ქართველი წარმატებული მოდელის სუსტი მხარე
font-large font-small
ქართველი წარმატებული მოდელის სუსტი მხარე
"საკმაოდ მოღიმარი და კომუნიკაბელური გახლავართ, მიყვარს ადამიანები..."


მერი ტარიელაშვილი საკმაოდ წარმატებული მოდელია, ორ საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობდა და ორივედან გამარჯვებული დაგვიბრუნდა. ამბობს, რომ საკმაოდ რთული ცხოვრების გზა გამოიარა, თუმცა საკუთარი ოცნებების ასრულებისთვის ბრძოლის უნარი არასდროს დაუკარგავს.


- როგორ ფიქრობ, ძლიერი ქალები მამაკაცებს აშინებთ?
- ვფიქრობ, ძლიერი ქალები მხოლოდ სუსტ მამაკაცებს აშინებთ, რომლებსაც არასრულფასოვნების კომპლექსი აქვთ. სხვა შემთხვევაში პირიქით, გვერდით ძლიერი პარტნიორის ყოლა სჯობს.
- თავად სუსტი ხარ თუ ძლიერი? რა არის შენი ძლიერი და სუსტი მხარეები?
- თუ ძლიერი ადამიანის დეფინიციაში ისეთ თვისებებზე გავამახვილებთ ყურადღებას, როგორიცაა მიზანდასახულობა, სიმტკიცე და გამძლეობა, მაშინ თავს ნამდვილად ძლიერ ადამიანად მივიჩნევ. არ მიყვარს საკუთარ თავზე ლაპარაკი... პრობლემის გადაჭრის უნარი მაქვს. მახსოვს, ხშირად დევიზად ვიყენებდი ფრაზას: "თუ არ იმოქმედა გეგმა "ა"-მ, მაქვს კიდევ 32 ასობგერა, რომ ვცადო". სუსტ მხარედ მიმაჩნია ემოციურობა, მიჯაჭვულობა. გარეგნულად არ მეტყობა, მაგრამ სინამდვილეში ძალიან მგრძნობიარე ვარ.
- როდის ხდები ძლიერი?
- ზოგჯერ ცხოვრებაში გვაქვს მდგომარეობა, როცა წვრილი პრობლემები კომპლექსურად გროვდება; როცა გარშემო ყველაფერი ისე გთრგუნავს, რომ წამით შესაძლოა სისუსტე და სასოწარკვეთილება იგრძნო. ზოგადად, რაც უფრო მაღლა იწევს ემოციური ფონი, უკუპროპორციულად კოგნიციის დონე ეცემა. სწორედ ამიტომ, აღელვებულ ადამიანს უჭირს სწორი გადაწყვეტილების მიღება. ასეთ კრიტიკულ მომენტებში მე არასდროს ვეცემი, განსაკუთრებით თუ ვინმეს ჩემი იმედი აქვს.
- როგორ ფიქრობ, რომ მოინდომო, ნებისმიერ მამაკაცს მოხიბლავ?
- ჩემს ღირებულებებს არ შეესაბამება და ალბათ, იძულებული თუ არ ვიქნები, ჩემთვის მიზანი არც იქნება ნებისმიერი მამაკაცის მოხიბვლა. ჩემთვის საკმარისია "ის ერთადერთი" მამაკაცი ყოველთვის იყოს ჩემით მოხიბლული.
GzaPress- ურთიერთობის ინიციატორი ყოფილხარ? რთულია შენი გულის მოგება?
- მუდმივად ყურადღების ცენტრში ვექცევი, აქედან გამომდინარე, ურთიერთობის ინიციატორი ალბათ არასდროს ვარ. თუმცა, საკმაოდ მოღიმარი და კომუნიკაბელური გახლავართ, მიყვარს ადამიანები. რაც შეეხება "გულის მოგებას" - ამ ტერმინის მიმართ კრიტიკული დამოკიდებულება მაქვს. გრძნობა ან არის, ან არ არის. შესაბამისად, თუ არანაირი გრძნობა არ მაქვს, რაც უნდა გააკეთოს მამაკაცმა, ალბათ სულერთი იქნება. ყურადღება სხვადასხვა ადამიანისგან სხვადასხვაგვარად აღიქმება. ზოგი ადამიანის ნაჩუქარი "მთები" შესაძლოა, არაფერი იყოს იმ ერთადერთისგან ნაჩუქარ უბრალო ქვასთან შედარებით.
