ფრანგული REVUE MAGAZINE-ის ფოტოსესია საქართველოში და მისი ქართველი მოდელი
font-large font-small
ფრანგული REVUE MAGAZINE-ის ფოტოსესია საქართველოში და მისი ქართველი მოდელი
"XXI საუკუნეში აღარ არის აღსანიშნავი ქალის სიძლიერე, ეს ახლა მოცემულობაა"

ნატატა საღირაშვილი იმ ასაკშია, როდესაც ქალებს თავისუფლად ეკითხებიან, რამდენი წლის ხარო? დიახ, ძალიან ახალგაზრდაა და სხვა თავისი თანატოლების მსგავსად, თბილისის სამხატვრო აკადემიის მოდის დიზაინის ფაკულტეტის სტუდენტი, საკუთარ ადგილს და ალბათ, საკუთარ თავს ეძებს ე.ი. მომავალს უყრის ფუნდამენტს. ნატატა, როგორც მოდელი, ხშირად მონაწილეობდა ფოტოსესიებსა და მოდის კვირეულებში. ბევრს შრომობს, მაგრამ არასდროს ლაპარაკობს საკუთარ, გამორჩეულად კარგ გარეგნობაზე, რადგან მისთვის გარეგნობა ის "კოზირი" არ არის, რომელიც ფეხი ფეხზე გადადებული ცხოვრების უფლებას გაძლევს. ნატატამ ახლახან ფრანგული Revue Magazine-ის ფურცლებისთვის გაკეთებულ ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა.

- ყოველთვის ვიცოდი, რაც მინდოდა. ძალიან პატარა ვიყავი, როდესაც ჩემი ოჯახის წევრებისთვის უკვე შესამჩნევი იყო ტანსაცმლის მიმართ ჩემი განსაკუთრებული დამოკიდებულება. ხატვაც იმის გამო დავიწყე, რომ ჩემი მოსაზრებები, ტანსაცმლის დიზაინის კუთხით, ფურცელზე დამეფიქსირებინა. ამიტომ ჩავაბარე სამხატვრო აკადემიაშიც... დედა კი არ მაცმევდა, მეცვა ის, რაც მომწონდა. გემოვნებაზე გავლენა მუსიკამ, კინომ, მხატვრობამ, მოკლედ, ხელოვნებამ მოახდინა. მაშინ ვუსმენდი Led zeppelin, AC/DC, Sex pistols, Pink Floyd-ს და ა.შ. მეცვა გადაკეთებული ბაბუაჩემის პერანგები, ბიჭის შარვლები, ჯემპრები, სქელლანჩიანი ფეხსაცმელი, ანუ მომწონდა ის, რაც ახლაა მოდაში. სუბკულტურები დიდ გავლენას ახდენს ადამიანის ჩაცმულობაზე და ჩემს შემთხვევაშიც ასე მოხდა.
- როგორ მოხვდი პოდიუმზე?
- ჩემი მეგობრები აკადემიიდან, ჩვენებას "აკეთებდნენ". რადგან სააგენტოს მოდელის დაქირავება თანხებთან არის დაკავშირებული, თავისი ჩვენებისთვის მოდელის პარამეტრებთან მიახლოებული ადამიანების ძებნა სამეგობროში დაიწყეს. სიამოვნებით დავთანხმდი ასეთი გამოცდილების მიღების შესაძლებლობაზე. სხვათა შორის, პოდიუმზეც ასე დავდექი პირველად და ფოტოსესიაზეც ასე მოვხვდი. ახლა, რადგან ამ სფეროს ვსწავლობ, გამუდმებით მიწევს ურთიერთობა დიზაინერებთან და ფოტოგრაფებთან.
- საზოგადოებაში შექმნილია მოდელის სტერეოტიპი - გაუნათლებელი ლამაზი გოგო. ეს არ გაწუხებს?
