"დიასახლისობა ძალიან პრესტიჟულია"
font-large font-small
"დიასახლისობა ძალიან პრესტიჟულია"
"გემრიელად ჭამაც მიყვარს და კერძის მომზადებაც" - კარგი დიასახლისი ვარ და ამას რომ ვამბობ, რატომღაც ყველას უკვირს. ალბათ, როდესაც ადამიანი ეკრანზე ჩანს, თავისი საქმე აქვს და აქტიურად ცხოვრობს, ჰგონიათ, რომ სამზარეულო მისთვის უცხოა. გემრიელად ჭამაც მიყვარს და კერძის მომზადებაც. თითქმის ყველაფრის გაკეთება მეხერხება, ევროპული და ქართული სამზარეულოს სინთეზი ყველაზე მეტად მომწონს. როდესაც გურმანი ხარ და გემრიელი საჭმლის გემო იცი, ექსპერიმენტებსაც არ მოერიდები და მარტივად შეუხამებ. როგორც ტანსაცმლის შერჩევისას ხვდები, რას რა უხდება, ასევეა კერძის მომზადებისასაც. როცა ჩემი მეგობრები იგებენ, რომ რაიმე განსხვავებულ სადილს ვამზადებ, მოდიან ხოლმე. ამბიციის გარეშე შემიძლია ეს ვთქვა, რადგან ცუდი რომ იყოს, ასეთი სიხარულით არ მოვიდოდნენ და არ დააგემოვნებდნენ.
- თუ ითვალისწინებთ რჩევებს ინტერნეტპორტალებიდან ან კულინარიული გადაცემებიდან?
- კი, ინტერნეტს ხშირად ვიყენებ. ბებიაჩემი ძალიან გემრიელ ნამცხვრებს აკეთებდა და მახსოვს, ბავშვობისას სულ ვეკითხებოდი რაღაცებს, მაგრამ სამწუხაროდ, ყველაფერი არ ჩამიწერია. გადმოცემით ვერ გამოაცხობ. ამიტომ, ახლა ინტერნეტს ვიშველიებ და რაღაცებს იქიდან ვსწავლობ.

"ძალიან უნდა მოინდომო, რომ იტალიაში ცუდ რესტორანში მოხვდე"
- ბევრ ქვეყანაში ვარ ნამყოფი და ყოველთვის ვცდილობ, იქაური ტრადიციული კერძი გავსინჯო, როგორც ჩვენთან ხაჭაპურსა და ხინკალს ეტანებიან. უფრო იტალიას გამოვარჩევდი, პასტა და ზღვის პროდუქტები ძალიან მიყვარს და იქ ამ ყველაფრის დიდი კულტურა აქვთ. ალბათ ძალიან უნდა მოინდომო, რომ იტალიაში ცუდ რესტორანში მოხვდე და საჭმელი უგემური იყოს. ასეთი რამ არსად შემხვედრია, ყველგან გემრიელია. საჭმელს ძალიან გემოვნებიანად აკეთებენ და არც ისე ბევრს, როგორიც ჩვენ ვიცით, ზომიერად ამზადებენ, მაგრამ ნოყიერია.

"ყველაფერს თავისი მომზადების წესი აქვს"
- ზღვის პროდუქტები იმდენად მიყვარს, ყველაფრის მომზადება ვიცი - თევზი იქნება, მოლუსკი თუ სხვა და ყველას თავისი მომზადების წესი აქვს, რომელიც აუცილებლად უნდა იცოდე. დროც უნდა დაიცვა. მაგალითად, კრაბებს ზედმეტი გადახარშვა არ უხდება. არც ზედმეტი ცხიმი. თევზეულის გარჩევის პრობლემა ყოველთვის მაქვს და ვცდილობ, ისე გავასუფთაო, რომ არ დაზიანდეს, ერთმა ადამიანმა, თევზის გარჩევის საინტერესო მეთოდი მასწავლა, ექსპერიმენტი ჩავატარე და კმაყოფილი დავრჩი. საჭმელად მენანებოდა, იმდენად ლამაზი გამოვიდა.
ადრე, მაკარონს მოხარშვისა და იმ წყლის გადაღვრის შემდეგ, ყოველთვის კარაქში შუშავდნენ, რაც არ შეიძლება. 8-10 წუთი უნდა იხარშებოდეს და პირდაპირ მიირთვა. ძალიან მოხარშული არ უნდა იყოს, რადგან კალორიული იქნება და გაასუქებს.

