"სიჩქარესაც თავისებური სიგიჟე მოაქვს"
font-large font-small
"სიჩქარესაც თავისებური სიგიჟე მოაქვს"
მისი ხმა ხშირად ისმის რადიოდადგმებიდან. ახლახან, "სტუმარ-მასპინძელი" ჩაწერა მთლიანად. მსახიობი გივი ჩუგუაშვილი თეატრმა ბავშვობიდან გაიტაცა. პატარა იყო, როცა სახლის დიდ აივანზე ფარდა ჩამოკიდა, სცენა მოაწყო და "კაკო ყაჩაღი" დადგა. ტექსტი არც იცოდა, სამაგიეროდ, მონდომება არ აკლდა და "სპექტაკლიც" გამოვიდა. სკოლის დამთავრების შემდეგ თეატრალურ ინსტიტუტში ჩააბარა, მიშა თუმანიშვილის მოწაფე იყო. ეს გახლდათ პირველი ექსპერიმენტული ჯგუფი, სადაც მსახიობები და რეჟისორები ერთად სწავლობდნენ. გივი ჩუგუაშვილი პედაგოგის დამსახურებად თვლის იმას, რომ იგი თეატრის ფანატიკოსი (კარგი გაგებით) გახდა და სხვა აღარაფერზე უფიქრია.

თეატრის სიყვარულმა ყველაფერი გადაწონა
- მცხეთის რაიონში, სოფელ მუხრანში გავიზარდე, რომლის კულტურის სახლში სპექტაკლები ხშირად იმართებოდა. ჩვენთან ყოველ წელს ნიჭიერი მსახიობი გოგი ჩხაიძე ჩამოდიოდა და მშვენიერ სპექტაკლებს დგამდა. არც ერთი წარმოდგენა არ გამიცდენია. მაინტერესებდა ყველაფერი, რეპეტიციაზე დასასწრებად ზოგჯერ სკოლიდანაც ვიპარებოდი. მერვე-მეცხრე კლასში ვიქნებოდი, როცა გოგი დგამდა სამსონიას პიესას "ჩემი შვილი სიმონი", რეპეტიციებს სისტემატურად ვესწრებოდი. პიესაში ერთ-ერთი გმირი 60 წლის კაცი იყო. ამ როლის შემსრულებელი ავად გახდა. გოგიმ მითხრა: მოდი, აბა, ვცადოთო. ერთხელ გავიარე რეპეტიცია - მოეწონა, მეორედაც "მოვსინჯე". პრემიერის დღე დადგა, გრიმი გამიკეთეს, პარიკი მომარგეს და 60 წლის კაცს დამამსგავსეს. დარბაზში უამრავი ხალხია, მოვიდა ფარდის გახსნის დრო. ბოლო მომენტში ისე შემეშინდა, რომ გამოვიქეცი. სცენაზე ძალით შემათრიეს, ფეხი შევდგი და ვითამაშე. მეორე დღეს სასწაული მოხდა, მთელი სოფელი სხვანაირად მხვდებოდა. ეს ისეთი უდიდესი ბედნიერება იყო, ამის მსგავსი მგონი, დღემდე არ მიგრძნია. მას შემდეგ, მხოლოდ თეატრზე ვფიქრობდი. თორემ მიყვარდა ტექნიკასთან ურთიერთობა, ელექტრობა მესმოდა. სკოლაში ფიზიკას კარგად ვსწავლობდი. არ ვტრაბახობ, ფიზიკის კაბინეტში ახალ აპარატურას ზოგჯერ ლაბორანტები ვერ აწყობდნენ და მე ამიწყვია. ტექნიკის მიმართ სიყვარული ჰობად დამრჩა, თეატრის სიყვარულმა ყველაფერი გადაწონა.

