"ჩემი თავის უფალი ვარ და ვერავინ შემიზღუდავს ამ უფლებას"
font-large font-small
"ჩემი თავის უფალი ვარ და ვერავინ შემიზღუდავს ამ უფლებას"
ნინი ონიანის ცხოვრებისეული გამოწვევები

მსახიობი ნინი ონიანი თავს ძლიერ, თავისუფალ და დამოუკიდებელ ადამიანად მიიჩნევს. მისთვის ცხოვრებისეული დაბრკოლებების გადალახვა სირთულეს არ წარმოადგენს. თვლის, რომ დაღმართს აუცილებლად აღმართი მოჰყვება, ამიტომ დეპრესიაში არასდროს ვარდება და თვითგვემასაც არასდროს განიცდის.

- ძლიერი ქალი სუსტ მამაკაცს აშინებს. ძლიერ მამაკაცს გვერდით ძლიერი ქალი სჭირდება და პირიქით... თუმცა, როცა ორ ადამიანს ერთმანეთი გულწრფელად უყვარს, ურთიერთობა დაბალანსებულია და არც სუსტია გამოკვეთილი, არც - ძლიერი.
- რა არის შენი ძლიერი და სუსტი მხარე?
- ვფიქრობ, საკმაოდ ძლიერი ქალი ვარ. არასოდეს მაშინებს სირთულეები და გამოწვევები. არ გავურბი პრობლემებს, არასდროს ვარ დეპრესიული, ჩაკეტილი და შეშინებული. შიში ჩემგან შორს არის... რაც შეეხება სისუსტეს, მთავარია, ჩემს შვილს არ შეეხოს რაიმე არასასიამოვნო - ასეთ დროს სხვა ადამიანი ვხდები.
- როდის ხდები ყველაზე ძლიერი?
GzaPress- ყოველთვის ძლიერ ნოტაზე ვარ (იცინის). სისუსტე, მოთქმა, გოდება ჩემი საქმე არ არის. რა თქმა უნდა, ყველას ცხოვრებაში არის მომენტები, როცა გვინდება ვიყოთ სუსტები, თუმცა როდესაც კონკრეტული მომენტი დგება, დიდხანს არ ვაძლევ თავს უფლებას, რომ ასეთ მდგომარეობაში დავრჩე. გათავისებული მაქვს, ცხოვრება სულ ია-ვარდით არ არის მოფენილი, არც სულ აღმართია, ზოგჯერ დაღმართზეც გვიწევს სიარული. მთავარია, ადამიანმა იმ დონის სისუსტე არ გამოიჩინო, რომ შეეგუო შენი ცხოვრების დაღმასვლას და არაფერი გააკეთო აღმართზე ასასვლელად.
- როგორ ფიქრობ, კაცი უნდა იყოს ოჯახის თავი?
- ოჯახის თავი არ ვიცი, რას ნიშნავს... როდესაც კაციც და ქალიც ლიდერია, იქ არის ჭეშმარიტი ურთიერთობა და ურთიერთგაგება. ჩემთვის მიუღებელია, როცა ოჯახში ერთი ადამიანის მინიშნებით კეთდება ყველაფერი, არ აქვს მნიშვნელობა, ეს კაცია თუ ქალი. ჩვენ თანასწორუფლებიანი ვართ... ოჯახის თავსა და "ბოლოზე" საუბარი სასაცილოა XXI საუკუნეში, თუმცა, სამწუხაროდ გვიწევს...
- არის რაიმე ისეთი, რაც ადრე გააკეთე და ახლა ამას ნანობ?
- არასდროს არაფერს ვნანობ. რაც იყო, იყო, ე.ი. ისე უნდა მომხდარიყო. სინანული და გლოვა არაფერს შეცვლის. ყველაფერი ხდება იმიტომ, რომ შენი ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვალოს და ასეც არის... ამ პრინციპით ვცხოვრობ. რაც შეეხება ცოდვას, ისეთი არასდროს არაფერი ჩამიდენია, რაც სანანებელი გამიხდებოდა. ბოროტი და შურიანი არ ვარ, ყოველთვის გულწრფელად მიხარია ირგვლივ მყოფი ადამიანების წარმატება და კარგად ყოფნა. ყველაზე ცუდი თვისება, რაც შეიძლება ადამიანს ჰქონდეს, არის შურიანობა.
