ქართველი ნიჩბოსნის რევანში
font-large font-small
ქართველი ნიჩბოსნის რევანში
"პუტინს "ვიხსენებდით" ერთიანი ძალებით"

ქართველმა ნიჩბოსანმა - ზაზა ნადირაძემ მოსკოვში ჩატარებულ საერთაშორისო ჩემპიონატზე - შუპერ შპრინტ რევანში აიღო: ყველა მეტოქე დაამარცხა, ვინც მას მსოფლიო ჩემპიონატზე მოუგო ხელის შემშლელი გარემო პირობების გამო და ოქროს მედალი მოიგო. გარდა ამისა, ზაზა ბუდაპეშტში გამართული საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულიც გახდა, რომელშიც მხოლოდ ტიტულოვანი სპორტსმენები მონაწილეობდნენ...


GzaPress- რუსმა ოლიმპიურმა ჩემპიონებმა საერთაშორისო შეჯიბრება ჩაატარეს, სადაც მსოფლიოს მასშტაბით, ყველა ტიტულოვანი სპორტსმენი მიიწვიეს. საერთოდ, ბელორუსი, რუსი და ლიტველი სპორტსმენები ჩემი ძლიერი კონკურენტები არიან, რომლებსაც ევროპის წლევანდელ ჩემპიონატზე მოვუგე. შემდეგ ამ სპორტსმენებმა მსოფლიო ჩემპიონატზე მე მომიგეს - ეს არათანაბარი პირობების გამო მოხდა, რადგან ქარი უბერავდა. ქარსაწინააღმდეგო საშუალებები დამაგრებული იყო, მაგრამ მხოლოდ მათ ველს ფარავდა - განიერი არხი იყო. ამიტომ ჩემს მხარეს ქარი უბერავდა. კონკურენტებმა ძალიან ცოტათი გამასწრეს. შემდეგ მოსკოვის Super Print-I ჩატარდა, სადაც რევანში მშვენივრად ავიღე და მეტოქეები დავამარცხე.
- შენთვის ეს წარმატება რას ნიშნავს?
- მსოფლიო ჩემპიონატი მაინც უმაღლესი დონეა და იქ მარცხი უკვე განცდილი მქონდა. უბრალოდ, მეტოქეებს, საზოგადოებას დავანახვე, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე უკეთ გამოსვლა შემეძლო. ხელის შემშლელი ფაქტორები რომ არ ყოფილიყო, წარმატების მიღწევა შეიძლებოდა.
- ნიჩბოსნობაში გარემო პირობებს არ ითვალისწინებენ?
- არა, ამას ვერ გათვლი, რადგან ძალიან განიერი არხია, სადაც ჩემპიონატი ტარდება. არ იცი, ქარი საიდან დაუბერავს. ასე რომ, ძალიან დამოკიდებული ხარ იმაზე, რომ გაგიმართლოს, ქარი არ ამოვარდეს და ა.შ.
- ანუ სპორტის ეს სახეობა გამართლებაზეა?
- რაღაც დონეზე, სპორტის ყველა სახეობა გამართლებაზეა. ასეთი ხელის შემშლელი ფაქტი ხშირად არ ხდება, მაგრამ მე დამემართა.
- მახსოვს, 2016 წელს, ოლიმპიადაზე ნიჩაბი ხელიდან გაგისხლტა...
- სპორტსმენები ნიჩბებს ქვედა მხარეს პლასტმასს ლეიკოპლასტირით ვამაგრებთ, რადგან ნავს ნიჩაბი ხშირად ხვდება, ამ ხერხით კი ნიჩაბს ცვეთისგან ვიცავთ. ოლიმპიადის წინადღეს პლასტმასი ნიჩაბს სძვრებოდა, გაფუჭებული იყო. მოვხსენი და გადავაგდე - ვიფიქრე, ასპარეზობისას არ მოსძვრეს და ხელი არ შემიშალოს-მეთქი. ფიქსატორი აღარ მქონდა და ნიჩაბს ხელს სხვადასხვა ადგილას ვკიდებდი - ამასაც თავისებური შეჩვევა სჭირდება. ვიფიქრე, პრობლემა არ იქნებოდა, მაგრამ ყურადღება აღარ გავამახვილე და ხელი გამიცურდა, რის გამოც ბევრი წავაგე, მაგრამ დანაკლისის "ამოქაჩვა" მოვახერხე, თუმცა ფინიშთან ძალიან დავიღალე და გამასწრეს.
- შენი ყველაზე წარმატებული ასპარეზობა რომელი იყო?
