როგორ ებრძვიან ზედმეტ კილოგრამებს ცნობილი ადამიანები
font-large font-small
როგორ ებრძვიან ზედმეტ კილოგრამებს ცნობილი ადამიანები
ვარჯიში, დიეტა, ჯანსაღი ცხოვრების წესი, "უჭკნობი" კანი, ესთეტიკური და სასიამოვნო ვიზუალი, შესაბამისად ჩაცმა და საკუთარი სტილის მოძებნა - ამ თემებზე ირინა ონაშვილი, ნანუკა ჟორჟოლიანი და ნინუცა მაყაშვილი საკუთარ გამოცდილებასა და შეხედულებებს გვიზიარებენ.


"მარტო კარგი საცხებით დაბერების პროცესს ვერ შეაჩერებ"

ირინა ონაშვილი, მოდელი:
GzaPress- ვუერთდები აზრს, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესი და ვარჯიში ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით, ასაკის მატებასთან ერთად, რადგან გინდა, მაქსიმალურად გვიან დაბერდე და "მოჭკნე", სხეული შეძლებისდაგვარად მკვრივად გამოიყურებოდეს. ახლა ზუსტად ის პერიოდი მაქვს, როცა უკვე ხვდები, რომ რაღაცების უფლება აღარ გაქვს და შესაბამისად, ცდილობ, საკვები იქნება ეს თუ ცხოვრების რეჟიმი, ცოტა მეტი ყურადღება დაუთმო, ვიდრე - ადრე. მაგალითად, შუაღამისას აღარ იკვებო.
ვატყობ, რომ ასაკის მატებასთან ერთად, სხეულის ფორმებიც იცვლება, მით უმეტეს, ორი ბავშვის გაჩენის შემდეგ, ამიტომ ის ფუფუნება, რომ როცა გინდა, მაშინ დაიკლებ, აღარ არის. თუმცა, მთელი ბავშვობა ვამბობდი, რომ დიეტაზე არასდროს ვყოფილვარ და საკმაოდ მსუყედ და კალორიულად ვიკვებებოდი. ახლა ამას ვერიდები. მეორე ბავშვზე ორსულობისას ძალიან ბევრი - 25 კილოგრამი მოვიმატე და შესაბამისად, უკვე ისე ადვილი არ იყო დაკლება, როგორც პირველი შვილის გაჩენის შემდეგ, როცა 20 კილოგრამი მოვიმატე. საღამოს საათებში ცომეულს ვზღუდავდი. ვცდილობ, დღის განმავლობაში ბევრი წყალი დავლიო.
- ვარჯიშს ახერხებთ?
- ყოველთვის მინდა, ეს დიდი სიამოვნებაა და ყველას მოვუწოდებ, ივარჯიშონ, სწორ კვებასთან ერთად, სასარგებლოა. თუმცა, პირადად მე, ამ ეტაპზე, ბავშვის გამო, სპორტდარბაზებში სიარულს ვერ ვახერხებ. პატარა ერთი წლისაა და დღის განმავლობაში ისეთი ფიზიკური დატვირთვა მაქვს, ვარჯიშის ტოლფასია (იღიმის). 15-კილოგრამიანი ბავშვი ხელში მიჭირავს და ისეთი აქტიური რეჟიმი მაქვს, დამატებით სპორტულ დარბაზში რომ ვიარო, ენერგიაც აღარ მეყოფა, ბავშვს მივხედო. ჯერ არ იცის კარგად სიარული, სულ რამდენიმე ნაბიჯს ადგამს. ვინც ორსულობის მერე მნახა, მეკითხებიან, როგორ დაიკელიო (იცინის)? ბავშვის მოვლაც თავისებური ვარჯიშია. სეირნობას ვახერხებთ, ორსულობის დროსაც, ლისის ტბას დიდ წრეებს ვარტყამდი. სეზონი რომ მოვა, ისევ ვისეირნებთ.
- ესთეტიკურ ცენტრში კანის მოვლის პროცედურებს თუ იტარებთ?
- მოგეხსენებათ, საკუთარი სილამაზის ცენტრი მაქვს, სადაც ჩემი კოსმეტოლოგი მყავს. პირველ რიგში, ბუნებრიობა მინდა შევინარჩუნო და როგორც ყველა ქალბატონს, მეც არ მინდა, კანი მალე დამიჭკნეს, ნაოჭები გამიჩნდეს. საბედნიეროდ, ქართულ ბაზარზე საკმაოდ ხარისხიანი და ბუნებრივ კომპონენტებთან ახლოს მყოფი პროდუქცია შემოდის. ვერ მოგატყუებთ, რომ სულ თავის მოვლით ვარ დაკავებული, მაგრამ პერიოდულად ვცდილობ კანის დატენიანებას და ა.შ. რაიმე განსაკუთრებულ ჩარევებს, ბოტოქსებს და ძლიერ პროცედურებს არ მივმართავ. უბრალოდ, ვუვლი, ახალგაზრდობის მაქსიმალურად შესანარჩუნებლად. ბიორევიტალიზაციის პროცედურას ვიკეთებ, რადგან ვიცი, მარტო კარგი საცხებით დაბერების პროცესს ვერ შეაჩერებ.

