ძლიერი ქალის რეალური ცხოვრება "ჩემი ცოლის დაქალებიდან"
font-large font-small
ძლიერი ქალის რეალური ცხოვრება "ჩემი ცოლის დაქალებიდან"
"უბედური წინათ ვიყავი, ახლა კი ბედნიერი ვარ"

25 წლის ნინო ბარიშვილი საინტერესო და ძლიერი ქალი გახლავთ. მისი ცხოვრება დალხენილი არ ყოფილა, თუმცა ცუდმა ამბებმა მხოლოდ გააძლიერა. მიიჩნევს, რომ ცხოვრებაში შეუძლებელი არაფერია და ადამიანად დაბადება ყველაზე დიდი ბედნიერებაა. ამჟამად შვილთან ერთად ცხოვრობს. მის შვილს ფართო საზოგადოება სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებში" კატოს გოგონას - ნაკოს როლით იცნობს, თავად ნინო კი ამავე სერიალში შორენას როლს ასრულებს, რომელსაც "ჩემი ცოლის დაქალების" ემოციური ეპიზოდები უკავშირდება და შორენას პერსონაჟის "ხაზი" ახალ სეზონშიც საინტერესოდ ვითარდება...

- შორენას პერსონაჟის თამაში ჩემთვის ძალიან საინტერესოა, რადგან განსხვავებული ადამიანები ვართ. თან, რაღა დაგიმალოთ, ამ როლის შესრულება საკმაოდ რთულიც არის, მე კი საერთოდ, სირთულეები მიყვარს.
- შორენას როლის მორგება კონკრეტულად, რა სირთულეებს უკავშირდებოდა?
- როგორი პრობლემაც უნდა მქონდეს, მაინც სულ ბედნიერი ვარ. ყველას უკვირს. მეკითხებიან, - სულ რატომ იცინი, რატომ ხარ ბედნიერიო? იმიტომ, რომ სხვაგვარად არ შემიძლია: თუ რაიმე პრობლემა მაქვს, ის ან მოგვარდება, ან - არა. ნერვიულობა და ტირილი არ მჩვევია. შორენა კი სულ უბედურია, სულ ტირის. ემოციურად რთულად სათამაშო როლია. პროფესიით მსახიობი არ ვარ. "ზედაპირულად" ტირილი არ შემიძლია - მართლა ვტიროდი, როცა ასეთ სცენებს ვიღებდით. საერთოდ, დრამატული როლის თამაში რთულია, მით უმეტეს - არაპროფესიონალი მსახიობისთვის. ამ ყველაფერს თან დაერთო იმ ადამიანების წერილები, ვისაც შორენას პრობლემების მსგავსი სირთულეები მართლა ჰქონიათ ცხოვრებაში. ისინი "ფეისბუკზე" მწერდნენ, მაგალითად, როგორ მოუკლა მამამ დედა თვალწინ... ასეთმა შეტყობინებებმა კიდევ უფრო "დამსტრესა". ერთი კვირა სახლიდან ვერ გამოვდიოდი. თან, მეშინოდა, ხალხი ჩემს პერსონაჟს როგორ მიიღებდა, როგორი რეაქცია მოჰყვებოდა. ძალიან განვიცადე, მაგრამ ახლა უკვე მივეჩვიე.
- როლის შესრულებასთან დაკავშირებულ კრიტიკას იღებთ?
GzaPress- როცა შორენა სერიალში პირველად გამოჩნდა, კომენტარები არც წამიკითხავს, მაგრამ მერე მითხრეს, - წაიკითხე, ცუდს არაფერს წერენო და თვალი გადავავლე... მაშინ ცუდი არაფერი დაუწერიათ. ჩემი პერსონაჟი უბედური ქალია, რომელსაც არც ტანსაცმელი აქვს კარგი, არც - მაკიაჟი. შესაბამისად, გადაღების დროს შეძლებისდაგვარად, ამ პერსონაჟს მამსგავსებენ. ახლა ვიღაცები წერდნენ, - რას ჰგავს? მგონი, თვითონ მსახიობი არ ვარგაო. ჩემთვის ეს მნიშვნელოვანი არ არის, რადგან ვიცი, ყველასთვის ლამაზი ვერ ვიქნები - ამაზე პრეტენზია არ მაქვს, მაგრამ ცოტა არ იყოს, ასეთი კომენტარების ავტორები უტაქტო ხალხია. სხვებს ვარიგებ, მსგავსი რაღაცები გულთან ახლოს არ მიიტანონ. ადამიანს საკუთარი თავის შესახებ უტაქტო კომენტარების კითხვა გარკვეულწილად, "გიტყდება", მაგრამ ამისთვის დიდი ყურადღება არ მიმიქცევია, ამაზე არ მინერვიულია, რადგან შორენა მე არ ვარ - ის სხვა ადამიანია. ჩემს სილამაზესთან დაკავშირებით, არავისი აზრი არ მაინტერესებს. გარშემო მყავს ადამიანები, ვისაც ისეთი ვუყვარვარ, როგორიც ვარ. სხვას მოვეწონები თუ არა, ჩემთვის ეს ნაკლებად საინტერესოა.