სოკოს წვნიანი
- ქართველებს წვნიანები ნაკლებად გვიყვარს, რუსეთში უფრო "პირველს" მიირთმევენ. თუმცა, ჩემს ოჯახში სოკოს წვნიანს ხშირად ვაკეთებ და ბავშვებიც გიჟდებიან, უპრობლემოდ მიირთმევენ. კარგად მოვხარშოთ ბრინჯი, მერე კარტოფილი და ცოტა რომ დარბილდება, სტაფილო ჩავახეხოთ. ტაფაზე, ცოტა ზეთში მოვშუშოთ სოკოს მარინადი ან თეთრი სოკო. მე მარინადს უფრო ვიყენებ და მერე, იმ მასაში ვურევ. ყველაფერი კარგად რომ მოიხარშება, სოკოსთვის განკუთვნილ ყველს ქვაბში ჩავუშვებ, ნელ-ნელა ვურევ, სანამ არ წამოდუღდება. როცა მიხვდებით, რომ მასა გაერთიანდა, მარილსა და პილპილს გემოვნებით დაამატებთ, ქურას გამორთავთ და მიირთმევთ. ძალიან გემრიელია.

"კრაბის" მომზადება
- "კრაბს" გემოვნების მიხედვით ვამზადებ. მე, მაკარონთან ერთად მიყვარს. შესაბამისად, ჯერ მაკარონს ვხარშავ, ყველაზე წვრილი რომელიც არის, დაახლოებით 8-9 წუთი ჰყოფნის. ამასობაში ტაფაზე ყველანაირ ზღვის პროდუქტს ვათავსებ, ვშუშავ ზეთში, ვუმატებ ნიორს, ცოტა ხახვს, ცოტაოდენ მწვანილს, პომიდვრის სოუსს. შევურევ მაკარონს და მართლაც ძალზე გემრიელი გამოდის.

"საოცრებებს" ვერასდროს გავსიჯავ"
- ბევრ ქვეყანაში ვარ ნამყოფი. სეიშელის კუნძულებზე ყოფნისას, მათი ტრადიციული საჭმელი გავსინჯე: ფენოვან ცომში გადახვეული მოშუშული ბოსტნეულის შიგთავსი, პიცას ჰგავდა, ოღონდ ღვეზელის მსგავსი. დიდად არ გავგიჟდი. მოლდავეთში ღომის მსგავსი კერძი აქვთ, რომელსაც ხელით ჭამენ, ოღონდ უფრო ფხვიერია და მოყვითალო ფერი აქვს, ძალიან გემრიელი იყო. აზიური ქვეყნების სამზარეულოდან მიყვარს სუში, იაპონური სამზარეულო. ერთადერთი, რასაც არასდროს და ვერასდროს გავსინჯავ, ტარაკანი, ხოჭო და სხვა "საოცრებებია". ამბობენ, ზოგში ბევრი კალციუმი ან ორგანიზმისთვის სასარგებლო სხვა ნივთიერებააო, მაგრამ არ მესმის, რა უნდა მოხდეს, რომ ის გავსინჯო? არც ცხვრის ხორცი მიყვარს... ვერც რძის პროდუქტებს ვჭამ, მათი გემოც არ ვიცი. არის რაღაცები, რასაც ვერ მივირთმევ. აზერბაიჯანი, ბაქო ძალიან მიყვარს და ხშირად ვსტუმრობ, უგემრიელესი საჭმელები აქვთ, მაგრამ ერთადერთი, რასაც ვერასდროს ვჭამ, ცხვარია. არადა, იქ უყვართ და ბევრი ტრადიციული საჭმელიც აქვთ. ერთადერთხელ დავაგემოვნე და ვთქვი, მეტჯერ ვეღარ გავსინჯავდი.

"ისეთი შესახედაობის ბისკვიტი მხვდება, მარტო მე ვჭამ"
- ტკბილეული ძალიან მიყვარს და სულ პრობლემა მაქვს... იცით ალბათ, ჩემი დიეტის ამბავი, მუდმივად დიეტაზე ვარ. თუმცა, რაღაც პერიოდში, ჩემს თავს ტკბილეულის ჭამის უფლებას ვაძლევ. ვგიჟდები, ისე მიყვარს. ტორტის გაკეთებაც მიცდია, ნამცხვრისაც, კექსისაც, კარგ მასას გავაკეთებ ხოლმე, მაგრამ რომ გამოვაღებ ღუმელს, ისეთი შესახედაობის ბისკვიტი მხვდება, მეცოდება და მერე მარტო მე ვჭამ (იცინის). ამიტომაც, ყიდვას ვამჯობინებ, მით უმეტეს, ყველგან იმდენად მრავალფეროვანი ასორტიმენტია, წვალებად აღარ ღირს.

