"პოპულარობა უნებურად, პირადი საქმეების მოგვარებაშიც გეხმარება..."
font-large font-small
"პოპულარობა უნებურად, პირადი საქმეების მოგვარებაშიც გეხმარება..."
"ფული, მატერიალური უზრუნველყოფა, წარმატება, პოპულარობა - ეს ყველაფერი დროებითი და წარმავალია... პოპულარობა ჩემი ცხოვრების მიზანი არასდროს ყოფილა", - ამბობს მოცეკვავე გიორგი გაჩეჩილაძე, რომელიც თვლის, რომ მთავარი წარმატება ჯერ კიდევ წინ აქვს, ერთ ადგილზე არასდროს ჩერდება.

- რას ნიშნავს შენთვის პოპულარობა?
- რთული სათქმელია, თუმცა შევეცდები, ავხსნა. პოპულარულობას აქვს თავისი პლუსები და მინუსები. პლუსი არის ის, რომ ხალხს უყვარხარ, ყველა გცნობს და შენს სფეროში უფრო მოთხოვნადი ადამიანი ხდები; მინუსი კი არის ის, რომ ისე ვერ ცხოვრობ, როგორც გინდა, რადგან გაქვს რიგი ვალდებულებები. წინააღმდეგ შემთხვევაში, სახელი შეგელახება.
- პირველად როდის იგრძენი, რომ პოპულარული ხარ?
- "ცეკვავენ ვარსკვლავების" პირველი "ლაივის" შემდეგ, მალევე ვიგრძენი ხალხის ყურადღება და სიყვარული.
- გიფიქრია, რომ იღბლიანი ადამიანი ხარ და საჭირო დროს საჭირო ადგილას აღმოჩნდი?
- კი, ვფიქრობ, ჩემს პოპულარობაში იღბალმაც დიდი როლი ითამაშა, მაგრამ გარდა ამისა, დიდი შრომის ფასადაც დამიჯდა ეს ყველაფერი. ზოგი ფიქრობს, რომ ცეკვა ძალიან ადვილია და შესაძლებელია, ამ საქმით ერთ ან ორ დღეში მიაღწიო წარმატებას. თუმცა, ადვილი ნამდვილად არ არის. ამისთვის საჭიროა ხანგრძლივი და თავდაუზოგავი მუშაობა, რა თქმა უნდა, თუ გინდა, მაღალ დონეზე იცეკვო. თუ სამოყვარულო დონითაც კმაყოფილდები, ამ შემთხვევაში ადვილია, რაც პროექტ "ცეკვავენ ვარსკვლავებმაც" დაამტკიცა.
- პოპულარობა შეიძლება იყოს ადამიანის მუდმივი მდგომარეობა?
- არა, რა თქმა უნდა. შეიძლება, საზოგადოების რაღაც ნაწილი გარკვეული პერიოდი გცნობდეს, მაგრამ ეს იმ შემთხვევაში, თუ მუდმივად ყურადღების ცენტრში ხარ; როგორც კი მოეშვები, ხალხიც დაგივიწყებს. ვფიქრობ, რომ არა ქალბატონი ლელა წურწუმია, რომელსაც სურდა ჩემთან ცეკვა, ალბათ ვერც გავიგებდი კასტინგის შესახებ. ასევე დამეხმარა მაშინდელი პროდიუსერი ნოე სულაბერიძე, რომელმაც ზუსტად იცის, როგორ "შეფუთოს" ადამიანი და წარადგინოს ტელემაყურებლების წინაშე და, რა თქმა უნდა, ჩემი მეწყვილე თიკო სადუნიშვილი, რომელიც მიტანდა დიდი ხნის განმავლობაში (იღიმის).
- კარგი გარეგნობა აუცილებელია იმისთვის, რომ სუპერპოპულარული იყო?
- არა, ნამდვილად არ ვფიქრობ ასე. მიმაჩნია, რომ პირველ რიგში, უნდა იყო შენი საქმის პროფესიონალი და მერე უკვე გარეგნობა, რა თქმა უნდა, გეხმარება წინსვლაში. თუმცა, გარეგნობაზე მთავარი ის არის, რომ უნდა იყო განსხვავებული.
