გამელოტებაზე მეოცნებე "მორცხვი ია" და "მოკრძალებული ენძელა" - გზაპრესი

გამელოტებაზე მეოცნებე "მორცხვი ია" და "მოკრძალებული ენძელა"

ნინელი ჩერტკოევასა და აღვირახსნილი მიგელის სახით, "კომედი შოუს" მსახიობებმა - თათა სულუაშვილმა და მიშკა ცინცაძემ ახალი პერსონაჟები შექმნეს. სკეტჩებში მათი ეგზოტიკური წყვილი მოსწავლეებს ცეკვას ასწავლის. პარალელურად, მამაკაცების შებმის ხელოვნების სკოლა აქვთ გახსნილი...

თათა-ნინელი ჩერტკოევასა და მიშკა-მიგელთან ინტერვიუმ მხიარულად ჩაიარა. სად მთავრდება ხუმრობა და სად იწყება სიმართლე - ეს საკითხი მკითხველისთვის მოგვინდვია, რადგან როგორც მსახიობებმა გვითხრეს, მხიარულება ისტერიკაში "გადაუვიდათ". ამასთანავე ისიც აღნიშნეს, რომ სიგარეტსაც კი არ ეწევიან...

- თქვენი "ცეცხლოვანი წყვილი" პირველად ვინ შენიშნა, ვინ აღმოგაჩინათ?

მიშკა:

- ერთმანეთი შევნიშნეთ!

თათა:

GzaPress- მანამდე კი მახსოვს, სიზმარი ვნახე: ცა გაიხსნა და ვიღაც ეტლით დაეშვა. ეტლის უკან უცნობი მელოტი კაცი მოქროდა... სამსახურში მისულს უცებ რაღაც ძალამ მითხრა, რომ სიზმარში ნანახი მელოტი კაცი მიშა უნდა ყოფილიყო. თავდაპირველად, როლისთვის ეტლის გამოყენება ვცადეთ, მაგრამ მოუქნელი აღმოჩნდა, დაუოკებელმა მიშამ კი "ფრთები გაშალა"!.. ტიპაჟების შექმნაში ერთმანეთის გარეგნობა და კოსტიუმები ხელს ძალიან გვიწყობს.

მიშკა:

- ერთხელ ქუჩაში ძაღლი გამომეკიდა. ამიტომ სამსახურში დაგლეჯილი ტანსაცმლით მივედი. მითხრეს, ერთი წუთითო, და თავზე პარიკი დამადეს!..

- რეალურად, ცეკვასთან როგორი "ურთიერთობა" გაქვთ?

თათა:

- გადასარევი: ათწლედი დავამთავრე - "სუხიშვილებში" სამეჯლისოებს ვცეკვავდი. პედაგოგის გვარ-სახელი არ მახსოვს...

მიშკა:

- პარალელურად, ჭადრაკში ემზადებოდა იმავე მასწავლებელთან.

თათა:

- ბადროს მტყორცნელიც ვიყავი. ერთი კვირა უბანში კალათბურთზეც დავდიოდი - ახლობლის მამა მამზადება.

მიშკა:

- მგონი, ცეკვასთან ჩემი დამოკიდებულება სკეტჩებში ნათლად ჩანს. ახლა ქორწილის გადახდას ვაპირებ, სადაც "ქართულის" შესრულება მომიწევს. შეიძლება, არ მეტყობა, მაგრამ ნერვიულობისგან გავჭაღარავდი.

თათა:

- იცი, მიშა როგორი პარტნიორია? ყველა ილეთს ითვისებს: ილეთი "მიეცი" - ის უკვე ძლიერი ხდება!

მიშკა:

- ილეთი და 12 დღე მჭირდება.

თათა:

- მხოლოდ 11 დღეში შეიძლება დაითრგუნოს.

- ქალბატონი ნინელი ჩერტკოევას მოგვარე ცნობილი მოცეკვავე ხომ არ შეგხმიანებიათ?

- მიმესიჯებს, მაგრამ პასუხს არ ვცემ.

მიშკა:

- ჩემზე ზეწოლის მცდელობა იყო: ბატონ გოჩას ალბათ, ეთერში გასული ჩვენი სკეტჩი არ მოეწონა. ამიტომ ღამით უბანში დამხვდა და მეცეკვა.

თათა:

- შენ რა ქენი?

მიშკა:

- როგორც შემეძლო, ქალის "პარტია" შევასრულე.

- მიგელის წარმოშობის შესახებაც მოგვიყევით.

- ეს ტიპი ცოტა ხანს იტალიაში თუUესპანეთში მოღვაწეობდა (ცეკვაზე ყველგან დადიოდა). ესპანეთში რუსული სკოლა დაამთავრა. ცოტათი რუსული აქცენტი ამიტომ გამოჰყვა. დედა ქართველი ჰყავს და ქართულიც ამიტომ იცის.

- ქალბატონი ნინელის და ბატონ მიგელს მამაკაცების შებმის ხელოვნების სკოლა აქვთ გახსნილი. "თქვენთან" სწავლა რა ღირს?

- 300 უზალთუნი.

თათა:

- მოსწავლე თუ მონდომებულია და სწავლისკენ მიისწრაფვის, "სკიდკებსაც" ვაკეთებთ. ასაკსაც გააჩნია: თუკი მოსწავლე გარდატეხის ასაკშია, მისთვის სწავლა უფრო ძვირია, რადგან სწავლის პროცესი რთულია. 30-35 წლის "ბავშვი" უფრო გამოცდილია და ყველაფერში "მოგყვება" - მასთან მუშაობა იოლია.

- ქალბატონებს მამაკაცების შებმასთან დაკავშირებულ რჩევები გაუზიარეთ.