გემრიელი საჭმელების სუნები
- საახალწლო დღესასწაულები ახლახან იყო. სულ ვამბობ, რომ ბავშვობის დროინდელი მოგონებებიდან, საახალწლო ფუსფუსი სულ სხვანაირი იყო-მეთქი. ახალი წლის ასოციაცია გემრიელი საჭმელების სუნებია, დედა და ბებო რომ აკეთებდნენ ხოლმე. ის სუნები ახლაც მახსოვს. ახლა, ჩემთან სახლში ამ ყველაფრის კეთება ძალიან მეზარება და გოზინაყსაც კი ვყიდულობ. ერთადერთი, საცივს მიკეთებს ხოლმე დედაჩემი, ძალიან გემრიელი გამოსდის. უძვლოდ შემწვარი ინდაური კარგი გამომდის და წელს მე გავაკეთე, ფოლგაში გახვეული. რაც არ მეზარება, იმას ვაკეთებ ხოლმე, განსხვავებულს. ის ფუსფუსი ახლა მაინც აღარ არის, როგორიც ადრე. მთელი ბავშვობა, ერთი სული მქონდა, ნაძვის ხეს როდის ავაწყობდი. ახლა უკვე ძალიან მეზარება. თანაც, ყოველ წელს, ახლიდან ვყიდულობ ყველა სათამაშოს, რადგან ბავშვები ანადგურებენ. აწყობიდან ერთ საათში ცარიელია ხოლმე, მხოლოდ ხელოვნური ყვავილები და ბაფთები რჩება. ამიტომ, ადრე რომ საკოლექციო და ძვირფას სათამაშოებს ვყიდულობდი, ახლა - აღარ, აზრი არა აქვს.

"ძალიან მეგოიმება, როცა ქალები საოჯახო საქმის არცოდნით ტრაბახობენ"
- არ მივეკუთვნები ისეთი ქალების კატეგორიას, რომლებიც ტრაბახობენ, რომ საოჯახო საქმე არ იციან და არ აკეთებენ. ეს ძალიან მეგოიმება, მართლა. ქალი რომ ამას ამბობს, მგონია, რომ ტრიპაჩობს და ძალით იქმნის კოსმოსიდან ჩამოფრენილის იმიჯს. "არ შემიძლია", არ არსებობს. მანქანასაც გავაკეთებ, თუ საჭიროება მოითხოვს, ბორბალსაც გამოვცვლი და კედელსაც შევღებავ. შესაბამისად, დაუთოებაც ვიცი, ტანსაცმლის რეცხვაც, ჭურჭლისაც და ა.შ. უბრალოდ, ღმერთის წყალობით, მყავს ადამიანი, რომელიც ამჟამად ამ ყველაფერში მეხიდება, ოთხ შვილთან ერთად, ამითაც რომ ვიყო დაკავებული, ფიზიკურად დრო არ მაქვს, ვერ ვასწრებ. თუმცა, როცა ჩემს ქმარს ან ბავშვებს უცებ რაღაც სჭირდებათ, აბსოლუტურად ჩვეულებრივად ვაკეთებ.

