ნიკა ქავთარაძე გასტრონომიული კულტურისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ
font-large font-small
ნიკა ქავთარაძე გასტრონომიული კულტურისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ
"კერძებში კანაფი არ გამომიყენებია"

შოუმენი, ორგანიზაციის - "გირჩის" წევრი - ნიკა ქავთარაძე ამჯერად გურმანის ამპლუაში საყვარელი კერძების, კულინარიული მიდრეკილებების, დიეტების, საზღვარგარეთული შთაბეჭდილებებისა და განტვირთვის საშუალებების შესახებ გვესაუბრება.

- შეიძლება ითქვას, რომ გურმანი და გემრიელი საჭმელების მოყვარული ვარ. ვაფასებ და დიდ პატივს ვცემ იმ ადამიანებს, ვისაც კარგად კეთება ეხერხება.
- თქვენ თუ გეხერხებათ კერძების მომზადება?
- განსაკუთრებული სირთულის კერძებს, ხორცეულს ვერა, მაგრამ მაგალითად, სალათებს ვამზადებ. მთავარი ისაა, რომ სახლში რაც მაქვს, იმისგან მოვამზადო რაიმე გემრიელი, ექსპერიმენტების და ფანტაზიის წყალობით. შეიძლება, ერთი კერძის კეთება დავიწყო და საბოლოოდ, სულ სხვა რამ გამოვიდეს. ჩემთვის მთავარია, რასაც გავაკეთებ, ვიზუალურად საინტერესო და მადის აღმძვრელი იყოს, გემრიელი - თავისთავად.
- კვების ობიექტებში რამდენად აქცევთ ყურადღებას მომსახურების ხარისხს და კერძის ვიზუალურ მხარეს?
- სხვათა შორის, კერძის ვიზუალური მხარე ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ისეთ გარემოში გავიზარდე, სადაც ამას დიდ ყურადღებას აქცევენ - იმერეთში. იმერულ სუფრასთან ყველაზე მეტად, ხაჭაპური ასოცირდება და ჩემს ოჯახში სხვა რომ არაფერი ყოფილიყო, ხაჭაპური მაინც ყოველთვის იქნებოდა, რადგან ბებოს ცომი და ყველი ყოველთვის მზად ჰქონდა. დედაჩემი მეგრელია. იმერულისა და მეგრულის კომბინაციით, უგემრიელესი სუფრა გამოდიოდა.
GzaPressისეთ სტუმართმოყვარე ოჯახში გავიზარდე, რომ კვირაში რამდენიმე დღე სტუმრიანობა ჩვენთან ჩვეულებრივი მოვლენა იყო. ასეთი კარგი პერიოდებიც იყო, 15-30-კაციანი სუფრები რომ იშლებოდა. ოჯახის ქალები მართალია, ძალიან იჩაგრებოდნენ, მაგრამ ერთადერთი, რაც შეეძლოთ, იყო ის, რომ ამას ექსპერიმენტებისთვის იყენებდნენ - ახალ-ახალ რაღაცებს იგონებდნენ. არა მხოლოდ ქალები, სამზადისში ბაბუებიც (ბაბუა და მისი ძმა, ერთად ვცხოვრობდით) ჩართულები იყვნენ, ხორციან კერძებს ამზადებდნენ.
- როგორ ფიქრობთ, ადრე, როგორ ახერხებდნენ ქალები გაცილებით მეტი სტუმრის გამასპინძლებას, რამდენიმე სახეობის კერძის სწრაფად მომზადებას, ვიდრე ეს დღეს შეგვიძლია?
- მთავარი მიზეზი ისაა, რომ მაშინ "გარეთ ჭამის" კულტურა და საშუალება არ იყო, "იძულებულები" იყვნენ. თუმცა, ყველა ხომ მაშინაც ვერ ახერხებდა ამას. სტერეოტიპის გავლენა, რომ ქალს ყველაფერი უნდა გაეკეთებინა, ნამდვილად იყო და ეს ნელ-ნელა იცვლება. ახლა მანდილოსნებს ზრდიან არა მხოლოდ მზარეულებად, არამედ სხვადასხვა პროფესიისთვის, სრულფასოვან ადამიანებად, ყველა მიმართულებით წარმატების მისაღწევად.
- ეთანხმებით სტერეოტიპს, რომ კულინარიაში მამაკაცებს "უკეთესი ხელი" აქვთ?
- ამბობენ კი, რომ მამაკაცებს უკეთესი კერძები გამოსდით, უფრო ცნობილი მზარეულები არიან, მაგრამ ვფიქრობ, გულით თუ აკეთებენ, სქესს მნიშვნელობა არ აქვს.
- ქართული სუფრის ტრადიციები რომ შევადაროთ - ადრინდელი და ახლანდელი, თქვენთვის რა არის მისაღები და რა - არა?
- ჩემი აზრით, ქართული სუფრის მთავარი ღირებულება ისაა, რომ ადამიანებმა ერთმანეთთან იურთიერთონ და ყველაფერი, რაც სუფრასთან ხდება - ის დღე, ის მომენტი ლამაზი და დასამახსოვრებელი გახადონ. მთავარი ისაა, რომ ადამიანებს, რომლებიც სუფრის გარშემო იკრიბებიან, ერთად ყოფნა სურდეთ, მათი შეკრება იძულებითი არ იყოს.
- კერძების მომზადების პირველი მცდელობები როდის გქონდათ?
- ალბათ 7-8 წლის ვიყავი, როდესაც კვერცხს ვიწვავდი, ასაკში და სხვათა შორის, კარგი გამომდიოდა. დედას და ბებოს ეს უხაროდა, ბაბუა კი ამბობდა, - ნუ აკეთებინებთო. არადა, თვითონ ყველაფერს კარგად აკეთებდა. ჩემი საყვარელი საჭმელი ხაჭაპური და მჭადია ყველთან ერთად. იმერული გემოვნება მაქვს. მჭადს თვითონაც ვაცხობ, ხაჭაპური კი იშვიათად გამომიცხვია, რადგან შეურაცხყოფას ვერ მივაყენებ, იმდენად მიყვარს.
- სასმელთან როგორი დამოკიდებულება გაქვთ?
- ნორმალური, ზომიერი, სიტუაციიდან გამომდინარე. მოყვარული არ ვარ, მაგრამ თუ განწყობა კარგია და სიტუაციაც შესაბამისი, გემრიელად მივირთმევ ღვინოს, ლუდს, არაყს.
- თქვენ თუ დაგიწურავთ ღვინო?
- რა თქმა უნდა, ღვინოს ბავშვობიდან ვწურავდი: ჯერ ბაბუას ვეხმარებოდი, მერე, ის რომ აღარ იყო, მე თვითონ მიწევდა. თუმცა, ბოლო რამდენიმე წელია, აღარ დამიწურავს.
- უცხოური სამზარეულო თუ გიყვართ და რას ანიჭებთ უპირატესობას?
- ყველანაირი სამზარეულო მიყვარს. გურმანი ვარ და შეზღუდვები არ მაქვს, ყველანაირი გემრიელი საჭმელი მიყვარს, სიტუაციიდან გამომდინარე - ზოგჯერ შეიძლება ეს იყოს ჰამბურგერი და ზოგჯერ სხვა რამ. თევზეულიც მიყვარს, ხორცეულიც, სალათებიც.
- პირველად როდის გახვედით ქვეყნიდან?
- დაახლოებით 12 წლის ვიყავი, როცა ბალტიისპირეთში წავედი, მაგრამ სიმართლე გითხრათ, იქაური კერძები არ მახსოვს. ალბათ, განსაკუთრებული არაფერი გვიჭამია. უცხოეთში ყოფნისას, რესტორნებს არ ვსტუმრობ, სხვა ტიპის ტურისტი ვარ, სწრაფი კვების ობიექტებს უფრო ვეტანები. ევროპის ბევრ ქვეყანაში ვარ ნამყოფი: გერმანია, იტალია, საფრანგეთი, პორტუგალია, ავსტრია, უნგრეთი და მათი საკვები ძალიან მომწონებია. ზოგადად, ჩინური სამზარეულოც მიყვარს. ბევრი ქვეყანაა ისეთი, სადაც ნამყოფი არ ვარ, მაგრამ სიამოვნებით წავიდოდი და იქაურ სამზარეულოსაც დავაგემოვნებდი.
- საზღვარგარეთ კლუბებში თუ დადიხართ?
