სალომე კოკუაშვილის ასოციაცია
font-large font-small
სალომე კოკუაშვილის ასოციაცია
მსახიობი სალომე კოკუაშვილი ასოციაციურად თავისი საქმიანობის, ინტერესების, სასიამოვნო მოგონებების, წინა საუკუნის დროინდელი ნივთების, მრავალფეროვანი ბიბლიოთეკისა და "სისუსტეების" შესახებ გვესაუბრება.

პირველი სამსახური...
- ჩემი პირველი ნაბიჯები ტელევიზიაში იყო, "შაბათის შოუში". მაშინ ცეკვაზე დავდიოდი თეა გობეჯიშვილთან, მას დაურეკეს და სთხოვეს, შედარებით არტისტული გოგონა გამოგვიგზავნე, სკეტჩისთვის გვჭირდებაო. თეამ მითხრა, - შენ ხომ მსახიობობა გინდა, თუ წინააღმდეგი არ იქნები, გაგგზავნიო. რა თქმა უნდა, ბედნიერებისგან ლამის გული გამისკდა და დიდი სიხარულით მივედი. მათაც მოვეწონე და ჩვენი თანამშრომლობა შედგა.
ცეკვა...
- ვგიჟდები ცეკვაზე! მინდა, რომ ძალიან მაგრად ვცეკვავდე. ლათინურამერიკულ ცეკვებზე, თანაც წყვილში, ჭკუა მეკეტება - ტანგო, ვალსი, ფოკსტროტი - მათი ყურება დიდ სიამოვნებას მანიჭებს.
პროექტი...
- ჩემთვის ეს იყო სერიალი, რომელიც პირველ არხზე გადიოდა და "მესამე თაობა" ერქვა. თუმცა, ვფიქრობ, ცნობადობა მაინც "ჩიფსების თაობამ", "ჩვენმა ოფისმა" მომიტანა, ასევე სერიალმა - "გოგონა გარეუბნიდან". მაშინ პატარა ვიყავი და დიდი გამოცდილება მივიღე, ამიტომ, ჩემთვის ძვირფასია იქ გატარებული დრო.
კომფორტული ადგილი...
GzaPress- სახლი. მარტო ყოფნა მიყვარს, სიმშვიდეში ფიქრი, წიგნის კითხვა ან უბრალოდ, არაფრის კეთება.
გართობა...
- მეგობრების წრეში ყოფნა საუკეთესო გართობაა. მთავარია, როგორ ადამიანებთან ერთად ხარ, თორემ სად ხარ, ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს.
პირველი კომპიუტერი...
- კომპიუტერი არასდროს მქონია, პირველი ლეპტოპი კი მაჩუქეს, როცა უკვე საკმაოდ დიდი ვიყავი. თუმცა, მანამდე სათამაშო მოწყობილობა მქონდა, რომელიც იმ პერიოდში ძალიან პოპულარული იყო. 13 წლის ვიქნებოდი, ერთადერთხელ რომ ვითამაშე "ლარა კროფტი" და არ მომეწონა. მას შემდეგ, კომპიუტერულ თამაშებს ვგმობ. მერე ეს ჩემი ძვირფასი საჩუქარი, რომელიც ბიძამ უცხოეთიდან ჩამომიტანა, გავაჩუქე.
საყვარელი თამაში...
- "ომობანა". იარაღების მიმართ დიდი სიყვარული დღემდე შემომრჩა.
კასეტა...
- ფანქრით რომ ახვევდნენ ხოლმე, ეს მახსოვს (იცინის) და იმ დროს, ამ ხერხს მეც ხშირად მივმართავდი.
პოლაროიდი...
- მახსოვს! 90-იანების ფოტოაპარატი - სწრაფად გადაღებული ფოტოები, ქვემოთ წარწერის გაკეთებაც რომ იყო შესაძლებელი.
საოჯახო ალბომი...
- რა თქმა უნდა, გვაქვს და ძალიან მიყვარს. დედას გაკეთებულია და მასში ყველა დროის ფოტო დევს, ჩემი მშობლების ბავშვობიდან იწყება, მერე მათი ქორწინება, ჩემი დაბადება, გაზრდის პროცესი და ა.შ. საოჯახო ალბომი ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ნივთია.
ქართული ფილმი...
- ძველი ქართული ფილმები კლასიკაა, რაც შეეხება ახალს - იმას, რაც ტელევიზიისთვის კეთდება და თანამედროვეა, ხარისხთან პრობლემები აქვს. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში ბევრი ისეთი მაგარი მხატვრული ფილმი შეიქმნა, რომლებიც საზღვარგარეთაც აღფრთოვანებას იწვევს და ამით ვამაყობ!
ბიბლიოთეკა...