- გიტირია მამაკაცის გამო?
- მე ასე ვიტყოდი: მიტირია იმის გამო, რომ ადამიანმა ჩემი მოლოდინები ვერ გაამართლა. ამაში ბრალს მას არ ვდებ, უბრალოდ, ზოგჯერ შეცდომით ადამიანებისგან იმაზე მეტი მოლოდინი გვაქვს, ვიდრე რეალობას შეესაბამება. დრო ყველაფერს ფარდას ხდის. ყველაფერი უკეთესობისთვისაა, ამაში ნამდვილად დავრწმუნდი.
- ბედნიერებისთვის მამაკაცი გვერდით უნდა გყავდეს?
- ბედნიერების პასუხისმგებლობის გადატანა სხვა ადამიანზე ან საგანზე აბსოლუტური სისულელეა, რადგან ბედნიერება შინაგანი მდგომარეობა, განცდაა, რომელიც გულისხმობს პროცესით ტკბობას. ადამიანები ეგოისტურად ბევრ რამეს ისე იღებენ, თითქოს ეს ისედაც ეკუთვნოდათ. სინამდვილეში კი, რომ დავფიქრდეთ, რამდენი რამ გვაქვს იმისთვის, რომ ვიყოთ მადლიერები და ბედნიერები, ალბათ საკუთარ თავს არ მივცემთ მოწყენის უფლებას. ყოველდღე რომ ვიღვიძებთ, რომ შეგვიძლია სიარული, დანახვა, ვართ ჯანმრთელები, გარშემო საყვარელი ადამიანები გვყავს და ასევე, შინაური ცხოველები, გვაქვს უამრავი შესაძლებლობა განვითარებისთვის, შეგვიძლია ვაკეთოთ საყვარელი საქმე - სხვა უამრავი მაგალითი შეგვიძლია მოვიფიქროთ იმისთვის, რომ ვიგრძნოთ მადლიერება, ბედნიერება ახლა, ამწამს და არ გვქონდეს იმის მოლოდინი, რომ "მერე, ხვალ, ორშაბათს, მომავალ წელს" აუცილებლად ვიქნებით ბედნიერები.
- როდის მიდის მამაკაცი ქალისგან?
- ასეთ ურთიერთობაზე ადამიანების საკმაოდ დიდ ნაწილს მცდარი წარმოდგენა აქვს. ურთიერთობა პირველ რიგში, ძალიან დიდი შრომაა. იგი მოითხოვს მოთმინებას, ძალისხმევას, ენთუზიაზმს, ენერგიას და დროს. თუ ზემოთ ჩამოთვლილ რესურსს არ ვდებთ ურთიერთობაში, ბუნებრივია, მას გასანადგურებლად ვწირავთ. როდესაც ურთიერთობაში ირღვევა ჰარმონია და არც ერთ პარტნიორს აღარ აქვს სურვილი, აიღოს პასუხისმგებლობა და ჩადოს რესურსი, მაშინ საკმაოდ ტრაგიკული შედეგი გვექნება.
- კომპლექსი, რომელიც ვერ დასძლიე...
- ისეთ სფეროში ვმუშაობ, რომ საკმაოდ დიდი ძალისხმევა მჭირდება თავის დასამკვიდრებლად. მოდელის კარიერის, მოდელის აღნაგობის შერწყმა განათლების, ფსიქოლოგიისა და მეცნიერების სფეროსთან საკმაოდ რთულია. ამავე დროს, ვფიქრობ, ძალიან ახალგაზრდაც ვარ იმ საქმეებისთვის, რასაც ყოველდღიურად ვაკეთებ. ამის გამო მუდმივად მაქვს კომპლექსი, ადამიანებმა საზოგადოებაში გავრცელებული სტერეოტიპების გამო სერიოზულად არ აღმიქვან.
- ალკოჰოლის ზემოქმედების დროს თავი დაგიკარგავს?
- კონტროლის მოყვარული ადამიანი ვარ. სიტუაციის წინასწარ განჭვრეტა მიყვარს. არასდროს მივცემ თავს უფლებას, რომ სიტუაციასა და საკუთარ თავზე კონტროლი დავკარგო.
