რატომ დაშორდა ქმარს ნინო ლეჟავა
font-large font-small
რატომ დაშორდა ქმარს ნინო ლეჟავა
"გვიყვარს ერთმანეთი, მაგრამ ერთად ცხოვრება არ გამოგვივიდა"

აღმოსავლური ცეკვების დიდოსტატი, ევროპის ორგზის ჩემპიონი ნინო ლეჟავა თავს წარმატებულ და რეალიზებულ ადამიანად მიიჩნევს, მისთვის შეცდომების დაშვება ცხოვრებისეული გაკვეთილია, რომელსაც არასდროს ნანობს. რატომ დაშორდა ის მეუღლეს და რით აკომპლექსებდა მას საზოგადოება - ამ ყველაფერზე მოცეკვავე გულახდილად გვესაუბრა.

- ძლიერი ქალები მამაკაცებს აშინებთ?
- წესით, მამაკაცებს ძლიერი ქალები არ უნდა აშინებდეთ. განათლებულ, წარმატებულ და ისეთ მამაკაცებს, რომლებსაც რაღაც ღირებული აქვთ თავიანთი ცხოვრების მანძილზე შექმნილი, ძლიერ ქალებთან ურთიერთობა ვერ შეაშინებს. პირიქით, წარმატებული მამაკაცები ძლიერი ქალბატონებით ამაყობენ. მხოლოდ წარუმატებლებს ეშინიათ ამის და თანაც, ჩემი აზრით, მამაკაცებს ქალის სიძლიერის აღიარება არ სიამოვნებთ.
- თავად სუსტ არსებად მიიჩნევ თავს თუ ძლიერად? რა არის შენი ძლიერი და სუსტი მხარე?
GzaPress- ძალიან ძლიერი ვარ. ბევრი რამე გავაკეთე მიზნის მისაღწევად და გავრისკე მაშინაც კი, როცა გარისკვა საშიში იყო. ჩემს ადგილას ბევრი ასე არ მოიქცეოდა. ჩემი სიძლიერი მიზანდასახულობასა და სიმშვიდეშია. მიყვარს, ყველა და თქვენ წარმოიდგინეთ, ისინიც კი, ვისაც გულზე დიდად არ ვეხატები - ამასაც ჩემს სიძლიერედ და წარმატებად მივიჩნევ. რაც შეეხება სისუსტეებს: რა თქმა უნდა, ასეთი რაღაცებიც მაქვს. თუმცა, შევძელი, სისუსტეებიდანაც კი სიძლიერე გამომეძერწა. ძალიან ემოციური ვიყავი, შემეძლო თავით გადავშვებულიყავი სხვა ადამიანის პრობლემებში, ზედმეტად მგრძნობიარე გახლდით, მაგრამ ცხოვრებამ მიმახვედრა, რომ ეს სისუსტე იყო, რომელიც მხოლოდ მე მაზარალებდა. ახლა, პრობლემების გვერდიდან დანახვა და ყველაფრის მშვიდად გაანალიზება ვისწავლე.
ძლიერი ვხვდები მაშინ, როცა ვაცნობიერებ, რომ საკუთარი თავის გარდა, არავინ მყავს. გარშემო უამრავი ადამიანია, მაგრამ მე მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი თავის იმედი მაქვს. სიძლიერე მხოლოდ საკუთარი თავის რწმენაა, სხვა არაფერი. ვიცი, რომ ჩემს გასაკეთებელს სხვები ვერასოდეს გააკეთებენ.
- კაცი უნდა იყოს ოჯახის თავი?
- არ ვიცი, რას ნიშნავს "ოჯახის თავი". მთელი ცხოვრება ვხედავდი, როგორი ჰარმონიული ურთიერთობა ჰქონდათ ჩემს მშობლებს. ეს იყო ბალანსი, მეგობრობა, სიყვარული... მამაკაცი არც თავისი სტატუსითა და არც უფლებებით, ქალზე მაღლა არაფრით დგას. "ოჯახის თავი" - ეს ცნება ჩემთვის არ არსებებობს. სადაც მეგობრობა და სიყვარულია, იქ ყველაფერი დალაგებულია. მამაკაცებს უყვართ ოჯახში უფროსობა, მაგრამ ეს ჩემთვის მიუღებელია.
