თბილი და მეგობრული, თან "ჯიუტი ვარ და ფიცხი ხასიათი მაქვს"... - გზაპრესი

თბილი და მეგობრული, თან "ჯიუტი ვარ და ფიცხი ხასიათი მაქვს"...

მოსწონს, თავშეკავებული, აზრიანი, განათლებული და ლამაზი გოგოები.

- კახა, მოდი, პირველ რიგში შენს ოჯახზე მოგვიყევი. ვინ არიან შენი მშობლები?

- არაჩვეულებრივი მშობლები მყვას: დედა, თამარ მერკვილაძე თეორეტიკოსია მუსიკის დარგში, მამა ინჟინერია. როგორც მოგეხსენებათ, მყავს ერთი ძმა, გიგა კუხიანიძე, რომელიც კომპოზიტორი და ამავე დროს პროდიუსერიცაა.

- და არ გყავს, ხომ?

- არა. ძალიან კარგი კი იქნებოდა, ერთი და მაინც რომ გვყავდეს.

- გარდა იმისა, რომ მღერი, კიდევ რა პროფესია გაქვს?

GzaPress- გარდა იმისა, რომ ვმღერი, მეორე პროფესიაც მაქვს. ილიას სახელობის უნივერსიტეტის საერთაშორისო ჟურნალისტიკის ფაკულტეტი დავამთავრე, ინგლისური და იტალიური ენების განხრით.

- პროფესიით არასოდეს გიმუშავია?

- მართალია, ჟურნალისტიკის ფაკულტეტი დავამთავრე, მაგრამ ნამდვილად არ მიცდია ამ პროფესიით მემუშავა, თუმცა სიამოვნებით ვიქნებეოდი რომელიმე არაპოლიტიკური ტელეგადაცემის წამყვანი.

- რამდენი წლის ხარ?

- 30-ის.

- ზოდიაქოს ნიშნით რა ხარ?

- ზოდიაქოს ნიშნით კირჩხიბი ვარ. სხვათა შორის საკუთარ ჰოროსკოპს ხშირად ვკითხულობ. მჯერა ჩემი ჰოროსკოპის, რადგან ტიპური კირჩხიბი ვარ.

- ტიპურ კირჩხიბში რას გულისხმობ? რითია გამორჩეული სხვა ზოდიაქოს ნიშნებისგან კირჩხიბი?

- ტიპურ კირჩხიბში ვიგულისხმე კირჩხიბის ის გამორჩეული თვისებები, რომელიც ჩემთვისაა დამახასიათებელი. რამდენიმე გამორჩეული თვისება მაქვს: ძალიან კარგი ინტუიცია მაქვს, ერთგული, მეოჯახე, ემოციური და მოწესრიგებული ადამინი ვარ.

- შეგიძლია, საკუთარ თავზე გვესაუბრო?

- დამეთანხმებით, რომ საკუთარ თავზე საუბარი ძალიან რთულია. თუმცა ვეცდები, რაღაც დოზით ჩემი თავი დაგიხასიათოთ. პირველ რიგში გეტყვი, რომ ძალიან თბილი და მეგობრული ვარ. თუმცა აქვე დავძენ, რომ ჯიუტი ვარ და ფიცხი ხასიათი მაქვს. მიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა და ცხოვრებაში შეცდომებს ნაკლებად ვუშვებ.

- მეგობრები როგორ გახასიათებენ?

GzaPress- ჩემი მეგობრები ძალიან მიყვარს. ვიცი, რომ მათაც ძალიან ვუყვარხარ და ჩემით კმაყოფილნი არიან. ისე, უმჯობესია ეს მათთვის გეკითხათ.

- გაწონასწორებული ადამიანი ხარ?

- წლების განმავლობაში საკუთარ თავს ვაიძულებდი, ყოველთვის გაწონასწორებული და მშვიდი ვყოფილიყავი. ყოველთვის ვცდილობ, ყველა პრობლემა ცივი გონებით შევაფასო და გადავჭრა. საერთოდ, ძალიან ემოციური ვარ, ამიტომ ვცდილობ, ემოციებს არ ავყვე და წონასწორობა არ დავკარგო.

