"პრემიერ-მინისტრის" "სოფლის შენება" და შეცდომები, რომლებზეც ცხოვრება ისწავლა
font-large font-small
"პრემიერ-მინისტრის" "სოფლის შენება" და შეცდომები, რომლებზეც ცხოვრება ისწავლა
"ემოციიდან ვერ გამოვდივარ..."

ისევე, როგორც რეალურ ცხოვრებაში, პოლიტიკა აქტუალურია სერიალში "ჩემი ცოლის დაქალები". პრემიერ-მინისტრის როლის შემსრულებელი ბუტა გოჩა ცომაია ამბობს, რომ მთავრობის მეთაურობა იმდენად საპასუხისმგებლო თანამდებობაა, რეალურ ცხოვრებაში ამას ვერ შეძლებდა. რას გააკეთებდა, ძალიან ბევრი ფული რომ ჰქონდეს, რა ვერ ისწავლა დღემდე, რის გამო იღებს საყვედურებს და როდის კარგავს წონასწორობას? - ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.

- დაბადების თარიღი...
- ...1971 წლის 28 სექტემბერი.
- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...
- ...რეჟისორი. სკოლაში "კავეენს" ვთამაშობდი.
- ჩემზე ამბობენ...
- ...ქალაქის სიამაყეაო. ხმამაღალი ნათქვამია, მაგრამ მართლა ამას ამბობენ. დედა "ალმასის კეკალს (ნამსხვრევს)" მეძახდა, დღეს ამ სიტყვებს ჩემი მეუღლე იმეორებს.
- ბედნიერი ვარ, რომ...
- ...მყავს კარგი ოჯახი, შესანიშნავი მეგობრები და პატარა შვილიშვილები.
- თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს...
- ...ზედმეტად მხიარული ვარ.
- თვისება, რომელიც არ მომწონს და ვცდილობ, გამოვასწორო...
- ...როცა მაღვიძებენ, ცუდ ხასიათზე ვდგები და ეს განწყობა ცოტა ხნით მიმყვება.
- არ მჩვევია...
GzaPress- ...ღალატი, მეგობრის მიტოვება, როგორი სიტუაციაც უნდა იყოს. ისე გავიზარდე, ჩემი ცხოვრების წესი ყოველთვის ერთგულება იყო.
- ჩემი პირველი წარმატება...
- ...იყო 1994 წელს, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში - "ქეთო და კოტეში" ნიკოს როლი ვითამაშე.
- ყოველთვის მაქვს სურვილი...
- ...ვიქეიფო მეგობრებთან ერთად. ქართული აკადემიური სუფრა ძალიან მიყვარს თავისი სიმღერით, პოეზიით. ხშირად ვთამადობ. ბევრი ლექსი ვიცი. ჩემი მეგობრები კარგად მღერიან და სოფელს ასე "ვაშენებთ". ერთობლივად ძალიან საინტერესო და შინაარსიანი შეკრებები გამოგვდის.
- ჩემს გარეგნობაში შევცვლიდი...
- ...თმის ცვენა დამეწყო და ამ პროცესს შევაჩერებდი.
- მეშინია...
- ...მარტოობის.
- დღემდე ვერაფრით ვისწავლე...
- ...იტალიური ენა.
- ყოველთვის მრცხვენია, როცა...
- ...მაქებენ. ბუნებრივია, ამ დროს სიხარულის განცდაც არის, მაგრამ უხერხულობა იმდენად დიდი დოზითაა, სიხარულს თრგუნავს. ძალიან მორცხვი ვარ.
- პატიება შემიძლია, თუ...
- ...მოვა ადამიანი და მეტყვის, რომ შეცდომა გააცნობიერა, ნანობს.
- დაშვებული შეცდომები...
- ...პერიოდულად თავს მახსენებს. მგონია, რომ ბევრი დავაშავე, ზოგიერთი რამ გამოვასწორე, მაგრამ ზოგიერთი შეცდომა, ისევ შეცდომად დარჩა.
- საკუთარ შეცდომებზე ვისწავლე...
- ...ცხოვრება. ვისწავლე, რომ ზედმეტად მიმნდობი არ ვიყო. გულის ტკენა და იმედგაცრუება ხშირად მქონია, ეს კი ძალიან რთულად გადამაქვს ან გადამაქვს კი? ემოციიდან ვერ გამოვდივარ, სულ ჩემში რჩება და ძალიან ცუდია.
- ვნანობ, რომ...
- ...პატარა ასაკში გაუცნობიერებელი ნაბიჯები გადავდგი, პირველ ქორწინებას ვგულისხმობ. ვნანობ, რომ მძიმე წლებისა და ქვეყანაში არსებული მდგომარეობის გამო, საკუთარი თავის რეალიზება სათანადოდ ვერ შევძელი.
- ვიბნევი, როცა...
- ...კომპლიმენტს მეუბნებიან.
- წონასწორობიდან ჩემი გამოყვანა...
- ...ხდება მაშინ, როცა მატყუებენ. ჩემი მხრიდან ადამიანისთვის შეურაცხყოფის მიყენების ყველაზე ძლიერი ფორმაა, როცა მას "შტერს" ვუწოდებ. ბილწსიტყვაობა არ მჩვევია, არასდროს ვიგინები.
- ამ წუთში ძალიან მინდა ვიყო...
- ...თბილ ბუხართან, შვილიშვილებთან ერთად.
- სიყვარული ეს...
- ...დიაგნოზია, რომელიც არ იკურნება; ვირუსია, რომელსაც ყველა ადამიანი ატარებს.
- პირველად რომ შემიყვარდა...
