"სანდრო ჩემზე მაღალია და ბევრს და-ძმა ვგონივართ" - გზაპრესი

"სანდრო ჩემზე მაღალია და ბევრს და-ძმა ვგონივართ"

"როცა სადმე მივდივართ და "დეთი" მივმართავ, გაოცებულები მეკითხებიან, - ეს შენი შვილიაო?!" - აღნიშნავს მსახიობი თაკო ცქვიტინიძე, რომელიც ოჯახურ ამბებზე, დიასახლისობასა და დედაშვილურ ურთიერთობაზე გვესაუბრება.

- სახლში დედა და ბებია მყავს, ანუ ჩემ გარდა ორი ქალია და შესაბამისად, საოჯახო საქმეების კეთება მე არ მიწევს; სადილს, სარეცხს არ მაკარებენ, თან ოჯახში ერთი შვილი ვარ და ფუფუნებაში გამზარდეს. მიუხედავად ამისა, აბსოლუტურად ყველაფრის გაკეთება ვიცი. თუმცა, სამზარეულოში ფუსფუსი სიამოვნებას არ მანიჭებს. უბრალოდ, როცა აუცილებელია, მაშინ ყველაფერს ვაკეთებ ან როცა დრო და სურვილი მაქვს, ბებოს რაიმეს ცხობაში ვეხმარები. ბებო ძალიან კარგი კულინარია.

- კერძების მომზადება მისგან ისწავლეთ?

GzaPress- კი, თვალით ვიმახსოვრებდი ყველაფერს. როცა რაიმეს ვამზადებ, ამბობენ, რომ "გემრიელი ხელი" მაქვს. ჩემს მეგობრებს უყვართ ბებოს გაკეთებული ბლინები, სხვადასხვა შიგთავსით - ტარხუნა, სოკო, ხორცის ფარში და ა.შ. ჩემი ე.წ. საფირმო კერძი იყო სალათი კრევეტებით, რომელიც მე თვითონაც ძალიან მიყვარს, მაგრამ კარგა ხანია, აღარ გამიკეთებია. ჩემი შვილი - სანდროც გურმანია, მაგრამ რაც არ შეიძლება და მავნებელია, ის უყვარს - სწრაფი კვების პროდუქტი, იქაური ბურგერები, გაზიანი სასმელები. პირადად მე, გაზიან სასმელებს უკვე წლებია, არ ვსვამ და ვცდილობ, მასაც დავუშალო, ნატურალური წვენები ვუყიდო, თუმცა მაინც ეტანება.

- დედა-შვილი ერთად რა დროს ატარებთ?

- სანდრო უკვე 14 წლისაა, ჩემზე გაცილებით მაღალია და ბევრს და-ძმა ვგონივართ. მე მთელი დღე თეატრში ვარ. გარდა ამისა, ლექციებს ვკითხულობ, ივენთებს "ვაკეთებ", ხან ღონისძიება მიმყავს და მუდმივად გადარბენაზე ვარ. სანდრო სკოლაში, კალათბურთზე და სპორტდარბაზში დადის, სადაც ვარჯიშობს. პლუს, რაღაც საგნებში ემზადება. ამიტომ, ჩვენი სადმე ერთად წასვლა არც ისე ხშირად ხერხდება. თუმცა, ერთი ტრადიცია გვაქვს: სანდროს ბავშვობიდან ჰქონდა შესაძლებლობა, საკუთარი ფული გამოემუშავებინა, მაგალითად, სპექტაკლებში ეთამაშა და ჰონორარს როცა იღებს, კინოში მპატიჟებს ხოლმე. კინოდან მერე სადმე გავივლით, რაიმე გემრიელს მივირთმევთ, გავისეირნებთ და სახლში ვბრუნდებით. დროის დეფიციტი, სამწუხაროდ, ორივეს მუდმივად გვაქვს.

- დასასვენებლად ერთად დადიხართ?

- ადრე ერთად დავდიოდით, ბოლო წლებში ისე დაემთხვა, რომ მეგობრებთან ერთად, სპორტულ "ზბორებზე" დადის სხვადასხვა ადგილას. თანაც, მე ზღვა მიყვარს, სანდრო დიდად არ გიჟდება ზღვისპირეთზე...