- კი, ოღონდ იქ არ ვჭამ, ვცეკვავ. ყველა ქვეყნის კლუბში არ ვარ ნამყოფი. მაგალითად, გერმანიაში, ბერლინის რამდენიმე კლუბში ვიყავი და ძალიან მომეწონა. კარგია, ისევე, როგორც რამდენიმე ქართული კლუბი. ადამიანები ერთობიან, კარგ მუსიკას უსმენენ, ბევრს ცეკვავენ, კარგ ხასიათზე და ბედნიერები არიან.
- თქვენ როგორ აღწევთ ამ ბედნიერებას?
- კარგ ადამიანებთან ურთიერთობით, კარგი მუსიკის მოსმენით და ცეკვით, იმ განწყობით, რომ ისვენებ და ყოველდღიურ რუტინას გაურბიხარ, თავისუფალი ხარ, იმას იღებ, რის მიღებასაც ყოველდღიურ ცხოვრებაში ვერ ახერხებ.
- რომელიმე კერძში კანაფი თუ გამოგიყენებიათ?
GzaPress- არა (იცინის). ასეთი კერძები არ ვიცი. კუბდარს არ ვაკეთებ და მგონი, კანაფს ამაში უშვრებოდნენ ხოლმე სვანები.
- თუ გახსოვთ, მარიხუანა პირველად როდის გასინჯეთ?
- ზუსტად არ მახსოვს, ბევრი წლის წინ იყო... ალბათ მაშინ, როდესაც ადამიანს ისეთი ასაკი აქვს, როდესაც ახალ-ახალი რაღაცების გასინჯვა უნდა და ყველაფრის მიმართ ინტერესი აქვს.
- ამ რუბრიკაში ჯანსაღი ცხოვრების წესზე, სწორ კვებაზე ვსაუბრობთ ხოლმე, თქვენთვის რა არის ჯანსაღი ცხოვრება?
- ჯანსაღი ცხოვრება არის ჯანსაღი ცხოვრება და ბევრი დეტალისგან შედგება, მაგრამ მთავარია, შენი სულიერი მდგომარეობა, შენი სხეული მიიყვანო ისეთ კონდიციამდე, რომ თავს ჯანსაღად გრძნობდე. ზოგი ამას ვარჯიშით ახერხებს, ზოგი - იოგით, დიეტით, ნადირობით, თევზაობით, ზოგიც - კომბინირებულად. მთავარი ალბათ ისაა, რომ ორგანიზმში არაჯანსაღი რაღაცები არ მოახვედრო, საჭმლით დაწყებული, სხვა რამეებით დამთავრებული.
- ამ პრინციპს იცავთ? დიეტის დაცვა თუ გიწევთ ხოლმე?
- კი, რა თქმა უნდა, თითქმის მთელი ცხოვრება მიწევს. გემრიელ საჭმელებზე უარს ვერ ვამბობ და მერე რაღაც პერიოდი, დიეტის დაცვაც მიწევს. ამას ახლაც ვაპირებ. როცა წონაში კლებას იწყებ და ეს გარეგნობაზე აისახება, განწყობაზეც მოქმედებს - როცა ხედავ, კილოგრამები ნელ-ნელა როგორ გაკლდება, ძალიან სასიამოვნოა. ტკბილეულსა და ცომეულზე ვამბობ ხოლმე უარს, დანარჩენ ნებისმიერ რამეს მივირთმევ. არის დიეტები, რომლებსაც უფრო მკაცრი წესები აქვს. გასუქება უფრო ადვილია, ვიდრე გახდომა, ამიტომ როცა ხდები, მთავარია, ის წონა შეინარჩუნო.
- მეგობრებთან ერთად შეკრებას ხშირად ახერხებთ? რაიმე ტრადიცია თუ გაქვთ?
- სამწუხაროდ, ისეთი პერიოდია, ჩემს მეგობრებთან ხშირად ურთიერთობას ვერ ვახერხებ, ისინიც ძალიან დაკავებულები არიან. თუმცა, ზოგჯერ "ვიკვეთებით" და ეს ჩვენი შეკრება იმდენად ძვირფასია, იმდენად გვენატრება ერთმანეთი, რომ სად და რა ფორმით მოხდება ხოლმე, ყურადღებას აღარ ვაქცევთ. ზოგჯერ რესტორანში მივდივართ, ზოგჯერ ერთმანეთის სახლში, კლუბში, ჰაერზე და ა.შ.