- ...რესტორანში ვიყავით, ავედი სცენაზე და ჩემს ახლანდელ მეუღლეს ლექსი წავუკითხე.
- ვრისკავ...
- ...ხან გააზრებულად, ხან გაუაზრებლად. სიფრთხილეც მჩვევია და ისიც მიფიქრია, გადავხტები და რაც იქნება, იქნება-მეთქი. ვრისკავ, როცა როლს მთავაზობენ და ვთანხმდები, ყველა ახალი როლი დიდი გამოწვევა და რისკია.
- თავისუფლება...
- ...არის ჩემ გარშემო მოტრიალე ერთი დიდი სიყვარული. როცა შეყვარებული ვარ, ყველაზე მეტად თავისუფალი ვარ. თავისუფლება ხშირად საკუთარ თავთან მარტო დარჩენაც არის.
- ხშირად მსაყვედურობენ...
- ...რომ არ ვიცი უარის თქმა. ხომ შეიძლება ადამიანს რამეზე უარი უთხრა, ეს ყოველთვის ცუდი ხომ არ არის? ქეიფი, დროს ტარება, დახმარება, გაყოლა... ყველას ყველაფერზე ვეთანხმები.
- ჩემი მეუღლე გახლავთ...
- ...მაია შავიშვილი, პედაგოგი. ის ჩემს პროფესიაში ძალიან კარგად აეწყო. იღებენ რეკლამებში. პასუხისმგებლობით გამორჩეულია, ახლაც ერთ როლზე მუშაობს და დიდ განცდებშია.
- როდესაც ეკრანზე მხედავს...
- ...კრიტიკულია. მისი შენიშვნები ბევრ რამეში დამხმარებია. ზოგიერთი რამ მოსწონს, ზოგიერთი - არა. შენიშვნებს ყოველთვის ვითვალისწინებ.
- პოლიტიკოსის როლმა პოლიტიკოსობა...
- ...ხომ არ მომანდომა? ძალიან საინტერესო სფეროა. პოლიტიკოსი რომ ვიყო, ალბათ, ბევრ რამეს შევძლებდი, თუმცა ძალიან რთული სამსახურია.
- დღეს რომ პრემიერ-მინისტრი ვიყო...
- ...ვერ ვიტყვი, კონკრეტულად რას გავაკეთებდი, ამაზე არ მიფიქრია. ხალხის მსახურება ძალიან რთულია, ალბათ ვერ შევძლებ, სერიალში კი ეს იოლია.
- ძალიან ბევრი ფული რომ მქონდეს...
GzaPress- ...ძალიან ბევრ ადამიანს ბედნიერს გავხდიდი, მაგრამ არა თანხის დარიგებით. ადამიანებს შრომის საშუალებას მივცემდი, საქმეს გავუჩენდი და ბედნიერებს საკუთარი შემოსავლით გავხდიდი.
- როცა მარტო ვარ...
- ...უმეტეს შემთხვევაში, განვლილ ცხოვრებაზე ვფიქრობ და მომავალში მარტოობის მეშინია.
- როდესაც დაძაბული პერიოდი მაქვს...
- ...მივმართავ მეგობრებს, რომ აღარაფერი ვთქვა ოჯახზე. ვატო ჯანჯალაშვილი არის მეგობარი, რომლისგანაც ბევრ რამეს ვსწავლობ, მიუხედავად იმისა, რომ ასაკით ჩემზე პატარაა. სულ მიკვირს, იმ ასაკში მეც მასავით რატომ არ ვაზროვნებდი? მისი მსგავსი რატომ არ ვიყავი? მიხარია, რომ ვატო ჩემი მეგობარია. ასეთივე მეგობარია ზვიად ჯიქურიძე.
- მე ვარ შეუმდგარი...
- ...რეჟისორი.
- ადამიანი, ვის აზრსაც ყოველთვის ვითვალისწინებ...
- ...ოჯახის წევრები და მეგობრები არიან, რომლებიც უკვე დავასახელე.
- ვჯიუტდები...
- ...იშვიათად.
- ვიტყუები, როცა...
- ...არ მინდა ადამიანს გული ვატკინო და ვიცი, სიმართლე მისთვის მტკივნეული იქნება. როცა საქეიფოდ მივდივარ და მეუბნებიან, არ დალიოო, ვპირდები, რომ ცოტას დავლევ და ბევრს ვსვამ (იღიმის).
- დარიგება, რომელიც არასდროს დამავიწყდება...
- ...დედამ მითხრა: "არასდროს გაზომო და აწონო სიყვარული, ყოველთვის ყველა ადამიანში ეძებე დადებითი, ბოროტ ადამიანშიც კი".
- დაბოლოს, გეტყვით...
- ...დიდ მადლობას თქვენ, ვინც ეს ინტერვიუ წაიკითხეთ, ჩემით დაინტერესდით და დრო დამითმეთ.
თამუნა კვინიკაძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
"მასტერის სიმღერების მართლა ხშირი მსმენელი ვიყავი"
"საზოგადოებისთვის ისეთი მესიჯები არ მაქვს, რომ ბიკინიში გამოწყობილმა მივაწოდო"
მგონი, მთელი ჰოლივუდი ავალაპარაკეთ, ისეთი ეგზოტიკური, უცხო იყო ჩვენი გამოჩენა ასეთი ფორმით...
კომპლიმენტი, რომელიც სოფო გორელაშვილს გულზე ცუდად მოხვდა
41 ოფიციალური მილიონერი - პარლამენტში
გამოწვევა, რომელსაც ოთო ფოლადაშვილი წარმატებით უმკლავდება
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2530 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
4 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
5 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2445 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1206 კომენტარი