"შედიხარ სავარჯიშოდ და გაურკვეველი მიზეზებით ბედნიერი გამოდიხარ"

ნანუკა ჟორჟოლიანი, ტელეწამყვანი:
- მგონია, რომ სიტყვა "მკაცრი დიეტა" ყველამ უნდა დაივიწყოს. მართლა რეკორდსმენი ვარ - წლების განმავლობაში ყველანაირი დიეტა მაქვს დაცული. იმ პერიოდში კი ვიკლებდი, მაგრამ მერე უფრო მეტს ვიმატებდი. კლასიკური გაგებით დიეტა, რომელიც ქართველებს გვესმის - შიმშილობა (და სხვათა შორის, ფრანგებსაც ასე ესმით), ვიცით, რომ ძალიან მავნეა. თუმცა, წონაში კარგად დაკლების გამო, მაინც მივდიოდი ამაზე. ახლა კი ჩემი გზა, ხერხი მაქვს, რომელსაც სხვებსაც ვუზიარებ და ეს ცხოვრების ჯანსაღი წესია. მთავარია, დღეში ოთხჯერ იკვებონ, რაციონიდან ყველანაირი ტკბილეული და ცომეული ამოიღონ, სამაგიეროდ შეუძლიათ მიირთვან ბრინჯი და წიწიბურა. ასევე, თავი აარიდეთ გაზიან სასმელს და რძის პროდუქტებს - რძეს და ყველს, სამაგიეროდ, ხაჭო, მაწონი მიირთვით, ეს სასარგებლოა. ლაქტოზის მონელება კუჭ-ნაწლავს უჭირს და ეს შემდეგ სხვა დაავადებებს იწვევს. ეს შეზღუდვები სამუდამო კი არ არის, დროებითია.
GzaPressმე არ მაქვს დრო, რომ სპორტდარბაზში ვიარო, ამიტომ კვირაში რამდენიმე დღე სახლში ვვარჯიშობ, "იუთუბზე" სპეციალური, ფიტნესვარჯიშები არსებობს, რომელიც გეუბნება, რომელია ფეხის კუნთის ვარჯიში, მუცლის პრესის, საჯდომის, მკერდის თუ სხვა. ამისი გაკეთება ნებისმიერ ადამიანს შეუძლია. ღია ცის ქვეშ სეირნობა და იქ ვარჯიში გაცილებით უკეთესია, ვიდრე სპორტდარბაზში, მაგრამ ზამთარსა და სიცივეში ეს დისკომფორტს ქმნის. დილით, ჩემს ეზოს ვურტყამ წრეებს. ხუთი წრიდან დავიწყე და ეს უსასრულობა მეგონა. მართალია, ავტომობილების გამონაბოლქვია, მაგრამ რას ვიზამთ. თუმცა, მაინც მგონია, რომ მთლად ისეთი დაბინძურებულიც არ არის, როგორც ჩვენ ვამბობთ.
დაახლოებით ექვსი თვეა ვვარჯიშობ, მაგრამ ორ თვეში უკვე ისეთი შედეგი მქონდა, რომლის "გაფუჭებაც" ძალიან მენანებოდა, ამიტომ ვაგრძელებდი და ვაგრძელებდი. ყველანაირი ალკოჰოლური სასმელი ამოვიღე მოხმარებიდან. უკვე აღარ ვდგები სასწორზე, რადგან ჩემი კონკრეტული მიზანი, ვიზუალური პარამეტრი მაქვს, რომელსაც მინდა მივაღწიო. იმის მერე, ჩემს თავს თითო ჭიქა ღვინის მოწრუპვის უფლებასაც მივცემ. სტილიც შევიცვალე, კაბების ჩაცმა უფრო მეტად მომინდა, ვიდრე - ადრე.
