"ალბათ, არც ისეთი სასურველი ვარ"
font-large font-small
"ალბათ, არც ისეთი სასურველი ვარ"
რა კრიტერიუმებით აფასებს სალომე კოკუაშვილი ბიჭებს

რა მიზეზის გამო შეიძლება, მსახიობი სალომე კოკუაშვილი სასურველი საპატარძლო არ იყოს? მომავალ მეორე ნახევართან დაკავშირებით, შეფასების რა კრიტერიუმები აქვს მსახიობს? არის თუ არა განხილვის საგანი სალომეს დაოჯახების საკითხი მისი მეგობრებისთვის? - ამ თემებზე საუბრისას, სალომე კოკუაშვილი საკმაოდ გულწრფელი და თავმდაბალი აღმოჩნდა...

- სალომე, შენი აზრით, მყარი ოჯახისთვის რა არის აუცილებელი?
- ნდობა.
- კიდევ?
- სიყვარული, პატივისცემა, ერთგულება და რაც მთავარია, მეგობრობა.
- სიყვარული პირველ ადგილზე რატომ არ დაასახელე?
GzaPress- შეიძლება, ადამიანი ძალიან გიყვარდეს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მასთან ერთად ცხოვრება გაგიმარტივდება. თანაცხოვრებისას მთავარია, ადამიანთან კომფორტულად გრძნობდე თავს. თუ არ ენდობი, კომფორტულად ვერ იქნები. პირველ ადგილზე ნდობა ამიტომ დავასახელე, თორემ, რა თქმა უნდა, სიყვარული ოჯახის შექმნისთვის მნიშვნელოვანია.
- პაემანზე ბოლოს როდის იყავი?
- უჰჰ (იცინის)!..
- მაინც?
- ძალიან ცოტა ხნის წინ, კუს ტბაზე სასეირნოდ ვიყავი და ეს პაემნად ითვლება? რა "ცოტა ხნის" - ასე 2-3 თვის წინ (იცინის)... "პაემანი" რომ ჰქვია, ისეთი შეხვედრა ძალიან დიდი ხნის წინ იყო, ალბათ...
- ამას რატომ არ ერქვა პაემანი, მარტო იყავი კუს ტბაზე სასეირნოდ?
- არა, არა, ბიჭთან ერთად. გავისეირნეთ, ერთი წრე დავარტყით... სტანდარტული პაემანი სხვანაირია: ბიჭი გოგოს სახლში გაუვლის, ერთად მიდიან სადმე - სასადილოდ ან კინოში, ერთმანეთის ინტერესებზე საუბრობენ, მერე ბიჭი გოგოს სახლამდე მიაცილებს... აი, ასეთ პაემანზე, მგონი, "ათასორი" წელია, არ ვყოფილვარ (იცინის).
- რომანტიკული ხარ?
- საშინლად რომანტიკული, რაც ძალიან დიდ პრობლემას ქმნის, რადგან მგონი, ასეთი გამოუსწორებელი რომანტიკოსი მარტო მე ვარ.
- ანუ ვინც შენს ინტერესს იწვევს, ის რომანტიკული არ არის?
- ისეთი არავინ შემხვედრია, ვინც ჩემსავით რომანტიკული იქნებოდა. "არავინში" მხოლოდ ბიჭებს არ ვგულისხმობ: გოგონებსაც მოვიაზრებ, თუნდაც - ჩემს მეგობრებს, რომლებსაც ჩემი რომანტიკულობა უცნაურად ეჩვენებათ.
- შენი რჩეული როგორი უნდა იყოს?
- იმდენი რამ უნდა ჩამოვთვალო, რომ არც კი ვიცი, საიდან დავიწყო... პირველ რიგში, ძალიან მინდა, ჩემი რჩეული ჩემზე ბევრად მაღალი იყოს, ასევე - კეთილი, მხიარული, ერთგული, მზრუნველი, მეგობრული, თბილი, ყურადღებიანი... განვაგრძო, თუ უკვე გამორიცხულია, რომ მეორე ნახევარი ვიპოვო (იცინის)?
