"უაზრო სკანდალებით გავხდი თავიდანვე ცნობილი"
font-large font-small
"უაზრო სკანდალებით გავხდი თავიდანვე ცნობილი"
რას ნანობს ქართველი ფოტომოდელი "პოპულარული სკანდალების ხარჯზე გავხდი, რასაც ამ ეტაპზე ძალიან ვნანობ... ადამიანები ჩვენს ცხოვრებას თავად განვკარგავთ და ამიტომ, მხოლოდ საკუთარ თავს უნდა მოვკითხოთ პასუხი ყველა ჩვენს საქციელზე", - ამბობს 21 წლის ფოტომოდელი ემილია სისაური.

- 21 წლის ვარ, საქართველოს ეროვნულ უნივერსტიტეტში ვსწავლობ ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე. ასევე, ვმონაწილეობ სხვადასხვა სატელევიზიო პროექტში და ვარ ფოტომოდელი.
- დიდი ხანია, რაც სამოდელო სფეროში ხარ?
- სამოდელო სააგენტოში დეიდამ შემიყვანა, მაშინ 17 წლის ვიყავი. სილამაზის კონკურსი "მის სკოლა" ტარდებოდა და მონაწილეობა მივიღე, "ვიცე მის სკოლა" გავხდი... მთელი ბავშვობა მომწონდა და მინდოდა მოდელობა. დეიდამ ამიხდინა ოცნება. მერე უკვე თავად გავიკვალე გზა. პოდიუმს ფოტომოდელობა ვამჯობინე, რადგან კამერები მიყვარს. თავიდან თამამი ფოტოებით დამიწყე, რადგან პოპულარობა მსურდა, მაგრამ ეს, რა თქმა უნდა, ოჯახმა არ მომიწონა. მათი აზრი გავითვალისწინე და იმიჯი შევიცვალე, ახლა რეკლამას ვუკეთებ სხვადასხვა პროექტს, ბრენდს და რაც მთავარია, ვაკეთებ იმ საქმეს, რაც ყველაზე მეტად მიყვარს.
- ამჟამად რამდენად პოპულარული ხარ?
- ყურადღების ცენტრში ყოფნა მიყვარს. მინდა გულწრფელად ვთქვა, რომ საქართველოში პოპულარობა მძიმე ხვედრია, რადგან ყველა ჩასაფრებულია, როდის რა შეგეშლება... კმაყოფილი ვარ, რომ ოცნება ავიხდინე, თავს ბედნიერად ვგრძნობ.
- იღბლიანი ხარ?
- დიახ, იღბლიანი ვარ, მაგრამ თუ არ იშრომე, ვერაფერს მიაღწევ, მით უმეტეს, რომ იმ სფეროში, რომელშიც ვსაქმიანობ, დიდი კონკურენციაა... იღბალიც საჭიროა. საქართველოში ჩემზე ბევრად ლამაზი გოგონებიც მინახავს, რომლებიც კადრს მიღმა არიან. პოპულარობის მიღწევა მარტივია, ყველაზე რთული მისი შენარჩუნებაა, რადგან მუდმივად უნდა აკეთო ისეთი რამ, რაც გამოგარჩევს და განსხვავებულს გაგხდის.
- ფიქრობ, რომ საჭირო დროს საჭირო ადგილზე აღმოჩნდი?
- ბანალურია, მაგრამ ზუსტად ასე იყო, საჭირო დროს საჭირო ადგილას აღმოვჩნდი. პოპულარულ ადამიანებთან ვმეგობრობდი, ესეც დამეხმარა წარმატების მიღწევაში. მათთან ერთად უფრო შესამჩნევი ხარ. ყველაზე მეტად, ჩემი სითამამე, რისკი და აქტიურობა დამეხმარა. გადაღებები ზოგჯერ დილის 8 საათზე მეწყებოდა და ღამის 3-4 საათზე შევდიოდი სახლში. ახლაც ასე ვარ, დაუღალავად ვშრომობ და მიხარია ეს ყველაფერი, რადგან ჩემი საქმე უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს.