- სერიალში როგორ მოხვდით?
- თავიდან სტაფის (ტექნიკური ჯგუფის) წევრი ვიყავი და ახლაც ვარ - კლაპერად ვმუშაობ. რეჟისორის ასისტენტიც ვარ. რაც დასჭირდებათ, ყველა საქმეს ვითავსებ - ერთი ოჯახივით ვართ, ყველა ერთმანეთს ვეხმარებით, საერთო საქმეს ვაკეთებთ. ამას ჩემი გამსახიობებაც დაერთო... თანამშრომელთა უმეტესობას ვიცნობდი, ვმეგობრობდი. თავდაპირველად კომპანიის წარმომადგენლებს მივწერე, რომ ამ კომპანიაში ნებისმიერი სამსახური მინდოდა. რამდენიმე დღეში დამირეკეს და კლაპერად მუშაობა დავიწყე. მართალია, ერთი და იმავეს გაკეთება მიწევს, მაგრამ სხვადასხვა გადაღებაა, სხვადასხვა პერსონაჟთან მაქვს შეხება. ისეთი სამსახურია, რომ არ მოიწყენ - სულ სიახლეებია...
იცით, შორენას ისტორია ჩემს წარსულს ჰგავდა: მეც 16 წლისა მომიტაცეს. არ მიყვარდა... მართალია, ჩემთვის ხელი არავის დაურტყამს, მაგრამ ესეც ძალადობა იყო... სცენარი რომ წავიკითხე, უბრალოდ, ვიხუმრე: - ქეთი დევდარიანმა ჩემ შესახებ ხომ არ დაწერა? სინჯი უნდა ჩავწერო, კასტინგზე მოვიდე-მეთქი. რაღაცებს ვმაიმუნობდი (იცინის). ბოლოს მითხრეს, - მიდი, ჩაწერეო. ხუმრობით, ღადაობით, სელფის კამერა ჩავრთე და მონოლოგი წავიკითხე. "ფეისბუკზე", კასტინგის ჯგუფში განვათავსე. ჩემ გარდა, კიდევ იყო ვარიანტები, თუ ვინ შეასრულებდა შორენას როლს. თურმე, მეორე-მესამე დღეს უკვე როლზე დამამტკიცეს. უბრალოდ, ეს არ ვიცოდი. როცა კასტინგის მენეჯერის ასისტენტმა ეს ამბავი შემატყობინა, მართლა შოკი მივიღე: მივხვდი, საკუთარ თავზე რამხელა პასუხისმგებლობა ავიღე და შემეშინდა, მაგრამ გადაღების დროს საერთოდ არ მინერვიულია - ყველას ვიცნობდი, მხარში ამომიდგნენ, მამხნევებდნენ... კარგად გადავიღეთ, მაგრამ სერია ეთერში რომ გავიდა, ვერ ვუყურე (მოგვიანებით გადავახვიე). საკუთარი თავის მიმართ ყოველთვის კრიტიკული ვარ. საერთოდ, თვითკრიტიკა ცუდი არ არის, მაგრამ ჩემი თავის მიმართ ეს ისეთი ჭარბი დოზით მაქვს, რომ გარკვეულწილად, ეს ძალიან ცუდია.
- მითხარით, 16 წლის ასაკში მომიტაცესო. რატომ გადაწყვიტეთ, დარჩენილიყავით ადამიანთან, რომელიც არ გიყვარდათ?