- დიდი ბიბლიოთეკა გვაქვს, სახლში აღარ გვეტევა, ამის გამო, წიგნების ნახევარი სარდაფში ჩავიტანეთ და ამას ძალიან განვიცდი, რადგან სულ მგონია, რომ იქ გაფუჭდება და დალპება, რადგან წიგნს შესაბამის გარემოში სჭირდება შენახვა. შიგადაშიგ ჩავდივარ და ვამოწმებ ხოლმე. ნებისმიერი ჟანრის ლიტერატურა გვაქვს, ამიტომ, ახალ წიგნებს იშვიათად ვყიდულობ. თუმცა, ბოლოს "სხეულის ენა" შევიძინე, ძალიან საინტერესოა და ყველას ვურჩევ, წაიკითხონ.
ფლირტი...
- ფლირტი ძალიან სასიამოვნო რამაა, რომელიც ყველა გოგოსა და ბიჭს სჭირდება, რათა თავი მუდმივად ლამაზად, მომხიბვლელად და სასურველად იგრძნონ.
საღამო პლაჟზე...
- საღამოს პლაჟზე ჯდომა და მზის ჩასვლის ყურება მიყვარს. ძალიან რომანტიკული ადამიანი ვარ.
ლაშქრობა...
- ძალიან მიყვარს, თუმცა, ვერასდროს ვერავინ ავიყოლიე, ამიტომ, ხშირად არ დავდივარ. ძირითადად, დედაჩემს თუ ავიყოლიებ და ერთ ან ორდღიან ტურებში დავდივართ.
ფუფუნების საგანი...
- საგნად არ ითვლება, მაგრამ კარგი აგარაკი; ასევე, ფუმფულა ლოგინი, რომლის გარეშეც ვერ ვიცხოვრებდი (იცინის).
"ნარკოტიკი"...
- ზოგადად, ძალიან ჯანსაღი ცხოვრების წესით მაქვს, სიგარეტსაც არ ვეწევი და სულ ვქადაგებ, რომ ყველანაირი ნარკოტიკი დასაგმობია. ამის გარეშეც შეგვიძლია გავერთოთ, მთავარია, კარგი ადამიანების გარემოცვაში ვიყოთ. თუმცა, ჩემს "ქადაგებას" ყურადღებას არასდროს არავინ აქცევს. ადამიანია და გუნება, ვერავის ვერაფერს აუკრძალავ, ისე უნდა იცხოვრო, როგორც შენ გინდა.
ყვავილები...
- ყველანაირი, ყველა ფერის ყვავილი მიყვარს და როდესაც მათ მჩუქნიან, ბედნიერი ვარ.
განსაკუთრებული საჩუქარი...
- მიხარია, როცა რაღაცას მჩუქნიან. მთავარია, ისეთი რამ გისახსოვრონ, რაც შენს ხასიათს ესადაგება, მოვალეობის მოხდის მიზნით რაიმეს ჩუქებას კი ჯობია, საერთოდ არ აჩუქო. მთავარი ფასი კი არა, ის არის, თუ რამდენად ორიგინალურია და როგორი გულითაა ნაჩუქარი.
ქალური სისუსტე...
- დღემდე მომწონს "მაჩო" ბიჭები (იცინის).
ყველაზე ქალური სამოსი...
- ქუსლიანი ფეხსაცმელი, რომელიც ჩემთვის ტანჯვაა. ძალიან მომწონს, ვგიჟდები, როცა ლამაზად არიან გამოწყობილები, მაგრამ პირადად მე, აუცილებლობას თუ არ წარმოადგენს, ყოველდღიურად ასეთ სტილს ვერაფრით მოვირგებ, ვერც ასეთ ფეხსაცმელს და ვერც კაბებს. ჩემთვის ყველაზე კომფორტული სამოსი სპორტულია, განსაკუთრებით, თუ მამაკაცისაა.
საყვარელი ფერი...
- ცისფერი, ყვითელი, შავი და თეთრი. გემოვნება სეზონების და ხასიათის მიხედვით იცვლება. ზამთარში სულერთია, რა მაცვია და როგორ გამოვიყურები, რადგან მცივა, ეს კი ჩემთვის დისკომფორტია.
ბავშვობისას გარეგნობაში მინდოდა შემეცვალა...
- ღიპუცა ვიყავი და სულ მინდოდა, სწორი, ლამაზი მუცლის პრესი მქონოდა, დღემდე ვიბრძვი და არ გამომდის. პრესის ვარჯიში თვითმკვლელობაა (იცინის). ყველას უნდა, უკეთესი იყოს, მაგრამ როგორიც ვარ, ამისთვისაც მადლობელი გახლავართ.
ბედნიერება...