- მშობლებს სპორტის სხვა სახეობაში - ძიუდოში უნდა გადავეყვანე, რადგან იცოდნენ, ნიჩბოსნობაში როგორი პირობები იყო და არ სურდათ, ამ საქმეში დავრჩენილიყავი. ნიჩბოსნობაში დაახლოებით ერთი წელი ვვარჯიშობდი. 2006 წლის ბოლო იყო. ვიფიქრე, შეჯიბრებაზე მაინც გავალ-მეთქი. მინდოდა, მეცადა და საქართველოს ჩემპიონი გავხდი. დიდი წარმატების საწყისი ეს იყო. ბიჭი საქართველოს ჩემპიონი ვიყავი და მშობლებმაც ვერსად გადამიყვანეს - ასე შევყევი სპორტის ამ სახეობას...
- შენს არჩევანში დარწმუნებული ხარ?
- იმის ფიქრი, რომ შეიძლება სადღაც წავსულიყავი, რაღაც მომეგო, ყოველთვის შეიძლება - ვერაფერს გავთვლით. რადგან ნიჩბოსნობაში ჩავერთე, შემიყვარდა, მასში ყველაფერი "ჩავდე" და შრომამ უკვე შედეგიც გამოიღო.
- საქართველოში, ნიჩბოსნობაში როგორი პირობებია სავარჯიშოდ, კარიერის განვითარების თვალსაზრისით?
- საქართველოში ისეთი პირობები არ არის, რომ შეკრებებზე დიდი სპორტსმენები ჩამოვიყვანოთ. ბევრს უთხოვია - შეკრება გვინდაო, რადგან იციან, ბევრი წყალი, ბევრი კარგი ადგილი გვაქვს, მაგრამ ვერ ვეპატიჟებით, რადგან ბაზები არ არის, რომ რამე შესთავაზო. ამიტომ უცხოეთში გამგზავრება და იქ ვარჯიში გვიწევს. ყველანაირ ეკონომიას ვაკეთებთ, რომ უბრალოდ, ვივარჯიშოთ. შეკრებებზე ისეთი ფუფუნება არ გვაქვს, როგორიც ჩვენს კონკურენტებს, მაგრამ ყველანაირად ვცდილობთ, "ზბორიდან" "ზბორზე" "ჩავარდნა" არ გვქონდეს.
- ახლა რა გეგმები გაქვს?
- 18-22 სექტემბერს ბარნაულში მივემგზავრები, სადაც დიდი საერთაშორისო შეჯიბრება იმართება. მხოლოდ ტიტულოვანი სპორტსმენები არიან მიწვეულები. იქაც გავალ და შემდეგ უკვე დავისვენებ.
- სპორტის გარდა, კიდევ რამით ხარ დაკავებული?
- როცა შეკრებები გვეწყება, ფაქტობრივად, დრო სხვა არაფრისთვის მრჩება, რადგან ძირითადად, ვვარჯიშობ. სეზონი როცა მთავრდება, ამასობაში, სახლში ბევრი საქმე გროვდება, სხვადასხვა პრობლემაა მოსაგვარებელი და ნელ-ნელა ყველაფრის მიხედვას ვიწყებ.
- შენი ოჯახის წევრები ვინ არიან?
- დედა, ჩემი ძმა, მისი მეუღლე და შვილი - ერთი წლის ბატონი ზაზა ნადირაძე და ჩემი ბიძაშვილის შვილი (რომელმაც მშობლები ძალიან ადრე დაკარგა და დედაჩემმა გაზარდა) მცხეთაში ერთად ვცხოვრობთ.
GzaPress- ოჯახის წევრებს შორის ვინმე სპორტსმენი გყავს?
- კი, ჩემი ძმა ნიჩბოსნობით იყო დაკავებული, შეჯიბრებებში მონაწილეობდა (2-იან კანოეში), საერთაშორისო შეჯიბრებებშიც გაგვიმარჯვია, მაგრამ როდესაც უნივერსიტეტში სწავლა დაასრულა და შეხედა, სპორტის ამ სახეობაში სარგებელი არ გამოდიოდა, მუშაობა თავისი პროფესიით დაიწყო.
- თქვენ რა პროფესიას ეუფლებით?
- ტექნიკურ უნივერსიტეტში სამშენებლო ფაკულტეტზე ვსწავლობ. ვარჯიშების გამო, უნივერსიტეტში ვერ დავდიოდი, საგნები "დამრჩა" და ნახევარი სემესტრი დამემატა. დარჩენილ დროშიც ვისწავლი და უკვე ინჟინერ-მშენებლის დიპლომს ავიღებ.
