ნანიკო ხაზარაძის პირველი "ნოლსემი" და მძაფრი შთაბეჭდილებები
font-large font-small
ნანიკო ხაზარაძის პირველი "ნოლსემი" და მძაფრი შთაბეჭდილებები
ტელეწამყვანი ნანიკო ხაზარაძე ავტომობილებისა და მათთან დაკავშირებული ამბების, "კანონურჩი" ქვეითებისა და მძღოლების, საზაფხულო და სასურველი დასვენებისა და სხვა თემების შესახებ გვესაუბრა.

- ნანიკო, რომელი იყო თქვენი პირველი ავტომობილი და რა ასაკში ისწავლეთ მართვა?
- პირველი ავტომობილი - "07" 1999 წელს ჩემი ერთ-ერთი სამსახურის კომპენსაციის თანხით შევიძინე. მართვის მოწმობა კი ბევრად უფრო ადრე ავიღე და ბაბუაჩემის ავტომანქანით ვსარგებლობდი, მართვაც მან მასწავლა და ადვილად ავითვისე. მერე, იმდენად კარგად ვატარებდი ავტომობილს, რომ დამოუკიდებლად სიარულის უფლებაც უპრობლემოდ მომცეს.
- ამჟამად რა ავტომობილით მოძრაობთ და რომელია თქვენთვის უფრო სასურველი?
- ყოველი მომდევნო მანქანა წინაზე უკეთესია, ამიტომ ალბათ, ახლა მაქვს საუკეთესო, ვიდრე აქამდე მქონია და ეს არის "ჰიუნდაი".
- თქვენს მანქანას კარგად "იცნობთ"? იოლად ხვდებით, რა უჭირს?
- გამოცდილებასთან ერთად, ყველა მძღოლი სწავლობს თავის მანქანას და ხმაზე ხვდება, რა რისი ბრალი შეიძლება იყოს. მაგალითად, მე არ მიჭირს გარჩევა, კონკრეტული ხმა რას შეიძლება უკავშირდებოდეს, თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამისთვის აუცილებელია მამაკაცი იყო. ნებისმიერი ადამიანი, ვინც საჭესთან დიდი ხანია ზის, ნებსით თუ უნებლიეთ, სწავლობს მანქანას. ამიტომ, აქ დიფერენციაციას ვერ გავაკეთებდი სქესის მიხედვით. სტიგმაა, რომ ქალები ცუდად ატარებენ და მამაკაცები - კარგად, ამის გამო, ყველა ერთ ქვაბში იხარშება და მე ამ სტერეოტიპს არ ვეთანხმები. ბევრი ქალბატონი ვიცი, რომლებიც ავტომობილს მამაკაცებზე უკეთ, დაკვირვებულად და წესების დაცვით მართავენ. ასეთ მოცემულობებს ვერ ვიზიარებ.
- თუ ჩავარდნილხართ ისეთ სიტუაციაში, რომ თქვენით დაგჭირვებოდათ რაიმეს შეკეთება?
- საბედნიეროდ, არა. თუმცა, თუ რამე დამჭირდება, ალბათ, მეტ-ნაკლებად შევძლებ სიტუაციიდან გამოძრომას, რადგან თეორიულად ბევრი რამ ვიცი მანქანის შესახებ.
- ქაოსურ მოძრაობაში სიარული ხომ არ გაღიზიანებთ მაშინ, როდესაც ბევრი მძღოლი წესებს უხეშად არღვევს?
- უკვე იმუნიტეტი მაქვს გამომუშავებული და ნერვები არ მეშლება, ამიტომ, ძალიან მშვიდად ვმგზავრობ და მივყვები დინებას.
- თქვენ კანონმორჩილი მძღოლი ხართ?
GzaPress- კი, თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ წესები არასდროს დამირღვევია. თუ ძალიან არ მეჩქარება და რაიმე გადაუდებელი საქმე არ მაქვს, რამე არ მიფუჭდება, ვცდილობ, წესები დავიცვა.
- პატრულთან როგორი დამოკიდებულება გაქვთ? დაუჯარიმებიხართ?
- რამდენჯერაც გამაჩერეს, იმდენჯერ დამაჯარიმეს, მაგრამ ყოველთვის დროულად ვიხდი და რაიმე დარღვევა არც ამ მხრივ მაქვს.
- როგორ ფიქრობთ, რა არის მთავარი, რომ კარგი მძღოლი იყო?
