"ყოველთვის ეკლიან გზას ვირჩევ" - გზაპრესი

"ყოველთვის ეკლიან გზას ვირჩევ"

პრინციპული, მებრძოლი ხასიათის განო მელითაური ამ ცოტა ხნის წინ, უსამართლობის მსხვერპლი გახდა. დაუმსახურებელი შეურაცხყოფა არ მოუთმენია: რაკი შეურაცხმყოფლებისგან ინციდენტის ადგილზევე ბოდიში ვერ მიიღო, სხვა გზა აირჩია და მიზანს მაინც მიაღწია...

- ერთ-ერთი სავაჭრო ცენტრის შენობაში, შეხვედრაზე მივდიოდი. ე.წ. სტაიანშიკმა მითხრა, - ავტომობილი ამა და ამ მანქანის წინ გააჩერეო (ადგილები არ იყო), რაც კანონს ეწინააღმდეგებოდა. ვთხოვე, სადმე ისეთ ადგილას გამაჩერებინე, ხალხს ჩემი თავი არ აგინებინო-მეთქი. დამიძახა, - წინ არის ადგილიო. მინიშნებულ ადგილამდე ვერ მივდიოდი, რადგან ჩემ წინ მანქანა არც უკან მიდიოდა, არც აჩერებდა, შუაში კი ტაქსი იყო. მოკლედ, მანქანის მძღოლმა არ გამატარა. დაახლოებით, 5 წუთამდე დაველოდე, რაც საკმაოდ ბევრი დროა. მერე დავუსიგნალე და "სტაიანშიკს" ვუთხარი, - რას აკეთებს? ან მანქანა დამაყენებინოს, ან გამატაროს-მეთქი, რადგან მარცხნივ ვერ გადმოვიდოდი - იქ "ტრაფიკია" და არ შეიძლება. "სტაიანშიკს" მანქანიდან რაღაც მიაყვირეს. ისიც გაიძურწა და ვითომ არაფერი - თავისუფალ ადგილას დადგა და შორიდან ჯოხს მიქნევდა. ვერ მივხვდი, რა ხდებოდა. მანქანას დავუსიგნალე. მძღოლმა მიღრიალა და ხელი ამიწია. გავბრაზდი, რადგან უკვე ცუდად იქცეოდა. მანქანა გვერდით გავუჩერე და შევლაპარაკდით. მძღოლიც და მისი თანმხლებიც ავტომობილიდან გადმომიხტნენ, საშინელი სიტყვები მითხრეს.N ნომრის ჩაწერა მოვასწარი და ვუთხარი, - თქვენი სახელი და გვარი მითხარით, უზრდელები ხართ-მეთქი. სავაჭრო ცენტრის დაცვის პოლიციასთან მივედი, რომელმაც მხრები აიჩეჩა - ჩვენ არაფერი შეგვიძლია, პატრულს დაურეკეთო. გარეთ ბიჭები იდგნენ, რომლებიც იცინოდნენ და უყურებდნენ, ბოლო რეგისტრში, "მეცოსოპრანოთი" როგორ იგინებოდა ის ბიჭი... გარშემომყოფთა რეაქცია ნულის ტოლი იყო! ბიჭები, ვინც შეურაცხყოფა მომაყენეს, ფოიეში მეორედაც შემხვდნენ. მძღოლი აქტიურობდა, მეორეც მხარს უბამდა. - რას მეჭიმები, ხელით ხომ ვერ შემეხები? მიდი, შემეხე-მეთქი, - ვუთხარი. დაცვა შუაში ჩაგვიდგა და ისინი შენობიდან გაიყვანეს.G გავყევი და ვუთხარი, - შენნაირი არაკაცი ასეთ საქციელზე პასუხს აგებს. სახელს და გვარს თუ არ მეტყვი ან ბოდიშს არ მომიხდი, იცოდე, შენი ხელით ითხრი სამარეს-მეთქი. ავნერვიულდი, რადგან სიტუაცია შეურაცხმყოფელი იყო. მხოლოდ გინებაშიც არ არის საქმე: ის ბიჭი აგდებულად ლაპარაკობდა და მაგარი ვინმე ეგონა თავი... შემდეგ სოციალურ ქსელში "პოსტი" დავწერე, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა. იმ ადამიანს ეძებდნენ და მისი იდენტიფიცირებაც მოხდა. უკვე საჯაროდ ბოდიშიც მომიხადა - მინდოდა, გაეაზრებინა, რა ჩაიდინა. მისთვის Aარც ადმინისტრაციული ჯარიმის დაკისრება მსურდაM და არც ის მინდოდა, რომ ჩემი მეგობარი ან ოჯახის წევრი მამაკაცები მუშტი-კრივით გასწორებოდნენ. მიმაჩნია, რომ სამოქალაქო თვითშეგნება 21-ე საუკუნეში ისე უნდა ამაღლდეს, რომ მსგავსი ფაქტების შემსწრეებმა სოლიდარობა გამოიჩინონ. 90-იანი წლები აღარ არის და ეს პრობლემა მუშტი-კრივით არ უნდა მოგვარდეს. მიმაჩნია, რომ ძალადობას ძალადობით არ უნდა ვუპასუხოთ. ჩემი სოციალური სივრცე, რომელშიც 5 ათასი მეგობარი და 21 ათასი მიმდევარი მყავს, მხოლოდ იმისთვის არ მაქვს, რომ ჩემი შვილების ფოტოები "ალაიქონ". სოციალური ქსელი იმისთვის უნდა გამოვიყენო, რომ საზოგადოება შეძლებისდაგვარად, უკეთესობისკენ შევცვალო.A არ ვიცი, ჩემი "პოსტით" ვის რა ვარგე, მაგრამ დიდი იმედი მაქვს, ქარის წისქვილებს არ დავდევ. ათასი კაციდან 50 მაინც თუ მიხვდება, რომ ისე მოქცევა, როგორც ის ბიჭები მოიქცნენ, სირცხვილია და როგორც მსხვერპლი, სახლში არ უნდა გამოიპარო და საკუთარი თავი ნერვიულობით არ "შეჭამო", ჩავთვლი - ამ "პოსტის" დაწერას აზრი ჰქონდა. რაც უფრო ბევრს ვილაპარაკებთ, ასეთ ადამიანებს ვამხელთ და შევაგნებინებთ, რომ მათი საქციელი არასწორია, ჩვენი საზოგადოება მით უფრო უკეთესი, გარემო კი - უსაფრთხო გახდება ჩვენი შვილებისთვის. თუ ვინმეს ჰგონია, რომ ჩემი ასეთი ნაბიჯი დაუფიქრებელია ან ეს ყურადღების მისაქცევად გავაკეთე, ან თუნდაც, მარტო ვარ და თავს დაუცველად ვგრძნობ, ეს ასე არ არის. შემეძლო, იმ ბიჭების მანქანა დამელეწა, საქმეში ჩამერია, ვინც ჩასარევი იყო და ხელებგაკოჭილები მოეთრიათ, მაგრამ არც ერთი გავაკეთე და არც - მეორე. მიზეზი ზუსტად ის არის, რომ საზოგადოებამ რაღაცები შეიგნოს, სამოქალაქო თვითშეგნება განვითარდეს, რადგან ძალიან დამახინჯებული გარემოა და ხალხი აგრესიით "გატენილი" დადის, აგრესიას კი აგრესიითვე არ უნდა უპასუხო.

- შენი აზრით, ბიჭებმა შეურაცხყოფა რატომ გაბედეს?

- ასეთი შემთხვევების დროს, გარშემო მყოფთა რეაგირება ნულის ტოლია. რაკი უზრდელ ადამიანებს გასდით, ჩემი შეურაცხყოფა ზუსტად ამიტომ გაბედეს - ეგონათ, რომ კიდევ ერთხელ გაუვიდოდათ.