- რამდენად მოწესრიგებული მამაკაცი ხარ? საკუთარი ნივთების მოწესრიგება ან სახლის დალაგება თუ გეხერხება?

- საკმაოდ მოწესრიგებული ვარ. არ მიყვარს არეული სახლი. ჩემს ოთახში ყველა ნივთს თავისი ადგილი აქვს მიჩენილი. ერთი ნაკლი მაქვს - დაუთოებული ტანსაცმელი არ მიყვარს. ყოველთვის ვცდილობ, ისეთი სამოსი შევიძინო, რომელსაც დაუთოება არ სჭირდება. თუმცა ხანდახან ამის აუცილობლობის წინაშე მაინც ვდგები.

- საკუთარ გარეგნობაზე თუ ზრუნავ?

- ყოველდღე ტრენაჟორებზე ვვარჯიშობ - ეს არის ჩემთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თავის მოვლის საშუალებაა. ვცდილობ, მუდმივად ვივარჯიშო და არ მოვდუნდე.

- როცა შინ მარტო ხარ, საკუთარი თავისთვის სადილის მომზადება თუ შეგიძლია?

- სწორედ მაშინ მიწევს სადილის მომზადება, როცა სახლში მარტო ვარ. სხვათა შორის, ძალიან გემრიელი რაღაცების მომზადება შემიძლია. ამბობენ, რომ კარგი ხელი მაქვს. ჩემს მეგობრებს განსაკუთრებულად, ჩემი მოდუღებული ყავა უყვართ. როდესაც ჩემს მეგობარ სალომე გოგიაშვილთან სახლში სტუმრად მივდივარ, ყავას თავად ვამზადებ ხოლმე, რადგან მისი ოჯახის ყველა წევრს ჩემი მომზადებული ყავა მოსწონს. რა თქმა უნდა, ეს ძალიან მსიამოვნებს და არასოდეს ვიზარებ მათთვის გემრიელი ყავის მომზადებას.

- კახა, როგორი გოგოები მოგწონს?

- მომწონს თავშეკავებული, აზრიანი, ერთგული და, რა თქმა უნდა, ლამაზი გოგოები. ამ ყველაფერთან ერთად კი საინტერესო ადამიანი უნდა იყოს. ეს არის მთავარი კრიტერიუმი, რომლითაც სუსტი სქესის წარმომადგენლებს ვაფასებ.

- მანდილოსნის გარეგნობა უფრო მნიშვნელოვანია შენთვის თუ მისი თვისებები?

- სანად მანდილოსანს გავიცნობ, ჯერ მის სილამაზეს ვხედავ და ამით ვიხიბლები. მერე კი ქცევებსა და მანერებს ვაკვირდები. თუ ეს ყველაფერი დამაკმაყოფილებელია, ამის შემდეგ მიჩნდება ინტერესი იმ ადამიანის შინაგანი სამყაროს გაცნობის. უპირატესობას განათლებულ და ერუდირებულ გოგონებს ვანიჭებ.

- შავგვრემნები უფრო გიზიდავენ თუ - ქერა?

- წლების განმავლობაში, ვინც კი მომწონებია, აღმოჩნდა, რომ უმეტესობა შავგვრემანი იყო. საერთოდ კი მნიშვნელობა არა აქვს, მანდილოსანი ქერა იქნება თუ შავგვრემანი. მთავარია, ადამიანური თვისებებით და საკუთარი გარეგნობით იყო გამორჩეული.

- ქართულ ტრადიციებზე რას იტყვი?

- ქართული ტრადიციები მომწონს, თუმცა ზოგიერთი რაღაცა ცოტა გადაჭარბებული გვაქვს. თუნდაც ქართული ტრადიციული ქორწილი, ვფიქრობ, რომ ზედმეტად გადატვირთულია.

