პოლონური თეატრის საჩუქარი ქართველ ბავშვებს!
font-large font-small
პოლონური თეატრის საჩუქარი ქართველ ბავშვებს!
20-27 სექტემბერს, მოზარდ მაყურებელთა თეატრთან დამეგობრებული ქალაქის, ლოძის საბავშვო თეატრი "პინოქიო" თბილისელი მაყურებლის წინაშე ერთი კვირის განმავლობაში საინტერესო და მრავალფეროვანი პროგრამით წარდგება. 21 სექტემბერს, ყველაზე პატარა მაყურებლისთვის (1-4) წარმოდგენილი იქნება სპექტაკლი "იავნანა". პატარა მაყურებელს საოცარი თავგადასავალი ელის ღამის სამყაროში, ისინი მსახიობებთან ერთად ეთამაშებიან მთვარის შუქსა და ფუმფულა ღრუბლებს, გაეშურებიან მთვარეზე, რომელიც დედამიწას უზარმაზარი, ნათელი სფეროსავით დასცქერის. თითოეულ მოვლენას სხვადასხვა მუსიკალური ბგერა ახლავს თან, თითქოს ცა და ციური სხეულები ბავშვებს საკუთარ მუსიკალურ ენაზე ესაუბრებიან.
წარმოდგენის იდეას საფუძვლად უდევს სახელოვნებო/კვლევითი პროექტი Bაბყ სპაცე.
22 სექტემბერს პოლონური დასი შედარებით მოზრდილი ასაკის (10+) ბავშვებისთვის წარმოადგენს სპექტაკლს "მთავარი შეკითხვა". ვოლფ ერლბრუხის ფილოსოფიური იგავი მაყურებელს დააფიქრებს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა სიცოცხლის აზრი, თავად სამყარო, რომლის ყოველი ელემენტი თვითმყოფადია, განსაკუთრებული და ამის დანახვა მეტად მნიშვნელოვანია. მთავარი მოქმედი პირია ადამიანი - კაცი, რომელიც წარმოდგენის მსვლელობისას ადამიანთა კრებით სახედ იქცევა.
წარმოდგენის დროს მაყურებელს საკუთარი მოსაზრებები გაუჩნდება, რომელიც შეუძლია დამსწრე საზოგადოებასა და სადადგმო ჯგუფს სპექტაკლის შემდეგ გამართულ ე.წ. ვორკშოფზე გაუზიაროს.
სპექტაკლების დასაწყისი 12 და 14 საათზე. დასწრება თავისუფალია.
სპექტაკლების გარდა, თეატრალური სფეროს წარმომადგენლებისთვის, 23-27 სექტემბერს გაიმართება რამდენიმე ე.წ. ვორკშოპი, რომლებსაც გაუძღვებიან: "პინოქიოს" სამხატვრო ხელმძღვანელი კონრად დვოროკოვსკი, დასის მსახიობები და მოზარდ მაყურებელთა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი დიმიტრი ხვთისიაშვილი.
ე.წ. ვორკშოპის თემებია: განსხვავებული თეატრალური ფორმები და მსახიობის იმპროვიზაცია, აგრეთვე გაიმართება მუსიკალური ე.წ. ვორკშოფი. თითოეული მათგანი დამსწრე საზოგადოების აქტიურ ჩართულობას გულისხმობს.
კოპროდუქცია განხორციელდა პოლონეთის გრანტის Promesa 2018-ის დაფინასებით, პოლონეთის კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
"მინდა საკუთარ ქვეყანაში ვიცხოვრო და მგონი, ამის უფლება მაქვს"
"რაც ტელევიზიაში მუშაობა დავიწყე, უფრო მეტ ტკბილეულს ვჭამ"
რისთვის იჩაგრება დიმიტრი ლორთქიფანიძის ქალიშვილი
"ბევრი ადამიანი მინახავს უძვირფასესი სამოსითა და ჩამქრალი თვალებით"
ბავშვობისას ჩაფიქრებული და ახდენილი ნატვრა
გიზო ჟორდანიას გამო შეცვლილი გადაწყვეტილება
თამრიკო ჭოხონელიძის გულახდილი ინტერვიუ
მთაწმინდის შუალედურ არჩევნებში "გირჩის" კანდიდატი 30 წლის, წარმოშობით უნგრელი ჰერმან საბოა.
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2530 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
2 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
4 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
5 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2442 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1206 კომენტარი