რატომ თქვა უარი ხატია ბრაჭულმა ალანა გაგლოევას როლზე
font-large font-small
რატომ თქვა უარი ხატია ბრაჭულმა ალანა გაგლოევას როლზე
"იტალიაში მაყურებელი დიდი ოვაციებით შეგვხვდა..."

საკმაო დრო გავიდა მას შემდეგ, რაც ხატია ბრაჭული ქართველმა ტელემაყურებელმა გაიცნო. ამ ხნის განმავლობაში, ახალგაზრდა მსახიობის ცხოვრებაში იმედგაცრუებაც ყოფილა და წარმატებაც, გულისტკენაც და დიდი სიხარულიც... დღეს ის 27 წლის გახლავთ და პროფესიულ საქმიანობას მიზანდასახული, იმედით აღსავსე, დიდი შემართებით აგრძელებს...


- როგორ ხარ, ზაფხული როგორ გაატარე?
- ჩემთვის გასული ზაფხული ერთ-ერთი კარგი, დასამახსოვრებელი იყო, რომელიც ძალიან საინტერესოდ დაიწყო: თეატრიდან იტალიაში, კერძოდ - ბარიში გასტროლი გვქონდა. ქართველი ემიგრანტებისთვის თამაზ ბიბილურის პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლი - "ვიღაც გვეძახის" (რეჟისორი მურად ვაშაკიძე) წავიღეთ. დიდი ოვაციებით შეგვხვდნენ. იქ ყოფნა ძალიან ემოციური იყო... შემდეგ თურქეთში, სტამბოლში ვიყავით. მოკლედ, ეს ყველაფერი დაუვიწყარი გახლდათ!.. შემდეგ საქართველოში, ხევსურეთში, ბარისახოში ვიყავი, ზღვისპირეთიც მოვიარე. ასევე, ბევრ კონცერტს დავესწარი. ბუბა კიკაბიძის 80 წლის იუბილეზე გახლდით, სადაც სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეული საინტერესო სტუმრები იყვნენ... ლამაზი, ფერადი და საინტერესო ზაფხული მქონდა.
- რა გჭირდება იმისთვის, რომ დარწმუნებით თქვა - ჩემი არდადეგები შედგაო?
GzaPress- ის, რაც მაგალითად, ამ ზაფხულს იყო: საზღვარგარეთაც ვიყავი, ზღვაზეც, მთაშიც, დრო მეგობრებთან, საინტერესო ხალხთან ერთად გავატარე, ბევრ ცნობილ ადამიანს შევხვდი... საინტერესო, მრავალფეროვანი, აქტიური დასვენება მიყვარს!..
- საქმეში რა სიახლე გაქვს?
- რეი კუნის კომედიაში - "მოუხელთებელნი" (რეჟისორი მამუკა ცერცვაძე) დამაკავეს, რომელიც თეატრალური ფესტივალის პროგრამაშია ჩასმული. შემდეგ სომხეთში გასტროლები გვექნება - სექტემბრის ბოლოს იქაც თეატრალური ფესტივალი იმართება...
- გაიხსენე ის პერიოდი, როცა ეკრანზე პირველად გამოჩნდი და მაშინდელი ხატია დღევანდელს შეადარე...