- კარგი გარეგნობა აუცილებელია იმისთვის, რომ წარმატებული იყო?
- გააჩნია, რა სფეროში ხარ. სამოდელო ბიზნესში, რა თქმა უნდა, კარგი გარეგნობა აუცილებელია!
- შენს პროფესიულ საქმიანობას ყოველდღიურ ცხოვრებაში შეუშლია ხელი?
- კი, შეუშლია, თანაც არაერთხელ. სიმართლე გითხრა, ბევრი პრობლემაც მომიტანა ჩემმა პოპულარობამ, ოჯახში უთანხმოება მქონდა. კამერების წინ ჩემი სითამამე არ მოსწონდა დედას, ძმას, დეიდას, ბებოებს და ა.შ. გადაცემის ნახვის შემდეგ მირეკავდნენ, მლანძღავდნენ, მაგრამ მე მაინც ჯიუტად ჩემსას ვაკეთებდი და ამიტომ მოვედი აქამდე, თორემ რომ გავჩერებულიყავი, ყველას დავავიწყდებოდი... ჩემმა სითამამემ პრობლემები შემიქმნა პირად ცხოვრებაშიც: მამაკაცს, რომელსაც ვუყვარვარ, არ მოსწონს ჩემი ვულგარულად გამოჩენა, თუმცა, რაც გადამიღია და გამიკეთებია, ყველაფერს ესთეტიკურად ვაკეთებდი პროფესიონალ ადამიანებთან ერთად.
- ანუ გახდამ გაამართლა?
- გახდა - ეს ყველაზე მარტივი ხერხია პოპულარიზაციისთვის, მაგრამ გარეგნობა თუ ხელს არ გიწყობს, რამდენჯერაც გინდა გაიხადე, მაინც არაფერი გამოვა... მთავარია, შენს იმიჯს და კარიერას როგორ განავითარებ. წარმატების მთავარი ფორმულა რისკია, რისკის არ უნდა შეგეშინდეს და უნდა აკეთო ის, რასაც ინტუიცია გიკარნახებს. ხანდახან საჭიროა, რომ მხოლოდ შენს თავს უსმინო.
- ანუ შენმა თამამმა ფოტოება დისკომფორტი შეგიქმნა პირად ცხოვრებაში?
- დიახ, ახლაც დისკომფორტი მაქვს ამ მხრივ. ჩემს შეყვარებულს სულაც არ მოსწონს "გუგლში" ჩემი ნახევრად შიშველი ფოტოები რომ დევს და ეს ბუნებრივია... ჩემი ყველაზე დიდი შეცდომაც სწორედ ეს არის, რომ, როდესაც პოპულარობისკენ მივისწრაფოდი, მხოლოდ საკუთარ თავზე ვფიქრობდი და ამას ვერ ვპატიობ საკუთარ თავს და ვერც იმას, რომ ამის გამო ძმასაც ვაწყენინე.
- იმის გამო, რომ ლამაზი და წარმატებული ხარ, სხვებისთვის ზემოდან ყურება დაგიწყია?
- არასოდეს. მშობლებმა ისე გამზარდეს, რომ ზემოდან არავისთვის არ მეყურებინა და ამპარტავანი არ ვყოფილიყავი. ბავშვობიდან ჩამინერგეს, რომ ყოველი ადამიანი თანასწორია. მამას უყვარდა უბრალო ხალხი, ის ჩემთვის ყოველთვის მისაბაძი იყო და მეც ყველაზე მეტად, უბრალოებას ვაფასებ ადამიანში. როგორი უბრალოც ვიყავი, ასეთი ვარ ახლაც, ვერ ვურთიერთობ ამპარტავან ადამიანებთან.
- ვინ არის შენი შეყვარებული?