GzaPress- იყო ასეთი დროც, მაგრამ სამოდელო ბიზნესში წამოსულმა ახალმა ტალღამ, სრულიად შეცვალა ეს მიდგომა. ახლა მოდელობა კარგ ტონად ითვლება, რადგან თანამედროვე მოდაში მოდელის როლი მხოლოდ ტანსაცმლის მორგება აღარ არის, ეს უფრო არტისტული როლია. ჩვენს დიზაინერებსაც აინტერესებთ პიროვნება. ამიტომაც გამოჰყავთ არაპროფესიონალი, მაგრამ საინტერესო ნიშნების მატარებელი ადამიანები პოდიუმზე. მე სტანდარტული მოდელი არ ვარ, მაგრამ ხშირად მიწვევენ. მაგალითად, რამდენიმე კვირის წინ ვმონაწილეობდი აკა ნანიტაშვილის ჩვენებაში, რომელიც საკმაოდ ცნობილი დიზაინერია. ეს ჩვენება რუსთაველის თეატრში, "მერსედეს ბენცის" მოდის კვირეულის ფარგლებში გაიმართა. ეს ჩემი პირველი გამოსვლა იყო პოდიუმზე მოდის კვირეულის ფარგლებში. ის არ გახლდათ სტანდარტული ჩვენება, მოდელებთან ერთად პოდიუმზე მსახიობებიც იდგნენ. რა თქმა უნდა, გვქონდა ჩარჩო, რომელსაც უნდა მოვრგებოდით, მაგრამ დიზაინერის ძირითადი მოთხოვნა, ბუნებრიობა იყო!
- ამ ჩვენების ფოტოები შემდეგ "ვოგის" ინტერნეტგვერდზე აიტვირთა. მოგეწონა შენი თავი გვერდიდან?
- ვიფიქრე, რომ შემდეგში უკეთესი ვიქნები. უამრავი ფოტოგრაფი, კამერა იყო დარბაზში, გამოცდილებას მოაქვს მათთან მუშაობის ცოდნა. თუმცა, ცუდიც არ იყო.
- როგორც წესი, ქართველი დიზაინერები თავად არ კერავენ, არა?
- თანამედროვე მოდის ტენდენციაა ეს, გაიმიჯნა პროფესიები. დიზაინერი ქმნის მოდელს, მკერავი კერავს, სტილისტი კი ლუქს აწყობს. სხვათა შორის, სტილისტის ამპლუაში ვარ მიწვეული ერთ-ერთი საერთაშორისო ფოტოგრაფის მიერ, რომელიც ცნობილ ქართველ დიზაინერებთან: გიორგი ქებურიასთან, ლადო ბოკუჩავასთან, ირაკლი რუსაძესთან ერთად პროექტს აკეთებს.
- რევუე მაგაზინე-ის ფოტოსესიაში როგორ მოხვდი?
- დიზაინერმა თამრა ქარუმიძემ ჩემი "ქვემეხისთვის" გაკეთებული ფოტოსესია ნახა. მას თავად აქვს სკეიტ ბრენდი და ძალიან მოგვწონს ერთმანეთის შემოქმედება. ისე მოხდა, რომ მისი, წარმოშობით თურქი მეგობარი ოლგაცბოზალპ-ი, რომელიც ლონდონში მოღვაწეობს და დოკუმენტურ ფოტოებს იღებს, თამრას დაუკავშირდა და გამოთქვა სურვილი, რომ საქართველოზე გაეკეთებინა პროექტი. თამრამ რამდენიმე ქართველი მოდელის ფოტოები აჩვენა, მათ შორის, ჩემიც. ის დაინტერესდა და მალე თავის ჯგუფთან ერთად საქართველოს ეწვია. ასე შეიქმნა ჩვენს ჩვეულ გარემოში, უბანში, სახლებში სანახევროდ დოკუმენტური ფოტოები, რომლებზეც ცნობილი ბრენდების, Dries Van Noten, Situationist, Materiel By Lado Bokuchava, Lacoste სამოსი გვაცვია. ეს არის ჟურნალის გარეკანისთვის გადაღებული ფოტოები. აღსანიშნავია, რომ ის ესთეტიკა, რასაც ფრანგების ეს ჯგუფი, თურქი ფოტოგრაფის მეთაურობით თბილისში ეძებდა და იპოვა, ქართული ყოფა აღმოჩნდა. შეულამაზებელი თბილისური ყოფა, იტალიური ეზო და სახლი, ეგზოტიკა, ბუნებრივობა. არც ერთი ჩვენგანი პროფესიონალი მოდელი არ იყო. მათი ჩანაფიქრი ამ მდიდრული, მოდური სამოსის და ჩვენი გარემოს შერწყმა გახლდათ, რასაც გამოკვეთილად დამახასიათებელი, ყველასგან გამორჩეული სახეები დაემატა. ჟურნალი ჯერ არ გამოსულა, მაგრამ ამ ფოტოსესიას პირველი დადებითი გამოხმაურებები უკვე აქვს, რადგან ჯგუფის წევრებმა ფოტოების მცირე ნაწილი უკვე გამოიტანეს ფართო საზოგადოების სამსაჯავროზე.