- ...როდესაც შენი მიზნის მისაღწევად მკაცრად იბრძვი და საკუთარი თავის გჯერა. მგონია, რომ ყველა ადამიანის საბოლოო მიზანი ბედნიერებაა, ეს კი წვრილმანებისგან შედგება, ყოველდღე შეგიძლია იყო ბედნიერი, თუ ამის დანახვის უნარი გაქვს.
თამთა დადეშელი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
მოდელი რუსული აგრესიის წინააღმდეგ "კონცერტებს" ატარებს
"უფრო მეტად ქალური ჩაცმულობა მიყვარს და მომწონს. არ მიყვარს, როდესაც ქალს კაცურად აცვია. არც სპორტული ჩაცმულობა მხიბლავს, თუმცა ყველაფერს თავისი ადგილი აქვს.
ბავშვობაში, ფოთში გატარებული ყოველი ზაფხული მსახიობ ჯანო იზორიასთვის დაუვიწყარი არდადეგებია.
ანდრია გველესიანი "ჩხიკვთა ქორწილში" ზაქარას პარტიას შეასრულებს
ქუჩაში ტალახში ამოგანგლულ ცისფერთვალება, კულულათმიან გოგონას და მასთან ერთად უწყინარი გამომეტყველებით მიმავალ ტალახიან ძაღლს თუ დაინახავთ,
რატომ ვერ უმჟღავნებს გრძნობას ვახო ბოლოთაშვილი სასურველ გოგონას
კვირის სიახლეები
"გმირია ქალი, რომელიც საცხოვრებლად მთაში წავიდა"
"ყველა ერთმანეთს მტრობს, ჭორავს - იშვიათად გაიგებ ტკბილ სიტყვას"
2 კომენტარი
ლაშა შუშანაშვილს საბერძნეთი საფრანგეთს გადასცემს - ქართველი "კანონიერი ქურდების" "შავი დღე" ევროპაში
საერთაშორისო სააგენტო Associated Press-ის ინფორმაციით, საბერძნეთის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, განახორციელოს ცნობილი ქართველი ავტორიტეტის ლაშა შუშანაშვილის საფრანგეთში ექსტრადიცია.
0 კომენტარი
"მწყემსმა თავად აჩვენა მაშველებს ის ადგილი, სადაც ბავშვის ცხედარი ჰქონდა გადამალული" - ვინ არის ხადას ხეობაში მოკლული ამერიკელი ცოლ-ქმარი
6 ივლისს მარნეულის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ამერიკელი ცოლ-ქმარი რაიან და ლორა სმიტები, 4 წლის ვაჟთან ერთად, დუშეთის რაიონის ხადას ხეობაში გაუჩინარდნენ.
1 კომენტარი
"მკვლელმა ლუკას დანა რამდენჯერმე დაარტყა და გაიქცა" - მესტიაში მომხდარი მკვლელობის დეტალები
მესტიაში ურთიერთშელაპარაკების შემდეგად 25 წლის ლუკა ფალიანი მოკლეს.
0 კომენტარი
"12 წლის ბიჭების ცხედრები წყალში ხელჩაჭიდებული იპოვეს"
SOS - ბოლო ორ თვეში 27 ადამიანი დაიხრჩო
3 კომენტარი
"ბრუტუსი, ანუ იულიუს კეისრის მკვლელობა" ახმეტელის თეატრში
"რამდენიმეწლიანმა კვლევამ მიჩვენა, რომ ის მოღალატე არ არის"
0 კომენტარი
ფულის შოვნის "თანამედროვე მეთოდები"
უმუშევრობის ფონზე ყველა თავისებურად ცდილობს ფულის შოვნასა და თავის გატანას, - გზები მრავალფეროვანია, გააჩნია, ვის როგორი ფანტაზია აქვს.
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
თანამედროვე მზევინარი და მთაში ნაპოვნი სილაღე...
რა პრობლემებს აწყდებიან რეგიონში ტურისტებთან ურთიერთობისას
4 კომენტარი
"ბრუტუსი, ანუ იულიუს კეისრის მკვლელობა" ახმეტელის თეატრში
"რამდენიმეწლიანმა კვლევამ მიჩვენა, რომ ის მოღალატე არ არის"
0 კომენტარი
ბავშვებად დარჩენილი მსახიობები
1946 წელს ქუთაისელმა ბავშვებმა დაუვიწყარი საჩუქარი მიიღეს - გაიხსნა თოჯინების თეატრი ღვინის ყოფილ სარდაფში.
0 კომენტარი
ნატუკა გულისაშვილის პროტესტი
"მეუბნებიან ხოლმე, მანქანას კაცივით ატარებო"
1 კომენტარი
"მამა "ჩარეცხილების" სიაშიც კი მოხვდა და პანთეონში მისი დაკრძალვა არც უფიქრიათ"
რამაზ ჩხიკვაძის შვილის გულახდილი ინტერვიუ
12 კომენტარი