- სახელისა და გვარის დაკონკრეტება არ მსურს, არ მინდა ვიღაცები ცუდად ჩაერიონ ჩვენს საქმეში...
- ალბათ, უამრავი თაყვანისმცემელი გყავს...
- დიახ, თაყვანისმცემელები მყავს. ცოლიანი მამაკაცები მწერენ ხშირად, მე კი ვერ ვიტან ასეთ კაცებს, რადგან ვთვლი, რომ ისინი ორპირები არიან, ცოლებს ატყუებენ და ღალატობენ, მეცოდებიან ასეთი მამაკაცების ცოლები.
- შეყვარებული არ ეჭვიანობს?
- ჩემი შეყვარებული არ ეჭვიანობს, ყოველ შემთხვევაში, ჩემთან არ იმჩნევს...
- თავად თუ ხარ ეჭვიანი?
- მე ცოტა რთული ხასიათი მაქვს, ბევრ რამეს ვერ და არ ვპატიობ. ღალატისა და ტყუილის პატიებაზე აღარც ვლაპარაკობ. ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, გინდა ერთჯერადად უღალატია და გინდა რომანი გაუბამს. სადაც უნდობლობაა, იქ ყველაფერი აზრს კარგავს.
- თაყვანისმცემლები ძირითადად, რას გწერენ?
- რომ მოვწონვარ, გაცნობა უნდათ და მათ გვერდზე ყოფნას მთავაზობენ. ესენი არიან ძირითადად, ცნობილი ადამიანები, ცნობილი ქალბატონების ქმრები, პოლიტიკოსები... თუმცა, არც ერთს არ ვპასუხობ. თუ რომელიმე ზედმეტად შემაწუხებს, მერე უკვე ვეუბნები, რომ შეყვარებული მყავს და აღარ მწერენ.
- ახლო მომავალში დაქორწინებას ხომ არ გეგმავ?
- ჯერ 21 წლის ვარ და ვფიქრობ, ნაადრევია ამაზე ფიქრი. თუმცა, ყველაფერი კარგი მოულოდნელად ხდება. არ მიყვარს მომავლის დაგეგმვა, მივყვები ცხოვრების დინებას.
- თავს ძლიერ ადამიანად მიიჩნევ?
- ძლიერი რომ არ ვიყო, აქამდე ვერ მოვიდოდი. ყველაზე ძლიერი მაშინ ვარ, როცა ვგრძნობ, რომ ადამიანებს ვჭირდება. ვცდილობ, მათ მხარში ამოვუდგე და იმედი გავუმართლო.
- ჰოროსკოპით ვინ ხარ?
- ზოდიაქოს ნიშნით კურო ვარ, ჯიუტი და დიდი ნებისყოფის მქონე, ერთგული, გამტანი და ძლიერი ხასიათის. მიზანდასახულობა, თავდაჯერებულობა, რისკი და საკუთარი თავის რწმენა - ეს არის ჩემი თვისებები.
- როგორ ფიქრობ, მამაკაცი უნდა იყოს "ოჯახის თავი"?
- გენდერულ თანასწორობაზე თუ მეკითხებით, ოჯახში ქალსა და მამაკაცს შორის თანასწორუფლებიანობა დაცული უნდა იყოს. ურთიერთპატივისცემაა მთავარი. თუმცა, მამაკაცს ოჯახის მართვა უნდა შეეძლოს.
- როდის მიდის მამაკაცი ქალისგან?
- ყოველთვის, როდესაც ჩემი დაქალები რჩევას მეკითხებიან, სულ ვიმეორებ, რომ ჯერ საკუთარი თავი უნდა გიყვარდეს და მერე კაცი. როგორც კი უფრო მეტად შეიყვარებ, მისთვის მოსაბეზრებელი ხდები და აი, მაშინ "გიკიდებს".
- კაცის გამო გიტირია?
- მიტირია, თან არაერთხელ. ქალი ვარ, თან ძალიან ემოციური და ამაში სასირცხვილო არაფერია.