- როგორ ფიქრობ, მამაკაცს ან ქალს, რომელსაც თან მამაკაცი ახლავს, იმავეს გაუბედავდნენ?

GzaPress- ისე გადავგვარდით (განსაკუთრებით - ბოლო პერიოდში), ყოფა, სოციალური ფონი ისე გართულდა, აგრესიის, საზოგადოების პოლიტიზების დონე ისეთი მაღალია, რომ რა თქმა უნდა, მამაკაცი მამაკაცს იმავეს გაუბედავდა. ქუჩაში კი არა, ერთმანეთს პირდაპირ ეთერში აგინებენ. შესაბამისად, არაფერი მიკვირს.

- სხვა დროს მსგავს სიტუაციაში თუ აღმოჩენილხარ?

- ყოფილა შემთხვევა, როცა მანქანიდან ვიღაცას რაღაც მოუძახებია. ერთხელ ავტომობილით, 3 მცირეწლოვან ბავშვთან ერთად, კუს ტბის ასახვევთან მივდიოდი და ვიღაც "ვერზილა" კაცმა (გოგოსთან ერთად იყო) მანქანა გამკრა და დამაბზრიალა. არც გაუჩერებია, ამბავიც არ უკითხავს. ისე გავმწარდი, რომ გავეკიდე. დამემალა, ჩიხებში იძრომიალა, რომ ვერ მეპოვა. მაინც ვიპოვე, გადმოვიყვანე, ბოდიშიც მოვახდევინე და მანქანაც გავაკეთებინე. საერთოდ, არავისი მეშინია და არ მიმაჩნია, რომ "10 ცხენოსნის" დაცვა მჭირდება, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი "ცხენოსნები" მყავს, ვინც შეიძლება, დამიცვას და საჯაროდ "პოსტების" წერა არ დამჭირდეს. მაღალანაზღაურებადი სამსახური იმის გამო დავტოვე, რომ ჩემი უმცროსი შვილი გამეზარდა და ჩემი საქმე დამეწყო - რაზეც ვოცნებობდი, გამეკეთებინა. მირჩევნია, ცოტა ხანს მეტი ყოფითი პრობლემა მქონდეს, მერე ჩემს შვილებს რომ უკეთესი მომავალი ჰქონდეთ.

- პრობლემის მოსაგვარებლად, ოდესმე საქმეში მამაკაცი ჩაგირევია?

- პატარა ვიყავი, როდესაც მეგობართან ერთად, ბიჭს საქმის გასარჩევად დავხვდი. მიზეზი ის გახლდათ, რომ იმ ბიჭმა ჯერ მე ამიხსნა სიყვარული, მერე - ჩემს მეგობარს, შემდეგ - ისევ მე. გავბრაზდით და იმ ბიჭს "ქუჩის ბიჭებივით" დავხვდით - მეგობრებთან ასე მოქცევა არ შეიძლება-თქო (იცინის)?!. ყოფილა სიტუაცია, როცა ვიღაც თაყვანისმცემელს შევუწუხებივარ, მაგრამ არ მახსენდება არც ერთი ფაქტი, როცა ეს ამბავი ჩემი საყვარელი მამაკაცის ან ჩემი ოჯახის წევრების (ძმა, მამა, ბიძაშვილი...) ყურამდე მიმეტანა, თუმცა ყოფილა შემთხვევა, ჩემ გარეშე გაუგიათ და ზომები მიუღიათ.

GzaPress- სავაჭრო ცენტრთან მომხდარი ინციდენტისას საერთოდ არავინ გამოგქომაგებია?