- კონცენტრაცია - იმიტომ, რომ ბევრ რამეზე უნდა იფიქრო და გარშემო ბევრი რამ აკონტროლო. ალბათ, მძღოლს ყველაზე მეტად, კონცენტრაცია და სისხარტე ესაჭიროება.
- გზებზე მაღალი სიჩქარით გადაადგილება გიყვართ?
- კი, ძალიან და ბევრად უფრო მსიამოვნებს, ვიდრე - ნელა სიარული. თუმცა, გვერდითა მანქანებს არ ვეჯიბრები ან ვის უნდა გაეჯიბრო? ყოველი ფეხის ნაბიჯზე შუქნიშანია.
- თქვენს ავტომობილში ქალური აქსესუარები თუ მოიძებნება?
- სხვათა შორის, არა და ვერც კი მიხვდებით, რომელი სქესის წარმომადგენელია მისი მეპატრონე. ზოგჯერ, საეთერო ტანისამოსი მიკიდია და ამით შეიძლება მიხვდე, რომ ქალს ეკუთვნის.
- ნომრებისა და სერიის "ეფექტურობას" ყურადღებას აქცევთ?
- არა, მას მერე, რაც ვიყიდე ავტომობილი და ავტომატურად რა ნომერიც მოჰყვა, ისევ ის მაქვს, ანუ რისი რიგიც უწევდა იმწუთას, სერია იყო - BMჭ. ყველას ეგონა, "ჰიუნდაისთვის" სპეციალურად ვიყიდე ეს სერია და დამდევდნენ, მოგვყიდეო, რამდენჯერმე ქუჩაშიც გავუჩერებივარ უცხოებს.
- თქვენს შვილს - ლილუს თუ ასწავლით ტარებას?
- კი, რა თქმა უნდა, საჭეს უკვე ლილუც მართავს და საკმაოდ ნორმალურად. ის ახლა 14 წლისაა და მეც მაგ ასაკში ვიყავი, როდესაც ავტომობილს დამოუკიდებლად ვმართავდი.
- მანდილოსან მძღოლებს ზოგჯერ ბილწსიტყვაობაც უწევთ, თქვენ?
- ცხადია, როგორც ყველა მძღოლს, მეც მიწევს და ვერ დავიჯერებ, რომ ვინც საჭესთან ზის, ცხოვრებაში ასეთი გამოცდილება არ ჰქონია, ეს გამორიცხულია.
- ბოლო დროს, მართვის მოწმობას თითქმის ყველა იღებს, მიუხედავად იმისა, რომ ამბობენ, ბევრი საკითხია და ჩაბარება თუ მოწმობის აღება საკმაოდ რთულიაო. ცხადია, ბევრ დილეტანტ მძღოლს ვაწყდებით, რომლებსაც ქალაქში სიარული უჭირთ. თქვენი აზრით, ეს რისი ბრალია?
- მანქანის მართვის კარგად სწავლას ხანგრძლივი პრაქტიკა სჭირდება და არა - ერთი გამოცდა. მართვას პრაქტიკაში სწავლობ, თორემ სწორ გზაზე, სტადიონზე შეიძლება, მექანიკურად კიდევაც ისწავლო და კიდევაც გაატარო, მაგრამ ნამდვილ მძღოლობას ქუჩაში, ქაოსში სწავლობ.
- ქვეითები ხელს ხშირად გიშლიან?
- სხვათა შორის, ქვეითად მოსიარულეები ხშირად უხეშად არღვევენ წესებს და მათი სათანადოდ დაჯარიმება არ ხდება. ჩემი აზრით, ჯარიმის საფასური უფრო მაღალი უნდა იყოს, რომ უადგილოდ გზის გადაჭრა იმის შიშით არ მოინდომონ, რომ დიდი ჯარიმის გადახდა მოუწევთ. ეჭვი მეპარება, რომ ყველა ადამიანი ჯარიმდებოდეს, ვინც კანონს არღვევს, თორემ ასეთი განუკითხაობა არ იქნებოდა.
- რას ურჩევდით მძღოლებს?
- თავს ნუ მოიკლავენ გასწრების გამო, რადგან წუთ-ნახევარში მაინც ყველა ერთად ვდგებით შუქნიშანზე.
- დასვენებისთვის განკუთვნილი პერიოდი ახლოვდება. ხომ არ გადაგიწყვეტიათ, სად გაატარებთ ცხელ ზაფხულს?
- ჯერ არა, რადგან გადაწყვეტილებების მიღება და შესრულება სპონტანურად ვიცი, სხვაგვარად არ გამოდის, ჩემი ხასიათიდან გამომდინარე და ამას სამსახურებრივ გრაფიკს ვერ დავაბრალებთ.
