე­იძ­ლე­ბა ქორ­წი­ნე­ბის შან­სებ­ში გა­და­ი­ზარ­დოს
0 კომენტარი
მეუფე შიო - გამორჩეული მღვდელმსახური
როგორც საპატრიარქოში აცხადებენ, რამდენიმე დღეში წერილობით გაიწერება მისი უფლება-მოვალეობები
0 კომენტარი
ქალის სასტიკი ხვედრი "მესამე სამყაროში" - სულისშემძვრევლი ამბავი გაყიდულ შვილებზე
ავღანელი გოგონას უმძიმესი ცხოვრების ამბავი
13 კომენტარი
მა­ჩაბ­ლის იდუ­მა­ლე­ბით მო­ცუ­ლი ცხოვ­რე­ბა და გა­უ­ჩი­ნა­რე­ბა
"რუ­დუ­ნე­ბით შე­მო­ნა­ხუ­ლი მი­სი სა­მი ნეკ­ნი მთაწ­მინ­დას მი­ა­ბა­რეს..."
12 კომენტარი
"დრო ყველაფერს "ალაგებს"... - რაში გაუმართლა თინი გალდავას
როდესაც იცვლება შენი ფიქრები, მაშინვე იცვლება შენი ცხოვრებაც
1 კომენტარი
თემა, რომელზეც ილო ბეროშვილი საჯაროდ პირველად ალაპარაკდა
ილო ბეროშვილის "ფერისცვალება" და განცდა, რომელიც ხელახლა დაბადების ტოლფასია
14 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
 "შვი­ლი დღემ­დე არ მპა­ტი­ობს, რომ დე­და­სა და ქმარს სა­თა­ნა­დო ად­გი­ლი ვერ მი­ვუ­ჩი­ნე..."
"წი­თე­ლი" მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბა და და­კარ­გუ­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბა
4 კომენტარი
უძლური ქმრისა და 18 წლის ცოლის დავა - 11 წლის ასაკში გათხოვილი გოგონას უცნაური თავგადასავალი

უმოწყალესო ხელმწიფევ, ვეკრ­ძალვი და ვიშიშვი თუ ვითარ გავბედო ესე ვითარი მოხსენება
2 კომენტარი
კეთილ სიცრუეში გაზრდილი ქალის ცრემლები
ვერ დავუშვებდი ორმეტრიანი ბიძის უხმოდ გასვენებას

1 კომენტარი