- ახლა 16 წლის მოზარდებს რომ ვუყურებ, უფრო უფროსი ასაკისას ჰგვანან, საერთოდ სხვანაირები არიან, მე კი ნამდვილად ბავშვი ვიყავი. და საერთოდ, სკოლისა და წიგნების გარდა, არაფერი მაინტერესებდა. ისეთი ბავშვური ვიყავი, რომ თითქოს შემაშინეს: ახლა რომ წახვიდე, ყველას დაგვიჭერენო. ჩემი მოტაცების ამბავში რამდენიმე ისეთი ადამიანი იყო ჩარეული, რომლებიც ასე თუ ისე, ოჯახის ახლობლები იყვნენ. მერე მივხვდი: თუკი ოჯახის ახლობელმა ასეთი რაღაც გამიკეთა, მისთვის ანგარიში რატომ უნდა გამეწია?! თუმცა, როგორც გითხარით, იმდენად ბავშვი ვიყავი, რომ რაღაც ვერ გავთვალე, ვერ მოვზომე... თან, მშობლები გარდაცვლილი მყავს - დეიდებთან ვცხოვრობდი. ვიფიქრე, - იქნებ, შემიყვარდეს-მეთქი, ანუ ზუსტად შორენას მსგავსად ვიფიქრე, ოღონდ შორენა ცოტათი სულელია. მე სულელი არ ვყოფილვარ, მაგრამ რატომღაც, ასე გადავწყვიტე. თან, გარდატეხის ასაკი რთულია... ამას ისიც დაერთო, რომ მოტაცებული 4 დღის განმავლობაში ვერ მიპოვეს - სადღაც გადაკარგულში ვყავდი. არაფერი მომხდარა, მაგრამ იმ ფაქტორმა, რომ "ხალხი რას იფიქრებს", მაინც იმოქმედა. მოკლედ, დავრჩი და იმ ადამიანთან ერთად წელიწადი და 8 თვე ვიცხოვრე. მერე დავშორდით.
- დაშორებისას წინააღმდეგობა არ შეგხვედრიათ?
- ჩემი მხრიდან ამ ნაბიჯის გადადგმა საკმაოდ რთული იყო... თან, ამ საკითხზე საუბარი არ მინდა. ჩემთვისაც მძიმეა...
- თქვენი მშობლების შესახებ გვიამბეთ...
- წარმოშობით გორიდან ვარ - დედაჩემის სახლი იქაა. რადგან დედა ძალიან ადრე (5 წლის ვიყავი) გარდაიცვალა, ხან თბილისში ცხოვრება მიწევდა, ხან - გორში, ხან - სად, ხან - სად... დედაჩემის გარდაცვალების შემდეგ, მამა რუსეთში წავიდა და იქ ცხოვრობდა. მხოლოდ ტელეფონით, წერილებით ვკონტაქტობდით. ბოლოს უკვე კონტაქტიც აღარ მქონდა, რადგან ტელეფონი დავკარგე. ის ნომერი აღარ ჰქონდა, რაც მეწერა. რაღაცნაირად, ურთიერთობა გაგვიწყდა. 3 წლის წინ გავიგე, რომ გარდაიცვალა (მისი გარდაცვალებიდან 1 კვირის შემდეგ)...
- ახლა როგორია თქვენი ცხოვრება?
- 3 წლის შვილი - ნიტა მყავს, რომელიც ასევე, პატარა მსახიობია: "ჩემი ცოლის დაქალებში" კატოს შვილის - ნაკოს როლს ასრულებს. მე და ჩემი შვილი მარტო ვცხოვრობთ. ძალიან ბედნიერები ვართ. ჩემი წარსული ცხოვრებიდან არაფერს ვნანობ, რადგან ამ ყველაფერმა გამაძლიერა. აღარაფრის მეშინია! იმდენი ცუდი ვნახე, რომ გავძლიერდი. ძალადობის მსხვერპლ ქალებს, ვინც ძალადობის პირობებში ცხოვრობენ, მინდა ვუთხრა: ამ ყველაფერს თავს თუ დააღწევენ და ფარ-ხმალს არ დაყრიან, მათი ცხოვრება ბევრად უკეთესი იქნება. შეიძლება, ფუფუნებაში არ ვცხოვრობ, მაგრამ მე და ჩემი შვილი ისე კარგად ვართ, რომ ვერ ვხვდები, ადამიანმა ვინმეს რატომ უნდა შეაჭმევინო თავი?!. ჩემი ცხოვრების შესახებ იმიტომ მოგიყევით, რომ მეჩვენებინა: უბედური არ ვარ, პირიქით - უბედური წინათ ვიყავი, ახლა კი ბედნიერი ვარ. მერწმუნეთ, ბავშვები ჩხუბის ცქერით უფრო მეტ სტრესს იღებენ, ვიდრე იმით, რომ მამა სახლში არ არის. ჩემს შვილს მამასთან ჩვეულებრივად აქვს ურთიერთობა და ყველანი კარგად ვართ. შვილი მეორე ქორწინებიდან მყავს. ამ შემთხვევაში, არ მოვუტაცებივარ - ცოლად საკუთარი ნებით გავყევი, მაგრამ რაღაც ვერ გამოვიდა და დაშორება ცივილიზებულად გადავწყვიტეთ - ბავშვის გამო თავი არ შეგვიკავებია. თუკი ადამიანთან ცხოვრება აღარ გინდა, მასთან ნაძალადევად რატომ უნდა იყო?