- განაგრძე...
- ამას ისიც ემატება, რომ არ მინდა, ჩემი რჩეული ეწეოდეს, ნარკოტიკს მოიხმარდეს. გამიხარდება, თუ ელექტრონული მუსიკის მსმენელი არ იქნება, რადგან მე ვერ ვუსმენ...
- რომელიმე კონკრეტული პროფესიის წარმომადგენელი მამაკაცი შენთვის მიუღებელი შეიძლება, იყოს?
- არა, მთავარია, დაკავებული, მონდომებული, მიზანდასახული და შრომისმოყვარე იყოს. საკმაოდ რთული ხასიათი მაქვს - ძალიან მეწვრილმანე ვარ. შესაბამისად, ადამიანს რომ გავუგო, ძალიან "გახსნილი" უნდა იყოს. როცა რაღაცები არ ვიცი, ჩაძიება მჩვევია. საკუთარ თავში ეს თვისება არ მიყვარს.
- მამაკაცის რა თვისებაა შენთვის მიუღებელი?
- როცა გულწრფელები და ერთგულები არ არიან, ეს ჩემთვის მიუღებელია. მნიშვნელოვანია, ჩემი და მისი ღირებულებები ერთმანეთს დაემთხვეს.
- ეჭვიანი ხარ?
- თუ ვენდობი, ეჭვიანი არ ვარ.
- შენი სუსტი მხარე რა არის?
- საშინლად მიამიტი ვარ. აბსოლუტურად ყველაფრის მჯერა, რასაც მეუბნებიან.
- შენს სამეგობროში ბევრია დაოჯახებული?
- თითქმის ყველა.
- შენს დაოჯახებას სამეგობროში ხშირად განიხილავენ?
- რაც 26 წელი შემისრულდა, ანუ უკვე 2 წელია, ხან - "შორიდან", ხან პირდაპირ მეკითხებიან, როდემდე უნდა იარო მარტოო? უსაყვარლესი დაქალი მყავს, რომელიც 20 წლის არის. ერთხელ გამომიცხადა: - სალომე, გათხოვდი, გთხოვო! ვკითხე: - რატომ, კესო, რატომ მთხოვ-მეთქი? - იმიტომ, რომ შენ თუ არ გათხოვდები, მე ვერ გავთხოვდები - ასე როგორ მოგექცეო (იცინის)?!
- მნიშვნელოვანია, რომ სადაქალოში უმცროსი ასაკის დაქალი უფრო ადრე გათხოვდეს, ვიდრე შენ?
- სიმართლე გითხრა, ეს ძალიან სასაცილოდ მეჩვენება. არ ვთვლი, რომ გარკვეული ასაკის მიღწევის შემდეგ, გათხოვება ყველა ქალისთვის აუცილებელი და სავალდებულოა. ზოგ ქალს გათხოვება საერთოდ არ სურს, ზოგს 20 წლის ასაკში უკვე ეჩქარება... ამიტომ ძალიან ვბრაზდები, როცა გამუდმებით მიმეორებენ, რომ უკვე დროა, ოჯახზე ვიფიქრო. თან, ვერ ვხვდები, როგორ შეიძლება გათხოვებაზე იფიქრო მაშინ, როცა გვერდით მამაკაცი არ გყავს, ვისთან ერთადაც შეიძლება, ოჯახის შექმნაზე იფიქრო?!
- საოჯახო საქმეები, სახლის დალაგება, კერძების მომზადება გეხერხება? ამ მხრივ, ოჯახის გაძღოლას შეძლებ?
- არ ვარ დარწმუნებული. ძალიან გულწრფელი ვიქნები, რის გამოც, სავარაუდოდ, გავილანძღები, მაგრამ მგონია, რომ სახლის დალაგება და სამზარეულოში ტრიალი ჩემი მოწოდება არ არის. რა თქმა უნდა, სახლს ვალაგებ, რადგან სხვა გზა არ არის, მაგრამ სამზარეულოში არასდროს შევდივარ და არც მინდა, შევიდე. ძირითადად, მზა საკვებით ვიკვებები და ეს საკითხი არ მაწუხებს.
