"დედა საუკეთესო მეგობარი იყო ჩემთვის"
font-large font-small
"დედა საუკეთესო მეგობარი იყო ჩემთვის"
ქუთაისელი მომღერლის სევდიანი თავგადასავალი

მაყურებელი და ჟიური ერთიანად აღაფრთოვანა 25 წლის ქუთაისელი კონკურსანტის, თამუნა გიორგაძის ნამღერმა. პროფესიით ფილოლოგმა ელა ფიცჯერალდის სიმღერა ისე შეასრულა, რომ ჟიურის ოთხივე წევრი სცენაზე აიჭრა და თამუნას ჩაეხუტა. გვინდა, უფრო ახლოს გაგაცნოთ სიმღერასა და მუსიკაზე შეყვარებული ქუთაისელი გოგო, რომელიც ერთი შეხედვით, მხიარული და უდარდელი მოგეჩვენებათ, სინამდვილეში კი ბევრი ტკივილი და სევდა დააქვს გულით...

- ქუთაისში აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი დავამთავრე. ვმუშაობ კერძო საბავშვო ბაღში, სადაც სახალისო ინგლისურს ვასწავლი პატარებს. ეს ბაღი ჩემი მეგობრებისაა და რამდენიმე წლის წინ შემომთავაზეს, მათთან მემუშავა. მივედი და მას შემდეგ ჩემს ბავშვებს ვეღარ ვშორდები, მომწონს ეს საქმე. მართალია, დიდ ენერგიას ვხარჯავ, მაგრამ სანაცვლოდ უკანაც უამრავ სითბოსა და და სიყვარულს ვიღებ. იმ პერიოდში მართლაც ძალიან მჭირდებოდა დადებითი ემოციები და ბავშვებთან ურთიერთობამ მდგომარეობიდან გამომიყვანა.
- დედის გარდაცვალებას გულისხმობ, ალბათ...
GzaPress- მძიმეა ჩემთვის ამის გახსენება, რადგან ისევ მიახლდება ხოლმე ყველა ტკივილი. დედამ გაჭირვების პერიოდში გადაწყვიტა საბერძნეთში წასულიყო - არც სამსახური, არც სხვა შემოსავალი ჰქონდა, ორ შვილს კი რჩენა უნდოდა. მე 13 წლის ვიყავი მაშინ. მამა და ბებო გვივლიდნენ, მაგრამ ბებო დედაჩემის წასვლიდან 3 წელში გარდაიცვალა. დედა 7 წელი ცხოვრობდა საბერძნეთში. მიჭირდა მის გარეშე. თავიდან ვერ ვაანალიზებდი ამას, 2-3 წლის შემდეგ უფრო გამიჭირდა მისგან შორს ყოფნა, რადგან ეს ისეთი ასაკი იყო, როდესაც დედის გვერდით ყოფნა, დარიგება ბევრს ნიშნავდა... თუმცა, ამხელა მანძილის მიუხედავად, ის მაინც სულ ჩემთან იყო - ტელეფონი განუწყვეტლივ რეკავდა, დილის 10 საათიდან ღამის 12-მდე. აინტერესებდა, ხომ მშვიდად ჩაიარა დღემ. ტელეფონის ზარს რომ გაიგებდნენ, ჩემი მეგობრები მაშინვე იმას ამბობდნენ, თამუნას დედა ურეკავსო. ჩვენ მართლაც განსაკუთრებული ურთიერთობა გვქონდა, საუკეთესო მეგობარი იყო ჩემთვის. არ ყოფილა თემა, რომელზეც მას ვერ დაველაპარაკებოდი. არ მახსოვს, მისთვის რამე დამემალოს... მერე შეუძლოდ გახდა. რომ რეკავდა, სულ ამბობდა, რაღაც სუსტად ვარ და წონაშიც მოვიკელიო. ნეიროქირურგმა პირდაპირ არ უთხრა დიაგნოზი და ურჩია, რადგან აქ ძალიან ძვირია მკურნალობა, საქართველოში წადი და იქ ჩაიტარე გამოკვლევაო. ხელს და ფეხს კარგად ვერ ამოძრავებდა, თურმე თავში სიმსივნე ჰქონდა, უკვე მეოთხე სტადია იყო. ოპერაციას თუ გავუკეთებდით, იმის იმედსაც არ გვაძლევდნენ, რომ გადარჩებოდა. ყველაფერი ვცადეთ, მაგრამ... ორთვე-ნახევარში გარდაიცვალა. ამ მცირე დრომ ისე გაიარა, თითქოს 7-წლიანი განშორება არც