თავისუფლების "ფასი"
- ჩემი ერთ-ერთი ჰობია მოტოციკლები. ახლა იაპონური "იამაჰა" მყავს, ძალიან სწრაფია. მუხრანიდან თბილისში (დიღომში) 8 წუთში ჩამოვდივარ. იქიდან თეატრამდე ნახევარი საათი მაინც მინდა, საცობების გამო ტროტუარებზეც დავდივარ. 25 წლისა ვიყავი, როცა მსუბუქი მანქანა გავყიდე და პირველი მოტოციკლი, საბჭოთა "იჟი" ვიყიდე. როცა მოტოციკლზე ზიხარ, თითქოს მეტი თავისუფლება გაქვს, შიშს ვერ გრძნობ. სიჩქარესაც თავისებური სიგიჟე მოაქვს. ერთხელ "გავიშკურკე", ასე ეძახიან მთელი ტანით გასრიალებას. ძაღლი გადმომიხტა, დავამუხრუჭე და გადმოვვარდი. ფეხებზე კანი აღარ მქონდა, არადა, გადაღებებზე მივდიოდი ლევან თუთბერიძესთან. მაინც წავედი, მთაში ვიღებდით. ფეხი გამისივდებოდა, ჩამომიყვანდნენ თბილისში, სითხეს ამომიღებდნენ და უკან ვბრუნდებოდი. ასე 3-4-ჯერ განმეორდა.

"ყველა როლი და პრემიერა გამოცდაა"
- თეატრალური ინსტიტუტი დავამთავრე და რუსთავის თეატრში აღმოვჩნდი. იქ მოღვაწეობდნენ მარჯანიშვილის თეატრიდან წასული გიგა ლორთქიფანიძე და მსახიობები. ჩემთან მოვიდა ბატონი შოთა სხირტლაძე, რომელმაც მითხრა, - რუსთავის თეატრში უნდა მიგიღოთო. ეტყობა, თეატრმა შემარჩია. ძალიან კარგი პერიოდი იყო. ბინა არ მქონდა და საგრიმიოროში მეძინა. ღამე სცენაზე ავდიოდი - ჩემთვის რეპეტიციებს გავდიოდი, როლს ვთამაშობდი, ვითომ დარბაზში მაყურებელი იჯდა. ლამაზად მახსენდება ის დრო. პირველი ეპიზოდური როლი თამაზ მესხმა მომცა სპექტაკლში "მგლები", შემდეგ დადგმაში "ცილინდრი", ერთ-ერთი მთავარი როლი მანდო. საკმაოდ წარმატებული სპექტაკლი იყო. ასე რომ, სცენაზე ფეხი ამადგმევინა და გზა გამიკვალა რეჟისორმა თამაზ მესხმა.
მიყვარს თითოეული როლი, უარყოფითი თუ დადებითი. ყოველი როლის შემდეგ, თითქოს იზრდები. მსახიობისთვის ყველა როლი და პრემიერა გამოცდაა. საოცარი იყო ბატონი გიგა ლორთქიფანიძე, რომელიც როლის ისეთ ანალიზს გააკეთებდა და ისე მიგაგნებინებდა სახეს, წარმოუდგენელი იყო ვერ გეთამაშა. ინტელექტუალური რეჟისორი გახლდათ გია ანთაძე, მსახიობ ლეო ანთაძის ძმა, მასთან მუშაობის ბედნიერება მხვდა წილად.
დიდებულ სპექტაკლში - "ურიელ აკოსტა" დე სანტოსს ვთამაშობდი. ასეთი ღელვა და შოკური მდგომარეობა სპექტაკლის დაწყების წინ, არც ერთი სხვა წარმოდგენის დროს არ მქონია. ყველა დეტალი მათემატიკური სიზუსტით იყო გათვლილი. ძალიან რთულ წყევლის სცენაში, პატარა ნიუანსიც რომ დამკლებოდა, მორჩა, ყველაფერი დაირღვეოდა. ამ მონაკვეთს მუდამ თან ახლდა აპლოდისმენტები. ნატო მურვანიძეს უთქვამს ჩემთვის: ეს რა სპექტაკლია, ყოველ ჯერზე გული მისკდებაო. მართლაც, ასე იყო, გული გვისკდებოდა.
შარშან რეჟისორმა კოტე აბაშიძემ ქუთაისში მიმიწვია სპექტაკლზე - "ვთამაშობთ ჯინს". თავიდან უარს ვეუბნებოდი, მერე დავთანხმდი. ბედნიერი ვარ, რომ უნიჭიერეს ევა ხუტუნაშვილთან ერთად ვითამაშე და მისი პარტნიორი ვიყავი. კოტეს, როგორც რეჟისორის მუშაობის სტილი, მომეწონა. სიამოვნებით ვიმუშავებდი მასთან კიდევ. ისედაც, ქუთაისში ხომ ბრწყინვალე თეატრი და საოცრად თბილი ხალხია.