- ალკოჰოლი გიყვარს?
- ალკოჰოლი ჩემთვის უფრო კულტურაა, ვიდრე არაფხიზელი მდგომარეობის შეგრძნება. მიყვარს წითელი, ნახევრად ტკბილი ღვინო.
- იმედგაცრუება ხშირად გიგემია?
- კი, მიგემია. ადამიანები საკუთარ კონტაქტებს იყენებდნენ წარმატების მისაღწევად, მე კი ეს არასდროს გამიკეთებია და ამის გამო დავჩაგრულვარ. მწარედ მახსოვს, ერთ-ერთ კონკურსზე გასასვლელად ვემზადებოდი, ძალიან ბევრს ვშრომობდი, რომ წარმატებისთვის მიმეღწია და სწორედ მაშინ, სამოდელო სააგენტოს უფროსის მანქანაში, სადაც მე და ჩემი მეგობარი შემთხვევით აღმოვჩნდით, გადავაწყდით სიას, სადაც ეწერა სახელები და გვარები, ვის რა კატეგორიაში უნდა გაემარჯვა და ვინ ვერ გადავიდოდა მეორე ტურში. დეიდაჩემს დავურეკე ატირებულმა. დამამშვიდა და მთხოვა, არ მენერვიულა. მაშინ მივხვდი, რომ ხშირად, წარმატება ჩვენზე არ არის დამოკიდებული.
- ოდესმე სკანდალში გახვეულხარ?
- უაზრო სკანდალებით გავხდი თავიდანვე ცნობილი. საკუთარ თავზე ჭორები ხშირად გამიგონია, რისთვისაც ყურადღება დიდად არასდროს მიმიქცევია. მთავარია, ჩემს ოჯახს არ შეეხონ... ვიცი, ადამიანების ფანტაზიას საზღვარი არ აქვს.
- გიცდია ოდესმე ცნობილ ადამიანებს დამეგობრებოდი?
- არა, მაგრამ ისე მოხდა, სანამ პოპულარული გავხდებოდი, მანამდე ვმეგობრობდი ცნობილ ადამიანებთან და მერე, რა თქმა უნდა, სხვებიც გავიცანი. იმდენად ვერ ვიტან "შემეტენე" ადამიანებს, ვერც წარმომიდგენია, როგორ უნდა გქონდეს მცდელობა, არამცთუ პოპულარულ ადამიანს, არამედ ვინმეს ძალით ემეგობრო.
- შენი საქმიანობა მატერიალურად უზრუნველგყოფს?
- ფოტომოდელობოთ საქართველოში დიდ ფულს ვერ იშოვი. აი, მეორე პროფესიას როცა დავეუფლები, ჩემი აზრით, მერე მატერიალურად უზრუნველყოფილი ვიქნები.
სოფო ჭონიშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
"პოპულარობის გამოყენებას ყოველთვის ვერ ვახერხებ"
"ქუჩაში გასვლისას ყველა ფერს შევხარი, რაც კი ბუნებაშია"
ვინ ასაჩუქრებს ტკბილეულით მსახიობს
რა იციან და რა - არა ერთმანეთის შესახებ გიორგი ორბელაძემ და მისმა მეუღლემ
"ბიძინა ივანიშვილისა" და "სალომე ზურაბიშვილის" მხიარული ინტერვიუ
მძლეოსნობის ეროვნული ნაკრების წევრი, 29 წლის ნათია რიგიშვილი მრავალგზის ევროპის ჩემპიონია ბადროს ტყორცნასა და ბირთვის კვრაში.
როგორ აფასებს ნინო ჩხეიძის ცეკვას მისი ქმარ-შვილი
"ბატარეასავით ვარ, რომელიც იასთან დარეკვისას იმუხტება"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2527 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2654 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
0 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
2 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
0 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
0 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2438 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1201 კომენტარი