- როგორ ფიქრობ, რომ მოინდომო, ნებისმიერ მამაკაცს მოხიბლავ?
- მამაკაცის მოხიბვლა არასოდეს დამჭირვებია. როცა მომწონდა ან მიყვარდა, გრძნობა ყოველთვის ორმხრივი იყო. თუმცა, ვფიქრობ, ნებისმიერ მამაკაცს მოვხიბლავ, გარდა იმისა, ვინც სხვაზე ჭეშმარიტად შეყვარებულია.
- ურთიერთობის ინიციატორი ყოფილხარ? რთულია შენი გულის მოგება?
- თუ დამჭირდება, ინიციატორიც ვიქნები, ამაში ცუდი არაფერია. თუ ადამიანი მოგწონს, გიყვარს, ძვირფასია შენთვის, მაშინ სიამაყე უნდა დაივიწყო. სიყვარულის სახელით ყველანაირი ქმედება გამართლებულია... რაც შეეხება ჩემს მოხიბვლას, რაც ასაკი და გამოცდილება მომემატა, ეს მით უფრო რთული ხდება. თუ ადრე რაღაც ელემენტარულს ყურადღებას არ ვაქცევდი, დღეს ის ელემენტარული ძალიან მნიშვნელოვანი და ყურადსაღები გახდა.
- გიტირია მამაკაცის გამო?
- რა თქმა უნდა, მიტირია. იმ მომენტში ეს ჩემი ტკივილის გამოხატულება იყო და ვთვლი, რომ ამაში სასირცხვილო არაფერია. მართალია, ის ადამიანი არ იმსახურებდა ჩემს ცრემლებს, მაგრამ რაც იყო, იყო...
- ბედნიერებისთვის მამაკაცი გვერდით უნდა გყავდეს?
- ბედნიერება საკუთარ თავშია და არა ვინმე სხვაში. თუ მარტო დარჩენილი საკუთარ თავთან ბედნიერი არ ხარ, ვერავინ გაგაბედნიერებს... როცა გულით გინდა, იყო ბედნიერი, ამაში ხელს ვერაფერი შეგიშლის. ის ისეთ წვრილმანებშია, რომელსაც ხანდახან ყურადღებას არც ვაქცევთ, მაგრამ დაკარგვის შემთხვევაში უმალვე ვგრძნობთ, რომ რაღაც კარგი აღარ გვაქვს.
- როდის მიდის მამაკაცი ქალისგან?
- ეს ცოტა სადაო თემაა. მამაკაცებს აქვთ თვისება, ყველაფერი გააფუჭონ...
- ყველაფერში რას გულისხმობ?
- პირველ რიგში, კარგ ურთიერთობას...
- შენგან რატომ წავიდა? თუ შენ დატოვე?
- ჩემგან არასოდეს არავინ წასულა, ყოველთვის მე მივდიოდი...
- გაქვს კომპლექსი, რომელიც ვერ დაძლიე?
- ვფიქრობ, ძალიან ბევრი კომპლექსი დავძლიე, თუმცა ერთ-ერთი მათგანი, ჯერჯერობით ვერ დავამარცხე.
- რა არის ეს?
- 5 წლის ვიყავი, როდესაც ჩემი მშობლები დაშორდნენ, მას შემდეგ მამა ფაქტობრივად არ მინახავს. არ მოისურვა ჩემთან კონტაქტი. ამ ყველაფერმა, საკმაოდ დიდი და ცუდი გავლენა მოახდინა ჩემზე. თუმცა, ესეც წარსულია უკვე და დიდი ნაწილი ამ კომპლექსის დაძლეული მაქვს.
- ალკოჰოლის ზემოქმედების დროს თავი დაგიკარგავს?
- თავი უალკოჰოლოდაც დამიკარგავს (იცინის).
- რას გულისხმობ?
- ემოციებს... თავის დაკარგვა მაშინაა იოლი, როცა შეყვარებული ვარ. თუმცა, ასაკის მატებასთან ერთად, ემოციების მართვა და კონტროლიც ვისწავლე.
- ძლიერ ქალებს სიყვარული აფერხებთ წარმატების მიღწევაში?