- როგორ ფიქრობ, რომ მოინდომო, ნებისმიერ მამაკაცს მოხიბლავ?
- არ ვთვლი, რომ ნებისმიერ მამაკაცს მოვხიბლავ; მოვხიბლავ მხოლოდ მას, ვინც ჩემია. შეიძლება ნებისმიერ მამაკაცს მოვეწონო და მოვხიბლო კიდეც, მაგრამ ეს არ არის ჩემთვის მნიშვნელოვანი. გარეგნობა ჩემთვის დეკორაციაა და კაცი, რომელსაც მარტო დეკორაციის აღქმა შეუძლია, ჩემთვის უინტერესოა.
- ურთიერთობის ინიციატორი ხარ? რთულია შენი გულის მოგება?
- როდესაც შეყვარებული ვარ, შეიძლება ათასი სისულელის ინიციატორი ვიყო. ვერ ვიტყვი, რომ ჩემი გულის მოგება იოლია. შეიძლება, ვიღაც ერთი შეხედვით მომეწონოს, მაგრამ თუ სხვა მხრივ უინტერესო ადამიანი აღმოჩნდება, მის მიმართ ინტერესს დავკარგავ. ლამაზი ჭიქა, რომელიც დიდხანს გიდევთ ცხვირწინ, ერთხელაც მოგბეზრდებათ და საბოლოოდ, დავუბრუნდებით იმ ჭიქას, რომლიდანაც წყლის დალევა უფრო პრაქტიკულია.
- გიტირია მამაკაცის გამო?
- რა თქმა უნდა, მიტირია და ვერც დავიჯერებ, რომ არსებობს ქალი, რომელსაც მამაკაცის გამო არ უტირია. რაც შეეხება სინანულს, მე ვარ ადამიანი, რომელიც არასოდეს არაფერს ნანობს. შეცდომებს ტრაგედიად არასოდეს ვაქცევ. ნებისმიერი ცუდი შემთხვევისგან ვიღებ გაკვეთილს და ვაგრძელებ ცხოვრებას... ყოველთვის ვფიქრობ, რომ ის, რაც ხდება, უნდა მომხდარიყო. შეცდომების დაშვება აუცილებელიცაა. მხოლოდ საკუთარი შეცდომებით ვსწავლობთ და თან, არაერთხელ დაშვებული შეცდომებით.
- ბედნიერებისთვის მამაკაცი გვერდით უნდა გყავდეს?
- ბედნიერი რომ ვიყო, ამისთვის გვერდით მამაკაცის ყოლა არ არის აუცილებელი. ბედნიერება სულიერი მდგომარეობაა და მისი საზომი მამაკაცი არ არის. ნებისმიერმა ადამიანმა შეიძლება მოგანიჭოს ეს განცდა. მაგალითად, ეს შეიძლება იყოს: დედა, მამა, საუკეთესო მეგობარი ან ახლობელი ადამიანი.
- როდის მიდის ქალი მამაკაცისგან?
- ქალი მამაკაცისგან მიდის მაშინ, როცა მას არა აქვს კომფორტი - არა მარტო მატერიალური, არამედ სულიერი კომფორტი. როცა მამაკაცისა და ქალის ინტერესი ერთმანეთს აცდენილია და როცა საერთო ღირებულებები არ გააჩნიათ, ეს ურთიერთობა თავიდანვე განწირულია დასანგრევად. ურთიერთობა, რომელიც ადამიანებს ტკივილს ანიჭებს, უნდა დაინგრეს, მიუხედავად იმისა, თუ რამდენი შვილი ჰყავს ამ წყვილს. ქალს შეუძლია იტიროს, აიტანოს ყველაფერი საყვარელი ადამიანების გამო, მამაკაცს კი ეს არ შეუძლია; თუ ქალთან გარკვეული კომფორტი დაკარგა, ის არაფრის გამო არ აიტანს დისკომფორტს და მიდის.
- კომპლექსი, რომელიც ვერ დასძლიე.