ყოფილიყოს... ხვდებოდა, რომ რაღაც სერიოზული სჭირდა, მაგრამ არაფერს იმჩნევდა. ბოლომდე იძახდა, - ფეხზე რომ დავდგები, რა გეგმებიც მაქვს, ყველაფერს ერთად გავაკეთებთო, ვგეგმავდით რაღაცებს. ძნელია, როდესაც იცი, რა დაავადებაც სჭირს და ვერაფერს შველი. ძლიერი იყო. იმის საშუალებას არ გვაძლევდა, რომ ცხვირი ჩამოგვეშვა და მოგვეწყინა. სულ მეუბნებოდა, მე თუ აღარ ვიქნები, ეგ არაფერი, შენ ისეთი მაგარი ხარ, ჩემ გარეშეც მიაღწევ ყველაფერსო. ვუბრაზდებოდი, - ამას ნუ მეუბნები-მეთქი. ბავშვობიდანვე მშიშარა ვიყავი და დედა ყოველთვის სტიმულს მაძლევდა: ნუ გეშინია, ყველაფერი კარგად იქნება, ყველაფერი გამოგივა და ა.შ. 46 წლის იყო, სიცოცხლით სავსე, ენერგიული, უყვარდა სხვებზე ზრუნვა. რამდენ ვინმესთან მივდიოდი ხოლმე დასახმარებლად, რომ იცოდეთ. დარეკავდა საბერძნეთიდან, იმის შვილი ყოფილა ცუდად, რაღაცები უყიდე და წაუღეო, ამას უჭირს და დაეხმარეო, ასეთი იყო... არ მოდუნდე და ერთ ადგილზე არ გაჩერდეო, მეუბნებოდა და მეც ამას ვცდილობ. არ მინდოდა, დეპრესიაში ჩავვარდნილიყავი და ჩემი ტკივილი ვინმესთვის მომეხვია თავს. არადა, ძალიან გამიჭირდა შეგუება მის გარდაცვალებასთან. იმ პერიოდში ფინანსურადაც გვიჭირდა, რამდენიმე ადგილას ვმუშაობდი ერთდროულად, სხვა გზა არ მქონდა. არადა, 13 წლამდე როგორი ბედნიერი ბავშვობა მქონდა...
- როგორც საუბრისას მითხარი, მუსიკალური ოჯახი გქონია...
- ვიზრდებოდი მშობლებთან და უფროს ძმასთან ერთად. დედა ქიმია-ბიოლოგიის სპეციალისტი იყო, თუმცა რატომ, ამას დღემდე ვერ ვხვდები. ის სულით, გულით, ფიქრით მუსიკოსი იყო. კარგად მღეროდა, უკრავდა ფორტეპიანოზე ჯაზბენდში - იყო ასეთი ჯგუფი "ალიონი". მამა ინჟინერია. ისიც არაჩვეულებრივად მღერის, უკრავს ფორტეპიანოზე, ახალგაზრდობაში ვიოლინოზეც უკრავდა თურმე და მერე თავი დაუნებებია. მოკლედ, მუსიკალური ოჯახი გვაქვს. ერთადერთი ჩემი ძმა ვერ მღერის, დიდი სურვილის მიუხედავად. მერყევი სმენა აქვს და დედამ ურჩია, მუსიკას თავი დაანებე, შენს საქმეს მიხედეო. რაც შემეხება მე, დედა იავნანას რომ მიმღეროდა, თურმე მეც ვყვებოდი. 3 წლის ვყოფილვარ, ბაღში ზეიმზე რომ მიმღერია. დედა დამპირებია, თუ კარგად იმღერებ, რასაც გინდა, გიყიდიო. მას შემდეგ სიმღერის გარეშე ვეღარ ვძლებ. სანამ დედა საბერძნეთში წავიდოდა, თავისი ბავშვობის მეგობართან, მაია ბალანჩივაძესთან ერთად ჰქონდა მუსიკალური სტუდია. მაია იყო ჩემი ვოკალის მასწავლებელი. 13-14 წლამდე აქტიურად ვმონაწილეობდი ფესტივალებში. მერე სწავლას უფრო მეტ დროს ვუთმობდი, თუმცა მუსიკა ყოველთვის ჩემთან იყო. მუსიკალური შვიდწლედი ფორტეპიანოს განხრით საკმაოდ წარმატებულად დავამთავრე, მაგრამ რატომღაც აღარ გავაგრძელე სწავლა ამ განხრით, რასაც ძალიან ვნანობ. ყოველთვის ვფიქრობდი, რომ როდესღაც აქტიურად დავუბრუნდებოდი სიმღერას. ადამიანი იქ პოულობს ბედნიერებას, რაც უყვარს და რაც უნდა. მე ვეძებე და კვლავ მუსიკა ვიპოვე.