ამ ყველაფერთან ერთად, ძალიან მნიშვნელოვანია ძილი: თუ 35 წლამდე ხართ, ეს ფსიქიკისთვის, ნერვული სისტემისთვისაა მნიშვნელოვანი, თუ 35 წელს გადააბიჯეთ, ამას ემატება დაბერების სინდრომი, ნაოჭი და ა.შ. აუცილებელია, ბევრი წყალი ვსვათ. ასევე, კარგია ცურვა, წყალი ხომ ნერვული სისტემისთვის, სისხლის მიმოქცევისთვისაა სასარგებლო. ზოგადად, მგონია, რომ ესეც თავისებური ნარკოტიკია და იწვევს დამოკიდებულებას. ეს ხომ ბუნებრივი ენდორფინია, შედიხარ სავარჯიშოდ და გაურკვეველი მიზეზებით ბედნიერი გამოდიხარ. რა გიხარია, არ იცი. ამას ეჩვევი და მოთხოვნილებაში გადაგდის. ადრე, ჩემს ოჯახსა და გარემოცვაში ყოველთვის ყველაზე არასპორტული ვიყავი. არც კვების განრიგს ვიცავდი, 5-6 საათზე ვიძინებდი. ახლა სულ ვამბობ, როცა მე, ძალიან ზარმაცმა მოვახერხე, რომ ყველაფერი რეჟიმში ჩამეყენებინა, ე.ი. ამას სხვებიც შეძლებენ, თუ მოინდომებენ!

"ყველას პატარა ვგონივარ და ამაზე მეცინება"

ნინუცა მაყაშვილი, მსახიობი:
- ვარჯიში ორგანიზმისთვის ძალიან კარგი რამაა, როგორც გარეგნობისთვის, ასევე, ფსიქოლოგიურად, ბევრი რამის გადალახვაში გეხმარება და ენდორფინებს ბედნიერების ჰორმონს გამოყოფ და რაც უფრო ბევრს ვარჯიშობ, მით უფრო ბედნიერი ხდები - ეს ყველასათვის ცნობილია. ვარჯიში ზომიერი დოზით ნეგატივის გამოდევნაში გეხმარება, განწყობაზეც აისახება და ჯანმრთელობაზეც. მე კრივი და ცურვა მიყვარს, აქტიურად ვვარჯიშობდი, ყოველდღე ოთხ-ოთხი საათი. რამდენიმე თვის წინ, ჯანმრთელობის პრობლემა შემექმნა, ოპერაცია გავიკეთე და არანაირი ფიზიკური დატვირთვა არ შეიძლებოდა. ამის გამო, ცოტა ხანს შევწყვიტე, მაგრამ აუცილებლად გავაგრძელებ. როცა კრივში ვარჯიშობ, ყველა კუნთი მუშაობს და ეს სხეულს თანაბრად ამკვრივებს, ამავდროულად, კონცენტრაციაში გეხმარება, ტვინიც მუშაობს. ცურვა და წყალიც ასევე, მთელი სხეულისთვისაა კარგი, რელაქსია. ნებისმიერი სახის სწორი ვარჯიში ყველა ვარიანტში დადებითად აისახება ადამიანზე, ოღონდ არა - თვითნებურად. ამ ეტაპზე კვების რეჟიმს ვერ ვიცავ, მაგრამ ვცდილობ, ჯანსაღი საკვები მივირთვა და არა - "ფასტ ფუდი". დღეში ერთხელ ან ორჯერ ვჭამ. ეს ცუდია, მაგრამ კუჭი დამიპატარავდა თუ რა მჭირს, არ ვიცი (იცინის).
- ბავშვობისას სპორტის რა სახეობაზე დადიოდით?
- ტანვარჯიშზე, ეს იყო ჩემი სპორტი, მაგრამ მერე ხელი მოვიტეხე და აღარ გავყევი, არ შეიძლებოდა. თუმცა, ფიზიკურ აქტივობას ყოველთვის მივმართავდი, სპორტდარბაზებში დავდიოდი. ვსეირნობ, კილომეტრობით შემიძლია ვიარო. მსოფლიო რბენაშიც ვარ ჩაბმული.
GzaPress- "ასაკის შესაჩერებლად" რაიმე საშუალებებს თუ მიმართავთ?
- ჯერ არაფერს, უბრალოდ, ყველას გულით ვურჩევ, იცურაონ, წყალი თავისთავად გამაჯანსაღებელია და კანისთვისაც კარგია. რაც მთავარია, კონტრასტული შხაპი მიიღონ - თუ ძალიან ცხელ წყალში ბანაობენ, მერე უბრალოდ, ცივი წყალი გადაივლონ და მაქსიმალურად ბევრი წყალი სვან. საშხაპეში შესვლის წინაც, 10-15 წუთით ადრე, ყოველთვის დალიონ ერთი ჭიქა წყალი, ეს კანისთვისაც კარგია. სახეზე არანაირ პროცედურას არ ვიტარებ, კარგი კანი მაქვს. ჩემს ასაკთან შედარებით, უფრო დიდად არ გამოვიყურები, პირიქით, ყველას პატარა ვგონივარ და ამაზე მეცინება ხოლმე.
- ამის ბრალიც ხომ არაა, რომ თქვენ და მომღერალი გიგი ადამაშვილი დაგაწყვილეს - შეყვარებულებად "მოგნათლეს". გიგი თქვენზე საკმაოდ უმცროსია, როგორც ვიცი.