- როგორია სანდროს სპორტული მონაცემები?

- 5 წლიდან ცურვაზე დადიოდა, მერე რამდენიმე წელი - წყალბურთზე და დიდი იმედი მქონდა, რომ ამ სახეობას ბოლომდე გაჰყვებოდა, რადგან გარკვეული შედეგებიც ჰქონდა - შეჯიბრებებზე ხშირად გამოდიოდა, მაგრამ მერე გადაიფიქრა და ბოლო ერთი წელია, კალათბურთზე გადაერთო, დიდ გეგმებს სახავს და უნდა, სპორტში მიღწევები ჰქონდეს. სანდროს აღნაგობაც უწყობს ამაში ხელს და მეც დავეხმარები მიზნების მიღწევაში. თხილამურებზეც დგას და ერთ-ერთ შეჯიბრებაში მესამე ადგილი დაიკავა.

- თავის საიდუმლოებებს თუ გიმჟღავნებთ?

- კი, ჩვენ ძალიან მეგობრული ურთიერთობა გვაქვს, ამაში ალბათ, ისიც გვიწყობს ხელს, რომ ჩვენ შორის ასაკობრივი ზღვარი ძალიან დიდი არ არის - 17 წელია, ამიტომ დედაშვილურზე მეტად, და-ძმურ-მეგობრული დამოკიდებულება უფრო გვაქვს. შესაბამისად, მისი ნებისმიერი ნაბიჯი ვიცი, ყველაფრის საქმის კურსში ვარ და ერთმანეთთან დასამალი არაფერი გვაქვს.

- როგორ ახერხებთ "ოქროს შუალედის" დაცვას? ყველა მშობელი ვერ აღწევს იმას, რომ შვილთან მეგობრული ურთიერთობა ჰქონდეს.

- პირადად მე, ძალიან მიტაცებს ფსიქოლოგია და მახსოვს, ჯერ კიდევ ორსულობის პერიოდში ვკითხულობდი წიგნებს, თუ როგორ დავამყაროთ კომუნიკაცია ახალშობილთან. გარკვეული პერიოდის შემდეგ, სხვა ფსიქოლოგიურ ნაშრომებს ვეცნობოდი. ვცდილობ, ამ სფეროში ცოდნა ყოველთვის გავიღრმავო და რაღაცები გავითვალისწინო. სანდროს ყოველთვის ისე ვექცეოდი, როგორც დიდს, შემდგარ ადამიანს, პიროვნებას, ენის მოჩლექით მასთან არასდროს მისაუბრია. ახლა უკვე შემიძლია მას რჩევა ვკითხო, დახმარება ვთხოვო ისე, როგორც ზრდასრულ ადამიანს... ყოველთვის ვიხსენებ, როგორი ვიყავი მის ასაკში და მე როგორ მოვიქცეოდი, რას ვიტყოდი ამა თუ იმ სიტუაციაში. "ჩემი არ გესმის", "ვერ გაიგებ" და მსგავსი ფრაზებით არასდროს გვისაუბრია.

- მიუხედავად ამისა, რამდენად საჭიროა სიმკაცრის გამოვლენა ამა თუ იმ კონკრეტულ სიტუაციაში?

- ყოველთვის საჭიროა და მე ამის მომხრე ვარ. არ შეიძლება, ადამიანს, მით უმეტეს, ბავშვს, ყველაფრის უფლება მისცე. დოზირებულად, "ოქროს შუალედის" დაცვას უნდა შეეცადო. ვერ ვიტყვი, რომ სულ ვსხედვართ და ვსაუბრობთ. როცა საჭირო იყო, მიყვირია კიდეც და დებოშებიც მომიწყვია (იღიმის). თუმცა, მერე შევთანხმებულვართ, გვისაუბრია, ბოდიშიც მომიხდია, როცა ზედმეტი მომსვლია. სიმკაცრე საჭიროა იმისთვის, რომ შენ მიმართ პატივისცემა ჰქონდეს და ვგრძნობ, დედის რიდი აქვს, ჩემს სიტყვას მისთვის ფასი აქვს, გარკვეული ავტორიტეტი ვარ და ეს ძალიან მიხარია.

