ცნობილი სექსუალური ქალისა და ქართველი მსახიობის მეგობრობის ამბავი - გზაპრესი

ცნობილი სექსუალური ქალისა და ქართველი მსახიობის მეგობრობის ამბავი

იუნა შაფათავას რამდენიმე პროფესია აქვს, მაგრამ ფართო საზოგადოებრიობამ როგორც სექსუალური ქალი, ისე გაიცნო (რაც კინოს დამსახურებაა), გიორგი მეგრელიშვილი კი ცნობილი მსახიობი და გარდასახვის ოსტატია. ამჟამად მას "პალიტრა ტვ"-ზე ორი გადაცემა მიჰყავს - "გვეთამაშე ჩვენ" (ინტელექტუალური შოუ) და "ლუპა" (პროექტი კინომოყვარულებისთვის).

იუნა:

- ძალიან ახლო მეგობრები ვართ.

გიორგი:

GzaPress- ჩვენ შორის არანაირი სხვა ურთიერთობა არ ყოფილა და არც იქნება...

იუნა:

- გიორგი სოლიდურ მამაკაცად, სერიოზულ მსახიობად ჩამოყალიბდა, რაც ძალიან მიხარია. თავის საქმეს კარგად აკეთებს და ჩემთვის დიდი პატივია ისიც, რომ ახლა მასთან ერთად, ტანდემში მწერთ. იმედია, ჩვენი ურთიერთობა შემოქმედებითი კუთხითაც გაღრმავდება. მოგეხსენებათ, მეც მსახიობი ვარ და მჯერა, გიორგი გადაიღებს კინოს, რომელშიც ვითამაშებ. როდესაც თავის მოსინჯვა გინდა ხელოვნებაში და ამ დროს ნიჭიერი ადამიანის დახმარების იმედი გაქვს, ეს ბედნიერებაა.

გიორგი:

- არ შეიძლება, ნიჭიერი მეგობარი ამა თუ იმ პროექტში "დაბლოკო". არადა, ასეთი რამ საზოგადოებისთვის ძალიან კარგად ცნობილ არაერთ ადამიანს გაუკეთებია... მსახიობმა, რა თქმა უნდა, საკუთარ თავზე, როლებზე უნდა იფიქროს, მაგრამ ნიჭიერ მეგობარს არ უნდა ავნოს. ისეთ რამეს არასდროს გავაკეთებ, რომ უკან მოხედვის შემრცხვეს... იუნა ის ადამიანია, რომელსაც შეუძლია, ერთდროულად რამდენიმე ადგილას იმუშაოს, მაგრამ მისგან წუწუნს ვერ გაიგონებ. ზღვა ენერგიის პატრონია და მისი ენერგია მავსებს...

- გაიხსენეთ ის პერიოდი, როცა პირველად ნახეთ ერთმანეთი.

გიორგი:

- მახსოვს, კლასში ვისხედით და ტყუპი გოგონა (იუნა და დეა) ღიმილით შემოვიდნენ. ორმა პატარა სხივმა შემოანათა 87-ე სკოლაში. მახსოვს, ძალიან მოწესრიგებულები იყვნენ...

იუნა:

- გიორგი არასტანდარტული გარეგნობის ქართველია - ქერა, ცისფერთვალა. კლასში ყველა ბავშვისგან გამორჩეული იყო. მე და ჩემი და ძალიან ვუყვარდით, მისგან დიდ სითბოს ვგრძნობდით. განსაკუთრებით, დეას მიმართ ჰქონდა სიმპათია და კედლებზე ეწერა: "გიორგი + მედეა". ჰოდა, ამ წარწერის გამო ერთხელ მშობელთა კრება ჩატარდა და გიორგის და "გაიჭყლიტა". მან აღიარა: უყვარს და რა ვქნაო? რაზეც დედაჩემი სიცილით კვდებოდა. დედა იმავე სკოლაში რუსული ენის პედაგოგი იყო... გიორგი კლასში ერთ-ერთი გამორჩეული მოსწავლე იყო და ყველამ ვიცდით, რომ მსახიობობა უნდოდა. მიხარია, მიზანს რომ მიაღწია. თავიდან რუსთაველის თეატრში სცენის მუშად მოეწყო. ეს რომ გავიგე, მაშინვე ვთქვი, - თეატრალურ ინსტიტუტში აუცილებლად მოხვდება-მეთქი... სხვათა შორის, ჩვენ არაჩვეულებრივი ლიტერატურის პედაგოგი, მერი ყირმელაშვილი გვყავდა. ის მშვენიერების გაკვეთილებს გვიტარებდა, თეატრში დაგვატარებდა. მისი წყალობით გურამ საღარაძემ, ზინაიდა კვერენჩხილაძემ ხელოვნების გაკვეთილები ჩაგვიტარა, გიორგი მეგრელიშვილი კი ამ ღონისძიებების წამყვანი გახლდათ.