- თქვენი მთავარი გულშემატკივარი ვინ არის?
GzaPress- ჩემი შვილი. ძალიან ბედნიერია, როცა ტელეეკრანზე მხედავს. გახარებული ამბობს: - ეს ჩემი დედიკოაო (იღიმის)! არ მინდოდა, შორენას ტირილის სცენები ენახა, მაგრამ ისე მოხდა, რომ მაინც ნახა - ძიძას ჰქონდა ჩართული. შინ რომ მივედი, ნიტამ მითხრა: - დედიკო, აღარ იტირო, გეხვეწებიო... იმაზე დიდი ბედნიერება არაფერია, რომ შვილი ჩემი მთავარი გულშემატკივარია! რა თქმა უნდა, ძალიან მიხარია, რომ მის გარდა მეგობრები - ძალიან კარგი ადამიანები მგულშემატკივრობენ. ბევრმა მართლა დამსახურებულმა არტისტმა დამირეკა და მითხრა, რომ ჩემ მიერ შესრულებული როლი მოეწონათ. ვერ წარმოიდგენთ, ჩემთვის ეს რამხელა ბედნიერება, ენერგია, ხალისი და მოტივაციაა!
- ეკრანზე საკუთარი თავის ხილვისას თქვენს გოგონას როგორი რეაქცია აქვს?
- თავისი თავის დანახვისას ხომ საერთოდ, გიჟდება! მისი პერსონაჟის დედის - კატოს როლის შემსრულებელი - ნინო გაჩეჩილაძე ძალიან უყვარს. ნიტა ნინოსაც უყვარს. ერთმანეთის მიმართ ისეთი სიყვარული აქვთ, რომ ზოგჯერ მართლა ვეჭვიანობ. ნინოსა და ნიტას შორის ბევრ მსგავსებას ვხედავ. ერთმანეთს ვერ ელევიან. ნიტას შესახებ ნინო სულ მწერს ხოლმე, - რას შვრება, როგორ არის? ძალიან მომენატრაო. ნიტა გადაღებებს "კატოს" ეძახის და მეკითხება, - კატოში მივდივართო (იცინის)? ნინო ძალიან უყვარს და ენატრება ხოლმე... გაანალიზებული აქვს, რომ მუშაობს და ამაში ხელფასს იღებს. ჩვეულებრივად, გადაღებაზე უფროსი ასაკის ადამიანივით იქცევა, რეჟისორს უჯერებს. "დიდი" გოგოა, ოღონდ - პატარა (იცინის).
- რაიმე პროფესიული განათლება გაქვთ?
- პროფესიით მედდა ვარ. სწავლა იმ პერიოდში დავიწყე, როცა მომიტაცეს და გავთხოვდი. პროფესიული კოლეჯი დავამთავრე. შემდეგ სამედიცინო უნივერსიტეტში ჩავაბარე, მაგრამ სწავლის საფასურს რომ ვერ ვიხდიდი, აკადემიური ავიღე. სიმართლე გითხრათ, მედიცინის სფერო ჩემთვის საინტერესო აღარ არის. ამას წინათ, სამსახურში ვთქვი: მინდა, თეატრალურში ჩავაბარო-მეთქი. ხუმრობით მითხრეს, - სულელი ხომ არ ხარ? ამაზე კარგი თეატრალური რა გინდაო (იცინის)?! მართლაც, ყველაფერი აქ ვისწავლე... ბავშვობიდან მსახიობობაზე ვოცნებობდი, მაგრამ დეიდებს, ახლობლებს სურდათ, ექიმი ვყოფილიყავი. სამედიცინოზე ამიტომ ჩავაბარე... წინათ სულ ვამბობდი, მსახიობობას მხოლოდ ნიჭი უნდა-მეთქი, მაგრამ ასე არ არის - ცოდნა სჭირდება. ახლა ასმაგად ვაფასებ და პატივს ვცემ ყველა მსახიობს, ვისაც წინათ ვეუბნებოდი, - კარგი ახლა, რით იღლები? ნუ წუწუნებ-მეთქი. ემოციურად და ფიზიკურად, მსახიობობა ისეთი დამღლელია, რომ ვერც წარმოიდგენთ!.. სწავლას აუცილებლად გავაგრძელლებ, სამსახიობო ფაკულტეტზე...