- მაგალითად, ჩაცმის საკითხებში თუ აძლევთ ერთმანეთს რჩევას?

GzaPress- კი, სხვათა შორის, ხშირად უკითხავს რაიმეზე - კარგია, ჩავიცვაო? ზოგადად, მოსწონს გემოვნებიანად ჩაცმა. საყიდლებზე ერთად დავდივართ. სხვათა შორის, ჩემს ჩაცმულობაზეც უთქვამს, როცა რაიმე არ მოსწონებია, კავკასიური ხასიათი აქვს (იცინის). ძალიან მოკლე კაბა ან ძალიან ამოღებული ზედა რომ ჩავიცვა, შეიძლება, მისგან შენიშვნაც მივიღო. ბოლო ერთი წელია, რაც ზომებში ავცდით ერთმანეთს, რადგან მე 168 სმ ვარ, სანდრო კი - 180, თორემ 1-2 წლის წინ, კედის ან "კაპიუშონკის" ჩაცმას ვინც მოასწრებდა დილით, ის იცვამდა (იცინის). ახლა უკვე დიდი მაქვს მისი ტანსაცმელი. ინსტინქტურად, ბავშვების სექციაში რომ შევდივარ, მერე მახსენდება, რომ უკვე ყველაფერი ზრდასრული მამაკაცის ზომა სჭირდება.

- რა შეგრძნებაა, როცა ხარ ძალიან ახალგაზრდა, წარმატებული, საქმიანი ქალი და ამავდროულად, უკვე დიდი შვილი გყავს?

- ეს მართლაც მაგარი შეგრძნებაა. სადმე ხელგადახვეულები რომ მივდივართ და უცებ, "დეთი" მივმართავ ხოლმე, გაოცებულები მეკითხებიან, - ეს შენი შვილიაო?! არ იჯერებენ (იცინის). თუმცა, გარეგნულად იმდენად ვგავართ ერთმანეთს, ზოგი უთქმელადაც მიმხვდარა, ვინ ვართ ერთმანეთისთვის. სასიამოვნოა, როცა ყველასთვის მოულოდნელია, რომ მე შეიძლება ამხელა შვილი მყავდეს - ეს მეამაყება.

- რა არის თქვენთვის ყველაზე დიდი ბედნიერება?

- რა თქმა უნდა, სანდრო, მისი არსებობა ჩემს ცხოვრებაში, ჩემი მისია ამქვეყნად. სანდროა ის, ვინც მეამაყება, მეიმედება, ვისთვისაც ვცხოვრობ და ვაკეთებ ყველაფერს, ჩემი ყოველი ნაბიჯი მას ეძღვნება.

ზოგადად, ძალიან მტკიცე ხასიათი მაქვს. ცხოვრებაში ბევრი პრობლემა გამოვიარე, თუმცა არასდროს მიგრძნია პესიმიზმი. ყოველთვის ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და ვთვლი, რომ ყველაფერი ჯერ კიდევ წინ არის და კარგად არის.

- რას ურჩევდით ახალგაზრდა დედებს, რომლებსაც ურჩი შვილები ჰყავთ?

- პირველ რიგში, იმეგობრონ თავიანთ შვილებთან, ესაა ყველაზე მნიშვნელოვანი და შეეცადონ გაუგონ, მე ასეთი მიდგომა მაქვს და ჯერჯერობით, ჭრის.

თამთა დადეშელი

"sandro Cemze maRalia da bevrs da-Zma vgonivarT"

 

risi codna exmareba Tako cqvitiniZes SvilTan megobrobaSi

 

"roca sadme mivdivarT da "deTi" mivmarTav, gaocebulebi mekiTxebian, - es Seni Sviliao?!" - aRniSnavs msaxiobi Tako cqvitiniZe, romelic ojaxur ambebze, diasaxlisobasa da dedaSvilur urTierTobaze gvesaubreba.

 

 

TamTa dadeSeli

- saxlSi deda da bebia myavs, anu Cem garda ori qalia da Sesabamisad, saojaxo saqmeebis keTeba me ar miwevs; sadils, sarecxs ar makareben, Tan ojaxSi erTi Svili var da fufunebaSi gamzardes. miuxedavad amisa, absoluturad yvelafris gakeTeba vici. Tumca, samzareuloSi fusfusi siamovnebas ar maniWebs. ubralod, roca aucilebelia, maSin yvelafers vakeTeb an roca dro da survili maqvs, bebos raimes cxobaSi vexmarebi. bebo Zalian kargi kulinaria.