გიორგი:

GzaPress- ცხოვრებაში რაღაცებს მივაღწიე, მაგრამ უფრო მთავარია, რომ ის, რაც დამრიგებელმა გვასწავლა და ჩაგვინერგა, ყოველთვის მახსოვდა. შეცდომა ყველას მოსვლია, მაგრამ მთავარია, მეგობრებში ღირსება შეინარჩუნო. იუნა ერთ-ერთი ის ადამიანია, ვისთანაც ლაღად ვგრძნობ თავს. დღეს მართლა ძალიან რთულია ქალსა და მამაკაცს შორის მეგობრული დამოკიდებულების შენარჩუნება... ბედნიერი ვარ, რომ მყავს ისეთი ცოლი, რომელიც არ მიკრძალავს ლამაზ გოგონებთან ურთიერთობას (იღიმის).

- იუნა, სხვადასხვა პროფესია კი გაქვთ, მაგრამ სამსახიობოზე არ გისწვლიათ. მიუხედავად ამისა, კინოში გადაგიღეს. ეს როგორ მოხდა?

გიორგი:

- ერთხელ ვისხედით და წამოსცდა, - იცი, როგორ მინდა, კინოში რაღაც გავაკეთოო?!. "მამაჩემის გელფრენდს" რომ იღებდნენ, ნიკა ხომასურიძეს დავურეკე და ვუთხარი, - არის ერთი გოგო, რომელიც ამ ფილმში გამოგადგება-მეთქი. გასინჯეს და მოეწონათ...

იუნა:

- როდესაც გიორგიმ დამირეკა და მითხრა, რაღაც როლზე უნდა გაგსინჯონო, ძალიან გამიხარდა. თურმე, ამ როლის შესრულება ბევრმა ვერ გარისკა, რადგან მათი აზრით, ლოგინის სცენა სახიფათო იყო... ცუდს ვერაფერს ვხედავ იმაში, რომ სექსუალური ქალის იმიჯი მაქვს. ვფიქრობ, მანდილოსანი მიმზიდველი უნდა იყოს! ბევრი მსახიობი თამამ სცენებში მონაწილეობაზე უარს ამბობს, მე კი ამის არ მერიდება. სულ ვამბობ: ბოზი იქნება სათამაშო? - ვითამაშებ! შემიძლია, მკვლელი განვასახიერო და შიზოფრენიკიც, რისთვისაც ფსიქიატრიულშიც გავატარებ რამდენიმე დღეს, დამაჯერებლად რომ ვითამაშო...

გიორგი:

- რა ჯობია იმას, რომ სექსუალური იმიჯი შეექმნა? ამას ხომ ბევრი ქალი ნატრობს?

- რჩევას თუ აძლევთ ერთმანეთს?

- იუნას ვურჩევ, თმა შეიღებოს შავად, არ წაისვას წითელი პომადა, ჩაიცვას ნათელი ფერის სამოსი, მივიდეს სადმე კასტინგზე და რეჟისორებს თავი სხვა ამპლუაში შესთავაზოს.

იუნა:

- მოძღვარმა მითხრა, - თამამი როლებისგან თავი უნდა შეიკავოო. ვუპასუხე: ამაში ფულს მიხდიან და უარს ვერ ვიტყვი, ეს ჩემი პურია-მეთქი. - შეიძლება, შენი პურია, მაგრამ სხვა რამის კეთებაც ხომ შეგიძლია? შენ ხომ ამ როლებით ბევრ ადამიანს აცდუნებო. ამაზე ასეთი პასუხი მაქვს: - ვაცდუნებ, მაგრამ თავად ცხოვრებაა დიდი ცდუნება. ხშირად გვშია, მაგრამ ხომ არ ვიპარავთ? ნუთუ, საშინელებაა ის, რომ მეძავს ვთამაშობ. ის მეძავიც ხომ ჩვენი ცხოვრების ნაწილია. ბოლოს და ბოლოს, ხელოვნება ცხოვრების ანარეკლია... მინდა, ისეთი როლი შემომთავაზონ, რომლის წყალობითაც ყველას ავატირებ.

- იუნა, იმიჯის შეცვლაზე რას იტყვით?