- თუ გიფიქრია, როგორი იქნება შენი ქორწილი?
- ქორწილები არასოდეს მომწონდა. ქორწილის გადახდა არ მინდა.
- ეს კატეგორიული უარია თუ მეორე ნახევრის აზრსაც გაითვალისწინებ?
- რა თქმა უნდა, ჩემი მეორე ნახევრის აზრსაც გავითვალისწინებ. თუკი მისთვის ეს საკითხი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, პრობლემას არ შევქმნი, თუმცა მე ქორწილი არ მინდა.
- ბიჭის გაცნობისას, პირველ რიგში, შენს ყურადღებას რა იქცევს?
- გარეგნობიდან - ღიმილი. პირველი მახასიათებელი, რაც ჩემს ყურადღებას იქცევს, ზრდილობაა. ალბათ, ცოტათი გაგიკვირდება, მაგრამ ზრდილობის გამოვლენა (არა მხოლოდ ჩემ მიმართ გამოხატული, არამედ - გარშემო მყოფების მიმართაც) იშვიათი გახდა.
- რაიმე ისეთი თვისება თუ გაქვს, რამაც შეიძლება, შენ გვერდით მყოფი მამაკაცი გააღიზიანოს?
- ზუსტად არ ვიცი, მაგრამ მგონი, ცოტათი "ტვინს ვბურღავ" ხოლმე. რაღაც რომ მინდა, ამის თქმის არ მერიდება. მაგალითად, კინოთეატრში რომანტიკული მელოდრამის ნახვა მინდა, ოღონდ - მაინცდამაინც მასთან ერთად წასვლა მსურს. ამის გამო შეიძლება, ბევრი ვიწუწუნო, შევაწუხო და ბოლოს მაინც წამოვა კინოში. ჩემი აზრით, ასეთი საქციელი გაღიზიანებას იწვევს, რადგან თავად ასე რომ მომექცნენ, მეც გავღიზიანდები.
- ქორწინებამდე წყვილის თანაცხოვრება აუცილებელია?
GzaPress- აუცილებელია, რომ ადამიანები ერთმანეთს თავიდან ბოლომდე იცნობდნენ. თანაცხოვრებისას ბევრი რამ იცვლება. თუნდაც, როცა დაქალები 10 დღით დასასვენებლად მივდივართ, იმ 10 დღეში შეიძლება, ერთმანეთი დავხოცოთ, ვთქვათ, ჭიქის გამო... ამიტომ მიმაჩნია, რომ ქორწინებამდე თანაცხოვრება ყველა წყვილისთვის უმნიშვნელოვანესი და სასურველია, რომ ოჯახი მყარი იყოს და ამდენი განქორწინება არ ხდებოდეს.
- შენი აზრით, სასურველი საპატარძლო ხარ?
- მგონი, მაგ ასაკს უკვე გავცდი და არც ისეთი სასურველი ვარ (იცინის). ვფიქრობ, საქართველოში სასურველი საპატარძლო 25 წლამდე ხარ, მე კი უკვე 27-ის გახლავართ.
- ასაკის გარდა, კიდევ რამე "დაგეწუნება"?
- არ ვიცი, ჩემი თავი როგორ შევაფასო (იცინის)?.. რომ გითხრა, მთხოვნელების რიგი მიდგას-მეთქი, დიდი ტყუილი იქნება. ალბათ, ამ შემთხვევაში, არც ისეთი სასურველი სარძლო გამოვდექი. ისე, რადგან დედისერთა ვარ, შეიძლება, მაინც სასურველად მოვიაზრებოდე, რადგან რამდენჯერმე მითხრეს, - რა გინდა? სახლ-კარი, აგარაკი გაქვს, ერთ კაცს მიიყვან და ეგ არისო (იცინის). გავიცინე, მაგრამ ასე ბევრჯერ მეხუმრნენ და მერე უკვე დავიძაბე...