- თავის დროზე შეეცადნენ ჩემს დაკომპლექსებას და რამდენიმეს ეს გამოუვიდა კიდეც. მაკომპლექსებდნენ ჩემი აღნაგობის გამო. ამბობდნენ, რომ დიდი მუცელი მაქვს, "ხორციანი" ვარ და ა.შ. როგორი იდეალურიც უნდა იყო, საზოგადოება მაინც გიპოვის მინუსს. არ მიცდია საკუთარი სხეულის ფორმების შეცვლა. ვარ ის, ვინც ვარ! გახლავართ ორგზის ჩემპიონი, მოგებული მაქვს ევროპის ჩემპიონატი და ჩემს სფეროში წარმატებული ვარ - ამაზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება და არა ჩემს ფორმებზე. მე ამ ყველაფერს მშვიდად ვისმენდი და რაღაც დროის შემდეგ, ადამიანებსაც მოსწყინდათ ამაზე ლაპარაკი. საზოგადოება სასტიკია, თუმცა, ეს ფაქტი დიდ ცხოვრებისეულ გამოცდილებას გაძლევს.
- ალკოჰოლის ზემოქმედების დროს თავი დაგიკარგავს?
- ჩემთვის არასასიამოვნოა მთვრალი მამაკაცის ყურება და კიდევ უფრო ცუდი სანახავია მთვრალი ქალი. დამილევია, მაგრამ არასდროს გადავდივარ ზღვარს... იყო პერიოდი, როცა სახლში მარტო დალევა მიყვარდა. მომინდა, ცოტა დეპრესიული ვყოფილიყავი, ხელოვნურად შემექმნა ტრაგედიები და ვსვამდი მარტო. ამას არავის ვანახვებდი, რადგან ეს იყო ძალიან ინტიმური და პირადი.
- ქალებს სიყვარული წარმატების მიღწევაში აფერხებთ?
- სიყვარული ვერასდროს იქნება ხელის შემშლელი ფაქტორი, თუ ის ჯანსაღია და ორმხრივი. ნამდვილი სიყვარული მხოლოდ და მხოლოდ გაგაძლიერებს და სტიმულს მოგცემს.
- ამბობენ, ძლიერი ქალები ეცემიან, მაგრამ ყოველ ჯერზე დგებიან ფეხზეო... ბევრჯერ წაქცეულხარ?
- თუ ოდესმე წავქცეულვარ, სწორედ ამას მივუხვედრებივარ, რომ რაღაცას არასწორად ვაკეთებდი. ჩემი ყოველი წაქცევა გაკვეთილი იყო და ამიტომ, არც არასდროს მინანია.
- ცხოვრების რომელიმე ეტაპზე სხვისი რჩევით გიცხოვრია?
- ყველა ადამიანი იქცევა ისე, როგორც ის მიიჩნევს სწორად და საბოლოო ჯამში, ყველა თავისი ცხოვრების გზას გადის. ხშირად მქონია შემთხვევა, როცა ახლობლისთვის მირჩევია რაღაც, მაგრამ ეს არ გაუთვალისწინებია. არასოდეს ვაძლევ რჩევას მას, ვინც ამას არ მთხოვს და არც მე ვიღებ მათგან რჩევას, ვისთვისაც ეს არ მითხოვია. ყველანაირ სიტუაციაში, საბოლოოდ გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად ვიღებ.
GzaPress- თავს წარმატებულ ადამიანად მიიჩნევ?
- ვფიქრობ, რომ ვარ ხელოვანი ადამიანი, რომელიც საკუთარ თავთან ჰარმონიაშია და მაყურებელსაც ამ ჰარმონიას გადასცემს. ჩემს ხელოვნებაში არ არის ფარსი, მაყურებელთან გულწრფელი ვარ და ეს გახლავთ ჩემი წარმატების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი.
- ოდესმე საკუთარი თავი შეგცოდებია?
- არ მიყვარს სიტყვა "შეცოდება". თანაგრძნობა გამომითქვამს სხვების მიმართ, მაგრამ ჩემთვის გაუგებარია იმ ადამიანების მდგომარეობა, რომლებიც საკუთარ თავს იცოდებენ. ასეთი ადამიანები მაზოხისტებად მიმაჩნია. არ შეიძლება საკუთარ თავს მოუწოდო დაცემისკენ, ცრემლების ღვრისა და წარუმატებლობისკენ.
- შენს პროფესიულ საქმიანობას პირად ცხოვრებაში დაბრკოლება შეუქმნია?
- არა, პირიქით, ყოფილი მეუღლე ყოველთვის მხარში მედგა და ხელს მიწყობდა. არ არის ადვილი ჩემი პროფესიის მქონე ადამიანთან ცხოვრება, მაგრამ ის მაინც გვერდით მედგა. მე და ჩემი მეუღლე მეგობრებიც ვიყავით და დღემდე კარგი ურთიერთობა გვაქვს.