- თუ ძლიერ, ლიდერ ქალს გვერდით თავისნაირი ძლიერი, ლიდერი მამაკაცი ჰყავს, სიყვარული პირიქით, ხელს უწყობს წარმატების მიღწევაში... თუმცა, ასეთი მამაკაცები არც კი ვიცი, დარჩნენ თუ არა.
- ძლიერი ქალები ეცემიან, მაგრამ ყოველ ჯერზე დგებიან... ბევრჯერ წაქცეულხარ და წამომდგარხარ?
GzaPress- ხშირად ვდგავარ ცხოვრებისეული გამოწვევების წინაშე. სამყარო ყოველთვის ცდილობს გამომცადოს... რა თქმა უნდა, ბევრჯერ დავცემულვარ, მაგრამ რადგან დღეს ფეხზე ვარ და მთელი შემართებით ვაგრძელებ ცხოვრებას, ე.ი. ყოველ ჯერზე შევძელი წამოდგომა. დამოუკიდებელი ვარ, ეს თვისება ბავშვობიდან ჩამომიყალიბდა და დღემდე მეხმარება ყველანაირი დაბრკოლების გადალახვისას.
- სხვისი რჩევით ცხოვრების რომელიმე ეტაპზე გიცხოვრია?
- ბავშვობიდან მეამბოხე სულის პატრონი ვიყავი. ერთადერთი, ვის რჩევებსაც ვითვალისწინებდი და დღემდე, რაღაც დოზით ვითვალისწინებ, ეს დედაა. თუმცა, ძირითადად, მხოლოდ საკუთარი გადაწყვეტილებებით ვცხოვრობ. ყველაზე კარგად თავად ვიცი, როდის რა და როგორ უნდა გავაკეთო.
- თავს წარმატებულ ადამიანად მიიჩნევ?
- მისაღწევი ჯერ ძალიან ბევრი მაქვს იმისათვის, რომ თამამად ვუწოდო თავს წარმატებული. თუმცა, არც წარუმატებელი ვარ, უბრალოდ, უფრო მეტი ამბიცია მაქვს...
- ოდესმე საკუთარი თავი შეგცოდებია?
- საკუთარი თავი სუსტ ადამიანებს ეცოდებათ. მე მხოლოდ ვბრაზდები საკუთარ თავზე... და ასეთ დროს, მიტირია კიდეც.
- შენს პოპულარობას პირად ცხოვრებაში დაბრკოლება შეუქმნია?
- არასოდეს, ასეთი შემთხვევა არ მახსენდება.
- მამაკაცს შენთვის თავისუფლება შეუზღუდავს?
- თავისუფლებას ზღუდავენ სუსტები და ისეთი მამაკაცები, რომლებიც საკუთარ თავში არ არიან დარწმუნებულები. ჩემი თავის უფალი ვარ და ვერავინ შემიზღუდავს ამ უფლებას. ვფიქრობ, დღეს ცოტაა ძლიერი მამაკაცი და ალბათ, ძლიერი ქალბატონების მარტოობის მიზეზიც ეს არის.
- რა ხდება შენს პირად ცხოვრებაში?
- ამჯერად პირად ცხოვრებაში სიმშვიდე მაქვს, თავიდან ბოლომდე საქმეზე ვარ ორიენტირებული. არც არავინაა ისეთი, ვინც დამაინტერესებდა. ვნახოთ, მომავალში რა იქნება.
სოფო ჭონიშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
"ამ გოგოს ბრძოლისუნარიანობით ყველანი გავვოცდით"
"ახლა ყველა ქვას ისვრის, რადგან უნდათ აჩვენონ, რომ თავად მართლები არიან"
ქეთი წიქვაძის გულახდილი ინტერვიუ
ხალხით გაჭედილი ავტობუსები და სამარშრუტო ტაქსები, გაუვალი საცობები და შავი "ჯიპებით" ჩახერგილი ქუჩები - ამ ყველაფერზე ჩვენ ბევრჯერ დაგვიწერია.
ჩვენს ხარჯზე ცხოვრობენ და ცხადია, ამის დაკარგვაც არ უნდათ
"ეს იყო ჩემი და სერგოს გაცნობის პირველი კადრები"
"შეცდომების დაშვების რომ შემეშინდეს, საერთოდ ვერ ვიცხოვრებ"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2530 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
3 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
4 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
5 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2444 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1206 კომენტარი