ეთო ყორღანაშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
"უფრო მეტად ქალური ჩაცმულობა მიყვარს და მომწონს. არ მიყვარს, როდესაც ქალს კაცურად აცვია. არც სპორტული ჩაცმულობა მხიბლავს, თუმცა ყველაფერს თავისი ადგილი აქვს.
ბავშვობაში, ფოთში გატარებული ყოველი ზაფხული მსახიობ ჯანო იზორიასთვის დაუვიწყარი არდადეგებია.
ანდრია გველესიანი "ჩხიკვთა ქორწილში" ზაქარას პარტიას შეასრულებს
ქუჩაში ტალახში ამოგანგლულ ცისფერთვალება, კულულათმიან გოგონას და მასთან ერთად უწყინარი გამომეტყველებით მიმავალ ტალახიან ძაღლს თუ დაინახავთ,
რატომ ვერ უმჟღავნებს გრძნობას ვახო ბოლოთაშვილი სასურველ გოგონას
კვირის სიახლეები
"გმირია ქალი, რომელიც საცხოვრებლად მთაში წავიდა"
"ყველა ერთმანეთს მტრობს, ჭორავს - იშვიათად გაიგებ ტკბილ სიტყვას"
2 კომენტარი
ლაშა შუშანაშვილს საბერძნეთი საფრანგეთს გადასცემს - ქართველი "კანონიერი ქურდების" "შავი დღე" ევროპაში
საერთაშორისო სააგენტო Associated Press-ის ინფორმაციით, საბერძნეთის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, განახორციელოს ცნობილი ქართველი ავტორიტეტის ლაშა შუშანაშვილის საფრანგეთში ექსტრადიცია.
0 კომენტარი
"მწყემსმა თავად აჩვენა მაშველებს ის ადგილი, სადაც ბავშვის ცხედარი ჰქონდა გადამალული" - ვინ არის ხადას ხეობაში მოკლული ამერიკელი ცოლ-ქმარი
6 ივლისს მარნეულის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ამერიკელი ცოლ-ქმარი რაიან და ლორა სმიტები, 4 წლის ვაჟთან ერთად, დუშეთის რაიონის ხადას ხეობაში გაუჩინარდნენ.
1 კომენტარი
"მკვლელმა ლუკას დანა რამდენჯერმე დაარტყა და გაიქცა" - მესტიაში მომხდარი მკვლელობის დეტალები
მესტიაში ურთიერთშელაპარაკების შემდეგად 25 წლის ლუკა ფალიანი მოკლეს.
0 კომენტარი
"12 წლის ბიჭების ცხედრები წყალში ხელჩაჭიდებული იპოვეს"
SOS - ბოლო ორ თვეში 27 ადამიანი დაიხრჩო
3 კომენტარი
"ბრუტუსი, ანუ იულიუს კეისრის მკვლელობა" ახმეტელის თეატრში
"რამდენიმეწლიანმა კვლევამ მიჩვენა, რომ ის მოღალატე არ არის"
0 კომენტარი
ფულის შოვნის "თანამედროვე მეთოდები"
უმუშევრობის ფონზე ყველა თავისებურად ცდილობს ფულის შოვნასა და თავის გატანას, - გზები მრავალფეროვანია, გააჩნია, ვის როგორი ფანტაზია აქვს.
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
თანამედროვე მზევინარი და მთაში ნაპოვნი სილაღე...
რა პრობლემებს აწყდებიან რეგიონში ტურისტებთან ურთიერთობისას
3 კომენტარი
"ბრუტუსი, ანუ იულიუს კეისრის მკვლელობა" ახმეტელის თეატრში
"რამდენიმეწლიანმა კვლევამ მიჩვენა, რომ ის მოღალატე არ არის"
0 კომენტარი
ბავშვებად დარჩენილი მსახიობები
1946 წელს ქუთაისელმა ბავშვებმა დაუვიწყარი საჩუქარი მიიღეს - გაიხსნა თოჯინების თეატრი ღვინის ყოფილ სარდაფში.
0 კომენტარი
ნატუკა გულისაშვილის პროტესტი
"მეუბნებიან ხოლმე, მანქანას კაცივით ატარებო"
1 კომენტარი
"მამა "ჩარეცხილების" სიაშიც კი მოხვდა და პანთეონში მისი დაკრძალვა არც უფიქრიათ"
რამაზ ჩხიკვაძის შვილის გულახდილი ინტერვიუ
12 კომენტარი