"ჩვენს ქორწილში უამრავი მსახიობი იყო, გურამ საღარაძემ ითამადა. მერე კი მთელი მატარებელი ხალხი ბათუმში წავედით" - გზაპრესი

"ჩვენს ქორწილში უამრავი მსახიობი იყო, გურამ საღარაძემ ითამადა. მერე კი მთელი მატარებელი ხალხი ბათუმში წავედით"

მსახიობების - თამარ დათუაშვილისა და ზურაბ ცინცქილაძის წყვილს და მათ მიერ განსახიერებულ პერსონაჟებს მაყურებელი კარგად იცნობს. ქალბატონი თამარი ბოლო დროს სერიალის - "ჩემი ცოლის დაქალები", ბოლო სეზონში აქტიურად გამოჩნდა. შევეცადეთ, მსახიობი სულ სხვა ამპლუაში გაგვეცნო.

გთავაზობთ ამონარიდებს ჟურნალ "გზაში" გამოქვეყნებული ინტერვიუდან:

"მე და ზურამ ოჯახი ადრეულ ასაკში შევქმენით, 18 წლისას უკვე ქალიშვილი შემეძინა და ცხადია, შვილების გამოკვებაზე მიწევდა ზრუნვა, მერე შვილიშვილები გვეყოლა და აქედან გამომდინარე, ბავშვებისთვის საჭირო კერძებს ყოველთვის ვამზადებდი.

ადრე მაგალითად, უზარმაზარ, 20-25-კვერცხიან ტორტებსაც ვაცხობდი... თუ საქმეში სიყვარულიც არ ჩადე რაღაც დოზით, არაფერი გამოგივა, კერძი უგემური იქნება, ტორტი აუცილებლად ჩავარდება და ა.შ." GzaPress

"სახლში პროდუქტი ზურას მოაქვს, ეს მაინც კაცის ფუნქციაა, მაგრამ თუ ის ვერ მოახერხებს მოტანას, მე წავალ, რა პრობლემაა? ერთმანეთს ულაპარაკოდ ვუგებთ. ზურას,

მაგალითად, გოზინაყი მოუმზადებია ახალ წელს. სიმართლე გითხრათ, კაცი სამზარეულოში არ მიყვარს, მაშინ როცა იქ მე ვარ. თუ უნდა, კარი შეიკეტოს, გააკეთოს და მერე დამიძახოს (იცინის). მახსოვს, თეა და ანი პატარები რომ იყვნენ, ზურა მათ ხელოვნურ საკვებს უმზადებდა დიდი ენთუზიაზმით..."

"ჩვენი ქორწილი იყო თბილისშიც და ბათუმშიც, 45 წლის წინ. ბათუმში ზურას მშობლებმა დიდი ქორწილი გადაიხადეს, ძალიან ბევრი სტუმარი იყო. თბილისში ხელი მოვაწერეთ და აქაც დიდი სუფრა გაიშალა. ჩვენს ქორწილში უამრავი მსახიობი იყო და გურამ საღარაძემ ითამადა. მერე კი მთელი მატარებელი ხალხი ბათუმში წავედით..."

ინტერვიუს სრულად ჟურნალ "გზის" 4 ოქტომბრის ნომერში წაიკითხავთ.

თამთა დადეშელი