- ეს პროფესია რატომ აირჩიე?
- ბავშვობიდან მაინტერესებდა: კონსტრუქციები მქონდა, რაღაცებს ვაშენებდი... 14-15 წლიდან მშენებლობაზე ვმუშაობდი. დიდი პრაქტიკაც მაქვს, ინტერესიც და როცა ფაკულტეტის არჩევის საშუალება მომეცა, ავირჩიე და სწავლა დავიწყე.
- ნიჩბოსნობაში სპორტსმენები რომელ ასაკამდე ასპარეზობენ?
- საშუალოდ, 31-38 წლამდე. უფროსი ასაკის დიდი სპორტსმენებიც არიან და ისეთებიც, რომლებიც ადრიანად ჩაიქნევენ ხელს ან ასპარეზობის საშუალებას ჯანმრთელობა აღარ აძლევთ. სანამ შევძლებ, სპორტს გავყვები. ვნახოთ, ჯანმრთელობა ხელს როგორ შემიწყობს.
- მეორე პროფესიას რას უპირებთ, სპორტს შეუთავსებთ?..
- მშენებლობა სერიოზული პროფესიაა. წარმოუდგენელია, "ზბორებზე" ვიყო, პარალელურად კი რაღაცას ვაშენებდე. მშენებლობა ისეთი საქმეა, რომ ადგილზე უნდა იყო და აკონტროლო. ამიტომ სპორტს "ჩავამთავრებ" და მშენებლობით მერე დავკავდები. ალბათ, სპორტის სფეროშიც დავრჩები... ჯერჯერობით, ვგეგმავ, სპორტში ვიყო და მაქსიმალური შედეგების მისაღწევად ვივარჯიშო.
- თქვენს პირად ცხოვრებაში რა ხდება, გყავთ გულის სწორი?
- ერთ გოგონასთან ძალიან ახლო ურთიერთობა მაქვს. არაფერს ვჩქარობთ. ვცდილობთ, ყველაფერი სწორად გამოვიდეს, რომ არაფერი ვინანოთ.
- ძალიან კარგი. ზაზა, შეჯიბრებაზე რუსეთში იყავით. რუსეთის მიერ ჩვენს ქვეყანაში შექმნილ რთულ სიტუაციაზე - ოკუპაციაზე თუ გისაუბრიათ რუსებთან?
- ვინც შეჯიბრებაზე მიმიწვია, ჩემი მეგობრები არიან. შეჯიბრებას ორგანიზება უმაღლეს დონეზე გაუწიეს... დიახ, ვისაუბრეთ, თუ როგორ უყვართ მათ საქართველო და როგორ აფასებენ ჩვენს ქვეყანას. როდესაც ვეუბნებოდი, რომ აფხაზეთი და ოსეთი რუსეთს აქვს ოკუპირებული-მეთქი, ძალიან უკვირდათ, სწყინდათ, ბრაზდებოდნენ კიდეც და პუტინს ერთიანი ძალებით "ვიხსენებდით". ოკუპაციის შესახებ ბევრმა არც იცის. უბრალოდ, იციან, რომ საქართველო არსებობს, რომელიც ძალიან ლამაზი ქვეყანაა, სადაც კარგი ხალხი ცხოვრობს. რუსების 90%-ს, ვისთანაც ურთიერთობა მქონია, წარმოდგენაც არ აქვს, რომ მათმა ქვეყანამ საქართველოში ომი დაიწყო და ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპირება მოახდინა.
ეთო ყორღანაშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
"საკმაოდ მოღიმარი და კომუნიკაბელური გახლავართ, მიყვარს ადამიანები..."
20-27 სექტემბერს, მოზარდ მაყურებელთა თეატრთან დამეგობრებული ქალაქის, ლოძის საბავშვო თეატრი "პინოქიო" თბილისელი მაყურებლის წინაშე ერთი კვირის განმავლობაში საინტერესო და მრავალფეროვანი პროგრამით წარდგება.
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
რის მიხედვით შეურჩია გვანცა დარასელიამ შვილს სკოლა
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
ყველაზე გემოვნებიანი და დახვეწილი ხალხი ჩემს ქალაქში - ქუთაისშია - ამას სრულიად გულახდილად ვამბობ. ვიცი ამ ქალაქს რა მდიდარი კულტურა, ისტორია აქვს!..
როგორ დაუმეგობრდა ბაზუკას მოცეკვავე
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
0 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
0 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
0 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
0 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
0 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
0 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
0 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
15 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
3 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1 კომენტარი