- მხოლოდ 2 ადამიანი: ერთი მათგანი პარფიუმერიის გამყიდველი გახლდათ, რომელსაც იქ შოურუმი აქვს და მეორე - ქალბატონი, რომელმაც უბრალოდ, ვერ მოითმინა და შეურაცხმყოფელს დაუყვირა: - ქალს როგორ ელაპარაკებიო? მერე იმ ბიჭს ვიღაცამ ჩემ შესახებ უთხრა, - 3 შვილი ჰყავსო. ამაზე საერთოდ გავგიჟდი - რა მნიშვნელობა აქვს, რამდენი შვილი მყავს, რა მქვია და რა გვარის ვარ?! ამ სიტუაციაში ხალხის გულგრილი დამოკიდებულებაა დამთრგუნველი. სავაჭრო ცენტრის დაცვამ რომ მითხრა, - ჩვენ არაფერ შუაში ვართ, პატრულში დარეკეო, ეს ცალკე თემაა - სასაცილო ფაქტია. მე სხვა რანგის მამაკაცების გარემოცვაში ვიმყოფებოდი მთელი ცხოვრება.

- თავად გამოჰქომაგებიხარ ვინმეს?

- კი. 30 წელი ისე ვიცხოვრე, უსამართლობაზე თვალი არასოდეს დამიხუჭავს. ერთი სამსახურიდან, სადაც 4.500 ლარი ხელფასი მქონდა, იმიტომ წამოვედი, რომ ჩემი მიყვანილების გამოყრას მთხოვდნენ, ამაში კი ბონუსებს მთავაზობდნენ.

- ქალის მიმართ ძალადობის ფაქტს შესწრებიხარ?

- კი და შუაშიც ჩავმდგარვარ, კარზეც მიმიკაკუნებია - თუ არ შეწყვეტთ ჩხუბს, პატრულს გამოვიძახებ-მეთქი.

- ასეთ დროს ქალებს არაადეკვატური რეაქციაც აქვთ ხოლმე...

- ხშირად ქალებს არ სურთ, მათი ოჯახური სიტუაციის შესახებ ვინმემ გაიგოს. ჩემთვის მიდგომა, "ცოლ-ქმრის ჩხუბი ბრიყვს მართალი ეგონა" და როცა საქმეში პატრული არ ერევა, მიუღებელია. ასეთი დამოკიდებულების გამო ვიღებთ ყელგამოჭრილ მსხვერპლებს. დამახინჯებული აზროვნება და საერთო ანტიტოლერანტული დამოკიდებულებაა საზოგადოებაში. მგონია, რომ პირადი ინტერესების, კომფორტის, კეთილდღეობის გამო, რაღაცების შესახებ ხმამაღლა ლაპარაკის არ უნდა შეგვეშინდეს.

- ოჯახური თანაცხოვრებისას მოთმინება თუ დაგიკარგავს?

- მქონდა შემთხვევები, როცა ზღვარს გადავედი ან კოტე გადავიდა. მე და ჩემს მეუღლეს ოქროს წესი გვქონდა: თუ ვატყობდით, რომ ძალიან გაბრაზებულები ვიყავით და თავს ვერ ვთოკავდით, ვჩერდებოდით, 3-მდე ვითვლიდით, მერე კი პრობლემების გაანალიზებას "ახალი სუნთქვით" ვცდილობდით, თორემ ისე, ხან ტანსაცმელი ცვიოდა ჩვენი ჩხუბისას - ეს ყველამ იცის. ჩვენი საქციელი არ იყო ძალადობრივი, უზრდელური და აგრესიული. ყველაფრის უკან სიყვარული იდგა. კონფლიქტი ყველა ოჯახშია და არავინ მოიტყუოს, რომ ოჯახური ცხოვრება ია-ვარდით არის მოფენილი, ჰარმონია სუფევს. ალბათ, ათასში ერთი ასეთი ოჯახიც არსებობს და მივესალმები, თუმცა, რა თქმა უნდა, როცა ახალგაზრდა, ქარიზმატული, მეოცნებე ხარ და ახალ ოჯახს ქმნი, ინტერესთა კონფლიქტი, გაუგებრობები, ეჭვიანობა (რაც ზედმეტი სიყვარულის ბრალია) ხდება.

ეთო ყორღანაშვილი