"დამიჯერეთ, ყველა მამაკაცს მაინც დიასახლისი მოსწონს"
- ქალბატონებს, უფრო მეტად კი პატარა გოგონებს, რომლებიც თავს იწონებენ, არაფრის კეთება შემიძლიაო, ვურჩევდი, გაითვალისწინონ და დამიჯერონ, რომ ყველა მამაკაცს მაინც დიასახლისი მოსწონს. თავიდან ბოლომდე ფქვილში ამოსვრილ და მოუვლელ ქალს არ ვგულისხმობ, თავი უნდა მოიწესრიგოთ, რა თქმა უნდა, საჭმელი გექნებათ გასაკეთებელი თუ ტანსაცმელი დასაუთოებელი, მერე კი დიასახლისის იმიჯი მოირგოთ, რომელიც ძალიან პრესტიჟულია. ყველა ქვეყანაში, სადაც არ უნდა ჩახვიდეთ, როდესაც ქალი თავის გაკეთებულ კერძებზე გპატიჟებს, ყოველთვის უფრო დასაფასებელია. დღეს ბევრად უფრო მარტივია, კარგი დიასახლისი იყო, რადგან ინტერნეტი გვაქვს და კერძების რეცეპტებით დაწყებული, ლაქების ამოყვანით დამთავრებული, ყველაფერზე შეგიძლიათ წაიკითხოთ რჩევა. ნახეთ, გაეცანით, ისწავლეთ კერძების მომზადება, მეტი დრო დაუთმეთ თქვენი თავის განვითარებას და რაც შეეხება დიეტას, კარგი დიასახლისობა არ ნიშნავს, რომ 220 კგ-ს იწონიდე. მეტი ზრუნვა საკუთარ თავზე! ელემენტარულად, თვალზე შავი ფანქარიც რომ გადაისვათ, უკვე სხვა შეხედულებას აძლევს ქალს და ამისი საშუალება ნამდვილად ყველას აქვს. ამიტომ, მთავარია მონდომება, საკუთარ თავზე მუშაობა და განვითარება! წარმატებებს გისურვებთ!
თამთა დადეშელი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
"ცხოვრებაში ყველაფერი რთულად "მეძლევა"...
"დედა ლავაშებს აცხობდა, მე კი მაღაზიებში ვარიგებდი..."
"ყოველ დილას მივდივარ და ნერგს ვაკვირდები: აბა, რა ქნა, გაიხარა?"
"რამდენიმე ათეული წელია ვცდილობ, მივუახლოვდე გალაკტიონის სულიერ იდუმალებას"
"ვატიკანას" პირადი ცხოვრება
"მრავალშვილიანებს სხვა პრივილეგიები უნდა მივანიჭოთ"
სოფო ბედია თავს იღბლიან ადამიანად მიიჩნევს
მოსწონს თუ არა გივის "მამალი ქალები"?
კვირის სიახლეები
ქართული ჭირი, უპასუხისმგებლო მშობლები და წახალისებული კრიმინალი
12 სადისტური ჭრილობა, მოკლული 16 წლის მოზარდი, უცნობი მკვლელი და 12 არასრულწლოვანი მოწმე, რომელიც გამოძიებასთან არ თანამშრომლობს.
0 კომენტარი
რატომ ტოვებენ ახალგაზრდები საქართველოს?
დასავლეთში ცხოვრება და "ამერიკული ოცნების" ასრულება დღეს უამრავი ადამიანის ოცნებაა.
0 კომენტარი
ზუგდიდში ძმამ და დაჭრა
ზუგდიდში, დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ეზოში ძმამ შელაპარაკების ნიადაგზე, სავარაუდოდ დანით, და დაჭრა.
0 კომენტარი
"შვილი გვყავს და მისი გულში ჩაკვრა არ შეგვიძლია" - პატარა მარიამს ჩვენი დახმარება სჭირდება
ბავშვის თვალებში ჩაბუდებულ ტკივილზე უარესი არაფერია ამ ქვეყნად, არც შვილის სენთან ბრძოლაში დამარცხებულ მშობლებზე სულისშემძვრელი...
0 კომენტარი
"ამბობენ, ბიუჯეტიდან გამქრალია დიდი ოდენობის თანხა, რამაც განსაკუთრებულად აღაშფოთა ივანიშვილი"
სახელისუფლო გუნდი გიორგი კვირიკაშვილის გადადგომის მიზეზად ქვეყანაში არასახარბიელო სოციალურ-ეკონომიკურ ვითარებას ასახელებს.
1 კომენტარი
რას ამბობდა ივანიშვილი და რა ინფორმაციები ვრცელდებოდა ივანიშვილის ოჯახთან ბახტაძის კავშირებზე?
იმ დროიდან მოყოლებული, რაც მამუკა ბახტაძე "საქრათველოს რკინიგზის" ხელმძღვანელად დაინიშნა, მუდმივად მიმდინარეობდა მითქმა-მოთქმა, რომ ის ბიძინა ივანიშვილის ოჯახთან მჭიდროდ იყო დაკავშირებული.
0 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ხელოვნური ინტელექტი - საფრთხე თუ სარგებელი
არჩილ ჭეიშვილს მსოფლიოს ტექნოლოგიურ რევოლუციაში საკუთარი წვლილი შეაქვს
0 კომენტარი
"რთულია მარტოხელა დედობა"
ექთანი - "მის მკერდის" სტატუსით
1 კომენტარი
"ამ ავარიამ ადამიანების ნამდვილი სახე დამანახვა..."
24 წლის გოგონას სევდიანი თავგადასავალი
7 კომენტარი