- ყოველდღიურ ცხოვრებაში ისე თუ შეუშლია პოპულარობას ხელი, რომ გეთქვა: სჯობს, არ მიცნობდნენ...
- კი, ეს ხშირად მომხდარა. ბევრჯერ მნდომებია ჩემთვის, წყნარად ყოფნა, მაგრამ არც ერთხელ არ დამცალდა. ასევე, ხშირ შემთხვევაში, ბევრად ძვირი ღირს ჩემთვის მანქანის ნაწილები, ტანსაცმელი და ასე შემდეგ... ბოლოს უკვე ჭკუა ვისწავლე, წინასწარ შევარჩევ ხოლმე და მერე მეგობრებს ვუშვებ საყიდლად.
- ბევრისთვის პოპულარობა იმდენად საოცნებოა, რომ ყველაფერზე მიდის ამის გამო...
- ყველა ადამიანს თავისი ცხოვრება და ცხოვრების გზა აქვს. ჩემთვის არც საოცნებო ყოფილა პოპულარობა და დიდად არც ახლა მხიბლავს. რაც შეეხება სკანდალებით მიღწეულ მიზანს, ეს ჩემთვის ზედმეტად მიუღებელია, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, ყველა ადამიანს თავისებური ხერხი აქვს და მე ეს საერთოდ არ მაწუხებს.
- პოპულარობის ზენიტში მყოფს ,,თავში აგვარდნია"?
- საერთოდ, ისეთი ადამიანი ვარ, რომელსაც უბრალოება უყვარს, ამიტომ არასდროს არ მივარდება არაფერი თავში. ყველანი ადამიანები ვართ და არავის უნდა ვუყუროთ ზემოდან, რადგან ცხოვრება ისეთი რამ არის, რომ არასდროს იცი, როდის და სად აღმოჩნდები. თავდაჯერებულობას არც პოპულარულობამდე ვუჩიოდი და არც მას შემდეგ...
- პირად ცხოვრებაზე პოპულარობა ხშირად ცუდად მოქმედებს. შენ თუ გქონია დისკომფორტი ამ მხრივ?
- კი, მქონია. ხშირად ვგრძნობდი ადამიანებისგან, რომ იმიტომ მიმეგობრდებოდნენ ან იმიტომ იყვნენ ჩემთან ერთად, რომ პოპულარული ვიყავი. ჩემთვის ეს ცუდი რამ არის. ვერ ვიტან ფარს ხალხს.
- შენი აზრით, ბევრი ფულის ქონა - ეს უკვე წარმატებაა?
- კი, ეს ყველაფერი არის წარმატება, მაგრამ ბედნიერება ნამდვილად - არა. ბავშვურ ასაკში შეიძლება, მეც ვფიქრობდი, რომ ეს ბედნიერება იყო, მაგრამ წლები რომ გადის, ხვდები, რა არის რეალური ბედნიერება.
- და რა არის რეალურად ბედნიერება?
- ბედნიერებაა კარგი ოჯახი და კარგი მეგობრები!
- წარმატებული ადამიანი დამოუკიდებელია, თავდაჯერებული... ეს ყველაფერი ძალაუფლებასთან ასოცირდება?
- გააჩნია ძალაუფლებას რა კონ­ტექსტში გამოვიყენებთ... რაღაც დოზით, კი, არის.
- რა არის წარმატების მთავარი მოტივაცია?
- წარმატების მისაღწევად მთავარია გიყვარდეს საქმე, რომელსაც აკეთებ. ასევე თავდაუზოგავი შრომაა საჭირო.
- თავს წარმატებულ ადამიანად მიიჩნევ?
- დიახ, მივიჩნევ და ამავდროულად ვფიქრობ, რომ ყველაფერი ჯერ კიდევ წინ არის. მე ისეთი ადამიანი ვარ, რომელიც ერთი ადგილის ტკეპნით ვერ კმაყოფილდება.