- რას ფიქრობ ამ საკითხზე - მეუღლესთან ერთად სად იცხოვრებ?
- მე ნამდვილი სიყვარულის მჯერა. მიმაჩნია, რომ ცხოვრებაში მატერიალური რაღაცები მთავარი არ არის. თუ ადამიანთან კომფორტულად ხარ, რა მნიშვნელობა აქვს, ვის სახლში იცხოვრებ? მთავარია, ცალკე ვცხოვრობდეთ მხოლოდ ჩვენ ორნი - ეს კი ძალიან მნიშვნელოვანია. როდესაც ადამიანები ერთად ცხოვრებას გადაწყვეტენ, მხოლოდ ორნი უნდა ცხოვრობდნენ - მშობლების, ნათესავებისა და მეგობრების გარეშე...
ეთო ყორღანაშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
20-27 სექტემბერს, მოზარდ მაყურებელთა თეატრთან დამეგობრებული ქალაქის, ლოძის საბავშვო თეატრი "პინოქიო" თბილისელი მაყურებლის წინაშე ერთი კვირის განმავლობაში საინტერესო და მრავალფეროვანი პროგრამით წარდგება.
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
რის მიხედვით შეურჩია გვანცა დარასელიამ შვილს სკოლა
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
ყველაზე გემოვნებიანი და დახვეწილი ხალხი ჩემს ქალაქში - ქუთაისშია - ამას სრულიად გულახდილად ვამბობ. ვიცი ამ ქალაქს რა მდიდარი კულტურა, ისტორია აქვს!..
როგორ დაუმეგობრდა ბაზუკას მოცეკვავე
"პუტინს "ვიხსენებდით" ერთიანი ძალებით"
კვირის სიახლეები
"ხანდახან ცოტათი "შემეგინებინება" ხოლმე"
თამაზ მეჭიაურის გულახდილი ინტერვიუ
4 კომენტარი
"ჯარისკაცებს მაინც არ დავანახვე ცრემლები..." - რით დაემუქრა ბაჩო ახალაია ქართველ მებრძოლს
"ნაციონალურ მოძრაობაში" დღემდე ბევრი მეგობარი მყავს"
0 კომენტარი
გოჩა აბულაძის დებიუტი არენა დი ვერონას სცენაზე
გოჩა აბულაძე უკვე რამდენიმე წელია, გერმანიაში ცხოვრობს და საქმიანობს, თუმცა ამჯერად ის იტალიაში იმყოფება.
2 კომენტარი
"პლაჟზე კი არა, სარკესთან ვერ ვიხდიდი..."
როგორ დასძლია კომპლექსები გაპრანჭვის მოყვარულმა "პრეზიდენტმა"
2 კომენტარი
"უკან მიხედვის ნამდვილად არ მრცხვენია"
რატომ გადაწყვიტა ნინი შერმადინმა შვილის ამერიკაში წაყვანა
3 კომენტარი
სად იციან საუკეთესო სტუმარმასპინძლობა
რატომ უნდა მოჰყვებოდეს სამეგრელოში გაკეთებულ კატლეტს ვენტილატორი
1 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
სვანი მაჩო, რომელიც განათლებულსა და ჭკვიან ქალს ეძებს
დავით ქურდიანმა პირველი ვიდეო სოციალურ ქსელში რამდენიმე თვის წინ ატვირთა და მეორე დილას გაოცდა, იმდენი მოწონება, კომენტარი და გაზიარება ჰქონდა სიმღერას.
11 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1 კომენტარი
"დამეხმარეთ, გადამირჩინეთ ერთადერთი შვილი"
დათო ავარიაში 2 თვის წინ მოხვდა...
6 კომენტარი
მალე შეხვედრამდე, ქართველებო ანუ "ჰეფი ქალარ ჩეინჯინგ"!!!
ვინც წლებია, ჩვენს ჟურნალს კითხულობს, ალბათ ახსოვს, რუბრიკა "გზავნილები" და მისი ერთ-ერთი აქტიური და ნიჭიერი მონაწილე, ულიბკა.
0 კომენტარი