- kerZebis momzadeba misgan iswavleT?

- ki, TvaliT vimaxsovrebdi yvelafers. roca raimes vamzadeb, amboben, rom "gemrieli xeli" maqvs. Cems megobrebs uyvarT bebos gakeTebuli blinebi, sxvadasxva SigTavsiT - tarxuna, soko, xorcis farSi da a.S. Cemi e.w. safirmo kerZi iyo salaTi krevetebiT, romelic me TviTonac Zalian miyvars, magram karga xania, aRar gamikeTebia. Cemi Svili - sandroc gurmania, magram rac ar SeiZleba da mavnebelia, is uyvars - swrafi kvebis produqti, iqauri burgerebi, gaziani sasmelebi. piradad me, gazian sasmelebs ukve wlebia, ar vsvam da vcdilob, masac davuSalo, naturaluri wvenebi vuyido, Tumca mainc etaneba.

- deda-Svili erTad ra dros atarebT?

- sandro ukve 14 wlisaa, Cemze gacilebiT maRalia da bevrs da-Zma vgonivarT. me mTeli dRe TeatrSi var. garda amisa, leqciebs vkiTxulob, ivenTebs "vakeTeb", xan RonisZieba mimyavs da mudmivad gadarbenaze var. sandro skolaSi, kalaTburTze da sportdarbazSi dadis, sadac varjiSobs. plus, raRac sagnebSi emzadeba. amitom, Cveni sadme erTad wasvla arc ise xSirad xerxdeba. Tumca, erTi tradicia gvaqvs: sandros bavSvobidan hqonda SesaZlebloba, sakuTari fuli gamoemuSavebina, magaliTad, speqtaklebSi eTamaSa da honorars roca iRebs, kinoSi mpatiJebs xolme. kinodan mere sadme gavivliT, raime gemriels mivirTmevT, gaviseirnebT da saxlSi vbrundebiT. drois deficiti, samwuxarod, orives mudmivad gvaqvs.

- dasasveneblad erTad dadixarT?

- adre erTad davdiodiT, bolo wlebSi ise daemTxva, rom megobrebTan erTad, sportul "zborebze" dadis sxvadasxva adgilas. Tanac, me zRva miyvars, sandro didad ar giJdeba zRvispireTze...

- rogoria sandros sportuli monacemebi?

- 5 wlidan curvaze dadioda, mere ramdenime weli - wyalburTze da didi imedi mqonda, rom am saxeobas bolomde gahyveboda, radgan garkveuli Sedegebic hqonda - Sejibrebebze xSirad gamodioda, magram mere gadaifiqra da bolo erTi welia, kalaTburTze gadaerTo, did gegmebs saxavs da unda, sportSi miRwevebi hqondes. sandros aRnagobac uwyobs amaSi xels da mec davexmarebi miznebis miRwevaSi. Txilamurebzec dgas da erT-erT SejibrebaSi mesame adgili daikava.

- Tavis saidumloebebs Tu gimJRavnebT?

- ki, Cven Zalian megobruli urTierToba gvaqvs, amaSi albaT, isic gviwyobs xels, rom Cven Soris asakobrivi zRvari Zalian didi ar aris - 17 welia, amitom dedaSvilurze metad, da-Zmur-megobruli damokidebuleba ufro gvaqvs. Sesabamisad, misi nebismieri nabiji vici, yvelafris saqmis kursSi var da erTmaneTTan dasamali araferi gvaqvs.

- rogor axerxebT "oqros Sualedis" dacvas? yvela mSobeli ver aRwevs imas, rom SvilTan megobruli urTierToba hqondes.