- ანუ ქართულ ტრადიციულ ქორწილს თავად არ გადაიხდი?

GzaPress- ქართული ტრადიციული ქორწილის გადახდას მირჩევნია, მეგობრები შევკრიბო და ვიწრო წრეში აღვნიშნო საყვარელ ადამიანთან ქორწინება, შემდეგ კი, თაფლობის თვის გასატარებლად, საზღვარგარეთ გავფრინდეთ.

- საყვარელ ადამიანთან ერთად, საქორწილო მოგზაურობაში რომელ ქალაქში წახვიდოდი?

- კონკრეტულად ვერ გეტყვი, საქორწილო მოგზაურობისთვის რომელ ქალაქს ავირჩევ, რადგან მიმაჩნია, რომ ეს საკითხი მეუღელსთან ერთად უნდა გადავწყვიტო.

- საყვარელი ადამიანის ხელის სათხოვნელად თუ მიხვალ მის მშობლებთან?

- რატომაც არა?! ამ ყველაფერს თავისი ხიბლი აქვს. სიამოვნებით მივალ ჩემი მომავალი მეუღლის მშობლებთან სახლში, ვთხოვ მათი შვილის ხელს და ნიშნობის ბეჭედსაც გავუკეთებ. ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ. როცა ადამიანი გიყვარს, მის გამო ყველაფერს გააკეთებ.

- რამდენად დამოუკიდებელი ადამიანი ხარ?

- მხოლოდ საკუთარ თავზე დამოკიდებული ვარ. ყველანაირ გადაწყვეტილებას, რაც პირადად მეხება, ყოველთვის თავად ვიღებ. არ ვამბობ, რომ სხვებს არ ვუსმენ და მათ აზრს არ ვიზიარებ.

- ერთგულება რა შეგიძლია თქვა?

- თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩემნაირი ერთგული ბევრი არ არის. ერთგულება ჩემი ერთ-ერთი კოზირია.

- რა არ შეიძლება აპატიო საყვარელ ადამიანს?

- ღალატის გარდა, მიმაჩნია, რომ ყველაფრის პატიება და გამოსწორება შეიძლება. ღალატი ჩემი აზრით, მიუტევებელია.

- თაყვანისმცემლებზე რას იტყვი? გყავს აბეზარი თაყვანისმცემლები?

- ზედმეტად აქტიური თაყვანისმცემლები მყავს, მაგრამ თითოეულ მათგანს პატივს ვცემ და ვაფასებ, რადგან ისინი ჩემი მტრები არ არიან, მათ ვუყვარვარ და პატივს მცემენ, რაც ვფიქრობ, მომღერლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

- მანდილოსანს შენთვის სიყვარული თუ აუხსნია?

- მქონია ისეთი შემთხვევა, რომ მანდილოსანს ჩემთვის სიყვარული აუხსნია. თუ როგორ მივიღე ეს, ვფიქრობ, აქ სათქმელი არ არის (იცინის)...

- საყვარელი ქალის განებივრება თუ შეგიძლია?

- მამაკაცი იმისთვის არსებობს, რომ საყვარელი ადამიანი გაანებივროს. ვფიქრობ, ეს რთული სულაც არ არის. მთელი ცხოვრება მინდა, რომ ის ერთადერთი ჩემგან განებივრებული იყოს.

- როგორ ფიქრობ - სასურველი სასიძო ხარ?

- რატომაც არა (იცინის)?!

- რომანტიკული ადამიანი ხარ?

- საკმაოდ რომანტიკული ვარ, თუმცა - არა ზედმეტად.

- ოჯახის წევრები ხშირად გახსენებენ, რომ ოჯახი უნდა შექმნა?

- არა, ოჯახში ამ საკითხზე არ ვსაუბრობთ. მათ იციან, რომ ეს ყველაფერი ჩემი პირადი საქმეა და თავად უნდა გადავწყვიტო. თუმცა მსგავსი რამ მამას რამდენჯერმე უთქვამს.

სოფო ჭონიშვილი