- ეს იყო პერიოდი, როცა თეატრალურ უნივერსიტეტში ჩავაბარე. დიდი ენთუზიაზმით, იმედებით აღსავსე, მოტივირებული ვიყავი, რომ ქართულ ბაზარზე დავმკვიდრებულიყავი, როგორც მსახიობი. პირველად სერიალ "დეტექტივებში" გამოვჩნდი - მკვდრის როლი შევასრულე (ტყუპი დების როლს ვასრულებდი, რომელთაგან ერთ-ერთი ცოცხალი გადარჩა). დიდი არაფერი ყოფილა: უბრალოდ, მაშველებმა ჩემი გმირი მტკვრიდან ამოიყვანეს. მთელი გადამღები ჯგუფის ოვაციები მახსოვს - ყოჩაღო!.. ჩემთვის ეს იმხელა შემართება და ძალა იყო, რომ დარწმუნებული ვიყავი - უფრო მეტს შევძლებდი. ეს საწყისი ეტაპი გახლდათ. დღესდღეობით, ისევ ისეთი შემართებით, მიზნებითა და იმედებით აღსავსე ვარ. კიდევ ბევრი რთული გზა მაქვს გასავლელი, მაგრამ მჯერა, წარმატებას მივაღწევ. შეიძლება, დღეს პოპულარული ვარ, თეატრში, კინოში თუ სერიალში არაერთი როლი ვითამაშე. უკვე ყველაფერს სხვა თვალით ვუყურებ. ალბათ, მაშინდელ და ახლანდელ ხატიას შორის ის განსხვავებაა, რომ მაშინ ასაკით პატარა ვიყავი, ახლა უფრო ჩამოყალიბებული ვარ და თუნდაც ჩემს პროფესიას უფრო სხვანაირად ვუყურებ. მაშინ უბრალოდ, მთავარი იყო, მეთამაშა, დღეს ყველაფერს სხვაგვარად ვაფასებ.
- ყოფილა შემთხვევა, როცა როლი დაგიწუნებია, შემოთავაზებაზე უარი გითქვამს?
- კი, ასეთი არაერთი შემთხვევა იყო. მაგალითად, ერთ-ერთი გოგა ხაინდრავას სერიალი გახლდათ, რომელში მონაწილეობაზეც უარი ვთქვი, ასევე - 1-2 რეკლამაზეც... ფილმში მონაწილეობაზეც მითქვამს უარი. უბრალოდ, ვფიქრობ, ჩემთვის ასეთი როლების შესრულება ჯერ ნაადრევია - მინდა, მაყურებლებმა ჩემი შესაძლებლობები სხვა კუთხით გაიცნონ.
- "ჰეროკრატიაში" ვისი როლის შესრულებას გთავაზობდნენ?
- მგონი, ალანა გაგლოევასი, ზუსტად არ მახსოვს და მონაწილეობისგან თავი შევიკავე.
- შენი უარის მიზეზი რა იყო?
- ცოტათი თამამი სცენა იყო და არ მინდოდა, ამ სცენაში მეთამაშა. იმიტომ კი არა, რომ მე ასეთ როლებს არასოდეს შევასრულებ და რაიმე პროტესტი მაქვს? არა. უბრალოდ, ვფიქრობ, ამ ეტაპზე ასე იყო საჭირო. 1-დღიანი პოპულარობა არ მინდა. შემოქმედებითი ცხოვრება სხვანაირი უნდა იყოს და ამის დროც მოვა...
- შენი პროფესიული განვითარების გზაზე ყველაზე მნიშვნელოვანი ეპიზოდი რომელია?
- ალბათ, პირველი სადიპლომო სპექტაკლი - თამაზ ჭილაძის "ჭალას ჩიტი მომკვდარიყო" ყველაზე მნიშვნელოვანი გახლდათ (რომელშიც დელის როლი შევასრულე), რადგან ამ დროს სპექტაკლს თითქმის ყველა რეჟისორი ესწრება, კრიტიკა უფრო მწვავეა, აქედან იწყება შენი შეფასება - შეიძლება, ვინმემ "ხელი ჩაგავლოს" და თავისთან წაგიყვანოს სათანამშრომლოდ. მოკლედ, სადიპლომო სპექტაკლს დიდი დატვირთვა აქვს. ამ დროს საჯაროდ, მაყურებლების წინაშე წარდგები და მათ შენს შესაძლებლობებს აცნობ... ამის შემდეგ სხვა ეტაპი იყო: სერიალში "გოგონა გარეუბნიდან" მიზანდასახული, კარიერისტი, სერიოზული, ცოტათი მკაცრი, საინტერესო გოგოს, რეზიდენტ მარიკა ორაგველიძის სახე შევქმენი. და კიდევ, რაც ჩემთვის მნიშვნელოვანია, "ჩემი ცოლის დაქალებში" ბოზი თამუნას როლი გახლავთ. ამ პერსონაჟს ძალიან საინტერესო, განსხვავებული და მრავალფეროვანი ცხოვრება აქვს... პრინციპში, სხვა მასშტაბური არაფერი გამიკეთებია. კი, სპექტაკლებში ვთამაშობ, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ის როლებია, რაც ჩამოვთვალე.