თამთა დადეშელი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
"უფრო მეტად ქალური ჩაცმულობა მიყვარს და მომწონს. არ მიყვარს, როდესაც ქალს კაცურად აცვია. არც სპორტული ჩაცმულობა მხიბლავს, თუმცა ყველაფერს თავისი ადგილი აქვს.
ბავშვობაში, ფოთში გატარებული ყოველი ზაფხული მსახიობ ჯანო იზორიასთვის დაუვიწყარი არდადეგებია.
ანდრია გველესიანი "ჩხიკვთა ქორწილში" ზაქარას პარტიას შეასრულებს
ქუჩაში ტალახში ამოგანგლულ ცისფერთვალება, კულულათმიან გოგონას და მასთან ერთად უწყინარი გამომეტყველებით მიმავალ ტალახიან ძაღლს თუ დაინახავთ,
რატომ ვერ უმჟღავნებს გრძნობას ვახო ბოლოთაშვილი სასურველ გოგონას
კვირის სიახლეები
"გმირია ქალი, რომელიც საცხოვრებლად მთაში წავიდა"
"ყველა ერთმანეთს მტრობს, ჭორავს - იშვიათად გაიგებ ტკბილ სიტყვას"
2 კომენტარი
ლაშა შუშანაშვილს საბერძნეთი საფრანგეთს გადასცემს - ქართველი "კანონიერი ქურდების" "შავი დღე" ევროპაში
საერთაშორისო სააგენტო Associated Press-ის ინფორმაციით, საბერძნეთის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, განახორციელოს ცნობილი ქართველი ავტორიტეტის ლაშა შუშანაშვილის საფრანგეთში ექსტრადიცია.
0 კომენტარი
"მწყემსმა თავად აჩვენა მაშველებს ის ადგილი, სადაც ბავშვის ცხედარი ჰქონდა გადამალული" - ვინ არის ხადას ხეობაში მოკლული ამერიკელი ცოლ-ქმარი
6 ივლისს მარნეულის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ამერიკელი ცოლ-ქმარი რაიან და ლორა სმიტები, 4 წლის ვაჟთან ერთად, დუშეთის რაიონის ხადას ხეობაში გაუჩინარდნენ.
1 კომენტარი
"მკვლელმა ლუკას დანა რამდენჯერმე დაარტყა და გაიქცა" - მესტიაში მომხდარი მკვლელობის დეტალები
მესტიაში ურთიერთშელაპარაკების შემდეგად 25 წლის ლუკა ფალიანი მოკლეს.
0 კომენტარი
"12 წლის ბიჭების ცხედრები წყალში ხელჩაჭიდებული იპოვეს"
SOS - ბოლო ორ თვეში 27 ადამიანი დაიხრჩო
3 კომენტარი
"ბრუტუსი, ანუ იულიუს კეისრის მკვლელობა" ახმეტელის თეატრში
"რამდენიმეწლიანმა კვლევამ მიჩვენა, რომ ის მოღალატე არ არის"
0 კომენტარი
ფულის შოვნის "თანამედროვე მეთოდები"
უმუშევრობის ფონზე ყველა თავისებურად ცდილობს ფულის შოვნასა და თავის გატანას, - გზები მრავალფეროვანია, გააჩნია, ვის როგორი ფანტაზია აქვს.
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
თანამედროვე მზევინარი და მთაში ნაპოვნი სილაღე...
რა პრობლემებს აწყდებიან რეგიონში ტურისტებთან ურთიერთობისას
3 კომენტარი
"ბრუტუსი, ანუ იულიუს კეისრის მკვლელობა" ახმეტელის თეატრში
"რამდენიმეწლიანმა კვლევამ მიჩვენა, რომ ის მოღალატე არ არის"
0 კომენტარი
ბავშვებად დარჩენილი მსახიობები
1946 წელს ქუთაისელმა ბავშვებმა დაუვიწყარი საჩუქარი მიიღეს - გაიხსნა თოჯინების თეატრი ღვინის ყოფილ სარდაფში.
0 კომენტარი
ნატუკა გულისაშვილის პროტესტი
"მეუბნებიან ხოლმე, მანქანას კაცივით ატარებო"
1 კომენტარი
"მამა "ჩარეცხილების" სიაშიც კი მოხვდა და პანთეონში მისი დაკრძალვა არც უფიქრიათ"
რამაზ ჩხიკვაძის შვილის გულახდილი ინტერვიუ
12 კომენტარი