- ამბობენ, რომ ყველაზე დიდი წინაღობა წარმატების მიღწევის გზაზე, თავად ადამიანია, რადგან მას ყოველთვის შეუძლია იპოვოს მიზეზი, თუ რატომ ვერ მიაღწია მიზანს... გქონია ასეთი წინაღობა საკუთარ თავთან?
- კი, მქონია და არაერთხელ. მიყვარს ჩემი საქმე და ყოველთვის ვცდილობ მიზნის მიღწევას, მაგრამ ზოგჯერ სიზარმაცეც მახასიათებს.
- წარმატება და გამართლება ერთმანეთთან დაკავშირებულია?
- დიახ, ყველა ვარიანტში დაკავშირებულია... იმიტომ, რომ თუ არ გაგიმართლა, ვერ მიაღწევ წარმატებას, ხოლო იმისთვის, რომ წამატებული იყო, შენი საქმიანობა უნდა წარუდგინო ფართო საზოგადოებას. გამართლების გარეშე შენი ნიჭი და პროფესიონალიზმი შესაძლოა, უაზროდ დაიკარგოს.
- თუ ხარ წარმატებული, პოპუ­ლარული და მატერიალურად უზრუნველყოფილი, უფრო იოლია წა­რ­მატებულად დაოჯახდე?..
- გააჩნია, წარმატებულ დაოჯახებას რას ვეძახით. თუ მატერიალურ მხარეს ვგულისხმობთ, ალბათ კი, რადგან მდიდარს მატერიალურად უზრუნველყოფილ წრეში გიწევს ტრიალი. თუ მეორე მხარეს გულისხმობთ, მაშინ ვფიქრობ, რომ წარმატებულად დაოჯახება ნიშნავს სიყვარულითა და ბედნიერებით სავსე ოჯახის შექმნას... აქ პოპუ­ლარულობა და მატერიალური უზრუნველყოფა არაფერ შუაშია, შეიძლება პირიქით, ეს ხელის შემშლელიც იყოს.
- პოპულარობის გამო, სკანდალში გახვეულხარ?
- არა, მსგავსი არაფერი მახსენდება, ჩემი პოპულარობა მშვიდობიანი გზით მიდის (იცინის).
- ოდესმე საკუთარი თავი შეგცოდებია?
- ახალგაზრდობაში ბევრჯერ შემცოდებია საკუთარი თავი. მერე მივხვდი, რომ ეს უარყოფითი ჩვევა არაფერში მარგია და მოვიშორე.
- პოპულარობა პირადი საქმეებ­ის მოსაგვარებლად გამოგიყენებია?
- მიზანმიმართულად არა, მაგრამ მგონია, რომ პოპულარობა მაინც თავისას შვრება და უნებურად, პირადი საქმეების მოგვარებაშიც გეხმარება.
- როგორ ფიქრობ, ე.წ. ცნობადობა თავისუფლებას ზღუდავს?
- დიახ, ვფიქრობ, რომ პოპულარობა ზედმეტად ზღუდავს თავისუფლებას. როდესაც პოპულარული ხარ, ბევრი რამის უფლებას აღარ აძლევ შენს თავს.
- წარმატება და პოპულარობა ცხოვრებას ამარტივებს?
- ზოგ შემთხვევაში ამარტივებს და ზოგ შემთხვევაში - ართულებს. გააჩნია, ვისთან გაქვს ურთიერთობა.
- ოდესმე შენზე წარმატებულ ადამიანთან გიცდია დამეგობრება?
- წარმატებულ ადამიანებთან დამეგობრება მიცდია, მაგრამ პოპულარულებთან - არასდროს.
- დაბოლოს, სიმდიდრე, პოპულარობა და წარმატება სოციალურ სტატუსს განსაზღვრავს?
- გვინდა თუ არ გვინდა დღევანდელ ცხოვრებაში ასეა და ეს ჩვენი სამწუხარო რეალობაა.
სოფო ჭონიშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
დევი ხაჯიშვილი ბათუმში დაიბადა და გაიზარდა. იგი პატარაობიდან ამერიკაში ცხოვრებაზე ოცნებობდა.
ბალერინა თათა ჯაში მიიჩნევს, რომ "სასოწარკვეთილი დიასახლისების" მსგავსი სერიალის სიუჟეტისთვის, მისი ცხოვრება საინტერესო იქნებოდა.