- ადრე თუ გვიან, მეც დავბერდები და სექსუალურ როლებს ვეღარ ვითამაშებ. მე კი არა, მერილინ მონრო და ბრიჟიტ ბარდო დაბერდნენ (იცინის)... მსოფლიოში ყველა გავლენიან ქალს შინაგანი ქალური ენერგია ჰქონდა. თუ ჩემი შინაგანი ენერგია კაცობრიობის განვითარებას ხელს შეუწყობს, დაე, ვიქონიო ზემოქმედება მსოფლიოზე! თუ ჩემი შიშველი სხეულით ომს შევაჩერებ, ამას რა სჯობია?!

გიორგი:

- იუნა, მიდი, მიდი, ომი დიდი ხანია, დაწყებულია (იღიმის)... ძალიან მიყვარს სექსუალური, ლამაზი ქალები და მათ მიმართ, როგორც მამაკაცს, მაქვს კიდეც მიზიდულობაც, მაგრამ ეს იუნას არ ეხება. თუ მამაკაცებს მისი სხეულის ყურება მოსწონთ, ეს მათ აწყნარებს, დაე, დატკბნენ ამით. ბოლოს და ბოლოს, ეს არ ჯობია ნარტიკით გაბრუებას? იყოს იუნა მათი წამალი...

- იუნა, თქვენთვის არ აქვს მნიშვნელობა, რას იტყვის საზოგადოება?

- ხალხმა რა იცის, ჩვენ რეალურად რას ვაკეთებთ?! ჩემი ბავშვობის ოცნება იყო, გავმხდარიყავი სახალხო არტისტი და რა თქმა უნდა, დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ რას იტყვის ხალხი, მაგრამ ისინი ეკრანზე მხედავენ და არა - ეკრანს მიღმა. იმედია, ეკრანზე სითამამეს მომიტევებენ.

- გიორგი, გარდასახვის ოსტატი ხარ. უარყოფითი როლებს საოცარი დამაჯერებლობით თამაშობ. ამას როგორ ახერხებ?

- ვფიქრობ, უარყოფითი გმირის თამაში გაცილებით რთულია, ვიდრე - დადებითის...

იუნა:

- გიორგი ლაპარაკობს და მე მისი ბავშვობის დროინდელი სახე მახსენდება. ახლა სრულიად სხვანაირია: ნავარჯიშები, გაწვრთნილი სხეულით, სწორად იკვებება, ჯანსაღი ცხოვრების წესი აქვს... ძალიან კარგი დედა ჰყავდა, როელიც სამწუხაროდ, ცოცხალი აღარ არის. საყვარელი ქალი იყო, რომელიც შვილს კარგად უვლიდა. თეთრი, პუტკუნა, ბუნჩულა, მოწესრიგებული ბიჭი გახლდათ. გაკვეთილი თითქმის ყოველთვის იცოდა. უყვარდა ლიტერატურა...

გიორგი:

GzaPress- გიჟური პერიოდებიც მქონდა და "ქუჩის ამბებიც" გამოვიარე. ვფიქრობ, მამაკაცმა ესეც უნდა იცოდეს.

იუნა:

- გიორგი ის ადამიანია, რომელთან ერთადაც ჩრდილოეთ პოლუსზეც მშვიდად წავალ, რადგან მეცოდინება, მის გვერდით დაცული ვიქნები.

- როგორ გგონიათ, ჰგავხართ ერთმანეთს?

გიორგი:

- არა მგონია, რომ ვგავდეთ. უბრალოდ, ბევრი დღე გაგვიტარებია ერთად...

იუნა:

- გიორგიმ ჩემი საყვარელი სიტყვა - ღირსება ახენა. დიახ, არც მე და არც გიორგი არ ვართ "ფულისტები". მგონი, პატიოსანი ადამიანები ვართ. გიორგი უღირსს არაფერს ჩაიდენს, არ გიღალატებს. სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულების გამოც კი არ დავერევით ერთმანეთს. საბანს ცალ მხარეს არც ერთი არ გადავქაჩავთ ისე, რომ ერთმანეთს არ გავუნაწილოთ. მგონი, ეს გვაერთიანებს.

- ე.ი. თქვენს მაგალითზე შეიძლება ითქვას, რომ ქალსა და მამაკაცს შორის შეიძლება, უმწიკვლო მეგობრობა იყოს?

იუნა:

- კლასელების სექსი ჩემთვის იგივეა, რაც სექსი დედმამიშვილთან. გიორგი ჩემი ბავშვობის ნაწილია.

ლალი ფაცია