მსახიობი, რომელსაც პოლიტიკოსობის სურვილი გაუჩნდა - გზაპრესი

მსახიობი, რომელსაც პოლიტიკოსობის სურვილი გაუჩნდა

გადაღებების დროს მსახიობმა განაცხადა, რომ პოლიტიკოსის კარიერაზე ხშირად ფიქრობს: "როდესაც ჰუმანიტარული საქმიანობით ხარ დაკავებული, ხვდები, რომ პოლიტიკასაც უნდა მიაქციო ყურადღება. თუ გინდა რადიკალური ცვლილებების მიღწევა, პასუხისმგებლობის აღებაც უნდა შეგეძლოს. თუმცა არ ვიცი, რომელ ამპლუაში უფრო მეტი სარგებლის მომტანი ვიქნები. მე ხომ მსახიობობით ვშოულობ ფულს, ამიტომ ამ ჩემი მიზნის განხორციელებას რთული იქნება", - ამბობს მსახიობი.

აღსანიშნავია, რომ ჯოლი გაეროს კეთილი ნების ელჩია. როდესაც მას ჰკითხეს, მზად იყო თუ არა პოლიტიკური კარიერის გასაკეთებლად, ანჯელინამ უპასუხა: "მე მზად ვარ ამისთვის".

აფხაზეთის სამი სექსსიმბოლო

აფხაზური წარმოშობის ლამაზმანები საერთაშორისო სამოდელო ბიზნესში საკმაოდ დიდ წარმატებებს აღწევენ: ზოგიერთის ფოტო მამაკაცების საერთაშორისო გამოცემების პრიალა ყდაზეა აღბეჭდილი, რამდენიმე მათგანი კი მსოფლიოში ცნობილი მოდის სახლების შოუებში მონაწილეობს.

GzaPressინტერნეტპორტალი, ამბები.გე დაინტერესდა აფხაზი მოდელების ვინაობით და სამი ლამაზმანის შესახებ გარკვეული ინფორმაციაც მოიძია.

სტელა ტრაპში - მამით აფხაზი და დედით რუსია. გოგონა სოხუმში გაიზარდა, მაგრამ ახლა მოსკოვში მუშაობს. 2010 წელს სტელამ "მის აფხაზეთის" ტიტული მოიპოვა. ლამაზმანმა ჯერ კიდევ 18 წლის ასაკში მოახერხა ყურადღების მიპყრობა, როდესაც Maxim Magazine-სთვის სრულიად გაშიშვლდა, ხოლო მამაკაცების ცნობილი ჟურნალის რუსულენოვანმა გამოცემამ მისი მონაწილეობით არა მხოლოდ შთამბეჭდავი ფოტოები, არამედ გადაღების "ბექსთეიჯიც" შესთავაზა მკითხველს. თავის დროზე ლამაზმანის ამ თამამმა გადაწყვეტილებამ აფხაზი საზოგადოება შოკში ჩააგდო.

სტელას წინააღმდეგ დიდი აგრესია იგრძნობოდა. სიტუაცია იმ ფაქტმაც გაამწვავა, რომ ჟურნალში მოდელის შიშველ ფოტოებთან ერთად, მისი სკანდალური ინტერვიუც გამოქვეყნდა, სადაც მან მოურიდებლად განაცხადა, რომ აფხაზი ქალები შეუხედავები არიან და იქვე ცხვირის ფორმაზე გააკეთა აქცენტი.

ნანა არახამია - აფხაზეთში, გაგრაში დაიბადა, მაგრამ სამი თვის ასაკში იქაურობის დატოვება მოუხდა, მისი ოჯახი ლტოლვილად იქცა.

"წლების წინ, როცა ჩვენმა ოჯახმა აფხაზეთი დატოვა, საცხოვრებლად სოჭში წავედით, სამი წლის წინ კი მოსკოვში გადავბარგდით. ერთხელაც გავიგე, რომ ცნობილი კომპოზიტორი, ვიქტორ დრობიში კასტინგს მართავდა. საერთოდ, მის პროექტებში ბევრი ცნობილი ვარსკვლავი მონაწილეობს და მინდოდა, ჩემთვისაც მოესმინა. მოკლედ, მომისმინა და გავხდი მისი "ვარსკვლავი", - უთხრა ინტერნეტპორტალის ჟურნალისტს ნანამ.

დღესდღეობით ნანა არახამიას, იგივე იასენიას (ეს მისი ფსევდონიმია) მოსკოვში კარგად იცნობენ. ნანას არაერთი კლიპი აქვს გადაღებული და მასზე, როგორც ერთ-ერთ ამომავალ ვარსკვლავზე, სამომავლოდ დიდ იმედებს ამყარებენ.

მსოფლიო დონის მოდელის, ტატიანა შამრატოვას პირად ინფორმაციაში მითითებულია, რომ იგი საქართველოში, კერძოდ კი აფხაზეთშია დაბადებული, სადაც რუს დედასთან - ინესასთან და ქართველ მამასთან, რუსლანთან ერთად ცხოვრობდა. როგორც მოდელის ბიოგრაფიაში წერია, მისი იდეალური ბავშვობა მოულოდნელად, იმ დღეს შეწყდა, როდესაც აფხაზურ-ჩეჩნურმა დაჯგუფებებმა საქართველოს ტერიტორიაზე საომარი მოქმედებები წამოიწყეს.

ერთ დღესაც ტატიანა მიიწვიეს სილამაზის კონკურსზე, სახელწოდებით - "საუკეთესო საუკეთესოთა შორის".