- როგორია სამზადისი და სასურველი გარემო, სადაც შვებულებას სიამოვნებით ატარებთ?
- იქ, სადაც კომფორტია. ზღვაც მიყვარს და მთაც, მაგრამ ქალაქში ბევრად მირჩევნია. მხოლოდ აუცილებელ ნივთებს ვილაგებ. ჩემი გარდერობი ისედაც ძალიან მწირია და მით უმეტეს, დასასვენებლად როცა მივდივარ, ბევრი ტანსაცმლის წაღებაში აზრს ვერ ვხედავ.
შარშან ამსტერდამში ვიყავი და შესანიშნავად დავისვენე, მძაფრი შთაბეჭდილებები დამრჩა. ყველაზე მეტად მომეწონა ის, რომ ერთ კვადრატულ მეტრ მიწაზე ჰარმონიაში თანაცხოვრება შეუძლიათ ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებულ ადამიანებს - აფროამერიკელებს, აზიელებს, ჩინელებს, ჩვენ, მონაზვნებს, ტრანსგენდერებს - ეს არის იქ ყველაზე მომხიბვლელი. მიუხედავად იმისა, რომ სულ ბევრი ხალხია, რაღაცნაირი სიჩუმე და სიმშვიდეა. ვერ ვიტყვი, რომ მთელი მსოფლიო მაქვს მოვლილი, მაგრამ სადაც ვყოფილვარ, მსგავსი სიტუაცია სხვაგან არსად შემხვედრია. სიამოვნებით წავიდოდი ბევრგან, სურვილი დიდი მაქვს. წლევანდელი დასვენება ჯერ არ დამიგეგმავს, რას გადავწყვეტ. ვნახოთ, რა და როგორ იქნება...
- კულინარიის კუთხით, როგორი შთაბეჭდილებებით ბრუნდებით ხოლმე უცხოეთიდან?
- სხვათა შორის, საქართველოშიც ძალიან ცუდი მჭამელი ვარ და ფაქტობრივად, უცხო სამზარეულოებს არ ვწყალობ. ამიტომაც, იქაც ვცდილობ, მხოლოდ დასანაყრებლად მივირთვა რაიმე.
- თქვენ და ლილუ ერთად რა დროს ატარებთ?
- ლილუსთან ერთად ყველგან და ხშირად დავდივარ, ერთად დიდ და ნაყოფიერ დროს ვატარებთ, შედეგად ერთმანეთის დეფიციტი არ გვაქვს.
- საზღვარგარეთ შოპინგი გიყვართ?
- თუ ამის შესაძლებლობაა, რა თქმა უნდა! ვის არ უყვარს? თუმცა, ვისაც ჯიბეში ფული აქვს, მას არასდროს ეზარება შოპინგზე სიარული და მგონი, ეს ყველას უყვარს.
- საცურაო კოსტიუმს რის მიხედვით არჩევთ? თბილისის აუზებზე დადიხართ?
- სხვათა შორის, საცურაო კოსტიუმი ერთი მაქვს და ისიც, დაახლოებით 20 წელია ვიყიდე. კარგად ვიცი რაღაცების მოვლა და კარგადაც ინახება. თბილისის აუზებს ძალიან იშვიათად ვსტუმრობ.
- ახლა სად ისურვებდით წასვლას?
- იქ, სადაც ჩემთვის იქნებოდა სიმშვიდე, თუმცა, კონკრეტულად სად, არ ვიცი.
თამთა დადეშელი
თამთა დადეშელი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ნუკრი კაპანაძის თავისუფლება და საკუთარი თავისთვის დაწესებული აკრძალვები
ნუგზარ ჯუღელის სიკვდილის შემდეგ გამხელილი საიდუმლოებები
"მიწის სახლი სუნთქავს, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით"
საკუთარ თავზე გაგონილმა რა ჭორმა გააოცა ბექა ბროლაძე
"პოლიტიკაში რომ მოვიდე, ვიღაცის მარიონეტი უნდა გავხდე"
ბედნიერების "რეცეპტი" მომხიბვლელი მაგდა ვასაძისგან
"ზოგიერთი ადამიანი მთელი ცხოვრება პატარა ბავშვად რჩება"
რა ასწავლა საკუთარმა გამოცდილებამ ირინა ონაშვილს
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2532 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
6 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
554 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2445 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1207 კომენტარი