- რა განსხვავება დაინახე ფრანგული ჯგუფის და ქართველი ფოტოგრაფების მუშაობას შორის?
- სიმართლე გითხრათ, მოდელობით ჩემი დაინტერესება ამ გადაღების მერე გაღვივდა - მათგან განსაკუთრებული დამოკიდებულება, პასუხისმგებლობა ვიგრძენი. თუნდაც ის, რომ ისინი დათქმულზე ადრე მოვიდნენ გადაღებაზე. ჩვენთან მოდელის როლი თითქოს უკანა პლანზეა გადატანილი, როცა სინამდვილეში, დიზაინერისა და მკერავის ხელიდან გამოსული სამოსის პატრონი, მისი წარმდგენი მოდელი ხდება. ამიტომ არასწორი დამოკიდებულებაა, როდესაც მოდელს საკიდის ფუნქცია ენიჭება. მე ამაზე უკვე ვისაუბრე და გითხარით, რომ ქართველი დიზაინერები ბოლო პერიოდში განსაკუთრებულად დაინტერესებულები არიან მოდელის პიროვნებით, მაგრამ რაც ამ ურთიერთობის დროს განვიცადე, არასდროს მიგრძნია სხვა ფოტოსესიების დროს. რა თქმა უნდა, ქართველებიც კარგად გექცევიან, მაგრამ ეს დამოკიდებულება კარგზე კარგი იყო, თან ამას მათი პროფესიონალიზმიც ემატებოდა. არც ერთი ცრუ მოძრაობა! როგორ შეიძლება, ასე დაგეგმილი გქონდეს ყველაფერი, არ ვიცი, მაგრამ ისეთი შეგრძნება იყო, რომ მათ წინასწარ იცოდნენ ყველა შესაძლო ვარიანტი, თუ რა შეიძლება მომხდარიყო გადაღების დროს და ამიტომაც იხდიდნენ ბოდიშს, თუკი კაბის კალთას ან თმის ღერს კიდევ ერთხელ, ზედმეტად ეხებოდნენ გასასწორებლად. ამ დამოკიდებულებამ განმსაზღვრელი გავლენა იქონია ფოტოების ხარისხზეც - მათ მიიღეს ის, რისთვისაც ჩამოვიდნენ.
- ნატატა, სამომავლო გეგმებზე რას გვეტყვი?
- ქალს მინდა რომ სხვა, დავიწყებული ფუნქციები დავუბრუნო. გეტყვით, რასაც ვგულისხმობ. უკვე მრავალი წელია, რაც ქართველი დიზაინერები ჩვენების შემდეგ გამართულ ინტერვიუებში აცხადებენ, რომ მათი ინსპირაციის წყარო ძლიერი ქალი გახლდათ. ქალი, რომელიც ათი შვილის დედაა, დაუმარცხებელი ქალი... ვფიქრობ, ქალის ეს სახე თანამედროვე მოდაში ძალიან შაბლონური გახდა, რადგან მისი მახასიათებელი მხოლოდ სიძლიერე არ არის და საინტერესო კოლექცია სუსტი ქალისთვისაც შეიძლება შეიქმნას. რაკი ამ შაბლონიდან თავს ვერ იძვრენს, ვფიქრობ, რომ ქართულ დიზაინს ცოტა გემოვნება და ცოტა იდეაც აკლია. დროა, ამ ერთადერთი როლიდან გამოძვრეს ქალი და სხვადასხვა ფუნქცია შეიძინოს - XXI საუკუნეში აღარ არის აღსანიშნავი ქალის სიძლიერე. ეს ახლა მოცემულობაა, ამის იქით კი სულ სხვა, უფრო მნიშვნელოვანი და ფასეული რაღაცებია. ქალი ჭკვიანი, ლამაზი, ახალგაზრდა, ასაკოვანი, მეამბოხე - ბევრი სხვადასხვა რამის აღება შეიძლება ქალის ხასიათიდან და ამ ინსპირაციით სიახლის შექმნაც. ეს არის ჩემი გეგმა და პროტესტიც.