- piradad me, Zalian mitacebs fsiqologia da maxsovs, jer kidev orsulobis periodSi vkiTxulobdi wignebs, Tu rogor davamyaroT komunikacia axalSobilTan. garkveuli periodis Semdeg, sxva fsiqologiur naSromebs vecnobodi. vcdilob, am sferoSi codna yovelTvis gaviRrmavo da raRacebi gaviTvaliswino. sandros yovelTvis ise veqceodi, rogorc dids, Semdgar adamians, pirovnebas, enis moCleqiT masTan arasdros misaubria. axla ukve SemiZlia mas rCeva vkiTxo, daxmareba vTxovo ise, rogorc zrdasrul adamians... yovelTvis vixseneb, rogori viyavi mis asakSi da me rogor moviqceodi, ras vityodi ama Tu im situaciaSi. "Cemi ar gesmis", "ver gaigeb" da msgavsi frazebiT arasdros gvisaubria.

- miuxedavad amisa, ramdenad saWiroa simkacris gamovlena ama Tu im konkretul situaciaSi?

- yovelTvis saWiroa da me amis momxre var. ar SeiZleba, adamians, miT umetes, bavSvs, yvelafris ufleba misce. dozirebulad, "oqros Sualedis" dacvas unda Seecado. ver vityvi, rom sul vsxedvarT da vsaubrobT. roca saWiro iyo, miyviria kidec da deboSebic momiwyvia (iRimis). Tumca, mere SevTanxmebulvarT, gvisaubria, bodiSic momixdia, roca zedmeti momsvlia. simkacre saWiroa imisTvis, rom Sen mimarT pativiscema hqondes da vgrZnob, dedis ridi aqvs, Cems sityvas misTvis fasi aqvs, garkveuli avtoriteti var da es Zalian mixaria.

- magaliTad, Cacmis sakiTxebSi Tu aZlevT erTmaneTs rCevas?

- ki, sxvaTa Soris, xSirad ukiTxavs raimeze - kargia, Cavicvao? zogadad, moswons gemovnebianad Cacma. sayidlebze erTad davdivarT. sxvaTa Soris, Cems Cacmulobazec uTqvams, roca raime ar moswonebia, kavkasiuri xasiaTi aqvs (icinis). Zalian mokle kaba an Zalian amoRebuli zeda rom Cavicva, SeiZleba, misgan SeniSvnac miviRo. bolo erTi welia, rac zomebSi avcdiT erTmaneTs, radgan me 168 sm var, sandro ki - 180, Torem 1-2 wlis win, kedis an "kapiuSonkis" Cacmas vinc moaswrebda diliT, is icvamda (icinis). axla ukve didi maqvs misi tansacmeli. instinqturad, bavSvebis seqciaSi rom Sevdivar, mere maxsendeba, rom ukve yvelaferi zrdasruli mamakacis zoma sWirdeba.

- ra SegrZnebaa, roca xar Zalian axalgazrda, warmatebuli, saqmiani qali da amavdroulad, ukve didi Svili gyavs?

- es marTlac magari SegrZnebaa. sadme xelgadaxveulebi rom mivdivarT da uceb, "deTi" mivmarTav xolme, gaocebulebi mekiTxebian, - es Seni Sviliao?! ar ijereben (icinis). Tumca, garegnulad imdenad vgavarT erTmaneTs, zogi uTqmeladac mimxvdara, vin varT erTmaneTisTvis. sasiamovnoa, roca yvelasTvis moulodnelia, rom me SeiZleba amxela Svili myavdes - es meamayeba.

- ra aris TqvenTvis yvelaze didi bedniereba?

- ra Tqma unda, sandro, misi arseboba Cems cxovrebaSi, Cemi misia amqveynad. sandroa is, vinc meamayeba, meimedeba, visTvisac vcxovrob da vakeTeb yvelafers, Cemi yoveli nabiji mas eZRvneba.

zogadad, Zalian mtkice xasiaTi maqvs. cxovrebaSi bevri problema gamoviare, Tumca arasdros migrZnia pesimizmi. yovelTvis optimisturad var ganwyobili da vTvli, rom yvelaferi jer kidev win aris da kargad aris.

- ras urCevdiT axalgazrda dedebs, romlebsac urCi Svilebi hyavT?

- pirvel rigSi, imegobron TavianT SvilebTan, esaa yvelaze mniSvnelovani da Seecadon gaugon, me aseTi midgoma maqvs da jerjerobiT, Wris.

 

Normal 0 false false false EN-US X-NONE X-NONE MicrosoftInternetExplorer4