- "X ფაქტორში" მონაწილეობა როგორ გადაწყვიტე?
GzaPress- ბევრი არ მიფიქრია, უცებ მივიღე გადაწყვეტილება, გამომეცადა საკუთარი თავი და შესაძლებლობები. სულ მქონდა მუსიკის დანაკლისი და კვლავ სცენაზე დადგომა მინდოდა. მსურდა საკუთარი თავისთვის მომეგო და ამიტომაც მივედი ქუთაისში, შესარჩევ ტურზე. ვიმღერე ერთი სიმღერა, მერე მეორე, მესამე. თავიდან ვნერვიულობდი და ვღელავდი, მაგრამ როგორც კი სცენაზე დავდექი, გავიფიქრე, რომ უკან დასახევი გზა აღარ მქონდა და შესაძლებლობების მაქსიმუმი უნდა მეჩვენებინა. მგონი, შევძელი... მერეც ბევრი ვინერვიულე - კულისებში, წამყვანებიდან დაწყებული მთელი სამუშაო ჯგუფი მამხნევებდა. დიდი ხანი იყო გასული, რაც სცენაზე არ მემღერა და, რა თქმა უნდა, ვღელავდი! ყველაფერი საუკეთესოდ უნდა გამომსვლოდა...
- წარმატებებს გისურვებ. ახლა შენი და შენი მეგობრების იდეაზეც მითხარი რამდენიმე სიტყვით, ტაქსის კომპანიის შექმნა რამ გადაგაწყვეტინათ?
- იდეა სრულიად მოულოდნელად გაჩნდა. ერთ საღამოს მეგობრები ვისხედით და ვსაუბრობდით, რამე საქმე ხომ არ წამოგვეწყო. თუნდაც, ტაქსების კომპანია გავაკეთოთ, სადაც მძღოლები მხოლოდ ქალები იქნებიანო, - თავიდან ვითომ ვხუმრობდით, მაგრამ მერე ჭკუაში დაგვიჯდა ეს იდეა. ერთ ჩემს მეგობარს ჰყავს მანქანა და საცდელად დაიწყო ტაქსაობა. ხალხს ძალიან უკვირდა: გოგო ტაქსაობს, ნახე და ა.შ. დედაქალაქში უკვე არ უკვირთ ეს, მაგრამ ქუთაისში მაინც "ჩანს" ასეთი რაღაცები. ამ ეტაპზე ცოტა მანქანა გვყავს და ველოდებით გოგონების აქტიურობას. მსურველები არიან, მოდიან, პირობებს კითხულობენ, მაგრამ რატომღაც, მუშაობის დაწყებას ერიდებიან. ვფიქრობ, სტერეოტიპებს უფრთხიან... არადა, ეს არის მშვენიერი შანსი ქალებისთვის, ჰქონდეთ დამატებითი შემოსავალი.
- საინტერესოა, მაინც რის მიხედვით არჩევთ გოგონებს?
- უნდა ჰქონდეთ 2-წლიანი გამოცდილება მაინც და ორიენტაციის უნარი, რომ ქუჩებში არ დაიკარგონ. ასევე, უნდა ჰყავდეთ საკუთარი მანქანა და კიდევ, ავტომობილის სისუფთავეს ვაქცევთ ყურადღებას.
- დაბოლოს, სამომავლო გეგმებზეც გვითხარი რამე.
- მსმენელისა და ჟიურისგან ასეთ ემოციებს ნამდვილად არ ველოდი, ძალიან დავიბენი. ამან მომცა ძალა და სტიმული, ვიბრძოლო გამარჯვებისთვის. წელს ძლიერი მონაწილეები არიან, ჩემს კატეგორიაში 10 გოგოდან 4 უნდა დაგვტოვონ, წინ რთული ეტაპი მელის და შევეცდები, ჩემი შესაძლებლობები მაქსიმალური გამოვავლინო!
ნინო ჯავახიშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ნანა ლორთქიფანიძე დედისა და ბებიის ამპლუაში
"ახლა, როცა უკვე შვილი მყავს, სამყაროს სხვა თვალით ვხედავ..."
"ტაშით 8 წლის ასაკში მოვიწამლე"
"ქართველები ტრადიციებსა და ჩარჩოებს მაინც ვერ გავურბივართ"
"მინდა საკუთარ ქვეყანაში ვიცხოვრო და მგონი, ამის უფლება მაქვს"
"რაც ტელევიზიაში მუშაობა დავიწყე, უფრო მეტ ტკბილეულს ვჭამ"
რისთვის იჩაგრება დიმიტრი ლორთქიფანიძის ქალიშვილი
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2530 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
2 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
4 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
5 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2442 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1206 კომენტარი