ვინ არის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსი, რომელიც მერიაში შეხვედრებზე ველოსიპედით დადის
font-large font-small
ვინ არის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსი, რომელიც მერიაში შეხვედრებზე ველოსიპედით დადის
გაძვირდება თუ არა მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობა?
მამუკა მუმლაძე ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსია. ტიპური ჩინოვნიკებისგან ბევრად განსხვავდება, თუნდაც იმით, რომ დაამსხვრია სტერეოტიპი, თითქოს წარმატების მისაღწევად აუცილებელია ევროპაში მიღებული განათლება, თუნდაც იმით, რომ მერიაში თათბირებზე ველოსიპედით მიდის და ამით ბევრის გაკვირვებას იწვევს, არ აშინებს შეცდომებზე საუბარი და არც თვალს ხუჭავს...

გთავაზობთ ამონარიდებს ჟურნალ "გზაში" გამოქვეყნებული ინტერვიუდან:

"გუბერნატორის მრჩეველი გავხდი. შემდეგ ქვემო ქართლის ტრანსპორტის სამმართველოს სერტიფიკაციის ორგანოს ხელმძღვანელი. მუშაობისას ბევრ საინტერესო ფაქტს წავაწყდი,
მაგალითად, რეგულარი და პრემიუმი ერთი ბაკიდან მარაგდებოდა, ფასს კი განსხვავებულს ახდევინებდნენ მომხმარებლებს, ფაქტობრივად, თვალსა და ხელს შუა ატყუებდნენ. ამის შემდეგ იყო ბევრი სამსახური... განსაკუთრებით ნაყოფიერი იყო რუსთავში 2008-დან 2012 წლამდე ტრანსპორტის სამმართველოს ხელმძღვანელად მუშაობის წლები. მახსოვს, 2012 წელს მძღოლები გაიფიცნენ და არგუმენტად მამუკა მუმლაძის სიმკაცრე
დაასახელეს. მძღოლებს არ მოსწონთ, როდესაც მაქსიმალურ კონტროლში არიან..."

"დღესდღეობით 1100 ავტობუსი რომ მუშაობდეს თბილისში, მოსახლეობის მოთხოვნა დაკმაყოფილდებოდა, მაგრამ 1800 მიკროავტობუსი და 530 ავტობუსი მუშაობს. მისახედი და მოსაწესრიგებელია საქალაქთაშორისო მარშრუტებიც, სადაც ავტოავარიებისა და სიკვდილიანობის მაჩვენებელი დიდია..."

"მართლაც ბევრჯერ უკითხავთ ჩემთვის, რომელ ქვეყანაში მიიღე განათლებაო და სიამაყით მიპასუხია, რომ საქართველოში! ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ ამან ხელი შემიშალა და უკან დამწია. დანარჩენი უკვე პრაქტიკისა და გამოცდილების შედეგია..."

"ამბობდნენ, მანქანა ჰყავს და ველოსიპედით ვითომ რატომ დადისო? ამ საქციელს უფრო არასერიოზულად აღიქვამდნენ, გამიზნულს - იმიჯისთვის. არადა, ბავშვობიდანვე მიყვარდა ველოსიპედი და რა "ჯიშის" აღარ მყავდა, შიდა შეჯიბრებებს ვაწყობით ხოლმე ბავშვები. ამიტომაც ჩავიციკლე, რომ თბილისში გაკეთებულიყო ველობილიკები, მოსახლეობისთვის შეგვეთავაზებინა ალტერნატიული ტრანსპორტი..."

ინტერვიუს სრულად ჟურნალ "გზის" 12 ივლისის ნომერში წაიკითხავთ...

ნინო ჯავახიშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
"სტუმარმასპინძლობა თვალის დაბრმავებამდე ხდება"
ქეთის ორჯონიკიძის ახალი გატაცება
რაც დრო გადის, უფრო შორს მიდიან, - ყოველდღე ახალ-ახალ "სიურპრიზს" გვთავაზობენ, - ახალგორის ბაღებსა და სკოლებიდან რამდენიმე მასწავლებელი ქართულად გადალაპარაკების გამო გაათავისუფლეს.
ნინო იოსელიანი: "შეიძლება ითქვას, რომ 25-ე საუკუნის მსოფლიოში ვიცხოვრე"
თათია სულუაშვილი სულ სხვა ამპლუაში
აეროპორტში დასაქმებული მოდელის გულახდილი ინტერვიუ
აქვს თუ არა ქეთი დოლიძეს თუმანიშვილის თეატრში მუშაობის საშუალება
რატომ შეწყვიტა მოცეკვავემ ავტობიოგრაფიული ნოველის წერა
"ეს სიყვარული კი არა, ქალის რეაქცია იყო"
თამარ დათუაშვილის "რეცეპტი", ყველა საქმე რომ გამოგივიდეთ
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2526 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2654 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
0 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
1 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
0 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
0 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2432 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1201 კომენტარი