- რატომ დაშორდით?
- ისევე, როგორც მე, მასაც რთული პროფესია აქვს. რომელიმე ჩვენგანს საყვარელი საქმიანობა უნდა დაეთმო, სხვანაირად ჩვენი ურთიერთობა არ გამოვიდოდა. დათმობა კიდევ, არც ერთს არ შეგვეძლო, რადგან ორივეს გვიყვარს ჩვენი საქმე. ამიტომ გადავწყვიტეთ ცალ-ცალკე ცხოვრება. დღეს კარგი მეგობრები ვართ, გვიყვარს ერთმანეთი, მაგრამ ერთად ცხოვრება არ გამოგვივიდა. ის ამყვა, მაგრამ სამწუხაროდ, მე ვერ ავყევი.
P.S. გარეკანზე გამოყენებულია ფოტოგრაფ არჩილ შუშანაშვილის ფოტო.
სოფო ჭონიშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
20-27 სექტემბერს, მოზარდ მაყურებელთა თეატრთან დამეგობრებული ქალაქის, ლოძის საბავშვო თეატრი "პინოქიო" თბილისელი მაყურებლის წინაშე ერთი კვირის განმავლობაში საინტერესო და მრავალფეროვანი პროგრამით წარდგება.
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
რის მიხედვით შეურჩია გვანცა დარასელიამ შვილს სკოლა
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
ყველაზე გემოვნებიანი და დახვეწილი ხალხი ჩემს ქალაქში - ქუთაისშია - ამას სრულიად გულახდილად ვამბობ. ვიცი ამ ქალაქს რა მდიდარი კულტურა, ისტორია აქვს!..
როგორ დაუმეგობრდა ბაზუკას მოცეკვავე
"პუტინს "ვიხსენებდით" ერთიანი ძალებით"
კვირის სიახლეები
"ხანდახან ცოტათი "შემეგინებინება" ხოლმე"
თამაზ მეჭიაურის გულახდილი ინტერვიუ
4 კომენტარი
"ჯარისკაცებს მაინც არ დავანახვე ცრემლები..." - რით დაემუქრა ბაჩო ახალაია ქართველ მებრძოლს
"ნაციონალურ მოძრაობაში" დღემდე ბევრი მეგობარი მყავს"
0 კომენტარი
გოჩა აბულაძის დებიუტი არენა დი ვერონას სცენაზე
გოჩა აბულაძე უკვე რამდენიმე წელია, გერმანიაში ცხოვრობს და საქმიანობს, თუმცა ამჯერად ის იტალიაში იმყოფება.
2 კომენტარი
"პლაჟზე კი არა, სარკესთან ვერ ვიხდიდი..."
როგორ დასძლია კომპლექსები გაპრანჭვის მოყვარულმა "პრეზიდენტმა"
2 კომენტარი
"უკან მიხედვის ნამდვილად არ მრცხვენია"
რატომ გადაწყვიტა ნინი შერმადინმა შვილის ამერიკაში წაყვანა
3 კომენტარი
სად იციან საუკეთესო სტუმარმასპინძლობა
რატომ უნდა მოჰყვებოდეს სამეგრელოში გაკეთებულ კატლეტს ვენტილატორი
1 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
სვანი მაჩო, რომელიც განათლებულსა და ჭკვიან ქალს ეძებს
დავით ქურდიანმა პირველი ვიდეო სოციალურ ქსელში რამდენიმე თვის წინ ატვირთა და მეორე დილას გაოცდა, იმდენი მოწონება, კომენტარი და გაზიარება ჰქონდა სიმღერას.
11 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1 კომენტარი
"დამეხმარეთ, გადამირჩინეთ ერთადერთი შვილი"
დათო ავარიაში 2 თვის წინ მოხვდა...
6 კომენტარი
მალე შეხვედრამდე, ქართველებო ანუ "ჰეფი ქალარ ჩეინჯინგ"!!!
ვინც წლებია, ჩვენს ჟურნალს კითხულობს, ალბათ ახსოვს, რუბრიკა "გზავნილები" და მისი ერთ-ერთი აქტიური და ნიჭიერი მონაწილე, ულიბკა.
0 კომენტარი