- კარიერაში იმედგაცრუების ეტაპები გქონია? მახსოვს, "გოგონა გარეუბნიდან" მოულოდნელად "დახურეს"...
- კი და პირველი იმედგაცრუება ეს იყო. რთულია, როცა გეუბნებიან, რომ პროექტი "დაიხურა" და საერთოდ არაფრის ამარა რჩები, მაგრამ როდესაც ადამიანის ცხოვრებაში ასეთი "წყვეტაა", როცა პრობლემა ჩნდება ან წაიქცევი, ამის შემდეგ ცხოვრება დიდ სიურპრიზს გიმზადებს. ალბათ, ასეც უნდა მოხდეს, რომ რაღაცები დააფასო. თუნდაც, ეს სერიალი რომ "დაიხურა", ერთი წელი კარიერაში "წყვეტა" მქონდა, შემდეგ სპექტაკლებთან დაკავშირებული შემოთავაზება გაჩნდა, შემდეგ - სხვა წინადადება... ანუ ყოველთვის რაღაც უკეთესი ხდება და განვლილი პერიოდი, რაზეც დარდობდი, განიცდიდი და გული გწყდებოდა, ტკბილად გახსენდება ადამიანს. ალბათ, ესეც საჭიროა - ჩვენი ცხოვრება ხომ საინტერესო უნდა იყოს?..
- ამ პირველი იმედგაცრუების შემდეგ, ყველაზე დიდი სიურპრიზი რა იყო?
- ალბათ, კარიერაში ყველაზე დიდი სიხარული "ჩემი ცოლის დაქალები" იყო.
- უკვე ბევრი სეზონია, ეს სერიალი ეთერში გადის. ხომ არ მოგბეზრდა?
- არა, პირიქით - ყოველთვის საინტერესოა. ალბათ, ეს სერიალი ამდენ ხანს ამიტომაც არის - მუდამ ახალს გთავაზობს სცენარისტიც, რეჟისორიც და რა თქმა უნდა, მსახიობებიც. ყველაფერი ისეთი მრავალფეროვანი ხდება, რომ უფრო "მუღამში შეჰყავხარ" და გინდა, არ დასრულდეს, სულ იყოს, გაიზარდოს... ჯადოსნური სიტუაციაა.
- სერიალში შენი პარტნიორი ჯერ ისევ მოზარდი იყო, როცა თანამშრომლობა დაიწყეთ...
- თუნდაც ამიტომ არის ეს სერიალი საინტერესო: ამდენი ხანია, აქ ვართ, ბევრ მეგობარს ვიძენთ, ურთიერთობები ყალიბდება... ჩემი აზრით, ეს სერიალი კიდევ ერთი ცხოვრებაა.
- შეძლებდი ისეთ ქალთან გულწრფელ მეგობრობას, რომელიც წარსულში მეძაობით იყო დაკავებული?
GzaPress- იცი, როგორი შედარებაა? ღარიბთან თუ იმეგობრებ ან ადამიანი აუცილებლად მდიდარი უნდა იყოს, რომ მასთან იმეგობროო? ყველას თავისი ცხოვრება აქვს. ძალიან მეგობრული ვარ. პირადად მე, ალბათ, ასეთ ქალთან ვიმეგობრებდი, რადგან თამუნა ძალიან დადებითი პერსონაჟია. რაღაცის გამო, ადამიანს ზურგი არასდროს უნდა შეაქციო.
- უცნობებს შენთვის "თამუნათი" მოუმართავთ?