მიშკა:

- უპირველეს ყოვლისა, დილით, უზმოზე აუცილებლად ქოქოსის აბაზანა უნდა მიიღონ: მიგელის მსგავსი მამაკაცები ქოქოსსა და მის არომატზე გიჟდებიან! ვარდის ფურცლებსა და რძეში ბანაობაც რეკომენდებულია.

თათა:

- კანი კი ლიმონის ესენციით უნდა დაინამონ.

მიშკა:

GzaPress- თუ ლიმონის ესენცია არ არის, "ერევნის ხსნარიც" შეიძლება.

თათა:

- ასევე - ვაშლის ძმარიც, მაგრამ ერთი კოვზი ვაშლის ძმარი აუცილებლად ამავე რაოდენობის წყალში უნდა გააზავონ, კანი რომ არ დაეწვათ.

- რეალურადაც "ცეცხლოვანები" ხართ?

- საკუთარ თავს "ცეცხლოვანს" ვერ ვუწოდებ, უფრო - "მორცხვი ია" ვარ.

მიშკა:

- მე კი - "კდემამოსილი ენძელა".

- თათა, სულ "შემტევი" ქალების როლებს ასრულებ...

- ნეტავ, ხალხმა იცოდეს, როგორი სათნო, მორჩილი და ალალი ვარ...

მიშკა:

- ვისაც არ სჯერა, კლავს!

თათა:

- გუშინ დაბადების დღის ცენტრში საღამოს წამყვანი გახლდით. ერთი კაცი მეუბნებოდა, - კარგი კახური ღვინო მაქვს და, როგორც კაი მოქეიფემ და კაი დამრტყმელმა ქალმა, ბავშვი მიდღეგრძელეო. ძალიან ეწყინა, უარი რომ ვუთხარი. მოქეიფეს ვგავარ?.. მართლა მაინტერესებს.

მიშკა:

- არა, დამრტყმელსა და პურის მჭამელს კი ჰგავხარ, მაგრამ არღანზე მოქეიფეს - არა.

თათა:

- ჰო, არღანი მთრგუნავს.

მიშკა:

- რადგან სკეტჩებში ვმონაწილეობთ, ხალხს ჰგონია, რომ რეალურ ცხოვრებაშიც სულ ვღადაობთ, "ვმაიმუნობთ", "ვბაცნობთ"... სუფრასთან თუ მოვხვდი, ელიან, რომ წამოვხტები, მაგიდაზე შევდგები და ცეკვას დავიწყებ. ნელ-ნელა ხალხს იმედს ვუწბილებ, რა ვქნა?!

თათა:

- სახლში ყოფნისას დღე ისე გადის, რომ ზედმეტად 10 წინადადებასაც არ ვამბობ. სიმშვიდე მომწონს. მიყვარს წვნიანი კერძები და ნატურალური წვენი.

- მიშკა, გადასაღებ მოედანზე "ნინელი ჩერტკოევასგან" ექსპრომტად განხორციელებულ უხეშ ილეთებს როგორ ეგუები?

- ეს "ჩემი" ტემპერამენტის ბრალია: მე ვაიძულებ!Mამიტომ შეიძლება, ნინელიმ მოსწავლის ფეხი ჩამარტყას... მიგელი აღვირახსნილი მამაკაცია - ცოტა თავნება და ზომიერად მკაცრი.

თათა:

- ყველაზე მეტად ჩემს გმირს მიგელის ჩაცმულობა მოსწონს: ტყავის ტრუსი, ფაჩუჩები, ფრთები და მათრახი, მელოტ თავს კი - საერთოდ, "ჭკუიდან გადაჰყავს"!..

მიშკა:

- ნინელი სიმელოტეზე თავადაც ოცნებობს, მაგრამ თმა მაინც ამოსდის. ამიტომ მიგელის თეთრი შურით შურს.

- თათა, მიშკას ცეკვის ნიჭი როგორ შენიშნე?

მიშკა:

- ანეკდოტს ვკითხულობდი. უეცრად რაღაც "წავიცეკვე". თათამ ეს "დაიჭირა"...

თათა:

- ძალიან კარგია, გაჩერდი-მეთქი, - ვუთხარი და "წელჩაგდებული" გავაჩერე.

მიშკა:

- 12 საათის განმავლობაში "წელჩაგდებული" ვიყავი, სანამ თათა ფიქრობდა.

თათა:

- მერე მუსიკა ჩავრთე, მიშკამ წელი "ამოაგდო" და ასე დაიბადნენ თქვენთვის უკვე ცნობილი პერსონაჟები.

- საზოგადოებისგან როგორი გამოხმაურება გაქვთ?

მიშკა:

- 3 ბავშვს ცეკვაში ვამზადებ...

თათა:

- ეს რა ოხერია, კაცო! მე ჯერჯერობით ერთი მოსწავლე - 5 წლის ვალერი მყავს.

მიშკა:

- ვალერი ნიჭიერი გოგოა. უბრალოდ, ასეთი სახელი აქვს: ბებიამისსაც ასე ერქვა და მის პატივსაცემად დაარქვეს.

- "კომედი არხზე" სერიალ "სამზარეულოს" გახმოვანებას აღარ აპირებთ?

- ახალი სეზონი ჯერჯერობით არ გვიყიდია. ჩვენი ცეკვის შესასწავლი სკოლების ამბავი კარგად თუ წარიმართა, "სამზარეულოს" ახალ სეზონსაც ვიყიდით.

თათა:

- სერიალს მე ვყიდულობ, მაგრამ ერთი ბავშვის მომზადებით ნაშოვნი ფულით ამას ვერ შევძლებ. 6-7 ბავშვი მჭირდება...

ეთო ყორღანაშვილი