ჯაყო...
- მეუბნებიან, ჯაყოს როლი თქვენი სავიზიტო ბარათიაო. რა თქმა უნდა, ვეთანხმები. სპექტაკლით "ჯაყოს ხიზნები" უამრავი ქვეყანა მოვიარეთ და ყველგან აღფრთოვანებულები რჩებოდნენ. ეს წარმატება ეკუთვნოდა ყველას: ნანი ჩიქვინიძეს, ნოდარ მგალობლიშვილს, თემურ ჩხეიძეს... კიევში ფესტივალზე მარჯანიშვილის თეატრის მსახიობებს აჯილდოებდნენ. გამოაცხადეს: კოტე მახარაძე, სოფიკო ჭიაურელი, გივი ჩუგუაშვილი... გაკვირვებისაგან წამოვიძახე: მე-მეთქი? დარბაზი გაოცდა ჩემს რეაქციაზე (იცინის). ამ როლმა ჯილდოები და უამრავი წარმატება მომიტანა.
თეატრალურ ინსტიტუტში ბატონი მიშა თუმანიშვილის ჯგუფში ვსწავლობდი. მან შემოიღო ჩვენს შესაფასებლად "დაფნის გვირგვინი", რომელზეც ყოველი წლის ბოლოს, საუკეთესო როლის შემსრულებლის სახელი და გვარი იწერებოდა. ერთხელ, ინსტიტუტში სწავლის დროს დაწერა "დაფნის გვირგვინზე" თუმანიშვილმა ჩემი გვარი და მეორედ მაშინ, როცა ჯაყო განვასახიერე. ეს ჩემთვის უდიდესი შეფასებაა. თუმცა, გული მწყდება, რომ ვფიქრობ, კიდევ შემეძლო რამე მნიშვნელოვანის შექმნა, არ მინდა "გავიყინო". სამწუხაროდ, ესაა მსახიობის ბედი. სულ "ჯაყო, ჯაყო", - არ მინდა მესმოდეს. ეგოისტობად არ ჩამითვალოთ, მაგრამ ჩემი აზრით, "ჯაყოს ხიზნები", ისევე როგორც "ურიელ აკოსტა", უნდა დარჩენილიყო თეატრის რეპერტუარში, თუნდაც სხვა მსახიობების მონაწილეობით.

თეატრი დღეს
- მარჯანიშვილის თეატრში დიდი კრიზისი იყო და საქმე უკან-უკან მიდიოდა, სანამ ჩვენთან ლევან წულაძე არ მოვიდა. ჭოლამ უნიჭიერესი ახალგაზრდობა მოიყვანა და თეატრს სისხლი გამოუცვალა. მისი უზომოდ მადლიერი ვარ, რადგან ჩემს შემოქმედებას სხვა ელფერი მისცა. თუ ადრე როლებში, ვთქვათ, სულ ფაფახი მეხურა, მან სხვა ამპლუაში დამინახა. მისი მჯერა და მწამს, თეატრს უფრო დიდი წარმატებები ექნება. მან დადგა შესანიშნავი სპექტაკლი "უცხოობაში". ამ წარმოდგენით ახლახან იტალიაში ვიყავით გასტროლზე. წარმოუდგენელი რამ ხდებოდა - დარბაზში კიოდნენ მოწონების ნიშნად. ჭოლა სულ გაოცებს. მხიბლავს მისი რეპეტიციები, იუმორის გრძნობა.
მე და ჩემი შვილიშვილი - ანა ჩუგუაშვილი სპექტაკლ "დეკამერონში" ვთამაშობდით. ფინალურ სცენაში პატარა გოგონა, ჩემი ანა რომ გამოდიოდა, დარბაზი ტაშით ინგრეოდა. მაშინ 10 წლისა იქნებოდა, მერე წამოიზარდა და ჭოლას ვუთხარი, ის ეფექტი აღარა აქვს-მეთქი. სცენაზე გამოსვლამდე, სპექტაკლში ჩემი მოკვლის ეპიზოდს ანა კულისებიდან უყურებდა და ბებიას ეუბნებოდა, პაპიკოს მოკვლას ვერ ვუყურებო. თურმე, ისე ნერვიულობდა, ჩემმა მეუღლემ მანანამ მითხრა, ბავშვს გული ამოვარდნაზე ჰქონდაო.