- კი. სხვათა შორის, დღემდე ასე ხდება. ვუსწორებ ხოლმე, რომ თამუნა კი არა, ხატია ვარ. ვინც "თამუნათი" მომმართავს, ზოგი მათგანი პერსონაჟთან არც მაიგივებს. უბრალოდ, სერიალს რომ უყურებენ, ეჩვევიან და ჰგონიათ, მსახიობსაც თამუნა ჰქვია. არ ვიცი, მე არასდროს მქონია შემთხვევა, რომ რომელიმე მსახიობისთვის პერსონაჟის სახელით მიმემართა...
- თამუნასთან გაიგივების გამო, უხერხულ სიტუაციაში ხომ არ აღმოჩენილხარ, შენი პერსონაჟის წარსული საქმიანობის გათვალისწინებით?
- რა თქმა უნდა, ბევრჯერ. ცინიზმი, დაცინვა მიგრძნია. პერსონაჟთან ისე მაიგივებენ და ჰგონიათ, რეალურად ის ვარ, რომ უხერხული სიტუაციები ყოფილა. ამ ყველაფერს ღიმილით ვხვდები - ე.ი. ჩემი როლი ბუნებრივად შევასრულე, პროტესტის თუ გაბრაზების შეგრძნება არ მაქვს.
- კონკრეტულად, რა სახის უხერხული სიტუაცია შეგქმნია?
- უთქვამთ, მართლა "ისეთი" ხართო? შეძახილები, კომენტარები ყოფილა... ყურადღებას არ ვაქცევ.
- ხატია, წლებმა რა გასწავლა?
- პროფესიული თვალსაზრისით, უფრო გამზარდა, რაღაცებისთვის თვალებში შემახედა, გამომცადა, გამწვრთნა... ვიტყვი, რომ ეს 27 წელი საინტერესოდ ვიცხოვრე - პროფესიული თვალსაზრისითაც და ცხოვრებისეულადაც. ალბათ, კიდევ ბევრი მაქვს სასწავლი, რადგან ჩემი გამოუცდელობა და მიამიტური ხასიათის გამო ხან გულს მტკენენ, ხან - რაღაცები მიფუჭდება ცხოვრებაში...
- წინათ პირად ცხოვრებაზე ღიად, გულწრფელად საუბრობდი, ახლა კი სულ ამბობ, რომ შენს პირად ცხოვრებაში არაფერი ხდება...
- ჰო, ამაზე ყოველთვის ხმამაღლა ვსაუბრობდი. მერე მივხვდი, რომ ალბათ, ადამიანმა რაღაც შენთვის უნდა დაიტოვო, რომ უფრო საინტერესოც იყო. ვიდრე არ დარწმუნდები, რომ ნამდვილად ბედნიერი ხარ და ამ ბედნიერებას არ გაითავისებ, მანამდე გრძნობების ზედმეტად აფიშირება საჭირო არ არის, რადგან მერე გგონია, რომ ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც უნდა მოხდეს... შეიძლება, საკმარისად ბედნიერი არ ვყოფილვარ, რომ ამის შესახებ ხმამაღლა მეთქვა. თუ რაიმე სერიოზული მოხდება ჩემს ცხოვრებაში ანუ თუ ძალიან ბედნიერი ვიქნები, რა თქმა უნდა, ამის შესახებ ხმამაღლა ვიტყვი...
ეთო ყორღანაშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ვის მიიჩნევს კონკურენტად მხიარული წყვილი
საამაყო და ტურისტებთან თავის მოსაწონებელი შენობების გარდა, დედაქალაქში ბევრს საუბრობენ ისეთ შენობა-ნაგებობებზე, რომლებიც დედაქალაქის იერს ამახინჯებს.
მომღერალი ნინი შერმადინი გათხოვილი ქალების სილამაზის კონკურსის
"როცა საკუთარ თავთან მარტო ვრჩები, რომანტიკული ვხდები"
"მთელი ჩვენი არჩევნები სიძულვილზე "ზის"
ჯუმბერ პატიაშვილის გულახდილი ინტერვიუ
"მგონი, სიყვარულს ვუხსნი და ვერ ვხვდები"
თამთა შედანიას ცხოვრებისეული გამოცდილება
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2526 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2654 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
0 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
1 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
0 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
0 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2432 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1201 კომენტარი