მსახიობი ნიკა ნანიტაშვილი წლებია, მოზარდ მაყურებელთა თეატრში თამაშობს.
"გემრიელად ჭამაც მიყვარს და კერძის მომზადებაც"
რომანტიკულია, მაგრამ გრძნობების გამოხატვა უბრალოდ, არ ეხერხება. ჯიუტი და სანდოა.
ბოლო რამდენიმე დღეა, სოციალურ ქსელში აქტიურად ვრცელდება იუმორისტული სკეტჩები, რომლის ავტორიც და შემსრულებელიც გიორგი მღებრიშვილი გახლავთ.
მისი ხმა ხშირად ისმის რადიოდადგმებიდან. ახლახან, "სტუმარ-მასპინძელი" ჩაწერა მთლიანად.
სალომე ბაკურაძე: "თოვლის ბაბუს აივნიდან გადაგდება დაუპირა"
"მამაჩემის სახე რომ მქონოდა, ცნობილი ლამაზი ქალი ვიქნებოდი"
კვირის სიახლეები
რა შეიცვლება მომავალი წლიდან "მხრჩოლავი ჯიპების" ქალაქში?
ე.წ. ტექდათვალიერება საქართველოში 2018 წლიდან ამოქმედდება
1 კომენტარი
ექ­ს­კ­ლუ­ზი­უ­რი ქალ­თა ჰო­როს­კო­პი ანუ რა ელით ქა­ლებს 2018 წელს ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნის მი­ხედ­ვით
მე­გობ­რო­ბით დაწყე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა წლის ბო­ლოს შე­იძ­ლე­ბა ქორ­წი­ნე­ბის შან­სებ­ში გა­და­ი­ზარ­დოს
0 კომენტარი
მეუფე შიო - გამორჩეული მღვდელმსახური
როგორც საპატრიარქოში აცხადებენ, რამდენიმე დღეში წერილობით გაიწერება მისი უფლება-მოვალეობები
0 კომენტარი
ქალის სასტიკი ხვედრი "მესამე სამყაროში" - სულისშემძვრევლი ამბავი გაყიდულ შვილებზე
ავღანელი გოგონას უმძიმესი ცხოვრების ამბავი
13 კომენტარი
მა­ჩაბ­ლის იდუ­მა­ლე­ბით მო­ცუ­ლი ცხოვ­რე­ბა და გა­უ­ჩი­ნა­რე­ბა
"რუ­დუ­ნე­ბით შე­მო­ნა­ხუ­ლი მი­სი სა­მი ნეკ­ნი მთაწ­მინ­დას მი­ა­ბა­რეს..."
12 კომენტარი
"დრო ყველაფერს "ალაგებს"... - რაში გაუმართლა თინი გალდავას
როდესაც იცვლება შენი ფიქრები, მაშინვე იცვლება შენი ცხოვრებაც
1 კომენტარი
თემა, რომელზეც ილო ბეროშვილი საჯაროდ პირველად ალაპარაკდა
ილო ბეროშვილის "ფერისცვალება" და განცდა, რომელიც ხელახლა დაბადების ტოლფასია
14 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
 "შვი­ლი დღემ­დე არ მპა­ტი­ობს, რომ დე­და­სა და ქმარს სა­თა­ნა­დო ად­გი­ლი ვერ მი­ვუ­ჩი­ნე..."
"წი­თე­ლი" მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბა და და­კარ­გუ­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბა
4 კომენტარი
უძლური ქმრისა და 18 წლის ცოლის დავა - 11 წლის ასაკში გათხოვილი გოგონას უცნაური თავგადასავალი

უმოწყალესო ხელმწიფევ, ვეკრ­ძალვი და ვიშიშვი თუ ვითარ გავბედო ესე ვითარი მოხსენება
2 კომენტარი
კეთილ სიცრუეში გაზრდილი ქალის ცრემლები
ვერ დავუშვებდი ორმეტრიანი ბიძის უხმოდ გასვენებას

1 კომენტარი