"რა კარგი მონოლოგია!"
- "ოთხი შარვალი და ერთი ჩითის კაბა" გადაიღო რეჟისორმა ალეკო ნინუამ. ფილმის ერთ ეპიზოდში, სახურავის ქვეშ ვზივარ და ცირაზე ვყვები ამბავს. ამას წინათ ერთმა ადამიანმა სწორედ ეს მომენტი გაიხსენა და მითხრა: რა კარგი მონოლოგია, განსაკუთრებულად მომწონსო. არ მეგონა, ვინმეს თუ ახსოვდა. ფილმს სევდიანად ვუყურებ, ცრემლები მომდის ხოლმე, ბევრი გარდაიცვალა: რეჟისორი, ჩემი სამივე "ძმა" - ლეო ფილფანი, გივი ხახიძე, გეგა კობახიძე, ბესო ხიდეშელი. ფილმის გადაღებები ატენში გვქონდა. რეჟისორმა ისე მოაწყო, რომ "ძმები" ერთ ოჯახში ვცხოვრობდით და ლეო ფილფანი ცხოვრებაშიც უფროსი ძმა იყო, რომელიც ხან რას დაგვავალებდა და ხან - რას. რეალურად იმ სიტუაციაში ვიყავით, რაც ფილმს სჭირდებოდა. გეგა და მე სულ ერთად ვიყავით, კაცურად წავიდა ამ ქვეყნიდან. ვფიქრობ, მან ერი გამოაფხიზლა და, - სად ხართ, ხალხო, ნაჭუჭში ზიხართო, - გვითხრა.