- მინდა გითხრათ, რომ ეგ ინფორმაცია სრული სისულელეა, მე და გიგი კარგი მეგობრები ვართ, არაფერი მსგავსი ჩვენ შორის არ ხდება.
- თუმცა, ხშირია, როდესაც ასაკით უმცროს ბიჭებს უფროსი გოგონები უყვარდებათ, მით უმეტეს, თუ მათ ასაკი არ ეტყობათ და ლამაზად გამოიყურებიან.
- დიახ, ასეც ხდება ხოლმე, თუმცა, ჩვენს შემთხვევაში ვიღაცამ რაღაც მობოდა და ამას ჭორები მოჰყვა, როგორც ხდება ხოლმე. ვხუმრობდი, ბოლოს ვისთან დამაწყვილებენ, აღარ ვიცი-მეთქი. ეს ამბავი სიმართლეს არ შეესაბამება.
თამთა დადეშელი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ენერგიული თამარ მაყაშვილი შვილებზე, შვილიშვილებსა და მეუღლეზე
ნინი შერმადინისა და ეკა მგალობლიშვილის გულახდილი ინტერვიუ
როგორ უნდა იყოს ქალი მუდმივად ძლიერი და საინტერესო
"ქალური შური ხანდახან მძაფრად მიგრძნია"
ვისზე იყვნენ შეყვარებული ცნობილი ქართველი მამაკაცები
კვირის სიახლეები
"გმირია ქალი, რომელიც საცხოვრებლად მთაში წავიდა"
"ყველა ერთმანეთს მტრობს, ჭორავს - იშვიათად გაიგებ ტკბილ სიტყვას"
0 კომენტარი
ლაშა შუშანაშვილს საბერძნეთი საფრანგეთს გადასცემს - ქართველი "კანონიერი ქურდების" "შავი დღე" ევროპაში
საერთაშორისო სააგენტო Associated Press-ის ინფორმაციით, საბერძნეთის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, განახორციელოს ცნობილი ქართველი ავტორიტეტის ლაშა შუშანაშვილის საფრანგეთში ექსტრადიცია.
0 კომენტარი
"მწყემსმა თავად აჩვენა მაშველებს ის ადგილი, სადაც ბავშვის ცხედარი ჰქონდა გადამალული" - ვინ არის ხადას ხეობაში მოკლული ამერიკელი ცოლ-ქმარი
6 ივლისს მარნეულის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ამერიკელი ცოლ-ქმარი რაიან და ლორა სმიტები, 4 წლის ვაჟთან ერთად, დუშეთის რაიონის ხადას ხეობაში გაუჩინარდნენ.
0 კომენტარი
"მკვლელმა ლუკას დანა რამდენჯერმე დაარტყა და გაიქცა" - მესტიაში მომხდარი მკვლელობის დეტალები
მესტიაში ურთიერთშელაპარაკების შემდეგად 25 წლის ლუკა ფალიანი მოკლეს.
0 კომენტარი
"12 წლის ბიჭების ცხედრები წყალში ხელჩაჭიდებული იპოვეს"
SOS - ბოლო ორ თვეში 27 ადამიანი დაიხრჩო
2 კომენტარი
"ბრუტუსი, ანუ იულიუს კეისრის მკვლელობა" ახმეტელის თეატრში
"რამდენიმეწლიანმა კვლევამ მიჩვენა, რომ ის მოღალატე არ არის"
0 კომენტარი
ფულის შოვნის "თანამედროვე მეთოდები"
უმუშევრობის ფონზე ყველა თავისებურად ცდილობს ფულის შოვნასა და თავის გატანას, - გზები მრავალფეროვანია, გააჩნია, ვის როგორი ფანტაზია აქვს.
1 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
თანამედროვე მზევინარი და მთაში ნაპოვნი სილაღე...
რა პრობლემებს აწყდებიან რეგიონში ტურისტებთან ურთიერთობისას
0 კომენტარი
"ბრუტუსი, ანუ იულიუს კეისრის მკვლელობა" ახმეტელის თეატრში
"რამდენიმეწლიანმა კვლევამ მიჩვენა, რომ ის მოღალატე არ არის"
0 კომენტარი
ბავშვებად დარჩენილი მსახიობები
1946 წელს ქუთაისელმა ბავშვებმა დაუვიწყარი საჩუქარი მიიღეს - გაიხსნა თოჯინების თეატრი ღვინის ყოფილ სარდაფში.
0 კომენტარი
ნატუკა გულისაშვილის პროტესტი
"მეუბნებიან ხოლმე, მანქანას კაცივით ატარებო"
0 კომენტარი
"მამა "ჩარეცხილების" სიაშიც კი მოხვდა და პანთეონში მისი დაკრძალვა არც უფიქრიათ"
რამაზ ჩხიკვაძის შვილის გულახდილი ინტერვიუ
10 კომენტარი