დეა ცუცქირიძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
20-27 სექტემბერს, მოზარდ მაყურებელთა თეატრთან დამეგობრებული ქალაქის, ლოძის საბავშვო თეატრი "პინოქიო" თბილისელი მაყურებლის წინაშე ერთი კვირის განმავლობაში საინტერესო და მრავალფეროვანი პროგრამით წარდგება.
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
რის მიხედვით შეურჩია გვანცა დარასელიამ შვილს სკოლა
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
ყველაზე გემოვნებიანი და დახვეწილი ხალხი ჩემს ქალაქში - ქუთაისშია - ამას სრულიად გულახდილად ვამბობ. ვიცი ამ ქალაქს რა მდიდარი კულტურა, ისტორია აქვს!..
როგორ დაუმეგობრდა ბაზუკას მოცეკვავე
"პუტინს "ვიხსენებდით" ერთიანი ძალებით"
კვირის სიახლეები
"ხანდახან ცოტათი "შემეგინებინება" ხოლმე"
თამაზ მეჭიაურის გულახდილი ინტერვიუ
4 კომენტარი
"ჯარისკაცებს მაინც არ დავანახვე ცრემლები..." - რით დაემუქრა ბაჩო ახალაია ქართველ მებრძოლს
"ნაციონალურ მოძრაობაში" დღემდე ბევრი მეგობარი მყავს"
0 კომენტარი
გოჩა აბულაძის დებიუტი არენა დი ვერონას სცენაზე
გოჩა აბულაძე უკვე რამდენიმე წელია, გერმანიაში ცხოვრობს და საქმიანობს, თუმცა ამჯერად ის იტალიაში იმყოფება.
2 კომენტარი
"პლაჟზე კი არა, სარკესთან ვერ ვიხდიდი..."
როგორ დასძლია კომპლექსები გაპრანჭვის მოყვარულმა "პრეზიდენტმა"
2 კომენტარი
"უკან მიხედვის ნამდვილად არ მრცხვენია"
რატომ გადაწყვიტა ნინი შერმადინმა შვილის ამერიკაში წაყვანა
3 კომენტარი
სად იციან საუკეთესო სტუმარმასპინძლობა
რატომ უნდა მოჰყვებოდეს სამეგრელოში გაკეთებულ კატლეტს ვენტილატორი
1 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
სვანი მაჩო, რომელიც განათლებულსა და ჭკვიან ქალს ეძებს
დავით ქურდიანმა პირველი ვიდეო სოციალურ ქსელში რამდენიმე თვის წინ ატვირთა და მეორე დილას გაოცდა, იმდენი მოწონება, კომენტარი და გაზიარება ჰქონდა სიმღერას.
11 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1 კომენტარი
"დამეხმარეთ, გადამირჩინეთ ერთადერთი შვილი"
დათო ავარიაში 2 თვის წინ მოხვდა...
6 კომენტარი
მალე შეხვედრამდე, ქართველებო ანუ "ჰეფი ქალარ ჩეინჯინგ"!!!
ვინც წლებია, ჩვენს ჟურნალს კითხულობს, ალბათ ახსოვს, რუბრიკა "გზავნილები" და მისი ერთ-ერთი აქტიური და ნიჭიერი მონაწილე, ულიბკა.
0 კომენტარი