"მუხრანი არის ჩემი სიცოცხლე"
- თუკი დრო მაქვს, მუხრანში ხშირად ჩავდივარ. ეზოს და ბაღს ზოგ მუხრანელზე უკეთესად ვუვლი. პაპაჩემს ფრანგული ჯიშის ყურძენი ჰქონდა გაშენებული, რომელიც შამპანურის მასალა იყო. ეს თხელკანიანი ჯიში თვითონ ბაგრატიონებმა ჩამოიტანეს საფრანგეთიდან და მუხრანში გაავრცელეს. ჯიშს ჭყაპას ეძახდნენ. ჩვენთან იმდენი ყურძენი მოდიოდა, რთველი ორი დღე გრძელდებოდა. მერე ცხვარი იკვლებოდა და საერთოდ, რაც საჭირო იყო, სრულდებოდა. მუხრანში დღესაც არსებობს ეს ჯიში, მაგრამ მე არა მაქვს. ვენახს მოვლა უნდა, პაპაჩემი 24 საათი შრომობდა, ბუნებასთან შერწყმული და თავის საქმეში გათვითცნობიერებული კაცი იყო. მუხრანი არის ჩემი სიცოცხლე. სოფელში მუშაობა მიყვარს და მეურნეობაც მაქვს.
ნანული ზოტიკიშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
დევი ხაჯიშვილი ბათუმში დაიბადა და გაიზარდა. იგი პატარაობიდან ამერიკაში ცხოვრებაზე ოცნებობდა.
ბალერინა თათა ჯაში მიიჩნევს, რომ "სასოწარკვეთილი დიასახლისების" მსგავსი სერიალის სიუჟეტისთვის, მისი ცხოვრება საინტერესო იქნებოდა.
მსახიობი ნიკა ნანიტაშვილი წლებია, მოზარდ მაყურებელთა თეატრში თამაშობს.
"გემრიელად ჭამაც მიყვარს და კერძის მომზადებაც"
რომანტიკულია, მაგრამ გრძნობების გამოხატვა უბრალოდ, არ ეხერხება. ჯიუტი და სანდოა.
ბოლო რამდენიმე დღეა, სოციალურ ქსელში აქტიურად ვრცელდება იუმორისტული სკეტჩები, რომლის ავტორიც და შემსრულებელიც გიორგი მღებრიშვილი გახლავთ.
"ფული, მატერიალური უზრუნველყოფა, წარმატება, პოპულარობა - ეს ყველაფერი დროებითი და წარმავალია...
სალომე ბაკურაძე: "თოვლის ბაბუს აივნიდან გადაგდება დაუპირა"
"მამაჩემის სახე რომ მქონოდა, ცნობილი ლამაზი ქალი ვიქნებოდი"
კვირის სიახლეები
რა შეიცვლება მომავალი წლიდან "მხრჩოლავი ჯიპების" ქალაქში?
ე.წ. ტექდათვალიერება საქართველოში 2018 წლიდან ამოქმედდება
1 კომენტარი
ექ­ს­კ­ლუ­ზი­უ­რი ქალ­თა ჰო­როს­კო­პი ანუ რა ელით ქა­ლებს 2018 წელს ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნის მი­ხედ­ვით
მე­გობ­რო­ბით დაწყე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა წლის ბო­ლოს შე­იძ­ლე­ბა ქორ­წი­ნე­ბის შან­სებ­ში გა­და­ი­ზარ­დოს
0 კომენტარი
მეუფე შიო - გამორჩეული მღვდელმსახური
როგორც საპატრიარქოში აცხადებენ, რამდენიმე დღეში წერილობით გაიწერება მისი უფლება-მოვალეობები
0 კომენტარი
ქალის სასტიკი ხვედრი "მესამე სამყაროში" - სულისშემძვრევლი ამბავი გაყიდულ შვილებზე
ავღანელი გოგონას უმძიმესი ცხოვრების ამბავი
13 კომენტარი
მა­ჩაბ­ლის იდუ­მა­ლე­ბით მო­ცუ­ლი ცხოვ­რე­ბა და გა­უ­ჩი­ნა­რე­ბა
"რუ­დუ­ნე­ბით შე­მო­ნა­ხუ­ლი მი­სი სა­მი ნეკ­ნი მთაწ­მინ­დას მი­ა­ბა­რეს..."
12 კომენტარი
"დრო ყველაფერს "ალაგებს"... - რაში გაუმართლა თინი გალდავას
როდესაც იცვლება შენი ფიქრები, მაშინვე იცვლება შენი ცხოვრებაც
1 კომენტარი
თემა, რომელზეც ილო ბეროშვილი საჯაროდ პირველად ალაპარაკდა
ილო ბეროშვილის "ფერისცვალება" და განცდა, რომელიც ხელახლა დაბადების ტოლფასია
14 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
 "შვი­ლი დღემ­დე არ მპა­ტი­ობს, რომ დე­და­სა და ქმარს სა­თა­ნა­დო ად­გი­ლი ვერ მი­ვუ­ჩი­ნე..."
"წი­თე­ლი" მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბა და და­კარ­გუ­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბა
4 კომენტარი
უძლური ქმრისა და 18 წლის ცოლის დავა - 11 წლის ასაკში გათხოვილი გოგონას უცნაური თავგადასავალი

უმოწყალესო ხელმწიფევ, ვეკრ­ძალვი და ვიშიშვი თუ ვითარ გავბედო ესე ვითარი მოხსენება
2 კომენტარი
კეთილ სიცრუეში გაზრდილი ქალის ცრემლები
ვერ დავუშვებდი ორმეტრიანი ბიძის უხმოდ გასვენებას

1 კომენტარი