კონკურსში 500 გოგონა მონაწილეობდა. ტატიანა 20 ფინალისტს შორის მოხვდა და გამარჯვებაც მოიპოვა. იგი მონაწილეობს ისეთი ცნობილი მოდის სახლების შოუებში, როგორიცაა: Reiss, Voronin, Marlies Dekkers, VDP, Roza, Calvin Klein, Jimmy Choo Oscar de la renta. ასევე, თანამშრომლობს შემდეგ კოსმეტიკური ბრენდის კომპანიებთან - Tony & Guy, MAX Factor, Cosmo-cosmetic, Oriflame da Avon.

როგორ დაიკლო მოდელმა 27 კილოგრამი

ავსტრალიელმა მოდელმა, ელის ტეილორმა რვა თვის წინ შვილი გააჩინა. როგორ ამბობენ, მან ფეხმძიმობისას 27 კილოგრამი მოიმატა და ვიდრე იმშობიარებდა, 80 კილოს იწონიდა. მოდელი ამბობს, რომ წონაში დაკლება ძალიან დიდი ძალისხმევისის შედეგად მოახერხა.

GzaPress"ბევრნაირი დიეტა ვცადე და ახლა სისხლის ჯგუფის დიეტაზე ვარ. ჩემი სხეული შეიცვალა, ჰოდა, ახლა ან სალათებს ვჭამ, ან წვენებს ვიღებ. ვარჯიში ძალიან დამღლელი იყო", - ამბობს მოდელი.

ერთ-ერთ ინტერვიუში ტეილორმა საკუთარი სხეულის მოვლის საიდუმლო გაამხილა. ის ყოველდღიურად, ერთი საათი პილატესითაა დაკავებული და 30 წუთი დარბის ან "სწრაფად" სეირნობს.

სისხლის ჯგუფის დიეტას იმის მიხედვით ადგენენ, თუ რომელ საკვებზე როგორი რეაქცია აქვს თქვენს სხეულს. ასეთ დროს ჯანმრთელობის გაუმჯობესებას უფრო დიდი ყურადღება ექცევა, ვიდრე - წონაში კლებას.

თინა მახარაძემ საზოგადოება გააოცა

სოციალურ ქსელში მსახიობ თინა მახარაძეს ხშირად აკრიტიკებენ. ბოლო დროს მან ყურადღება პროექტ "ბრავოში", სტეფანესთან ერთად შესრულებული ცეკვით მიიქცია, მაგრამ მის მიერ შესრულებული "თამამი" ცეკვა ყველას დაავიწყდა, როდესაც მსახიობი სცენაზე საკმაოდ თამამი კაბით გამოჩნდა, ქვედა საცვალისა და ბიუსტჰალტერის გარეშე...

კაბა "რუსთავი 2"-ის დიზაინერმა, გიორგი ნადირაძემ შექმნა გიპიურისა და მყარი შავი ქსოვილისგან.

მახარაძის სხეულის წინა მხარე კაბაში ბოლომდე დაფარული იყო, სამოსი გიპიურის ქსოვილით გახლდათ გაფორმებული და გვერდიდან ჩანდა, რომ თინას კაბა შიშველ სხეულზე ეცვა.

გამჭირვალე სამოსი ეცვა სტეფანე მღებრიშვილსაც, თუმცა გიპიურის პერანგი, რომლითაც მომღერალი "ბრავოს" სცენაზე გამოვიდა, თითქოს ვერავინ შეამჩნია, რადგან მაყურებლის აღფრთოვანება მახარაძის თამამმა კაბამ გამოიწვია.

GzaPressთურმე, თინა მახარაძე დიზაინერის შეთავაზებას თავიდანვე დათანხმდა და ხუმრობდა კიდეც, - სცენაზე შიშველმა უნდა ვიტანტალოო. მსახიობმაQAმბები.გე-ს ჟურნალისტთან საუბრისას აღიარა: "ვიცოდი, რომ ძალიან მაგარი კაბა იქნებოდა და მომიხდებოდა, ამიტომ თავიდანვე დავთანხმდი მის ჩაცმას. უფრო თამამი კაბაც მინდოდა, მაგრამ დავფიქრდი, რომ ჯერ 24 წლის ვარ და ცოტა ხანი კიდევ მინდა ვიცოცხლო. მინდოდა, მკერდიც გამომეჩინა, შავი ნაჭრით არ ყოფილიყო დაფარული. დიდი სიამოვნებით ჩავიცვამდი ასეთ კაბას, მაგრამ ნელ-ნელა ვაპარებ... საკმაოდ თვითკრიტიკული ადამიანი ვარ. როდესაც რაღაც ძალიან მომწონს, არავის კრიტიკა არ არის ჩემთვის საინტერესო. ამ შემთხვევაში კრიტიკა გასაგებია, რადგან მე ვარ მსახიობი, რომელიც 17 წლიდან სულ არანორმალური დღის რეჟიმში ვმუშაობ და სამწუხაროდ, არ მქონდა საკმარისი დრო, შესაბამისი ყურადღება დამეთმო პლასტიკისთვის და ქორეოგრაფიისთვის... იმასაც გააჩნია, ვინ მაკრიტიკებს. თუ მაკრიტიკებს ადამიანი, ვინც დედის, მამიდის, ქმრის დახმარებით აიწყო ცხოვრება და დიდი დრო დარჩა იმისთვის, რომ ევლო სავარჯიშო დარბაზებში ან ცეკვა კარგად ესწავლა, ამ ადამიანისგან კრიტიკა მიუღებელია ან მისაღები, მაგრამ - სასაცილო. შენ რაღაცებს აკეთებ სხვების დახმარებით და ორგანიზებით, მე კიდევ, ჩემს პონტში, ჩემით, 24 საათის განმავლობაში მუშაობის წყალობით და ყველას დაუხმარებლად..."