- ძლიერი ქალები ეცემიან და დგებიან ფეხზე იმაზე მეტჯერ, ვიდრე სხვები... ბევრჯერ წაქცეულხარ და წამომდგარხარ?
- ყოფილა, დღემდე არის და ყოველთვის იქნება ჩემს ცხოვრებაში დაბრკოლებები და სირთულეები. საკმაოდ მძიმე ბავშვობა მაქვს გამოვლილი, არც ახლაა ყველაფერი მარტივად. გარშემო ბევრი ადამიანი მიმეორებდა: "ეს შეუძლებელია", მაგრამ მე გადავწყვიტე მებრძოლა საკუთარი ოცნებებისთვის და იცით, მე ეს შევძელი! შევძელი არა მარტო ჩემთვის, არამედ სხვა ადამიანებისთვისაც, რომლებსაც გარშემო ყველა უმეორებს, - "ეს შეუძლებელია". ვიღაცას ხომ მიუღწევია და რატომ ვერ უნდა მივაღწიო მე?.. და თუ ჯერ არავის მიუღწევია, მაშინ მე ვიქნები პირველი! მე ვერასდროს ვეტყოდი ადამიანებს "მიჰყევით საკუთარ ოცნებებს", თუ თვითონ საკუთარი ოცნების განსახორციელებლად არაფერს გავაკეთებდი.
- ყოფილა თუ არა პერიოდი, როცა სხვისი რჩევები გაგითვალისწინებიათ?
- ბევრჯერ გამითვალისწინებია ჩემთვის ძვირფასი ადამიანების აზრი - ეს ჩემი არჩევანი იყო. არ მახსოვს, ამის გამო საქმე სანანებლად გამხდომოდა. ნებისმიერი მოვლენისგან შეიძლება კარგი გამოცდილების მიღება.
- თავს წარმატებულ ადამიანად მიიჩნევ?
- იმ მოცემულობით, რაც წლების განმავლობაში მქონდა, ჩემი მიღწევები ძალიან შთამბეჭდავია. დიახ, საკმარისად წარმატებული ვარ და მომავლისგან გაცილებით მეტის იმედი მაქვს, რადგან ყოველდღიურად ძალიან ბევრს ვშრომობ და მჯერა, ყველაფერი გამოვა!
- ოდესმე საკუთარი თავი შეგცოდებია?
- დიახ, მქონია ასეთი სისუსტე. ბუნებრივია, მეც ხომ ადამიანი ვარ, რომელმაც ძალიან რთული გზა გამოიარა.
- შენს პოპულარობას პირად ცხოვრებაში დაბრკოლება შეუქმნია?
- იყო "მისი" ნიშნავს, რომ უნდა იყო სანიმუშო, სამაგალითო, ყოველთვის ფორმაში, ძალიან ლამაზი, ზრდილობიანი, მოღიმარი, თავაზიანი, კეთილი და ა.შ. არ მესმის, რატომ უნდა შექმნას ამან პრობლემა ადამიანის პირად ცხოვრებაში? ერთადერთი ის არის, რომ, კონტრაქტის გამო, გარკვეული პერიოდი გათხოვების უფლება არ აქვს მოდელს. თუმცა, ეს ჩემს უახლოეს გეგმებში მაინც არც შედის.
სოფო ჭონიშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
"მინდა საკუთარ ქვეყანაში ვიცხოვრო და მგონი, ამის უფლება მაქვს"
"რაც ტელევიზიაში მუშაობა დავიწყე, უფრო მეტ ტკბილეულს ვჭამ"
რისთვის იჩაგრება დიმიტრი ლორთქიფანიძის ქალიშვილი
"ბევრი ადამიანი მინახავს უძვირფასესი სამოსითა და ჩამქრალი თვალებით"
ბავშვობისას ჩაფიქრებული და ახდენილი ნატვრა
გიზო ჟორდანიას გამო შეცვლილი გადაწყვეტილება
თამრიკო ჭოხონელიძის გულახდილი ინტერვიუ
მთაწმინდის შუალედურ არჩევნებში "გირჩის" კანდიდატი 30 წლის, წარმოშობით უნგრელი ჰერმან საბოა.
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2530 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
2 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
4 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
5 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2442 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1206 კომენტარი